სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Int3lig3nt » 11 ივლ 2008, 13:25

GAMARJOBA SAKARTVELO
რაც მე მაფიქრებს, ამ თემაში ნაკლებად ვნახე თქვენი შთაბეჭდილებები.
ნაკლებად გავიგე, რა მოგეწონათ და რა - არა.
არადა, პირიქითა ხევსურეთი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ რეპორტაჟებში დავინახე
მართალია...
მეც ვარ დამნაშავე ამაში.

ალბათ უკეთესი იქნება აწი ყოველ ლაშქრობაზე ორი თემა გაიხსნას .
ერთი აქ, ლაშქრობებში, სადაც საჭირო ინფორმაცია, თემატური ფოტოები და შთაბეჭდილებები იქნება.
მეორე კი ზოგად საუბრებში ან რომელიმე მსგავს განყოფილებაში, სადაც სახუმარო და სახალისო ფოტო-კომენტარები იქნება.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 11 ივლ 2008, 13:26

GAMARJOBA SAKARTVELO
100% მართალი ხარ ნაგავზე.
შენს სურათებს როდის ვნახავთ???
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 13:30

Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რაც მე მაფიქრებს, ამ თემაში ნაკლებად ვნახე თქვენი შთაბეჭდილებები.
ნაკლებად გავიგე, რა მოგეწონათ და რა - არა.
არადა, პირიქითა ხევსურეთი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ რეპორტაჟებში დავინახე
მართალია...
მეც ვარ დამნაშავე ამაში.

ალბათ უკეთესი იქნება აწი ყოველ ლაშქრობაზე ორი თემა გაიხსნას .
ერთი აქ, ლაშქრობებში, სადაც საჭირო ინფორმაცია, თემატური ფოტოები და შთაბეჭდილებები იქნება.
მეორე კი ზოგად საუბრებში ან რომელიმე მსგავს განყოფილებაში, სადაც სახუმარო და სახალისო ფოტო-კომენტარები იქნება.
2 თემის გახსნა საჭირო არაა.
1 თემაშიც შეიძლება სასარგებლო მონაცემებისა და შთაბეჭდილებების მოთავსება.
Trulala wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
100% მართალი ხარ ნაგავზე.
შენს სურათებს როდის ვნახავთ???
ცოტა მოგვიანებით.
ნაწილი, შეიძლება, დღესაც დავდო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 11 ივლ 2008, 13:34

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რაც მე მაფიქრებს, ამ თემაში ნაკლებად ვნახე თქვენი შთაბეჭდილებები.
ნაკლებად გავიგე, რა მოგეწონათ და რა - არა.
არადა, პირიქითა ხევსურეთი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ რეპორტაჟებში დავინახე.

და კიდევ, ამ გასვლაში ნაგვის დამყრელები შევამჩნიე. განსაკუთრებით კი ბანაკის მახლობლად.
გაითვალისწინეთ, რომ ის ოჯახი (ნიკო დაიაურის ოჯახი), რომელმაც დასაბანაკებლად მიგვიღო,
ჩვენს სახლებში არ მოდის და ნაგავს არ გვიტოვებს.
და ოჯახსაც რომ არ მივეღეთ, ბუნებაში ნაგვის დაყრა რა წესია?
მკდ, იმ დღეს რამდენიმე პარკი ნაგავი ლ(ი)ამასა და ჩვენს მინიბუსებში გადავანაწილეთ და თბილისში ჩამოვიტანეთ.
გთხოვთ, მსგავსი შეცდომა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უნებურად დაიშვა, აღარ გაიმე2ოთ.

პირადად მე და ჩემს პლუსებს, მოგვეწონა ყველაფერი (ხევსურეთის სილამაზეს კომენტარი არ სჭირდება). თუმცა ადგილობრივი პრობლემები სხვა საკითხია და საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი სიტუაციაა, ვიცით რატომაც. მოლაშქრეს უნდა შეეძლოს, პრაქტიკულად ნებისმიერი სიტუაციიდან სიამოვნების მიღება, იქნება ეს ტალახში გორაობა, კოკისპირული წვიმა, შიმშილი და ა.შ. ყველაფერი შინაგან მდგობარეობაზეა დამოკიდებული, თორემ ზოგი ფუფუნებაში ცურავს და მაინც უკმაყოფილოა და თვიმკვლელობასაც კი სჩადის. მოკლედ, ეს ლაშქრობა წარმატებული და ფრიად სასიამოვნო გახლდათ და რაღაც წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.



