2008 წლის 5 ივლისის დილის 7:10 სთ იყო, როცა სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვედი სამთო ქიმიასთან... იქ მისულს, ჩემთვის იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი, თიკა და მისი ძმა დამხვდნენ.
(თიკა კარავზე დარეგისტრირებულია როგორც tikalo, თუმცა რამდენადაც ვიცი ჯერ მისი სახელი გააქტიურებული არ არის).. ძმა თიკას აცილებდა...
სულ მალე valerius-ი და nusa-ც გამოჩნდნენ. მერე ჩვენი სამი სამარშუტო ტაქსიც მოვიდა. რამდენიმე წუთში კი ხალხმა ნელ-ნელა თავის მოყრა დაიწყო
(რაღაც უცნაურად ჟღერს
) ეს პროცესი 1 საათი გაგრძელდა და ბოლოს lama-ს მოსვლით დასრულდა...
მოკლედ 8 საათს რამდენიმე წუთი რომ გადაცდა გავედით.
მე, ჩვენი კაპიტანის, ზვიადის მანქანაში მოვხვდი. ჩემ (და კაპიტნის) გარდა მანქანაში კიდევ 12 ადამიანი იყო. მათ შორის იყო Caucasica-ც, რომელსაც გაუჩნდა იდეა, რომ ერთმანეთისთვის რამდენიმე სიტყვით გაგვეცნო თავი... მან საკმაოდ საინტერესოდ წარადგინა საკუთარი თავი და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა (იმიტომ, რომ ვერ დავიმახსოვრებდი), მაგრამ caucasica-ს შემდეგ ufo-მ დაიწყო თავის წარდგენა და მისი მონაყოლის ჩაწერა დავიწყე. შემდეგ თითოეულის თავის წარდგენისას გავაკეთე ჩანაწერები... caucasica-ს მონაყოლის ჩასაწერად ვეღარ მოვიცალე და მერე უკვე ვეღარ აღვიდგინე
გთავაზობთ ჩემს ჩანაწერებს
(ოღონდ გარკვეული მიზეზების გამო არასრულს) :
1. ufo - გიორგი ხუნწარია. დაიბადა 1981 წლის
5 ივლისს. ჰოროსკოპით არის კირჩხიბი. IX კლასის ჩათვლით სწავლობდა 161-ე სკოლაში.
არის Georgian Naturalist Traveler-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და თანამშრომელი.
2. Marinus - წარმოშობით გერმანელია, უფრო კონკრეტულად კი ბავარიელი. დაიბადა 1980 წელს. საქართველოში 4 წლის წინაც არის ნამყოფი, მეგობართან ერთად. ოღონდ როგორც ტურისტი. / თავის წარდგენისას არ უთქვამს, მაგრამ მოგვიანებით მითხრა, რომ საქართველო იმიტომ აირჩიეს, რომ ქვეყნების შესახებ წიგნში ყველაზე მწირი ინფორმაცია სწორედ ამ ქვეყნის შესახებ იყოო და ამან დაგვაინტერესაო. შემდეგ მათთვის უთქვამთ, რომ ტურისტებისთვის ეგ ქვეყანა საშიშიაო და მის მეგობარს ამის გამო ერთხანს გადაუფოქრებია კიდეც, მაგრამ marinus-მა დაარწმუნა, რომ საშიში რა უნდა იყოსო და მასეც რომ იყოს მაინც ძალიან საინტერესო იქნებაო

.. ჰოდა ჩამოვიდნენ საქართველოში.. და როგორც თვითონ მითხრა დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულები დაბრუნდნენ შინ /
ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გადის სტაჟირებას, უნივერსიტეტისთვის ჭირდება. (საქართველო რომ აირჩია 4 წლის წინ მისი აქ ყოფნის შედეგია). თურმე ჩამოსვლამდე რამდენიმე თვე უმუშავია, რომ შემდეგ აქ თავი ერჩინა (როგორც თვითონ მითხრა აქ ანაზღაურების გარეშე არის).. მოკლედ, გერმანიაში რომ დაბრუნდება დიპლომს აიღებს

