ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 29 აგვ 2008, 12:49

lama
უფრო 15-ში.
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 29 აგვ 2008, 13:06

navigator
უფრო 15-ში.
15-ში რა ხდება?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 29 აგვ 2008, 13:18

Wanderer
ძაან საინტერესო რაღაც ხდება :) საიდუმლო არაფერია მარა წინასწარ არ მინდა დავითარსოთ, მალე მოვა ეგ დღეც :)
აცხა ღორებო Image

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by mimino » 29 აგვ 2008, 13:35

მაინც რა ხდება ეგეთი?
ჩვენი ცოდნა დათარსავს?
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by დათო » 29 აგვ 2008, 19:18

1 სექტემბერს ორი რამ არის:

ერთია ცოცხალი ჯაჭვის აქცია საქართველოში. იგი აჩვენებს, თუ რამდენად მობილიზებულია საზოგადოება იმ პირობებში, როდესაც 30 წუთის მანქანით სავალზე თბილისიდან რუსები დგანან, ხოლო შიდა ქართლი და სამეგრელო დიდწილად ოკუპირებულია, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. საინტერესიამ და მნიშვნელოვანი.

მეორე არის ევროკავშირის სამიტი. ეს მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ არავის ვურჩევ ძალიან დიდი იმედები დაამყაროს ამ სამიტზე, რადგან მთლად გადამწყვეტი იქ არაფერი იქნება. მაქსიმუმია გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ესეც კი არ არის გარანტირებული. ანუ, რადიკალურად სამიტი ვითარებას ვერ შეცვლის.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 29 აგვ 2008, 22:04

დათო wrote:1, როდესაც 30 წუთის მანქანით სავალზე თბილისიდან რუსები დგანან, ხოლო შიდა ქართლი და სამეგრელო დიდწილად ოკუპირებულია, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. საინტერესიამ და მნიშვნელოვანი.

.
ეგ მაინტერესებს ქსნის ხეობაში, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი და წმინდათა წმინდა ადგილია.
რუსები გამალებულ პროცესებს წარმართავენ, მთავრობისგან და ხალხისგან ყურადრება ნულია.
ადგილობრივები ძირითადში გამოხიზნულები.
სხვა რეგიონებს ასე თუ ისე მიტინგის დონეზე მაინც ექცევა ყურადრება.
აქ კი არაფერი.
გუშინ ღამით ნაცნობ მღვდელს დაურეკა მისმა მრევლმა, ჩამოდი მამაო და წამიყვანე , მგონი მომკლესო.
თბილისელია, ახალგორსი სახლი აქვს, საღამოს ოსები მისულან ისე უცემიათ თავის სახლში , ფეხზე ვეღარ დგებოდა.
მამაო გავარდა სტიქაროსანთან ერთად და წამოიყვანა.
ესე ბოლომდე გაწოლას თუ ვაპირებდით ომი რად დავიწყეთ არ მესმის.
ევროპა კომფორტს არ და ვერ შეელევა ჩვენ გულისთვის.
არც ამერიკა დაუწყებს ომს.
ისევ სხვისი ხელით გვინდა ჩვენი საქმის კეთება მგონია.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 29 აგვ 2008, 22:27

ლეონტი


და ამ დროს არიან ადამიანები ჰუმანიტარული დახმარებებით ხელს ითბობენ და მდიდრდებიან. :roll:
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 29 აგვ 2008, 22:30

და კიდევ

თუ არ სცხვენიათ რა ..დედა ჯართის ქურდობისთვის დაიჭირეს :roll: ციხეში ჩასვეს..ბავშვები ბომბებქვეშ უპატრონოდ დაუყარეს..და ახლა დედას საზეიმო ვითარებაში უშვებენ გარეთ რა..თან კურცხალის ჩამოგდება არ ავიწყდებათ რა.. :roll:
lenchiamal

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by დათო » 29 აგვ 2008, 22:37

