ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
navigator
15-ში რა ხდება?უფრო 15-ში.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Wanderer
ძაან საინტერესო რაღაც ხდება
საიდუმლო არაფერია მარა წინასწარ არ მინდა დავითარსოთ, მალე მოვა ეგ დღეც 
ძაან საინტერესო რაღაც ხდება

აცხა ღორებო 

ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
1 სექტემბერს ორი რამ არის:
ერთია ცოცხალი ჯაჭვის აქცია საქართველოში. იგი აჩვენებს, თუ რამდენად მობილიზებულია საზოგადოება იმ პირობებში, როდესაც 30 წუთის მანქანით სავალზე თბილისიდან რუსები დგანან, ხოლო შიდა ქართლი და სამეგრელო დიდწილად ოკუპირებულია, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. საინტერესიამ და მნიშვნელოვანი.
მეორე არის ევროკავშირის სამიტი. ეს მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ არავის ვურჩევ ძალიან დიდი იმედები დაამყაროს ამ სამიტზე, რადგან მთლად გადამწყვეტი იქ არაფერი იქნება. მაქსიმუმია გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ესეც კი არ არის გარანტირებული. ანუ, რადიკალურად სამიტი ვითარებას ვერ შეცვლის.

ეგ მაინტერესებს ქსნის ხეობაში, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი და წმინდათა წმინდა ადგილია.დათო wrote:1, როდესაც 30 წუთის მანქანით სავალზე თბილისიდან რუსები დგანან, ხოლო შიდა ქართლი და სამეგრელო დიდწილად ოკუპირებულია, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. საინტერესიამ და მნიშვნელოვანი.
.
რუსები გამალებულ პროცესებს წარმართავენ, მთავრობისგან და ხალხისგან ყურადრება ნულია.
ადგილობრივები ძირითადში გამოხიზნულები.
სხვა რეგიონებს ასე თუ ისე მიტინგის დონეზე მაინც ექცევა ყურადრება.
აქ კი არაფერი.
გუშინ ღამით ნაცნობ მღვდელს დაურეკა მისმა მრევლმა, ჩამოდი მამაო და წამიყვანე , მგონი მომკლესო.
თბილისელია, ახალგორსი სახლი აქვს, საღამოს ოსები მისულან ისე უცემიათ თავის სახლში , ფეხზე ვეღარ დგებოდა.
მამაო გავარდა სტიქაროსანთან ერთად და წამოიყვანა.
ესე ბოლომდე გაწოლას თუ ვაპირებდით ომი რად დავიწყეთ არ მესმის.
ევროპა კომფორტს არ და ვერ შეელევა ჩვენ გულისთვის.
არც ამერიკა დაუწყებს ომს.
ისევ სხვისი ხელით გვინდა ჩვენი საქმის კეთება მგონია.
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ლეონტი
და ამ დროს არიან ადამიანები ჰუმანიტარული დახმარებებით ხელს ითბობენ და მდიდრდებიან.

lenchiamal
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
და კიდევ
თუ არ სცხვენიათ რა ..დედა ჯართის ქურდობისთვის დაიჭირეს
ციხეში ჩასვეს..ბავშვები ბომბებქვეშ უპატრონოდ დაუყარეს..და ახლა დედას საზეიმო ვითარებაში უშვებენ გარეთ რა..თან კურცხალის ჩამოგდება არ ავიწყდებათ რა.. 
თუ არ სცხვენიათ რა ..დედა ჯართის ქურდობისთვის დაიჭირეს