(რამდენადაც გავიგე, მისი მონათხრობიდან)
3. მიხეილ ჯანაშია (sergikuna-ს ბაბუა იგივე the ბაბუა). არის 71 წლის (რამდენადაც მახსოვსო). დამთავრებული აქვს 1 უმაღლესი სასწავლებელი და 2 ტექნიკუმი (ერთ-ერთი სამთო, მეორე კი იმდენად გაურკვევლად მიწერია, რომ ვერ გავარჩიე

).
მთელი ცხოვრება მუშაობდა.
უყვარს მუსიკა, ხელოვნება, მოგზაურობა, ხალხი და მათთან ურთიერთობა. ძალიან უყვარს ბავშვები და ბუნება.
4. სერგი ჯანაშია (Sergikuna, იგივე შვილიშვილი). დაიბადა 1991 წლის 3 სექტემბერს, არის 16 წლის. მიეკუთვნება იმ დაჩაგრულ თაობას, რომელმაც 12 წელი უნდა ისწავლოს სკოლაში. XII კლასის მოსწავლეა.
უყვარს ბუნება, ცხოველები, მოგზაურობა.
სახლში ყავს - ძაღლი, კატა, 2 თუთიყუში, ზაზუნა (რომელიც სულ ახლახანს იპოვა, ქუჩაში კატებს გამოაგლიჯა პირიდან).. ადრე ყავდა ზღვის გოჭებიც
5. ნინო მარდალეიშვილი (Naia)
დამთავრებული აქვს დასავლეთ ევროპული (ოღონდ ვერ მოვასწარი ჩაწერა სად დაამთავრა)
ყავს 2 და და 1 ძმა. მისი ძმა, ვალიკო (valiko) და ერთ-ერთი და, მეკო (Meko) კარავის წევრებიც არიან, თუმცა ამჟამად ნაკლებად აქტიურები.
6. გოგა ჩანადირი (Gamarjoba Sakartvelo) - დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი.
უყვარს მისი სამშობლო და მოგზაურობა.
დადიოდა კარატეზე. იყო კარატისტი და ბავშვობაში კავკასიკას ავარჯიშებდა.
არ ეწევა, ალკოჰოლს ზომიერად სვამს. ნარკოტიკი არც გაუსინჯავს (და თქვენც, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, იმავეს მოგიწოდებთ).
კარავზე 1 წლის წინ დარეგისტრირდა.
უყვარს ჯანსაღი ცხოვრება.
7. Joe Van Kon (მომიტევეთ თუ არასწორად დავწერე) - ჩრდილოეთ კორეიდან. ~38 წლის.
საქართველოში გამოგზავნა მსოფლიოს ტაიკვანდოს ფედერაციამ. Joe არის მსოფლიოს ჩემპიონი ტაიკვანდოში. აქვს VI დანი.
ავარჯიშებდა Sergikuna-ს, სწორედ აქედან იცნობენ ერთმანეთს, სერგი, the ბაბუ და Joe.
ბაბუას თქმით Joe ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. ამჟამად სპორტი მათ აღარ აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ მეგობრული კავშირი შეინარჩუნეს და დღემდე მეგობრობენ.
თბილისში, Joe-ს პატარა ბიზნესი აქვს წამოწყებული.
Joe-ს ყავს მეუღლე და 2 შვილი. ისინიც საქართველოში ცხოვრობენ ამჟამად.
8. ლიკა ტაბუცაძე (Mta Mkvarebia). დაამთავრდა ფილოლოგიური და ჟურნალისტიკა (მეორადი).
ამჟამად მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-…
(ბოლო სიტყვას არ ვასახელებ.. კი არა და არ მახსოვს

)
შარშან აღმოაჩინა, რომ მთა ყვარებია (ადრე ეგონა, რომ ზღვა უყვარდა). მანამდე შესაძლებლობა არ მიეცა ენახა, ხან სწავლობდა, ხან რა და ხან რა... ხოდა აქამდე მთა არ ქონდა ნანახი და 1 წლის წინ ნახა.
უყვარს
წითელი ფერი.
შემთხვევით წააწყდა ვებ-გვერდს
www.paata.ge, და იქ ნახა კარავის შესახებ ინფორმაცია, ნახა, რომ არსებობს
www.karavi.ge. დარეგისტრირდა და მას შემდეგ დადის და დადის.
9. გიორგი ყვავილაშვილი (აცაბაცა). დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლები გაატარა მაღლივ კორპუსში (1992-1997).
კარავი გააცნო მოდერმა ილიამ (ინდაურების მენეჯერმა), რომელთან ერთადაც ერთ კარავში არ (ან აღარ) სურს ღამის გათენება.
გიორგის ყავს მეუღლე და 2 შვილი (პატარა აცაბაცები

