კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 08 აგვ 2008, 17:56
აქ ვერაფერს ვკითხულობ, რუსეთის საინფორმაციო არხებს რომ ვუყურებ-საშინელებაა, ჩვენები-მარტო ვაზიანზე და მარნეულზე და წედისზე საუბრობენ, რომ დაიბომბა, ცხინვალში ახლა რა ხდება იცით ვინმემ? რუსეთის ჯარები შევიდაო, მართალია?

წამო, ზღაპარში ...

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 08 აგვ 2008, 18:05
kotetbeli wrote:
P.S.მარნეულამდე როგორ მოდიან რუსული თვითმფრინვები, ეგ მიკვირს მე!
მე მგონია სომხური ბაზებიდან, კიარა ეგრე იქნება.
-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 08 აგვ 2008, 18:13
me axla chavabare sisxli gudushaurshi, bevri xalxia, da titkmis 2 st momiwia lodini.
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 08 აგვ 2008, 18:17
ხომ არაფერი იცით გზების შესახებ? დასავლეთში წასვლა ტრანსპორტით სჯობია თუ მატარებლით?

სვანეთოლოგი
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 08 აგვ 2008, 18:22
8002 დარეკე მაკა და გეტყვიან ყველაფერს
-
Varvara
- იეტი
- Posts: 1279
- Joined: 08 სექ 2006, 09:53
- Location: თბილისი
Post
by Varvara » 08 აგვ 2008, 19:08
8 საათზე თბილისის ფორუმის ინიციატივიტ იმართება აქცია რუსეთის საელჩოსთან (დღეს, პარასკევს).
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 08 აგვ 2008, 19:50
ლეონტი wrote:kotetbeli wrote:
P.S.მარნეულამდე როგორ მოდიან რუსული თვითმფრინვები, ეგ მიკვირს მე!
მე მგონია სომხური ბაზებიდან, კიარა ეგრე იქნება.
მართალი ხარ, ეგრეც აღმოჩნდა...
ჩემი ძმაა გორში, ახლა კიდე დაიბომბა, სადაც ნახევარი საათის წინ ვიდექითო...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 08 აგვ 2008, 20:07
რატომ ვერ ყრიან ამ თვითმფრინავებს როგორც წესი და რიგია, რა გახდა?????!!!!!!!!!!!!!!!!!!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 08 აგვ 2008, 20:08
რედაქციაში სამივლინებო ფურცელს არ მააძლევენ, რედაქცია პასუხს ვერ აგებს შენს უსაფრთხოებაზეო, არ უნდა გაუტეხო თავი ამ რედაქტორებს? არადა ამ ფორმალობის გარეშე ვერ შეაღწევ...
არა და... ვითომ ინფორმაციაა ყოველ საათშია, მაგრამ სინამდვილეში ინფორმაციული ვაკუუმია...
ადგილზე ინფორმაცია იფილტრება და სინამდვილე არავინ იცის... მხოლოდ მედიაცენტრის მიერ გადამუშავებული ინფორმაციის გადინება ხდება;
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 08 აგვ 2008, 20:21
ARCHIL_i
ინფორმაციული ვაკუუმია ან საკმაოდ გვიან ამბობენ. ნუ ასე თუ ისე, ეგ გასაგებია, გასაგებია ისიც, რომ ჩვენებს მთლად მთელი ძალით ჩართვა და რუსეთის გაღიზიანება არ უნდათ, მაგრამ პერიფერიული დაბომბვებიდან უკვე დამიზნებულ დაბომბვაზე გადავიდნენ, ანუ რეზერვისტებს და შენაერთებს უმიზნებენ და ჩვენები რატო არ პასუხობენ წესივრად ვერ ვხვდები!!!!!!!!!!!!
იქნებ პასუხობენ და არც მაგას ამბობენ, აღარ ვიცი! ფაქტია, რომ 3ჯერ ზედიზედ შემოფრენილი პილოტი უნდა აწიო ჰაერში!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 08 აგვ 2008, 20:43
kotetbeli
ეგ მეც ვერ გამიგია.
ფაქტია რომ რამდენიმე ჩამოიღეს , ესე იგი საშუალება არსებობს.
უბრალოდ მგონია არაპროფესიონალიზმის გამო ვერ ახვედრებენ.
არ ვიცი, იქნებ ბოლომდე არ უნდათ გაამწარონ რუსები.
დრო გაყავთ.
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 08 აგვ 2008, 20:56
kotetbeli
ვერაფერს იტყვი... იქ მომუშავე ჟურნალისტებთან კონტაქტი მაქვს, მაგრამ ახლა ისინიც ერტ ოთახში შეყარეს (ასე ვთქვათ) - მედიაცენტრში და ისინიც, შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდად ვერ ფლობენ სიტუაციას...
ძალიან დახშულია სინამდვილე... და ამიტომ ვჩალიჩობ გამწარებული წასვლაზე... მაგრამ... აქედან ჟურნალისტების წასვლა კიდევ უფროგართულებულია... პრინციპში, გასაგებიცაა... იქაც... ან ოთახში უნდა იყო და ოფიციალურ ინფორმაციას იღებდე ადგილზე ანდა უფრო სიღრმეში რომ შეხვიდე, ნაკლები შანსია... ზოგიერთი რედაქცია კი, იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, საჭირო დოკუმენტაციაზე, რომლის გარეშე ვერ იმუშავებ ადგილზე, უარს ამბობენ ამ საბუთების მოცემაზე...
თუმცა ქაოსი არ შეიმჩნევა, მაგრამ სად სიმართლეა და სად ტყუილი, ვერ გაარკვევ... რუსული საიტებიც კი ურთუერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ... ეს კია, რომ მიუხედავად, მოულოდნელად განვითარებული მოვლენებისა, ხალხი საკმაოდ შემზადებული შეხვდა და არ არის პანიკა...
დანარჩენზე... ძალიან ძნელია, რომ რაიმე გონივრული დასკვნა გააკეთო, ორმხრივი პროპაგანდის ზეგავლენით ვართ და ზუსტად იმასაც ვერ ვუიტყვით, გაგონილი ფაქტები მართლაცარის მომხდარი თუ არა...
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 08 აგვ 2008, 21:05
kotetbeli wrote:რატომ ვერ ყრიან ამ თვითმფრინავებს როგორც წესი და რიგია, რა გახდა?????!!!!!!!!!!!!!!!!!!
საქართველოს სუსტი წერტილი საჰაერო თავდაცვაა. როგორც ჩანს რუსებმა ეს ჩვენს მთავრობაზე კარგად იციან

