საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2008, 02:18

Gvalva wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

რაიმე წარწერა ხომ არ გაგვეკეთებინა რომელზეც ეწერებოდა რომ ეს ნივთი შეძენილია ამ საქველმოქმედო აქციის დროს. წარწერა ასანთის კოლოფის ნახევარი ზომის რომ იყოს. მყიდველისთვის სახსოვრად დარჩებოდა რომ ეს ნივთი ამ აქციის ფარგლებში შეიძინა.

ტექსტი დასახვეწია "რეანიმაციაში მყოფი მეგობრის დასახმარებელი აქცია" ან რამე ასეთი, შავ-თეთრად რომ ამოვბეჭდოთ და ყველას ერთნაირი მივაკრათ.

შეიძლება საავადმყოფოს საგზაო ნიშანი რომაა, საწოლი, ასეთი გრაფიკა იყოს და "მეგობრის დასახმარებელი აქცია, 28.07.2008"

მონეტებს რომ ლამაზი ყუთები და ბალიშუნები ვუშოვოთ და რაც გიამ თქვა ის ტექსტიც დავაწეროთ კარგი იქნება, უფრო სუვენირის ფორმა ექნება, და ეს წარწერაც მიეწებება ყუთზე.
ვფიქრობდი, რომ წარწერებს ადგილზე ფლომასტერებით გავაკეთებდით.
ისე, სამახსოვრო წარწერის გაკეთება კგ აზრია.
ამას ნივთების შემომწირი თუ თავად გააკეთებს, გადასარევი იქნება.
ჩემს ფოტოებს ზურგზე
მივაწერ, რომ ფოტო გაიყიდა საქველმოქმედო მიზნით. ეს მყიდველის ქველმოქმედების 1გვარი დაფასებაა.
ასევე, ვაკეთებ ტექსტს, სადაც საქველმოქმედო აქციის მიზანი იქნება ახსნილი და მითითებული იქნება საბანკო ანგარიშიც.
ფურცლებს ხვალ-ზეგ ნაია დაბეჭდავს და როგორც შარდენზე, ასევე ქალაქის ბევრ ადგილას სკოჩით გამოიკრება.
აი, ამაში კი ზოგი1ის დახმარება დამჭირდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Sikvdila » 24 ივლ 2008, 06:58

ვინმეს თუ შეუძლია, ტექსტი დაწეროს ამ აქციის გამართვის შესახებ. ძალიან დიდი მეილების ბაზა მაქვს, დავაგზავნი

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Varvara » 24 ივლ 2008, 11:31

Sikvdila

თბილისის ფორუმზე ტექსტის აი ეს ვარიანტი დევს:


2008ის 28 ივლისის 19:00 სთ (შარდენისა და ლესელიძის ქუჩებს შორის მდებარე ბაღში, თამადის ძეგლთან) ეწყობა საქველმოქმედო აქცია, რომლის შედეგადაც შეგროვილი თანხა მოხმარდება ფორუმის წევრის - პლატოელის (გიორგის) მკურნალობის ხარჯების დაფარვას (გიორგი 2008 წლის მაისში მოყვა ავტოავარიაში და მას შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებაში იმყოფება მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში).

აქციის ფარგლებში მოეწყობა აუქციონი და ასევე გაიყიდება სხვადასხვა ნივთები.

გთხოვთ მობრძანდეთ, თქვენი თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წინასწარ გიხდით მადლობას.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Varvara » 24 ივლ 2008, 11:56

ხო, კიდევ აი ეს ინფო დაიდო ფორუმზე:

გიორგის მამასთან რეკავს ბევრი ადამიანი (ბევრი ფორუმელიც) და სხვადასხვა დახმარებას სთავაზობს, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ გიორგის მშობლებს ახლა არ აქვთ იმის დრო რომ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, არსებობს ჩვენი ძმაკაცის სახელზე გასხნილი ანგარიში, რომლიდანაც გადმორიცხული ფული მთლიანად ხმარდება გიორგის, მართალია ის ფული წამლების თანხას ვერ ყოფნის, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრია სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები და გასავალიც დიდია, და ვისაც აქვს სურვილი დახმარების შეუძლია ამ ანგარიშზეც გადმორიცხოს თანხა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2008, 12:46

გუშინ ასეთი ტექსტი გავაკეთე, ნაია ინგლისურად გადათარგმნის, დაბეჭდავს და გამოვაკრავთ.

