ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აგვ 2008, 08:45

ZVIOSULI wrote:აბა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად გადათვალონ რომელზე ვართ

თუმცა სულ ჭიდაობაში არებული ის ლითონის ნაჭრები მაგარი დოზანაა
ამ მხრივ, მე4ზე ვართ, რადგან იამაკას, სლოვაკეთსა და ჩეხეთს ჩვენზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავთ და უკეთესი ოლიმპიური შედეგი აქვთ.
თუმცა, ჯილდოების მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულობაზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვა, თავის საქებრად გვჭირდება ხოლმე.

აგერ, იამაიკა 3მილიონიანია და 6 ოქროს, 3 ვერცხლის და 1ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სასწაული რეკორდებით.
თან 10ვე მძლეოსნობაში.

მერე რა, რომ მოჭიდავეებზე მოდის ჩვენი 3ვე ოქრო?
დრომ აჩვენა, რომ ჭიდაობის ინვესტირება უფრო მართებულია.
ყველა ქვეყანს რაღაც სპორტული პრიორიტეტები აქვს.
მაგალითად, ავსტრალია მუდამ ცურვას ანიჭებედა დიდ უპირატესობას, გერმანია უმეტესად საწყლოსნო სპორტს, რუსეთი ტანვარჯიშსა და ჭიდაობას, კორეა ბადმინტონს, ბრაზილი პალჟის ფრენბურთს, იაპონია ძიუდოს, საბერძნეთი ძალოსნობას, ლიტვა კალათბურთს, იამაიკა, კენია, სხვა შავი ქვეყნები ძალოსნობას, კუბა კრივს და ა.შ.

ჩვენ უმეტესად მოჭიდავეების იმედი გვქონდა. თუ სწორად, მახსოვს, 1ლი ქართველი ოლიმპიელი
ჩემპიონი მოჭიდავე დავით ციმაკურიძეა, რომელმაც 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
თუმცა, სხვა სახეობებში, მათ შორის ფეხბურთში, ოლიმპიური ჩემპიონები გვყვავს.
სანეევის გარდა, სიგრძეში ხტომაში ჩემპიონი არ გვყოლია. ნინო სალუქვაძის გარდა, ტყვიის სროლაში არავის უმარჯვია, თუ არ ვცდები,
ფარიკაობაში ვლადიმერ აფციაურიც 1ად1 ოლიმპიური ჩემპიონია.

ვენაცვალე ჩვენს მოჭიდავეებს. ოღონდ, მართლა ძნ მინდა, სხვა სახეობებშიც გვყვავდეს ჩემპიონი. ძალოსან
კასაბიევისა და ბატუტისტ გოლოვინას იმედი კი ნამდვილად მაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აგვ 2008, 08:50

ავღანეთის ოლიმპიურ ისტორიაში როულ ნიკრაი (Rohullah NIKPAI) 1ლი სპორტსმენი გახდა, ვინც საკუთარ ქვეყანს
ოლიმპიური მედალი მოუპოვა.

მან ბეიჯინგის ოლიმპიადაზე ტაეკვანდოში 58იანთა წონაში ბრინჯაოს მოდალი მოიპოვა.
ამის წყალობით ავღანეთი სხვა 8 ქვეყანასთან 1ად შედეგებით 77ე ადგილზეა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აგვ 2008, 09:01

ჩინეთის გუნდში სკანდალია:
როგორც ირკვევა, ბეიჯინგი-2008ის 2გზის ჩემპიონი ტანვარჯიშში ჰე კექსინი 14 წლის ყოფილა. ოლიმპიადებზე
მონაწილეობის უფლება კი მხოლოდ 16 წლის ასაკს ზევით არის დაშვებული.
ამაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თუ მართლაც ასაკი შეცვლილი აღმოჩნდა, ოქროს მედლებს დაკარგავს.
ჩინეთის ოლიმპირი კომიტეტის მონაცემებით, ის 1992 წლის 1ლ იანვარსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს,
რომ ჰე 16 წლის და 8 თვის იყო, როდესაც ჩემპიონი გახდა. სიმაღლე 142 სმია, წონა - 33 კგ.