გარემოს დანაგვიანებას კი სასტიკად ვგმობთ!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 13:43

G
პირადად მე, ვფიქრობ, რომ შენ 1-1 საუკეთესო მოლაშქრე იყავი.
მწვადიც გემრიელი გამოგივიდა.
წვრილმანებს რაც შეეხება, თუ ნაგვის დაყრას გულისხმობ, გეტყვი, რომ ეს წვრილმანი კი არა, სერიოუზლი მსხვილმანია
და გაჩუმება არ ეგების.
და კიდევ, რაღაცნაირად გული მწყდება, რომ კისტანის ახლოდან ნახვის საშუალება ამ გასვლაში არ მოგვეცა.
ჯერ შატილში ჩასვლას ვჩქარობდით, რომ ნაზვავარი გზა გადაგვევლო, უკანა გზაზე კი ნაზვავარში
მინიბუსის ჩავარდნამ ისე წამოგვაბინდა, რომ კისტანის ნახვას აზრი აღარ ჰქონდა.
სხვა დროს იყოს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 11 ივლ 2008, 13:49

თემას ოდნავ გადავუხვევ, თბილისის შემოგარენში, ისეთ ადგილებში მინახავს ნაგავი, ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი! ნაგვის შეგროვება და შესაბამის ადგილას გადაყრა ან დაწვა, ელემენტარული ამბავია, ცოტაოდენი კულტურა და შეგნება უნდა.

კაცს ცოტა მეტად უნდა გიყვარდეს დედამიწა...
Last edited by G on 11 ივლ 2008, 14:23, edited 1 time in total.

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 11 ივლ 2008, 14:18

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:G
პირადად მე, ვფიქრობ, რომ შენ 1-1 საუკეთესო მოლაშქრე იყავი.
მწვადიც გემრიელი გამოგივიდა.
წვრილმანებს რაც შეეხება, თუ ნაგვის დაყრას გულისხმობ, გეტყვი, რომ ეს წვრილმანი კი არა, სერიოუზლი მსხვილმანია
და გაჩუმება არ ეგების.
და კიდევ, რაღაცნაირად გული მწყდება, რომ კისტანის ახლოდან ნახვის საშუალება ამ გასვლაში არ მოგვეცა.
ჯერ შატილში ჩასვლას ვჩქარობდით, რომ ნაზვავარი გზა გადაგვევლო, უკანა გზაზე კი ნაზვავარში
მინიბუსის ჩავარდნამ ისე წამოგვაბინდა, რომ კისტანის ნახვას აზრი აღარ ჰქონდა.
სხვა დროს იყოს.
გმადლობ, შენთან ერთად ლაშქრობა დიდი სიამოვნებაა.

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by konstantine » 11 ივლ 2008, 19:31

ხვალ მივდივარ მაქით, თან პირველად....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by konstantine » 11 ივლ 2008, 19:31

ხვალ მივდივარ მაქით, თან პირველად....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
ufo
ბილიკზე მოარული
Posts: 49
Joined: 14 თებ 2008, 20:04
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by ufo » 12 ივლ 2008, 00:09

აბა ვისაც კიდე ხევსურეთში ჩამოსვლა მოგინდებათ, ორი თვით არდოტში ვარ და მომინახულეთ აუცილებლად, თქვენი მონა-მორჩილი გიორგი ხუნწარია! :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ივლ 2008, 00:56

ufo wrote:აბა ვისაც კიდე ხევსურეთში ჩამოსვლა მოგინდებათ, ორი თვით არდოტში ვარ და მომინახულეთ
აუცილებლად, თქვენი მონა-მორჩილი გიორგი ხუნწარია! :wink:
აბა, კგდ მოვიფიქრო მანდ ხელახლა ჩამოსვლაზე...
ამ ჯერზე არდოტი თითქოს შევიგრძენი, მაგრამ გაღმა ისეთი სოფლები და მთები დამრჩა სანახავი,
რომ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს გამოყოლილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by MIRANDA » 12 ივლ 2008, 18:27

აუუუუუუუუ... იმხელა ტექსტი ავკრიფე, რომ დავიღალე.... და რომ უნდა განმეთავსებინა წამეშალა... :cry:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by MIRANDA » 12 ივლ 2008, 18:59