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 08 აგვ 2008, 21:08
ARCHIL_i
ჩვენმა მთავრობამ უფრო უნდა იაქტიუროს ამ საინფორმაციო ომში. უცხოური საიტები ხშირად რუსული პოზიციებიდან აშუქებენ ყველაფერს და არაობიექტურები არიან. ახლა წავიკითხე კიდევ ერთი სტატია yahoo-ზე და აშკარად საქართველოს დებენ ბრალს კონფლიქტის გაღვივებაში

-
oto
- ბოდიალა
- Posts: 161
- Joined: 29 აპრ 2007, 22:44
- Location: Tbilisi
Post
by oto » 08 აგვ 2008, 21:09
ამწუთას ველაპარაკე ჩემ მეგობარს ცხინვალში(სამხედროა არტილერისტი) არ ვიცი როგორ გავედი კავშირზე მობილურით.პოზიციიდან გამოსულია .რუსულ ინფორმაციას ნუ უსმენთო ცხინვალში არავითარი რუსის ჯარი არ არისო მარტო თვითმფრინავები გვბომბავენო.ჩვენი ბიჭები (ზაჩისტკას)აკეთებენ.მსხვერპლი დიდია იმათი მხრიდან.ჩვენ 10 კაცი მოგვიკლესო დაჭრილებიც არიან.მიწასთან არის გასწორებული ოსების სოფლები და ცხინვალი.