ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by namcecuna » 08 აგვ 2008, 17:56

kotetbeli wrote:მარნეულის სამხედრო აეროდრომი მეორედ დაუბომბავთ...

http://www.interpressnews.ge/index.php? ... _id=234358
აქ ვერაფერს ვკითხულობ, რუსეთის საინფორმაციო არხებს რომ ვუყურებ-საშინელებაა, ჩვენები-მარტო ვაზიანზე და მარნეულზე და წედისზე საუბრობენ, რომ დაიბომბა, ცხინვალში ახლა რა ხდება იცით ვინმემ? რუსეთის ჯარები შევიდაო, მართალია? :cry:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 08 აგვ 2008, 18:05

kotetbeli wrote:

P.S.მარნეულამდე როგორ მოდიან რუსული თვითმფრინვები, ეგ მიკვირს მე! :(
მე მგონია სომხური ბაზებიდან, კიარა ეგრე იქნება.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Linda » 08 აგვ 2008, 18:13

me axla chavabare sisxli gudushaurshi, bevri xalxia, da titkmis 2 st momiwia lodini.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by გვალდა » 08 აგვ 2008, 18:17

ხომ არაფერი იცით გზების შესახებ? დასავლეთში წასვლა ტრანსპორტით სჯობია თუ მატარებლით? :oops:
სვანეთოლოგი

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by NINUCA » 08 აგვ 2008, 18:22

8002 დარეკე მაკა და გეტყვიან ყველაფერს

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Varvara » 08 აგვ 2008, 19:08

8 საათზე თბილისის ფორუმის ინიციატივიტ იმართება აქცია რუსეთის საელჩოსთან (დღეს, პარასკევს).

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 08 აგვ 2008, 19:50

ლეონტი wrote:
kotetbeli wrote:

P.S.მარნეულამდე როგორ მოდიან რუსული თვითმფრინვები, ეგ მიკვირს მე! :(
მე მგონია სომხური ბაზებიდან, კიარა ეგრე იქნება.
მართალი ხარ, ეგრეც აღმოჩნდა...
ჩემი ძმაა გორში, ახლა კიდე დაიბომბა, სადაც ნახევარი საათის წინ ვიდექითო...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 08 აგვ 2008, 20:07

რატომ ვერ ყრიან ამ თვითმფრინავებს როგორც წესი და რიგია, რა გახდა?????!!!!!!!!!!!!!!!!!!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 08 აგვ 2008, 20:08

რედაქციაში სამივლინებო ფურცელს არ მააძლევენ, რედაქცია პასუხს ვერ აგებს შენს უსაფრთხოებაზეო, არ უნდა გაუტეხო თავი ამ რედაქტორებს? არადა ამ ფორმალობის გარეშე ვერ შეაღწევ...

არა და... ვითომ ინფორმაციაა ყოველ საათშია, მაგრამ სინამდვილეში ინფორმაციული ვაკუუმია...

ადგილზე ინფორმაცია იფილტრება და სინამდვილე არავინ იცის... მხოლოდ მედიაცენტრის მიერ გადამუშავებული ინფორმაციის გადინება ხდება;

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 08 აგვ 2008, 20:21

ARCHIL_i
ინფორმაციული ვაკუუმია ან საკმაოდ გვიან ამბობენ. ნუ ასე თუ ისე, ეგ გასაგებია, გასაგებია ისიც, რომ ჩვენებს მთლად მთელი ძალით ჩართვა და რუსეთის გაღიზიანება არ უნდათ, მაგრამ პერიფერიული დაბომბვებიდან უკვე დამიზნებულ დაბომბვაზე გადავიდნენ, ანუ რეზერვისტებს და შენაერთებს უმიზნებენ და ჩვენები რატო არ პასუხობენ წესივრად ვერ ვხვდები!!!!!!!!!!!! :(