lenchiamal
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ლეონტი
- ახალგორზე არაფერს არ ვშვრებით იმიტომ რომ არ შეგვიძლია. რამე რომ ვცადოთ, დაიწყება სროლა, რის შემდეგადაც საქმეში ჩაერთვება თვითმფრინავები და ტანკები, რომელთა მოგერიება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია;
- დღეს რომ ომი განახლდეს საკითხავი იქნება მხოლოდ ის, შევძლებთ თუ არა თბილისის დაცვას. სხვა რეგიონების დაცვა დღეს არ შეგვიძლია რუსეთის სრული სამხედრო უპირატესობის გამო;
- ”ომი რატომ დავიწყეთ” უცნაური შეკითხვაა, რადგან ომს რუსეთი ამ წელიწადში ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა, და ამას სერიოზული მიზეზები ჰქონდა. საკითხავი იყო მხოლოდ როგორ - ჯერ კოდორს შეუტევდა და მერე ჩართავდა ცხინვალს, თუ ისე როგორც ახლა მოხდა - ჯერ ცხინვალში დაიწყო, მერე კი კოდორს შეუტიეს. ჩვენი შეტევა ცხინვალზე იყო ”დასწრებაზე” ქმედების მცდელობა, როდესაც რუსების ტანკების შემოსვლა უკვე გარდაუვალი იყო.
- ახალგორი იქნება მათ ხელში მანამ, სანამ არ გავყრით. სავარაუდოდ, ეს დიდხანს გაგრძელდება. აფხაზეთი არ იყო საკმარისი იმისთვის რომ გაგვეცნიბიერებინა, რომ რუსეთი ახდენს ჩვენი ქვეყნის ნაწილობრივ ოკუპაციას. იმედია, ქსნის ხეობის დაკარგვის შემდეგ მაინც მავანნი გააცნობიერებენ ამ რეალიას.

Last edited by დათო on 30 აგვ 2008, 00:35, edited 1 time in total.
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
დათო
ჩემი აზრით ერვროკავშირი არაა მზად სანქციებისთვის, იმიტომ ტომ მათი ბიზნესის უდიდესი ნაწილი რუსეთშია, ეს კარგად იციან რუსეთში, ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო, რუსებს შექმინი აქვთ სტაბილურიობის ფონდი რომელიც მათ გარანტიას აძლევს რომ ბლოკადასაც კი გაუძლებენ გარკვეული პერიოდი, ევროპა კი მიჩვეულია წყარ და მშვიდ ცხოვრებას, არ უნდათ აუჯანყდნენ მუშები რომლებიც სამუშაო ადგილებს დაკარგავენ ან გადასახადები გაეზრდებათ ან ხელფასები შეუმცირდებათ. მოკლედ რუსებმა მაგრა გამოიჭირეს ეს იდიოტი ევროპელები.
ერთადერთი არის აშშ-ს და იმ ორგანიზაციის იმედი რომელშიც აშშ ლიდერობს, ეს არის ატლატიკური ალიანსი, სხვა ყველა ორგანიზაცია არის ბამბის ჩხრიალზე დასპეციალიზებული.

სამწუხაროდ, მართალი ხარ ევროპასთან დაკავშირებით.
ჩვენ შეიძლება დაგვეხმაროს იმან, რომ რუსები არ აპირებენ ჩვენზე შეჩერებას და უკრაინაში სერიოზული კრიზისი იქნება. ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. უკრაინაც არ არის ბოლო მსხვერპლი სიაში.
ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის ქმედებები ევროპისთვისაც კი სრულიად აუტანელი გახდება და იგი იძულებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს. ისევე როგორც აშშ-მ. ყოველივე ეს ჩვენ გვხდის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილად და სწორედ ამაშია ჩვენი გადარჩენის შანსი.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დროს წაიღებს, ასე რომ ქსნის ხეობას და ყელის ტბას ჩვენ არც ისე მალე ვნახავთ.
ახლა მთავარია, უახლოეს თვეებში გავძლოთ. რუსეთი ეცდება რომ ვერ გავძლოთ, განსაკუთრებით ზამთარში

