19 ივლისიდან თუშეთში...

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Gvalva » 01 აგვ 2008, 20:57

ეხლა დამირეკა გურულმა

იმისთანა ადგილას ვდგევარ, ოთხივე მხარეს თოვლიანი მწვერვალები მოსჩანსო!! ზოგი ჩვენი, ზოგი დაღესტნისო.

იმისთანა სიგრილეს თუ სადმე შეიძლება ცხელოდეს ვერ წარმოიდგენო!! კარაველებმა რომ არ ისურვეთ წამოსვლა ეხლა იხვითქეთო (თუ რაღაც ასეთი თქვა) მანდ სიცხეშიო! :)

გარდა ამისა, ყველა თბილად მოგიკითხათ და დამავალა ეს სიტყვები ამ თეამაში დამეპოსტა.

მე საპასუხოდ დავავალე, თუში ქალი შეირთე და კარაველები უკვე უჯახში ვივლით შენთან მეთქი... რა ვიციო, წინააღმდეგი არა ვარო... ამის შემდეგ მე კიდევ რამდენიმე სტანდარტული ფრაზე ვთქვი, რომელშიც მონაწილეობდნენ სიტყვები "ინიციატივა" "არ კმარა" და სხვა, რომლის წარმოდგენაც 25 წლის ასაკს გადაცილებულ ქართველებს არ გაგიჭირდებათ :).

ხო, ნინო ხუხუნს ვერ ვურეკავო, ლობო ორეთის ტბაზეაო!! მგელივით ავყმუვლდი ეს რომ მითხრაო. თავად გურული გომეწრის ხეობის გადასასვლელ მწვერვალზე აპირებდა ასვლას და რომ ჩამოვა უკეთ მოყვება.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Mta Mkvarebia » 01 აგვ 2008, 21:00

Gvalva wrote: მე საპასუხოდ დავავალე, თუში ქალი შეირთე და კარაველები უკვე უჯახში ვივლით შენთან მეთქი... რა ვიციო, წინააღმდეგი არა ვარო... ამის შემდეგ მე კიდევ რამდენიმე სტანდარტული ფრაზე ვთქვი, რომელშიც მონაწილეობდნენ სიტყვები "ინიციატივა" "არ კმარა" და სხვა, რომლის წარმოდგენაც 25 წლის ასაკს გადაცილებულ ქართველებს არ გაგიჭირდებათ :).
:lol: ნამდვილად კარგი იქნება, თუშეთზე თავად ხომ გიჟდება და იმედია ათასში ერთხელ ჩვენც დაგვპატიჟებს :D

თოვლიან მწვერვალებზე მეც კინაღამ ყმუილი დავიწყე :oops:
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by perwkli » 02 აგვ 2008, 00:18

ჩემი ძმაა ახლა სადღაც იქვე ალბათ...........
დღეობებზე წავიდა და რეავიცი......

მშურს :cry:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by guruli » 06 აგვ 2008, 11:42

ახლა ომალოდან ვპოსტავ, კესელოს ციხეებიდან, მობილით შემოვედი ინტერნეტში... ზოგიერთებს ავუსრულე წადილი და ჯვარს ვიწერ თუშ ქალაზე. აღარც თქვენი თბილისის მინდა, არც - თქვენი კარავი და არც - ქალაქი... ჯვრისწერა შედგება შაბათს შენაქოს ახალაღდგენილ ეკლესიაში. კარაველთა დასწრება სავალდებულოა :!: :!: :!:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Mta Mkvarebia » 06 აგვ 2008, 11:49

guruli
:lol: :lol: :lol:
გილოცავთ, გილოცავთ :D აბა. ვაჟიანობა და ქალიანობაც მალე მოგველოცოს :D თურმე რა ამბავი ყოფილა და აბა სად გეცლება შენ ჩემი PM-ის წასაკითხად? :wink: ვიფიქრე თუშეთში წასვლამდე დაგვაკვალიანებს მეთქი, მაგრამ იქ თუ დაგვხვდები, უკეთეს მეგზურ-მასპინძლობას გაგვიწევ :wink: :lol:
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by guruli » 06 აგვ 2008, 12:09

Mta Mkvarebia
აბა. ვაჟიანობა და ქალიანობაც მალე მოგველოცოს
მალე რა - ყველაფერს თავისი დრო აქვს, მთაო. რაც უნდა დააჩქარო, 9 თვე მაინც მოგიწევთ ლოდინი მოსალოცად. :lol: :lol:
დაკვალიანება კიდე, აქ დაგხვდები და დაგაკვალიანებ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Mta Mkvarebia » 06 აგვ 2008, 12:10

guruli
არა უშავს, დაველოდებით 9 თვეს და მერე მოგილოცავთ :D
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by tiko_r » 06 აგვ 2008, 12:32

რა კარგი იქნებოდა გურული რომ არ ხუმრობდეს

ხომ მივიდოდი ქორწილში ჩემი ქერა პარიკით :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by guruli » 06 აგვ 2008, 13:24

tiko_r
რა კარგი იქნებოდა გურული რომ არ ხუმრობდეს
და ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ!!! ხუმრობა კი არა, ძლივს დამადგა საშველი. ქერა პარიკით კი, ქორწილი რომ გაჩაღდება, მერე შემო, კარაველებს გააკვირვებ, თორემ იქაურემა მაინც არ იციან, რაგვერთ თმებ გაქვის. :D
ჰოდა, არ გეგონოთ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავ - რამდენიმე კარგი გამოცდილი, სერთიფიკატიანი თუში მწყემსიც შევარჩიე კარავის სასიძოდ. ნურცა ვის გეწყინებათ, მაგრამ პირველ რიგში, ის კარაველ ქალაებ უნდ დავათხოო, მეად რომ მაქეზებენ თუშების სასიძოდ.
P.S. გავედი ახლა და საღამოს ისევ დაგხედავთ.
ჰო, მართლა - ნინო ხუხუნს ვერცარას ვუკავშირდებ, ლობო კი გამოემგზავრა ბარისაკ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Mta Mkvarebia » 06 აგვ 2008, 13:54

guruli
კოტეტბელი აქებს თუშ ქალებს, ულამაზესი ქალები ჰყავთო :D ასე რომ დარწმუნებული ვართ, სარძლო მოგვეწონება :D .