2008 წლის 5 ივლისის დილის 7:10 სთ იყო, როცა სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვედი სამთო ქიმიასთან... იქ მისულს, ჩემთვის იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი, თიკა და მისი ძმა დამხვდნენ. (თიკა კარავზე დარეგისტრირებულია როგორც tikalo, თუმცა რამდენადაც ვიცი ჯერ მისი სახელი გააქტიურებული არ არის).. ძმა თიკას აცილებდა...
სულ მალე valerius-ი და nusa-ც გამოჩნდნენ. მერე ჩვენი სამი სამარშუტო ტაქსიც მოვიდა. რამდენიმე წუთში კი ხალხმა ნელ-ნელა თავის მოყრა დაიწყო (რაღაც უცნაურად ჟღერს :D) ეს პროცესი 1 საათი გაგრძელდა და ბოლოს lama-ს მოსვლით დასრულდა...

მოკლედ 8 საათს რამდენიმე წუთი რომ გადაცდა გავედით.

მე, ჩვენი კაპიტანის, ზვიადის მანქანაში მოვხვდი. ჩემ (და კაპიტნის) გარდა მანქანაში კიდევ 12 ადამიანი იყო. მათ შორის იყო Caucasica-ც, რომელსაც გაუჩნდა იდეა, რომ ერთმანეთისთვის რამდენიმე სიტყვით გაგვეცნო თავი... მან საკმაოდ საინტერესოდ წარადგინა საკუთარი თავი და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა (იმიტომ, რომ ვერ დავიმახსოვრებდი), მაგრამ caucasica-ს შემდეგ ufo-მ დაიწყო თავის წარდგენა და მისი მონაყოლის ჩაწერა დავიწყე. შემდეგ თითოეულის თავის წარდგენისას გავაკეთე ჩანაწერები... caucasica-ს მონაყოლის ჩასაწერად ვეღარ მოვიცალე და მერე უკვე ვეღარ აღვიდგინე :oops:

გთავაზობთ ჩემს ჩანაწერებს (ოღონდ გარკვეული მიზეზების გამო არასრულს) :

1. ufo - გიორგი ხუნწარია. დაიბადა 1981 წლის 5 ივლისს. ჰოროსკოპით არის კირჩხიბი. IX კლასის ჩათვლით სწავლობდა 161-ე სკოლაში.
არის Georgian Naturalist Traveler-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და თანამშრომელი.

2. Marinus - წარმოშობით გერმანელია, უფრო კონკრეტულად კი ბავარიელი. დაიბადა 1980 წელს. საქართველოში 4 წლის წინაც არის ნამყოფი, მეგობართან ერთად. ოღონდ როგორც ტურისტი. / თავის წარდგენისას არ უთქვამს, მაგრამ მოგვიანებით მითხრა, რომ საქართველო იმიტომ აირჩიეს, რომ ქვეყნების შესახებ წიგნში ყველაზე მწირი ინფორმაცია სწორედ ამ ქვეყნის შესახებ იყოო და ამან დაგვაინტერესაო. შემდეგ მათთვის უთქვამთ, რომ ტურისტებისთვის ეგ ქვეყანა საშიშიაო და მის მეგობარს ამის გამო ერთხანს გადაუფოქრებია კიდეც, მაგრამ marinus-მა დაარწმუნა, რომ საშიში რა უნდა იყოსო და მასეც რომ იყოს მაინც ძალიან საინტერესო იქნებაო :).. ჰოდა ჩამოვიდნენ საქართველოში.. და როგორც თვითონ მითხრა დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულები დაბრუნდნენ შინ /

ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გადის სტაჟირებას, უნივერსიტეტისთვის ჭირდება. (საქართველო რომ აირჩია 4 წლის წინ მისი აქ ყოფნის შედეგია). თურმე ჩამოსვლამდე რამდენიმე თვე უმუშავია, რომ შემდეგ აქ თავი ერჩინა (როგორც თვითონ მითხრა აქ ანაზღაურების გარეშე არის).. მოკლედ, გერმანიაში რომ დაბრუნდება დიპლომს აიღებს :) (რამდენადაც გავიგე, მისი მონათხრობიდან)

3. მიხეილ ჯანაშია (sergikuna-ს ბაბუა იგივე the ბაბუა). არის 71 წლის (რამდენადაც მახსოვსო). დამთავრებული აქვს 1 უმაღლესი სასწავლებელი და 2 ტექნიკუმი (ერთ-ერთი სამთო, მეორე კი იმდენად გაურკვევლად მიწერია, რომ ვერ გავარჩიე :oops: ).
მთელი ცხოვრება მუშაობდა.
უყვარს მუსიკა, ხელოვნება, მოგზაურობა, ხალხი და მათთან ურთიერთობა. ძალიან უყვარს ბავშვები და ბუნება.