ლეონტი

- ახალგორზე არაფერს არ ვშვრებით იმიტომ რომ არ შეგვიძლია. რამე რომ ვცადოთ, დაიწყება სროლა, რის შემდეგადაც საქმეში ჩაერთვება თვითმფრინავები და ტანკები, რომელთა მოგერიება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია;

- დღეს რომ ომი განახლდეს საკითხავი იქნება მხოლოდ ის, შევძლებთ თუ არა თბილისის დაცვას. სხვა რეგიონების დაცვა დღეს არ შეგვიძლია რუსეთის სრული სამხედრო უპირატესობის გამო;

- ”ომი რატომ დავიწყეთ” უცნაური შეკითხვაა, რადგან ომს რუსეთი ამ წელიწადში ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა, და ამას სერიოზული მიზეზები ჰქონდა. საკითხავი იყო მხოლოდ როგორ - ჯერ კოდორს შეუტევდა და მერე ჩართავდა ცხინვალს, თუ ისე როგორც ახლა მოხდა - ჯერ ცხინვალში დაიწყო, მერე კი კოდორს შეუტიეს. ჩვენი შეტევა ცხინვალზე იყო ”დასწრებაზე” ქმედების მცდელობა, როდესაც რუსების ტანკების შემოსვლა უკვე გარდაუვალი იყო.

- ახალგორი იქნება მათ ხელში მანამ, სანამ არ გავყრით. სავარაუდოდ, ეს დიდხანს გაგრძელდება. აფხაზეთი არ იყო საკმარისი იმისთვის რომ გაგვეცნიბიერებინა, რომ რუსეთი ახდენს ჩვენი ქვეყნის ნაწილობრივ ოკუპაციას. იმედია, ქსნის ხეობის დაკარგვის შემდეგ მაინც მავანნი გააცნობიერებენ ამ რეალიას.
Last edited by დათო on 30 აგვ 2008, 00:35, edited 1 time in total.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 30 აგვ 2008, 00:17

დათო
ჩემი აზრით ერვროკავშირი არაა მზად სანქციებისთვის, იმიტომ ტომ მათი ბიზნესის უდიდესი ნაწილი რუსეთშია, ეს კარგად იციან რუსეთში, ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო, რუსებს შექმინი აქვთ სტაბილურიობის ფონდი რომელიც მათ გარანტიას აძლევს რომ ბლოკადასაც კი გაუძლებენ გარკვეული პერიოდი, ევროპა კი მიჩვეულია წყარ და მშვიდ ცხოვრებას, არ უნდათ აუჯანყდნენ მუშები რომლებიც სამუშაო ადგილებს დაკარგავენ ან გადასახადები გაეზრდებათ ან ხელფასები შეუმცირდებათ. მოკლედ რუსებმა მაგრა გამოიჭირეს ეს იდიოტი ევროპელები.
ერთადერთი არის აშშ-ს და იმ ორგანიზაციის იმედი რომელშიც აშშ ლიდერობს, ეს არის ატლატიკური ალიანსი, სხვა ყველა ორგანიზაცია არის ბამბის ჩხრიალზე დასპეციალიზებული.
აცხა ღორებო Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by დათო » 30 აგვ 2008, 00:33

navigator

სამწუხაროდ, მართალი ხარ ევროპასთან დაკავშირებით.

ჩვენ შეიძლება დაგვეხმაროს იმან, რომ რუსები არ აპირებენ ჩვენზე შეჩერებას და უკრაინაში სერიოზული კრიზისი იქნება. ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. უკრაინაც არ არის ბოლო მსხვერპლი სიაში.

ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის ქმედებები ევროპისთვისაც კი სრულიად აუტანელი გახდება და იგი იძულებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს. ისევე როგორც აშშ-მ. ყოველივე ეს ჩვენ გვხდის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილად და სწორედ ამაშია ჩვენი გადარჩენის შანსი.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დროს წაიღებს, ასე რომ ქსნის ხეობას და ყელის ტბას ჩვენ არც ისე მალე ვნახავთ.