იქნებ პასუხობენ და არც მაგას ამბობენ, აღარ ვიცი! ფაქტია, რომ 3ჯერ ზედიზედ შემოფრენილი პილოტი უნდა აწიო ჰაერში!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 08 აგვ 2008, 20:43

kotetbeli
ეგ მეც ვერ გამიგია.
ფაქტია რომ რამდენიმე ჩამოიღეს , ესე იგი საშუალება არსებობს.
უბრალოდ მგონია არაპროფესიონალიზმის გამო ვერ ახვედრებენ.
არ ვიცი, იქნებ ბოლომდე არ უნდათ გაამწარონ რუსები.
დრო გაყავთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 08 აგვ 2008, 20:56

kotetbeli



ვერაფერს იტყვი... იქ მომუშავე ჟურნალისტებთან კონტაქტი მაქვს, მაგრამ ახლა ისინიც ერტ ოთახში შეყარეს (ასე ვთქვათ) - მედიაცენტრში და ისინიც, შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდად ვერ ფლობენ სიტუაციას...

ძალიან დახშულია სინამდვილე... და ამიტომ ვჩალიჩობ გამწარებული წასვლაზე... მაგრამ... აქედან ჟურნალისტების წასვლა კიდევ უფროგართულებულია... პრინციპში, გასაგებიცაა... იქაც... ან ოთახში უნდა იყო და ოფიციალურ ინფორმაციას იღებდე ადგილზე ანდა უფრო სიღრმეში რომ შეხვიდე, ნაკლები შანსია... ზოგიერთი რედაქცია კი, იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, საჭირო დოკუმენტაციაზე, რომლის გარეშე ვერ იმუშავებ ადგილზე, უარს ამბობენ ამ საბუთების მოცემაზე...

თუმცა ქაოსი არ შეიმჩნევა, მაგრამ სად სიმართლეა და სად ტყუილი, ვერ გაარკვევ... რუსული საიტებიც კი ურთუერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ... ეს კია, რომ მიუხედავად, მოულოდნელად განვითარებული მოვლენებისა, ხალხი საკმაოდ შემზადებული შეხვდა და არ არის პანიკა...

დანარჩენზე... ძალიან ძნელია, რომ რაიმე გონივრული დასკვნა გააკეთო, ორმხრივი პროპაგანდის ზეგავლენით ვართ და ზუსტად იმასაც ვერ ვუიტყვით, გაგონილი ფაქტები მართლაცარის მომხდარი თუ არა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 08 აგვ 2008, 21:05

kotetbeli wrote:რატომ ვერ ყრიან ამ თვითმფრინავებს როგორც წესი და რიგია, რა გახდა?????!!!!!!!!!!!!!!!!!!
საქართველოს სუსტი წერტილი საჰაერო თავდაცვაა. როგორც ჩანს რუსებმა ეს ჩვენს მთავრობაზე კარგად იციან :(

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 08 აგვ 2008, 21:08

ARCHIL_i
ჩვენმა მთავრობამ უფრო უნდა იაქტიუროს ამ საინფორმაციო ომში. უცხოური საიტები ხშირად რუსული პოზიციებიდან აშუქებენ ყველაფერს და არაობიექტურები არიან. ახლა წავიკითხე კიდევ ერთი სტატია yahoo-ზე და აშკარად საქართველოს დებენ ბრალს კონფლიქტის გაღვივებაში :(

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by oto » 08 აგვ 2008, 21:09

ამწუთას ველაპარაკე ჩემ მეგობარს ცხინვალში(სამხედროა არტილერისტი) არ ვიცი როგორ გავედი კავშირზე მობილურით.პოზიციიდან გამოსულია .რუსულ ინფორმაციას ნუ უსმენთო ცხინვალში არავითარი რუსის ჯარი არ არისო მარტო თვითმფრინავები გვბომბავენო.ჩვენი ბიჭები (ზაჩისტკას)აკეთებენ.მსხვერპლი დიდია იმათი მხრიდან.ჩვენ 10 კაცი მოგვიკლესო დაჭრილებიც არიან.მიწასთან არის გასწორებული ოსების სოფლები და ცხინვალი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]