2008 წლის 26 მაისს 22 წლის გიორგი კალანდაძე კუს ტბის გზაზე სხვებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. შემთხვევას, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა
თავად გიორგი კი უკვე 2 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებში წევს.
მის სამკურნალოდ დღეში 1150 ლრია საჭირო (სარეანიმაციო მომსახურება 650 ლარი, ძვირადღირებული ანტიბიოტიკები და სხვა წამლები 500 ლარი).

ჩვენ, გიორგის მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობ-უცნობებს გვჯერა, რომ გიორგი გამოკეთდება, ფეხზე წამოდგება და გვინდა, რომ ოჯახს შვილის გადასარჩენად მისთვის საჭირო სამკურნლო თანხის შეგროვებაში დავეხმაროთ.

ამ მიზნით, 2008 წლის 28 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე შარდენისა და ლესელიძჲს ქუჩებს შორის მდებარე სკვერში საქველმოქმედო აქცია იმართება.

გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი ნიჭიერი ახალგაზრდის გადარჩენაში.
საქველმოქმედო აქციაზე მოეწყობა აუქციონიც.
არაფერია იმაზე კარგ, როდესაც გრძნობ, რომ ვინმეს ეხმარები.
დეხმარე გიორგის

გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებსაც.
მიმღები: ს.ს. "საქართველოს ბანკი"
ცენტრალური ფილიალი: 220101502
მიმღების დასახელება: ნოდარ მეშვილდიშვილი
მიმღების ანგარიში: 132219700 GEL

დოლარი: $ მიმღები ბანკი:
Intermediary bank / Citibank N.A. New York, USA / SWIFT: CITIUS33
Bank of Georgia, SWIFT:BAGAGE22
3, pushkini str. 0105 tbilisi, Georgia
ACCOUNT: 132219700


EURO
Intermediary Bank / Commerzbank, Frankfurt, Germany / SWIFT: OBADEFF
Acoount with institution: Bank of GEorgia, SWIFT: BAGAGE22
Account: 132219700


შეგიძლიათ, ელ-ფოსტითაც გაავრცელოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Varvara » 24 ივლ 2008, 12:50

GAMARJOBA SAKARTVELO

კუს ტბის გზაზე არ იყო ეგ ავარია - წოდორეთის.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2008, 12:58

Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

კუს ტბის გზაზე არ იყო ეგ ავარია - წოდორეთის.
კგ, ჩავსწორებთ.
უმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2008, 13:00

მეგობრებო, ადგილზე შესაძლებელი იქნება ფულის შეგროვებაც.
ამისთვის ყუთი დაიდგმება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by ლეონტი » 24 ივლ 2008, 13:21

GAMARJOBA SAKARTVELO
ძირითადში კარგია, მაგრამ რადგან ქუჩაში გამოსაკრავადაა განკუთვნილი, უკეთესია ტექსტი როგორმე შეიკუმშოს და აგრეთვე "გამოფენა აუქციონი"
დიდი ასოებით გამოიყოს, რადგან ხალხი შეილება მოვიდეს არა საქველმოქმედო მოტივით არამედ უბრალოდ " შოფინგის " ან ცნობისმოყვარეობის სურვილით გამოისეირნოს და რამე შეიძინოს.

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Sikvdila » 24 ივლ 2008, 13:26

Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

კუს ტბის გზაზე არ იყო ეგ ავარია - წოდორეთის.
უკვე გავაგზავნე მეილები მაგ ტექსტით :(

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by Mta Mkvarebia » 24 ივლ 2008, 13:26

გოგა, ერთი ორი პატარა ლაფსუსი გაიპარა, გამოტოვებული ასოების სახით, რადგან განცხადების ტექსტია, ჯობია, შევასწოროთ:

2008 წლის 26 მაისს 22 წლის გიორგი კალანდაძე წოდორეთის გზაზე სხვებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. შემთხვევა, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა
თავად გიორგი კი უკვე 2 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებში წევს.
მის სამკურნალოდ დღეში 1150 ლარია საჭირო (სარეანიმაციო მომსახურება 650 ლარი, ძვირადღირებული ანტიბიოტიკები და სხვა წამლები 500 ლარი).