ახლა მთავარია, უახლოეს თვეებში გავძლოთ. რუსეთი ეცდება რომ ვერ გავძლოთ, განსაკუთრებით ზამთარში :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 30 აგვ 2008, 00:35

navigator
ერთადერთი არის აშშ-ს და იმ ორგანიზაციის იმედი რომელშიც აშშ ლიდერობს
აშშ-ს ახლა არჩევნები აქვს გადასატანი და მკვეთრ რაღაცეებს არ გააკეთებს ჯერჯერობით. კარგი დრო შეარჩიეს დამპალმა ნაცისტებმა. :(

მე როგორც ვატყობ, დეკემბრამდე სერიოზული ძვრა არ იქნება. მაქსიმუმ ფოთში და სხვა ადგილებში მყოფი რუსები გაიყვანონ რამენაირად.

კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია: იტალიელები და გერმანელები რუსებმა დააზომბირეს. ტოტალურად ანტიქართულად და პრორუსულად არიან განწყობილები. :( მასიურად გვამტყუნებენ და რუსებს ამართლებენ. :(
ძაან საინტერესო რაღაც ხდება
არ თქვა. :) ასე უფრო დამაინტრიგებელია. :) იმედია კარგი რამე მოხდება.

დათო
უკრაინაში სერიოზული კრიზისი იქნება
მემგონი რუსები იმაზე ნაკლებად სულელები არიან, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. უკრაინის კრიზისი ასე მალე არ იქნება ჩემი აზრით. რუსეთი ნელ-ნელა და მეთოდურად იმუშავებს პრინციპით "გათიშე და იბატონე". მე როგორც ვაკვირდები, რუსეთი ყოველთვის რომელიმე ქვეყანას ჩაიჭერს და უხურებს ხოლმე. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში. რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით ბრძოლა.

საინტერესო ინიციატივა აქვს დიდ ბრიტანეთს: ანტი-რუსული კოალიცია. იმედია ხორცს შეასხამენ.
Last edited by Wanderer on 30 აგვ 2008, 00:39, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 30 აგვ 2008, 00:38

Wanderer
რატო ეგეთი დასკვნა? მედიიდან? მედიას განსაკუთრებით ნუ მიაქცევ ყურადღებას ნაყიდი აქვთ სულ რუსებს, აი მერკელი მაგრა დგას ჯერ-ჯერობით. იტალიური ვარიანტი, პოლონურზე უფრო მსუბუქია მარა თუ იტალიურიც ვერ მიიღეს პირველში მაშინ რუსები მართლა თავზე გავლენ.
მოკლედ ვნახოთ რა. ეხლა გაძლებაზე უნდა ვიყოთ.
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 30 აგვ 2008, 00:41

navigator
რატო ეგეთი დასკვნა? მედიიდან? მედიას განსაკუთრებით ნუ მიაქცევ ყურადღებას ნაყიდი აქვთ სულ რუსებს, აი მერკელი მაგრა დგას ჯერ-ჯერობით.
კი, მედიაა მოწამლული მანდ. მერკელი თან მაკვირვებს და თან მახარებს. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by დათო » 30 აგვ 2008, 00:46

Wanderer

მე რუსები (დესიჟნ-მეიქერები, თორემ ბრბო უდებილესი ჰყავთ) სულაც არ მგონია სულელები. პირიქით.
რასაც ისინი აკეთებენ, არის დიდი მაგრამ კარგად გათვლილი რისკი.

რაც მთავარია, ისინი როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებენ მნიშვნელოვანწილად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოშლას 100% ეცდებიან.
ყირიმში უკვე დაიწყო პრაქტიკული მომზადება სამომავლოდ.

დღეს ჯერ არაფერი დაიწყება, მაგრამ გავა თვეები, 1 ან 1.5 წელი და უკრაინაში იქნება დიდი კრიზისი რუსეთით მთავარ როლში.


სამწუხაროდ, საბოლოო გადაწყვეტამდე სწორედ წლებზე არის ლაპარაკი და ჩვენ ეს ხანი მოგვიწევს ნახევრად-ოკუპირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]