მე როგორც ვატყობ, დეკემბრამდე სერიოზული ძვრა არ იქნება. მაქსიმუმ ფოთში და სხვა ადგილებში მყოფი რუსები გაიყვანონ რამენაირად.
კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია: იტალიელები და გერმანელები რუსებმა დააზომბირეს. ტოტალურად ანტიქართულად და პრორუსულად არიან განწყობილები.
მასიურად გვამტყუნებენ და რუსებს ამართლებენ. 
ასე უფრო დამაინტრიგებელია.
იმედია კარგი რამე მოხდება.
დათო
საინტერესო ინიციატივა აქვს დიდ ბრიტანეთს: ანტი-რუსული კოალიცია. იმედია ხორცს შეასხამენ.
აშშ-ს ახლა არჩევნები აქვს გადასატანი და მკვეთრ რაღაცეებს არ გააკეთებს ჯერჯერობით. კარგი დრო შეარჩიეს დამპალმა ნაცისტებმა.ერთადერთი არის აშშ-ს და იმ ორგანიზაციის იმედი რომელშიც აშშ ლიდერობს

მე როგორც ვატყობ, დეკემბრამდე სერიოზული ძვრა არ იქნება. მაქსიმუმ ფოთში და სხვა ადგილებში მყოფი რუსები გაიყვანონ რამენაირად.
კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია: იტალიელები და გერმანელები რუსებმა დააზომბირეს. ტოტალურად ანტიქართულად და პრორუსულად არიან განწყობილები.

არ თქვა.ძაან საინტერესო რაღაც ხდება

დათო
მემგონი რუსები იმაზე ნაკლებად სულელები არიან, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. უკრაინის კრიზისი ასე მალე არ იქნება ჩემი აზრით. რუსეთი ნელ-ნელა და მეთოდურად იმუშავებს პრინციპით "გათიშე და იბატონე". მე როგორც ვაკვირდები, რუსეთი ყოველთვის რომელიმე ქვეყანას ჩაიჭერს და უხურებს ხოლმე. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში. რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით ბრძოლა.უკრაინაში სერიოზული კრიზისი იქნება
საინტერესო ინიციატივა აქვს დიდ ბრიტანეთს: ანტი-რუსული კოალიცია. იმედია ხორცს შეასხამენ.
Last edited by Wanderer on 30 აგვ 2008, 00:39, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Wanderer
რატო ეგეთი დასკვნა? მედიიდან? მედიას განსაკუთრებით ნუ მიაქცევ ყურადღებას ნაყიდი აქვთ სულ რუსებს, აი მერკელი მაგრა დგას ჯერ-ჯერობით. იტალიური ვარიანტი, პოლონურზე უფრო მსუბუქია მარა თუ იტალიურიც ვერ მიიღეს პირველში მაშინ რუსები მართლა თავზე გავლენ.
მოკლედ ვნახოთ რა. ეხლა გაძლებაზე უნდა ვიყოთ.

კი, მედიაა მოწამლული მანდ. მერკელი თან მაკვირვებს და თან მახარებს.რატო ეგეთი დასკვნა? მედიიდან? მედიას განსაკუთრებით ნუ მიაქცევ ყურადღებას ნაყიდი აქვთ სულ რუსებს, აი მერკელი მაგრა დგას ჯერ-ჯერობით.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Wanderer
მე რუსები (დესიჟნ-მეიქერები, თორემ ბრბო უდებილესი ჰყავთ) სულაც არ მგონია სულელები. პირიქით.
რასაც ისინი აკეთებენ, არის დიდი მაგრამ კარგად გათვლილი რისკი.
რაც მთავარია, ისინი როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებენ მნიშვნელოვანწილად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოშლას 100% ეცდებიან.
ყირიმში უკვე დაიწყო პრაქტიკული მომზადება სამომავლოდ.
დღეს ჯერ არაფერი დაიწყება, მაგრამ გავა თვეები, 1 ან 1.5 წელი და უკრაინაში იქნება დიდი კრიზისი რუსეთით მთავარ როლში.
სამწუხაროდ, საბოლოო გადაწყვეტამდე სწორედ წლებზე არის ლაპარაკი და ჩვენ ეს ხანი მოგვიწევს ნახევრად-ოკუპირებულ მდგომარეობაში ყოფნა.