ჩვენ, გიორგის მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობ-უცნობებს გვჯერა, რომ გიორგი გამოკეთდება, ფეხზე წამოდგება და გვინდა, რომ ოჯახს შვილის გადასარჩენად მისთვის საჭირო სამკურნლო თანხის შეგროვებაში დავეხმაროთ.

ამ მიზნით, 2008 წლის 28 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე შარდენისა და ლესელიძჲს ქუჩებს შორის მდებარე სკვერში საქველმოქმედო აქცია იმართება.

გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი ნიჭიერი ახალგაზრდის გადარჩენაში.
საქველმოქმედო აქციაზე მოეწყობა აუქციონიც.
არაფერია იმაზე კარგი, როდესაც გრძნობ, რომ ვინმეს ეხმარები.
დაეხმარე გიორგის

გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებსაც.
მიმღები: ს.ს. "საქართველოს ბანკი"
ცენტრალური ფილიალი: 220101502
მიმღების დასახელება: ნოდარ მეშვილდიშვილი
მიმღების ანგარიში: 132219700 GEL

დოლარი: $ მიმღები ბანკი:
Intermediary bank / Citibank N.A. New York, USA / SWIFT: CITIUS33
Bank of Georgia, SWIFT:BAGAGE22
3, pushkini str. 0105 tbilisi, Georgia
ACCOUNT: 132219700


EURO
Intermediary Bank / Commerzbank, Frankfurt, Germany / SWIFT: OBADEFF
Acoount with institution: Bank of GEorgia, SWIFT: BAGAGE22
Account: 132219700

შეგიძლიათ, ელ-ფოსტითაც გაავრცელოთ.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივლ 2008, 01:24

ხალხ,
საქველმოქმედო აქციისთვის მეგაფონი ან დინამიკებიანი მიკროფონი გვჭირდება.
ხომ არ იცით, სად ვიქირავ-ვიშოვონოთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივლ 2008, 02:19

ფოტოები იმ ადგილისა, სადაც გიო-გიორგის სახელზე საქველმოქმედო აქცია იმართება.
სკვერი ლესელიძისა და შარდენის შუაშია მოქცეული
დასაწყისი 19:00ზე

Image

Image

Image

აქ გუშინ ისევ ვიყავი და დავრწმუნდი, რომ საქველმოქმედო აქციისთვის მშვენიერი გარემო და პირობებია.
უახლოესმა კაფე-ბარის უფროსმა ამ აქციისთვის მაგიდაც გვათხოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივლ 2008, 08:52

1ად1, მეგაფონისა თუ მიკროფონის საკითხი მადარდებს.
სადღაც მითხრეს, რომ 200 ლარი უნდა ქირაო.
ამხელა ფულის ისევ საქველმოქედოდ გამოყენება სჯოსბ, ვიდრე მიკროფონის დასაქირავებლად.
ისევ ველი თქვენს დახმარებას ამ საკითხში.
არავის გყავთ ნაცნობი თუნდაც ოპოზიციურ პარტიებში, რომ გვათხოვონ მეგაფონი?
ამა, დამიპირადეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Post by qvevri » 25 ივლ 2008, 16:47

როგორც უკვე გითხარით მე აქციას ვერ ვესწრები სამსახურის გამო(ერთ კვირიან სემინარზე მივდივართ ხვალიდან), მაგრამ როგორც ნათქვამი მქონდა აქციისათვის მოვამზადე რარაც-რაღაცეები :D ჩემი დაყენებული და ჩამოსხმული საფერავი, ჩემი გამოხდილი ჭაჭა, ჩემი გამოცემული ბროშურები ვაზისა და ღვინის შესახებ,(ტრადიციული მეღვინეობის შესახებ იგლისური ვერსიაც იქნება უცხოელებისათვის), ჩემს მიერვე გაკეთებული კერამიკული ნაწარმი--ვაზა და ჭიქა. მოკლედ ყველაფერი საკუთარი შემქმედება იქნება :D მაგრამ ერთი საკითხია გადასაჭრელი :!: ეს ყველაფერი მე აქა მაქვს სამსახურში და ვინ ითავებს ამ ყველაფრის აქციაზე ყურადღების მიქცევას :?: :?: :?: :roll: საკითხავი აი ეს არის :D
Last edited by qvevri on 25 ივლ 2008, 17:01, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]