საინტერესოა, რომ მის ასაკზე ცნობა ამერიკელმა ინტერნეტმაძებარმა გაავრცელა, რომელმაც ჩინურ
ოფიციალური ვებ-გვერდზე მიაგნო ამ ახალგაზრდა ფენომენის განსხვავებულ ასაკს.

ისე, ცოდო კია ეს გოგო.
2008ში მას გერმანიასა და ქატარში აქვს 1ლი ადგილი აღებული.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2008, 11:57

აშშ-ელმა მაიკლ ფელპსმა ბეიჯინგი-2008ზე ცურვის სახეობსა და მათ სხვა და სხვა დისტანციებში 7 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 2 ჯგუფთან 1ად.

გმირია ნამდვილად. ამ დროისთვის ამერიკელებს 35 ოქროს მედალი აქვთ და რადგან ჩინელებს 50 ოქროს მედალი აქვთ,
ამიტომ მე2 ადგილს იკავებენ.
მედლების რაოდენობის მხრივ კი ამერიკელები 1ლობენ 108 მედლით - 35 ოქრო, 37 ვერცხლი, 36 ბრინჯაო.
ჩინელებს 98 მედალი აქვთ. მედლების რაოდენობის მხრივ რუსეთი 72 მედლით მე3ზეა. მის სპორტსმენებს
23 ოქროს მედალი აქვთ და ამ მხრივაც მე3 ადგილზე არიან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by Naia » 24 აგვ 2008, 12:04

GAMARJOBA SAKARTVELO
აშშ-ელმა მაიკლ ფელპსმა ბეიჯინგი-2008ზე ცურვის სახეობსა და მათ სხვა და სხვა დისტანციებში 7 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 2 ჯგუფთან 1ად.
აღფრთოვანებული ვარ ფელპსით. ბოლო შეჯიბრში 1 წამით მოუგო მოწინააღმდეგეს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2008, 12:08

რაც შეეხება ქართველებს, ჩვენი გუნდი მედლების ხარისხის მხრივ (3 ოქრო, 3 ბრინჯაო) 26ზეა და, ალბათ, აღარაფერი
შეიცვლება, რადგან, სადაცაა, დამთავრდება ოლიმპიადა. მედლების რაოდენობის მხრივ კი
(სულ 6) 6 ქვეყანასთან 1ად 31-36 ადგილებს იყოფს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by Gamge » 24 აგვ 2008, 12:41

რაც შეეხება ქართველებს, ჩვენი გუნდი მედლების ხარისხის მხრივ (3 ოქრო, 3 ბრინჯაო) 26ზეა და, ალბათ, აღარაფერი
შეიცვლება,
რაღა შველა უნდა, 3 ოქრო და 3 ბრინჯაო ძალიან კარგი შედეგია მე თუ მკითხავთ, უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ასეტი მცირე ერისთვის და ასეთი მცირე შემადგენლობით ამდენი მედალი ძალიან კარგია.

მითუმეტეს ასეთ მძიმე და დამთრგუნველ სიტუაციაში უწევდათ ასპარეზობა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by guruli » 24 აგვ 2008, 21:58

