იმისთანა ადგილას ვდგევარ, ოთხივე მხარეს თოვლიანი მწვერვალები მოსჩანსო!! ზოგი ჩვენი, ზოგი დაღესტნისო.
იმისთანა სიგრილეს თუ სადმე შეიძლება ცხელოდეს ვერ წარმოიდგენო!! კარაველებმა რომ არ ისურვეთ წამოსვლა ეხლა იხვითქეთო (თუ რაღაც ასეთი თქვა) მანდ სიცხეშიო!

გარდა ამისა, ყველა თბილად მოგიკითხათ და დამავალა ეს სიტყვები ამ თეამაში დამეპოსტა.
მე საპასუხოდ დავავალე, თუში ქალი შეირთე და კარაველები უკვე უჯახში ვივლით შენთან მეთქი... რა ვიციო, წინააღმდეგი არა ვარო... ამის შემდეგ მე კიდევ რამდენიმე სტანდარტული ფრაზე ვთქვი, რომელშიც მონაწილეობდნენ სიტყვები "ინიციატივა" "არ კმარა" და სხვა, რომლის წარმოდგენაც 25 წლის ასაკს გადაცილებულ ქართველებს არ გაგიჭირდებათ

ხო, ნინო ხუხუნს ვერ ვურეკავო, ლობო ორეთის ტბაზეაო!! მგელივით ავყმუვლდი ეს რომ მითხრაო. თავად გურული გომეწრის ხეობის გადასასვლელ მწვერვალზე აპირებდა ასვლას და რომ ჩამოვა უკეთ მოყვება.