აი, კაცების რა გითხრა :wink: ...
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Mta Mkvarebia » 06 აგვ 2008, 14:15

guruli
ირაკლი ორი საათია აქტიურთა სიაში გხედავ და მეშინია ტელეფონი არ დაგიჯდეს, სადღა დატენი მერე ასე ადვილად თუშეთში? :lol: თან პატარძალს რომ ყურადღებას არ აქცევ ამ ხნის განმავლობაში, არ ეჭვიანობს? :wink: :lol: :lol:

ისე "აუ, რაღაც მინდა ვთქვაში" ხომ არ გადაგვენაცვლა? :roll:
მოგვიტევონ მოდერებმა მაგრამ ამდენმა "კარვულმა" ქორწილმა რაღაც რომანტიულ განწყობაზე დაგვაყენა :wink: :D .
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by Gvalva » 06 აგვ 2008, 14:27

guruli

მომილოცავს თუ მართალია :)

თუ არა, გურულო :evil:

გაფრთხილება იყო, ამ თემაზე ვინც იხუმრებს დაისჯებაო!!!

და დასჯა ის იქნება რომ გაგბაწრავთ ივანე კოტორაშვილივით და "ნებით" დაგწერთ ჯვარს :twisted:

ვისზე დაგწერთ :roll: ამას ყველა მოტყუებილი ერთად გადავწყვეტთ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by guruli » 06 აგვ 2008, 15:07

Mta Mkvarebia
guruli
კოტეტბელი აქებს თუშ ქალებს, ულამაზესი ქალები ჰყავთო ასე რომ დარწმუნებული ვართ, სარძლო მოგვეწონება .

აი, კაცების რა გითხრა
ქალებ მართლ კარგებ ჰყავთა, კაცები კი მაგდენს ვერ ქაჩავენ, მაგრამ მე იგრ მოვინდომე, რომ ნუღა იკითხავ. სასიძოებს ვერ დამიწუნებენ. სუ სერთიფიკატიან მწყემსებ ავარჩივ ამდენ თუშებში.
ირაკლი ორი საათია აქტიურთა სიაში გხედავ და მეშინია ტელეფონი არ დაგიჯდეს, სადღა დატენი მერე ასე ადვილად თუშეთში? თან პატარძალს რომ ყურადღებას არ აქცევ ამ ხნის განმავლობაში, არ ეჭვიანობს?
ჯერ რადავ იეჭვიანებს, ჯვარიც არ დაგვიწერავ. თავისებთანაა და 23-ნაოჭიანი ხინკლის მოხვევას სწავლობს. 18-იანი კი იცის, მაგრამ მე 23-იან მწადის.
ტელეფონს "დვიჟოკზე" ვტენით, თუმცა გაისად თუშეთ დენიც იქნების - ჭალას უკვე შენდება მინიჰესი. ზუსტად ვერ დავადგინე, მაგრამ ეგ ჩვენ ფორუმელ თუშის გაკეთებულ პროქტ და მისით მოპოვებულ გრანტ უნდ იყვნეს...
Gvalva
მომილოცავს თუ მართალია

თუ არა, გურულო

გაფრთხილება იყო, ამ თემაზე ვინც იხუმრებს დაისჯებაო!!!
ვახ, კაცოუ... ან როდის ვიყავ მატყუარა, ან ეხლ რით დაგაჯეროთა?! მოდით, ისევ ჯვრისწერად მეწვიეთ შაბათს, დაიჯერებთ და ეგ იქნება.
ჭუნასაც შევურჩიე სსაბედო და მაგისთვის იდოიძე გავსარჯე, იმხელა კაცი. ი ჩვენ ნაცნობ ყამპეტას შეწუხებაც მინდოდ, მაგრამ წყლული გაუსკდა და რეანიმაციაში იწვა, ძლივაი გადარჩა. მოკლედ, არ გაგიკვირდეთ, მალე დედილომაც თუ მოგიხმოთ ჯვრისწერაზე. :D :D
და დასჯა ის იქნება რომ გაგბაწრავთ ივანე კოტორაშვილივით და "ნებით" დაგწერთ ჯვარს

ვისზე დაგწერთ ამას ყველა მოტყუებილი ერთად გადავწყვეტთ
მე რაღაი - უკვე ავარჩივ, მაგრამ სხვა დროს ვისაც თავად აირჩევენ, იმაზე დააწერინეთ ჯვარი და ყველაზე კარგი დასჯაც ეგ იქნება.

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
19 ივლისიდან თუშეთში...

Post by bela » 06 აგვ 2008, 16:07

ცოლის მოყვანის ტყუილ-მართალს აქედან რას დავადგენთ, მაგრამ ამ გურულს რას დაუმხეცებია თუშური კილო?!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]