გერგეტის სამებობა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
გერგეტის სამებობა

Post by kiki » 16 ივლ 2008, 11:07

ყველას გილოცავთ გერგეტის სმებობის დღესასწაულს!!!!!


Image
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
გერგეტის სამებობა

Post by ele » 16 ივლ 2008, 11:16

გერგეტობას გილოცავთ - სიყვარულის დღეს

ჩვენმა სვანმა კარველებმა მომილოცეს თორე სიმართლე გითხრათ არც მახსოვდა. . . :oops:



ყოველთვის გერგეტის სამებასავით მაღალი და წმინდა ყოფილიყოს ჩვენი სიყვარული. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გერგეტის სამებობა

Post by teo- » 16 ივლ 2008, 11:38

mev gilocavt, zalian mindoda casvla :cry:

ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
გერგეტის სამებობა

Post by ninia-gogo » 16 ივლ 2008, 11:40

გილოცავთ ყველას ამ დიდებული ტაძრის და სიყვარულის დღეს!

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გერგეტის სამებობა

Post by Ninukala » 16 ივლ 2008, 12:00

გილოცავთ... წმინდა სამება ფარავდეს ჩვენს საქართველოს....
მე ხვალ მივიდივარ ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გერგეტის სამებობა

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 12:10

ყველას გილოცავთ გერგეტის სამებობის ,ანუ სიყვარულის დღესასწაულს,მრავალს დასწარით! შეგვეწიოს გერგეტის სამების ძალა-მადლი და მოგვმატებოდეს ღვთისა და მოყვასის სიყვარული!

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
გერგეტის სამებობა

Post by legenda » 16 ივლ 2008, 13:11

ნინი_85 wrote:
ყველას გილოცავთ გერგეტის სამებობის ,ანუ სიყვარულის დღესასწაულს,მრავალს დასწარით!
შეგვეწიოს გერგეტის სამების ძალა-მადლი და მოგვმატებოდეს ღვთისა და მოყვასის სიყვარული!



გილოცავთ!

ჩემი უსაყვარლესი დღეა!
:wink:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გერგეტის სამებობა

Post by Naia » 16 ივლ 2008, 16:17

მეც გილოცავთ

გერგეტის სამების მადლი შეგეწიოთ!

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
გერგეტის სამებობა

Post by uma » 16 ივლ 2008, 16:20

ყველას გილოცავთ და აქვე ერთი ინფორმაცია

პატრიარქს დღევანდელი დღე გამოუცხადებია სიყვარულის დღედ :)

ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი :)

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
გერგეტის სამებობა

Post by deida kama » 16 ივლ 2008, 21:09

გილოცავთ ვაშაააააააააა ურააააააააააააააააა
მე ვიყავი გერგეთობას გამოშტერებული დარეტიანებული ცოცხალ-მკვდარი ვარ.დღეს უწმინდესი და უნეტარესუ ილია II უნდა ამოსულიყო მაგრამ არ ამოვიდა: ( მაგრამ მაინც კარგი იყო.... ფეხები ინვალიდივით მაქუს.

კარავიდან არავინ არ იყო?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გერგეტის სამებობა

Post by qvevri » 16 ივლ 2008, 21:14

მრავალს დაგვასწროს და შეგვეწიოს ამ მადლიანი დღის ძალა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გერგეტის სამებობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივლ 2008, 21:25

გერგეტის წმინდა სამების მადლის შეწევნის ღირსნი ვყოფილიყავით.
გილოცავთ ამ დღეს.
სიყვარულს ებედნიერეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
გერგეტის სამებობა

Post by Mrs. Robinson » 19 ივლ 2008, 23:06

შეგეწიოთ ყველას გერგეტის სამების მადლი!

ნამეტანი მიყვარს გერგეტი.... და ხევი საერთოდ.....
რაღაც გულმა არ მომითმინა, თორემ დღესასწაულებზე არ დავდივარ.................... სიჩუმეში ჩაძირული გერგეტი მიყვარს!!!!!!!!!!!!!!!!!
deida kama wrote: კარავიდან არავინ არ იყო?
კამა დეიდა, კი ვიყავი მაგრამ............... რომ არ გიცნობ? :lol:
თუმცა ვისაც ვიცნობ, იმათაც ვერ შევხვდი.
კიდევ Tio იყო.........
წინა დღეს წასულან, ღამისთევით იყო და გერგეტზე შეხვდნენ მზის ამოსვლას............... :roll: უმაგრესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]