GAMARJOBA SAKARTVELO
თუ სწორად, მახსოვს, 1ლი ქართველი ოლიმპიელი
ჩემპიონი მოჭიდავე დავით ციმაკურიძეა, რომელმაც 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
სწორტად გახსოვს, რადგან ოფიციალურაფდ ეგრეა რეგისტრირებული, თუმცა არაოფიციალურად ამბობენ, რომ ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი ორი საათით ადრე გახდა ჩემპიონიო.
სანეევის გარდა, სიგრძეში ხტომაში ჩემპიონი არ გვყოლია.
კონკრეტულად სიგრძეზე ხტომაში არა, მაგრამ სიმაღლეზე ხტომაში ანუ ზოგადად მძლეოსნობაში კი გვყავდა - რობერტ შავლაყაძე, რომელმაც 1960 წელს რომში (მგონი, ნამდვილად იქ იყო და არა 4 წლის მერე ტოკიოში :roll:) ამერიკელთა ჰეგემონია დაამხო და ფურორი მოახდინა.
სანეევის გარდა, სიგრძეში ხტომაში ჩემპიონი არ გვყოლია. ნინო სალუქვაძის გარდა, ტყვიის სროლაში არავის უმარჯვია, თუ არ ვცდები,
ფარიკაობაში ვლადიმერ აფციაურიც 1ად1 ოლიმპიური ჩემპიონია.
რაკი სახეობების მიხედვით სათითაო ჩემპიონებს მიადექი, დავამატებ - ქეთევან ლოსაბერიძე მშვილდოსნობაში ყოფილი სსრკ-ს ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი. ამ ტიტულს დაეუფლნენ ვაჟა კაჭარა და ვიქტორ კრატასიუკიც.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by guruli » 24 აგვ 2008, 22:01

ძიუდოში 100-ში გამარჯვებული, მონგოლი ნაიდინ ტუვშინბაიარი ჩავარდა დოპინგზეო, მაგრამ ჯერ რაღაც არ გახმაურებულა ეს ამბავი. ამით ყაზახი აშხატ ჟიტკეევი იხეირებს - ოქრომდე აიწევს, აი, სხვა მედლების კი არ ვიცი... არა მგონია, ლომერ ჟორჟოლიანს შეხვდეს ბრინჯაო, რომელიც მაგ წონაში მეხუთეზე გავიდა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by guruli » 25 აგვ 2008, 16:51

დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ ოლიმპიელები, მაგრამ ბეიჯინგში ბარგი დაკარგეს და გამოფრენა გადადესო. დაახლოებით ნახევარი საათის წინანდელი ინფორმაციით, ბარგი კი იპოვეს - მხოლოდ 4 აკლიაო, მაგრამ ახლა ელოდებიან, გრაფიკში როდის ჩასვამენ. ჯერ ალმა-ატაში გადმოფრინდებიან და პატარა პაუზის მერე თბილისისკენაც გამოაგრძელებენ გზას. სავარაუდოდ, ადრე დილით ჩამოვლენ.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by ნიმფა » 25 აგვ 2008, 18:41

guruli

მამლუქებზე ხომ არ მოგვაწოდებდი ინფორმაციას? თუ შეგიძლია...

მაგალითად, კეტოევი, Bიჭიკაშვილი (გვარი იმედია არ მეშლეშლება, გერმანიის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე).

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by guruli » 25 აგვ 2008, 18:56

~nimfa~
guruli

მამლუქებზე ხომ არ მოგვაწოდებდი ინფორმაციას? თუ შეგიძლია...

მაგალითად, კეტოევი, Bიჭიკაშვილი (გვარი იმედია არ მეშლეშლება, გერმანიის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე).
მამლუქებს აქ დიდად არ უყოჩაღიათ. მხოლოდ "გერმანელი"" ანა დოღონაძე გავიდა მეორეზე ბატუტზე ხტომაში და კეტოევმა მოიპოვა ბრინჯაო. ბიჩინაშვილი (და არა ბიჭიკაშვილი) მეხუთეზე გავიდა, "ბერძენი" ემზარ ბედინეიშვილი (ბედინიდისი) - მეცხრეზე, ხოლო "აზერბაიჯანელი" კლასიკოსი შალვა გადაბაძე - მერვეზე. ამერიკის მშვილდოსანთა ნაკრების წევრი ხათუნა ქვრივიშვილი (ლორიგი) მეოთხედფინალიდან გავარდა. სხვებს რაიმე შესამჩნევი წარმატება არც ჰქონიათ. მამლუქები ახლა ადრინდელივით ბევრნი არც იყვნენ და ვინც იყვნენ, ისინიც შედარებით სუსტები. ადრე ბევრად უფრო ძლიერი "მამლუქები" გამოდიოდნენ. ახლა მათი უმეტესობა საბერძნეთის ძიუდოს ნაკრებზე მოდიოდა, მაგრამ სუსტები ჰყავდათ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2008, 09:49