4. სერგი ჯანაშია (Sergikuna, იგივე შვილიშვილი). დაიბადა 1991 წლის 3 სექტემბერს, არის 16 წლის. მიეკუთვნება იმ დაჩაგრულ თაობას, რომელმაც 12 წელი უნდა ისწავლოს სკოლაში. XII კლასის მოსწავლეა.

უყვარს ბუნება, ცხოველები, მოგზაურობა.

სახლში ყავს - ძაღლი, კატა, 2 თუთიყუში, ზაზუნა (რომელიც სულ ახლახანს იპოვა, ქუჩაში კატებს გამოაგლიჯა პირიდან).. ადრე ყავდა ზღვის გოჭებიც :)

5. ნინო მარდალეიშვილი (Naia)

დამთავრებული აქვს დასავლეთ ევროპული (ოღონდ ვერ მოვასწარი ჩაწერა სად დაამთავრა) :roll:

ყავს 2 და და 1 ძმა. მისი ძმა, ვალიკო (valiko) და ერთ-ერთი და, მეკო (Meko) კარავის წევრებიც არიან, თუმცა ამჟამად ნაკლებად აქტიურები.

6. გოგა ჩანადირი (Gamarjoba Sakartvelo) - დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი.

უყვარს მისი სამშობლო და მოგზაურობა.

დადიოდა კარატეზე. იყო კარატისტი და ბავშვობაში კავკასიკას ავარჯიშებდა.
არ ეწევა, ალკოჰოლს ზომიერად სვამს. ნარკოტიკი არც გაუსინჯავს (და თქვენც, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, იმავეს მოგიწოდებთ).

კარავზე 1 წლის წინ დარეგისტრირდა.

უყვარს ჯანსაღი ცხოვრება.

7. Joe Van Kon (მომიტევეთ თუ არასწორად დავწერე) - ჩრდილოეთ კორეიდან. ~38 წლის.

საქართველოში გამოგზავნა მსოფლიოს ტაიკვანდოს ფედერაციამ. Joe არის მსოფლიოს ჩემპიონი ტაიკვანდოში. აქვს VI დანი.

ავარჯიშებდა Sergikuna-ს, სწორედ აქედან იცნობენ ერთმანეთს, სერგი, the ბაბუ და Joe.

ბაბუას თქმით Joe ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. ამჟამად სპორტი მათ აღარ აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ მეგობრული კავშირი შეინარჩუნეს და დღემდე მეგობრობენ.

თბილისში, Joe-ს პატარა ბიზნესი აქვს წამოწყებული.

Joe-ს ყავს მეუღლე და 2 შვილი. ისინიც საქართველოში ცხოვრობენ ამჟამად.

8. ლიკა ტაბუცაძე (Mta Mkvarebia). დაამთავრდა ფილოლოგიური და ჟურნალისტიკა (მეორადი).
ამჟამად მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-…
(ბოლო სიტყვას არ ვასახელებ.. კი არა და არ მახსოვს :oops: )

შარშან აღმოაჩინა, რომ მთა ყვარებია (ადრე ეგონა, რომ ზღვა უყვარდა). მანამდე შესაძლებლობა არ მიეცა ენახა, ხან სწავლობდა, ხან რა და ხან რა... ხოდა აქამდე მთა არ ქონდა ნანახი და 1 წლის წინ ნახა.

უყვარს წითელი ფერი.

შემთხვევით წააწყდა ვებ-გვერდს www.paata.ge, და იქ ნახა კარავის შესახებ ინფორმაცია, ნახა, რომ არსებობს www.karavi.ge. დარეგისტრირდა და მას შემდეგ დადის და დადის.

9. გიორგი ყვავილაშვილი (აცაბაცა). დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლები გაატარა მაღლივ კორპუსში (1992-1997).

კარავი გააცნო მოდერმა ილიამ (ინდაურების მენეჯერმა), რომელთან ერთადაც ერთ კარავში არ (ან აღარ) სურს ღამის გათენება.

