ვფიქრობდი, რომ წარწერებს ადგილზე ფლომასტერებით გავაკეთებდით.Gvalva wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რაიმე წარწერა ხომ არ გაგვეკეთებინა რომელზეც ეწერებოდა რომ ეს ნივთი შეძენილია ამ საქველმოქმედო აქციის დროს. წარწერა ასანთის კოლოფის ნახევარი ზომის რომ იყოს. მყიდველისთვის სახსოვრად დარჩებოდა რომ ეს ნივთი ამ აქციის ფარგლებში შეიძინა.
ტექსტი დასახვეწია "რეანიმაციაში მყოფი მეგობრის დასახმარებელი აქცია" ან რამე ასეთი, შავ-თეთრად რომ ამოვბეჭდოთ და ყველას ერთნაირი მივაკრათ.
შეიძლება საავადმყოფოს საგზაო ნიშანი რომაა, საწოლი, ასეთი გრაფიკა იყოს და "მეგობრის დასახმარებელი აქცია, 28.07.2008"
მონეტებს რომ ლამაზი ყუთები და ბალიშუნები ვუშოვოთ და რაც გიამ თქვა ის ტექსტიც დავაწეროთ კარგი იქნება, უფრო სუვენირის ფორმა ექნება, და ეს წარწერაც მიეწებება ყუთზე.
ისე, სამახსოვრო წარწერის გაკეთება კგ აზრია.
ამას ნივთების შემომწირი თუ თავად გააკეთებს, გადასარევი იქნება.
ჩემს ფოტოებს ზურგზე
მივაწერ, რომ ფოტო გაიყიდა საქველმოქმედო მიზნით. ეს მყიდველის ქველმოქმედების 1გვარი დაფასებაა.
ასევე, ვაკეთებ ტექსტს, სადაც საქველმოქმედო აქციის მიზანი იქნება ახსნილი და მითითებული იქნება საბანკო ანგარიშიც.
ფურცლებს ხვალ-ზეგ ნაია დაბეჭდავს და როგორც შარდენზე, ასევე ქალაქის ბევრ ადგილას სკოჩით გამოიკრება.
აი, ამაში კი ზოგი1ის დახმარება დამჭირდება