)
10. რუსუდან ცისკრელი (trulala) - დაიბადა 1982 წლის 5 იანვარს. ამბობენ, რომ იმ დღეს, როცა იგი დაიბადა ძალიან ციოდა, თუმცა მას ეს არ ახსოვს.
ძალიან ცუდი ბავშვის რეპუტაცია ქონდა (თვითონ აღარ განუვრცია და არ დაუკონკრეტებია, ამიტომაც მიზეზი არ ვიცი).
11-ვე კლასი ისწავლა. უნივერსიტეტი დაამთავრა ფსიქოლოგიური განხრით (ბაკალავრი.. მაგისტრატურა /მისივე თქმით/ დაიკიდა).
მუშაობა დაიწყო კომუნიკაციის სფეროში. ამჟამადაც ამ სფეროში მუშაობს.
ხევსურეთში ნამკოფი არის, სწორედ იქ გაიცნო კავკასიკა(მ).
11. კახა ოღაძე (lama). (lama ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოვიდა ჩვენთან, შემდეგ გაჩერებამდე. დაესწრო ჩვენი თავის წარდგინებებს და თავადაც წარადგინა საკუთარი თავი).
ლამა დაარქვა ერთმა ძმაკაცმა. ლ(ი)ამა - მეორე ძმაკაცმა (გოგა ჩანადირმა).
დედით სვანეთიდან არის, მამით - მთიანეთიდან.
"საერთო ჯამში მარ მთიული" - განაცხადა მან.
დაამთავრა 65-ე სკოლა (ციხეებთან). odnoklassniki-ზე დარეგისტრირდა და იქ ბევრი კლასელი ნახა.
დაამთავრა სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (მაშინ ასე ერქვა).
ამჟამად ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას I გიმნაზიაში.
სიკვდილს აპირებს 2098 წელს, მაგრამ არ იცის გაქაჩავს თუ არა.
მისი პრინციპია - "თუ სეტყვა არ მივა ლ(ი)ამასთან, ლ(ი)ამა მივა სეტყვასთან".
12. ნინო რევაზიშვილი (nusa). დაიბადა 19** წლის, 7 მაისს.
სამწუხაროდ, ნუსას შესახებ ინფორმაცია ჩემს ჩანაწერებში ვერ აღმოვაჩინე. არ ვიცი რატომ.. ან ბლოკნოტიდან (რომელიც კავკასიკას ეკუთვნოდა) ფურხლების ამოხევისას არ ამოვხიე.. ან ჩანაწერი არ გამიკეთებია... ან დავკარგე.. არ ვიცი...

მაპატიე, ნინ....
რაც მახსოვს დავწერ: დაამთავრა სკოლამდელი აღზრდა და ფსიქოლოგია (მე ასე დამამახსოვრდა).. ერთ ხანს მუშაობდა ბაღში, აღმზრდელად.. თუმცა შემდეგ მისმა ბიძაშვილმა წამოიწყო პატარა ბიზნესი და ნინოს დახმარება დასჭირდა. თავიდან თითქოს დროებითო, მაგრამ დღესაც იქ მუშაობს

ეს ბიზნესი საზოგადოებაში 25-60-60-ის სახელითაა ცნობილი...
P.S. თუ რაიმე ინფორმაციული უზუსტობა გამეპარა, ან რამე ზედმეტი დავწერე, ძალიან გთხოვთ შემინდეთ და შემისწორეთ
ჰო, და კიდევ ხანდახან caucasica ხუმრობების სახით კომენტარებს აკეთებდა ხოლმე, ხოდა... რომელი იყო სიმართლე და რომელი ხუმრობა ვეღარ გავარკვიე, ასე რომ რაც ჩავიწერე იმას ავკრეფ აქაც