გიორგის ყავს მეუღლე და 2 შვილი (პატარა აცაბაცები :wink: )

10. რუსუდან ცისკრელი (trulala) - დაიბადა 1982 წლის 5 იანვარს. ამბობენ, რომ იმ დღეს, როცა იგი დაიბადა ძალიან ციოდა, თუმცა მას ეს არ ახსოვს.

ძალიან ცუდი ბავშვის რეპუტაცია ქონდა (თვითონ აღარ განუვრცია და არ დაუკონკრეტებია, ამიტომაც მიზეზი არ ვიცი).

11-ვე კლასი ისწავლა. უნივერსიტეტი დაამთავრა ფსიქოლოგიური განხრით (ბაკალავრი.. მაგისტრატურა /მისივე თქმით/ დაიკიდა).

მუშაობა დაიწყო კომუნიკაციის სფეროში. ამჟამადაც ამ სფეროში მუშაობს.

ხევსურეთში ნამკოფი არის, სწორედ იქ გაიცნო კავკასიკა(მ).

11. კახა ოღაძე (lama). (lama ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოვიდა ჩვენთან, შემდეგ გაჩერებამდე. დაესწრო ჩვენი თავის წარდგინებებს და თავადაც წარადგინა საკუთარი თავი).

ლამა დაარქვა ერთმა ძმაკაცმა. ლ(ი)ამა - მეორე ძმაკაცმა (გოგა ჩანადირმა).

დედით სვანეთიდან არის, მამით - მთიანეთიდან.

"საერთო ჯამში მარ მთიული" - განაცხადა მან.

დაამთავრა 65-ე სკოლა (ციხეებთან). odnoklassniki-ზე დარეგისტრირდა და იქ ბევრი კლასელი ნახა.

დაამთავრა სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (მაშინ ასე ერქვა).

ამჟამად ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას I გიმნაზიაში.

სიკვდილს აპირებს 2098 წელს, მაგრამ არ იცის გაქაჩავს თუ არა.

მისი პრინციპია - "თუ სეტყვა არ მივა ლ(ი)ამასთან, ლ(ი)ამა მივა სეტყვასთან".

12. ნინო რევაზიშვილი (nusa). დაიბადა 19** წლის, 7 მაისს.

სამწუხაროდ, ნუსას შესახებ ინფორმაცია ჩემს ჩანაწერებში ვერ აღმოვაჩინე. არ ვიცი რატომ.. ან ბლოკნოტიდან (რომელიც კავკასიკას ეკუთვნოდა) ფურხლების ამოხევისას არ ამოვხიე.. ან ჩანაწერი არ გამიკეთებია... ან დავკარგე.. არ ვიცი... :( მაპატიე, ნინ.... :cry:

რაც მახსოვს დავწერ: დაამთავრა სკოლამდელი აღზრდა და ფსიქოლოგია (მე ასე დამამახსოვრდა).. ერთ ხანს მუშაობდა ბაღში, აღმზრდელად.. თუმცა შემდეგ მისმა ბიძაშვილმა წამოიწყო პატარა ბიზნესი და ნინოს დახმარება დასჭირდა. თავიდან თითქოს დროებითო, მაგრამ დღესაც იქ მუშაობს :) ეს ბიზნესი საზოგადოებაში 25-60-60-ის სახელითაა ცნობილი...


P.S. თუ რაიმე ინფორმაციული უზუსტობა გამეპარა, ან რამე ზედმეტი დავწერე, ძალიან გთხოვთ შემინდეთ და შემისწორეთ :)
ჰო, და კიდევ ხანდახან caucasica ხუმრობების სახით კომენტარებს აკეთებდა ხოლმე, ხოდა... რომელი იყო სიმართლე და რომელი ხუმრობა ვეღარ გავარკვიე, ასე რომ რაც ჩავიწერე იმას ავკრეფ აქაც :)
Last edited by MIRANDA on 13 ივლ 2008, 00:18, edited 2 times in total.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by ნიმფა » 12 ივლ 2008, 19:07

MIRANDA
გადასარევი ინფოა,
ყოჩაღ :D

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by nusa » 12 ივლ 2008, 20:10

ვახ, ვახ რა ინფოებია...

ზოგიერთი ძალიან სახალისო მოსასმენი იყო მართლაც :D

MIRANDA
თითქმის არაფერი შეგშლია :lol:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]