guruli wrote: მამლუქებს აქ (ბეიჯინგში) დიდად არ უყოჩაღიათ.
მართალია, ამჯერად ვერ იყოჩაღეს, მაგრამ ათენი-2004ზე ვარსკვლავები მოწყვიტეს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2008, 09:56

მკდ, ბეიჯინგი-2008 დასრულდა.
ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და 200ზე მეტ ქვეყანას შორის მედლების ხარისხით 27 ადგილი დაიკავეს.

ჩვენების ანგარიშზე 3 ოქრო და 3 ბრინჯაოა.
ჩემპიონები გახდნენ:

1. მანუჩარ კვირკველია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ წონაში
2. ირაკლი ცირეკიძე, ძიუდო, 90 კგ
3. რევაზ მინდორაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 84 კგ

ბრინჯაოს მედალოსნები:
1. ნინო სალუქვაძე, ტყვიის სროლა
2. ოთარ თუშიშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 66 კგ
3. გიორგი გოგშელიძე, თავისუფალი ჭიდაობა, 96 კგ

ვულოცავ მათ და მთელს საქართველოს ამ სერიოზულ წარმატებას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2008, 10:27

მცირეოდენი სტატისტიკაც:

სხვა და სხვა ხარისხის ოლიპმიური მედალი ბეიჯინგი-2008ზე 87 ქვეყნის სპრტსმენებმა მოიპოვეს.

მედლების მხრივ 5ეულშია:
1. ჩინეთი - 51 ოქრო, 21 ვერცხლი, 28 ბრინჯაო. სულ 100 მედალი
2. აშშ - 36 ოქრო, 38 ვერცხლი, 36 ბრინჯაო. სულ 110 მედალი
3. რუსეთი - 23 ოქრო, 21 ვერცხლი, 28 ბრინჯაო. სულ 72 მედალი
4. დიდი ბრიტანეთი - 19 ოქრო, 13 ვერცხლი, 15 ბრინჯაო. სულ 47 მედალი
5. გერმანია - 16 ოქრო, 10 ვერცხლი, 15 ბრინჯაო. სულ 41 მედალი.

როფორც ხედავთ, 110 მედლით აშშ ყველაზე უხვმოსავლიანია.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკდებიდან საქართველოზე უკეთესი შედეგი ოლიმპიადაზე აქვთ რუსეთს (მე3 ადგილი), უკრაინას (მე11 ადგილი, 7-5-15), ბელორუსიას (მე16 ადგილი, 4-5-10). ჩვენს შემდეგ უახლოესი მდევარი ყაზახეთია (29ე ადგილი, 2-4-7).

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შედეგები რომ შევაჯამოთ, იქნება:
43 ოქრო, 45 ვერცხლი, 82 ბრინჯაო.
სულ 170 მედალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მედლების ხარისხით მე2 ადგილზე, რაოდენობით კი - 1ლ ადგილზე იქნებოდა.

სომხეთის ნაკრებმა ბეიჯინგი-2008ზე 6 მედალი იყო და ყველა ბრინჯაოა. ასეთივე შედეგი საქართველოს ნაკრებს სიდენი-2000ზე ჰქონდა.

ჰო, და კიდევ, სულ 4 ქვეყანაა ისეთი, რომლის გუნდსაც მხოლოდ 1 მედალი აქვს და ისიც ოქროს. მათ გარდა, კიდევ 15 ქვეყანაა 1მედალოსანი.


აი, ასეთია სტატისტიკაააააააააააააააა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]