აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 10 ივლ 2008, 20:40

Naia wrote:ხალხ, არ გინდათ ამაზე საუბარი. რაც მოხდა იმაში დამნაშავე ალბათ ყველანი ვართ პატარა ბავშვის ასეთ რთულ გზაზე წაყვანას რომ დავთანხმდით. მომავალში იმედია მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ
კი არ დათანხმდით..თავადაც არ იცოდით სად მიდიოდით..თქვენი შეცდომა ის იყო რომ მარჯვენა ხელით მარჯვენა ყურის მოფხანა დაიწყეთ..გაკვალულს და ბილიკს თავი აარიდეთ და საფრთხეში ჩაგვაგდეთ. იქ სადაც ლეონტის ბავშვებმა იარეს და კახას ბავშვებმა. გეგას მითუმეტეს არ უნდა გასჭირვებოდა.გეგამ წინ და უკან წყნეთი-ახალდაბა-ბეთანია გაიარა 17 კილომეტრი (4 წლის ასაკში)და გზის ბოლოს ბავშვი ცეკვავდა :roll:
ჰოდა ეხლა გეგას უუნარობას უნდა დააბრალოთ არა ყველაფერი?თავისი დატვირთვით და იმ წინააღმდეგობების გამო რისი გადალახვაც გზის უცოდინრობის გამო მოგვიწია,ორმაგი დატვრთვა მივიღეთ ვიდრე უნდა მიგვეღო.სეტყვა არაფერ შუაშია,უსეტყვოდაც მძიმე იყო ის სერპანტინები.დილის რვის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე საკვების საჭმელადაც კი არ დავმჯდარვართ..და ამას ეძახით ლაშქრობას?(ლაშქრობა სიამოვნებააა და არა სპრინტერთა გადარებენა..)
ძვირფასმა მთა მყვარებიამ,სადღაც მომაძახა ყველა ერთ მდგომარეობაში ვიყავითო..მერე რატო ნეტა?ვინმე დაჯდა? ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილა მარშრუტი? ვთქვათ და ვინმე გზას აცდა.როგორ წავიდეს სად წავიდეს..ვინმემ დააწყო გეგმა?
მე ვფიქრობ რომ უნდა აღდგეს ვერის ბაღში სხოდკები..გამოცდიელბმა გამოუცდილებს გზა -კვალი და კიდევ რაღაც ელემენტარულები რომ ასწავლონ..
ჰოდა კიდევ მე ორ კაცთან ერთად კი არ ვიყავი..მე ვიყავი ჩამკეტან ერთად რომლის მოვალეობაც იყო ის რომ მის უკან არცერთი მოლაშქრე არ უნდა დარჩენილიყო.და მან ეს ბრწყინვალედ შეასრულა.იმედია არასდროს არაფერი დაგემართებათ და წინ მიმავალი ადამიანის გამოწვდილი ხელის იმედად არ დარჩებით..იმედია..მაშინ მიხვდებით რასაც ვამბობ.
ჰოდა კიდევ..
თუმცა აღარ ღირს.ეძებო სხვაში დამნაშავე იოლია.მე სხვას არ ვადანაშაულებ..მე საკუთარ თავზე მწყდება გული რომ ვერ გავთვალე ვისთან ერთად (ვაკის პარკში მოსერნე დარდიმანდთა გუნდთან)მივდიოდი..ღმერთს ვუყვარვარ რომ ჯაბა მაჩუქა იმ დღეს..
lenchiamal

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Naia » 11 ივლ 2008, 01:49

popins
გაკვალულს და ბილიკს თავი აარიდეთ და საფრთხეში ჩაგვაგდეთ.
მერი იქ იყავი და შენი თვალით ნახე, რომ ბილიკის დიდი ნაწილი ზვავით იყო დაფარული. თუ გახსოვს თავიდან ბილიკს მივყვებოდით. მაგრამ შემდეგ თოვლის გამო ბილიკი აღარ ჩანდა და იძულებული გავხდით, რომ ორიენტაციის მიხედვით გაგვეგნო გზა. თეთრ ტბაზე მისასვლელი ბილიკის ნასახიც კი არ ჩანდა და ამიტომ დაგვჭირდა ქედზე შემოვლა.

გეგას შესაძლებლობებს რაც შეეხება, მასში ეჭვი არავის ეპარება. მე თვითონ ვარ მომსწრე კახისზე როგორ იარა. მაგრამ აქ სხვანაირად იყო საქმე. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მთაში და თან ასეთ მარშრუტზე ამ ასაკის ბავშვის წაყვანა მართლაც არ არის მიზანშეწონილი.
თუმცა აღარ ღირს.ეძებო სხვაში დამნაშავე იოლია.მე სხვას არ ვადანაშაულებ..მე საკუთარ თავზე მწყდება გული რომ ვერ გავთვალე ვისთან ერთად (ვაკის პარკში მოსერნე დარდიმანდთა გუნდთან)მივდიოდი..
გეთანხმები. სხვისი დადანაშაულება და შეურაცხყოფის მიყენებაზე ადვილი არაფერია; მაგრამ სიტუაციის ობიექტურად შეფასება და სიმართლის აღიარება კი ყოველთვის რთული და მწარეა.

მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 01:59

popins
არ მინდა, ეს ლამაზი თემა საკამათო ასპარეზს დავამსგავსო.
აბუდელაურებამდე მთელი 2 კვირა ამბებს ვარკვევდი. ჩვენამდე ლობო და ფინქი იყვნენ ტბებზე.
ამ უკანასკნელს ტელეფონით მე ველაპარაკე, ლობოსთან დეტალებს ნაია აზუსტებდა.
როშკაში ჩასვლის დღეს ბევრი თქვენთაგანი რომ ვახშმობდა და ცეკვავდა (ძნც კგ, რომ ასე იყო) მე მასპინძელ
შოთა წიკლაურთან ტბებზე მოხერხებულად ასვლაზე ვმსჯელობდი. მანამდე ე.წ "ვერის ბაღი"
აბუდელაურების შესახებ "სამომავლო გეგმებში" იყო გახნილი და ბევრს შეეძლო რჩევების მოცემა
(ისევე, როგორც სადმე ნამყოფები იმ მარშრუტის ახალბედებს ვაწვდით ხოლმე სასარგებლო ცნობებს).
ყველაფრის გათავლისწინებით, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცოდით,
რომ ლაშქრობაში კარვებით მივდიოდით, უნდა წაგვეღო გამოსაცვლელი და საწვიმარი სამოსი,
თბილისიდან როშკამდე 110-120 კმ 2ხიდიანებით უნდა გვევლო, ტბებამდე წინ და უკნან კი ფეხით, ჯამში 12 კმ,
ტბების გზას უნდა დავდგომოდით არაუგვიანეს დილის 8 სთისა. ზურგჩანთაში მხოლოდ საკვები და გამოსაცვლელი
სამოსი უნდა ჩაგვედო. მდინარეში რომ არ გვეტოპა, სოფლის ხიდი უნდა გადაგვევლო, მიუხედავად იმისა,
რომ ეს ნახევარი კმით მაინც აგრძელებდა მიმართულებას. ჭაღარა ჭაუხების გამოჩენისთანავე, მარჯვენა მხარე უნდა აგვეღო და
თეთრ ტბამდე მივსულიყავით, უკანა გზაზე კი 1 კმტში მდებარე ლურჯი და იქვეც მწვანე ტბა უნდა გვენახა.
როშკიდან თბილისისკენ კი საღამოს შვიდის ნახევარზე უნდა გავსულიყავით და 11ზე შინ ვყოფლიყავით,
რომ იმ დღეს გერმანია-ესპანეთის მონაწილეობით, ევროპის საფეხბურთო პირველობის ფინალი გვენახა.


ეს გეგმა ყველამ იცოდა. არ ვიცი, შენ რატომ არაფერი იცოდი. და თუ არ იცოდი, გეკითხა. ბოლოს და ბოლოს, ხომ ბავშვი მიგყავდა?
ნამდვილად იცი, რომ შენ ბოლომდე გადაგყვებოდი და იქ თუ ვინმეზე განსაკუთრებულად ვფიქრობდი, ნაიაზე, შენზე და პატარა გეგაზე.

ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. პრობლემა შეგვიქმნა თოვლმა, რომლის გამოც, თეთრ ტბამდე
მისასვლელი ბილიკი არ ჩანდა, წყალუხვობის გამო, მდინარე ისე ფართო იყო, რომ ადვილად გადასასვლელ ფონს
ვეძებდით. ამან თეთრ ტბამდე მისასვლელ სავარაუდო ბილიკს კიდევ უფრო დაგვაშორა. შენთვის და კიდევ ბევრისთვის
სიარული გაუსაძლისი რომ არ ყოფილიყო და თეთრ ტბამდე მისულიყავით, ენაამგდებული ძაღლივით
მთა-მთა ვირბინე. როდესაც ჯგუფს ტბის დანახვა ვამცნე, ჭაუხების ძირამდე მივედი, ინტელა და ნაია
წამომეწივნენ კიდეც და ჯგუფთან შესა1ებლად თეთრ ტბაზე ჩამოვედით.

რაც შეეხება საჭმელს, შეთანხმებული ვიყავით, რომ ლურჯ ტბაზე 1 სთ უნდა გავჩერებულიყავით, წაგვეხემსა და დაგვესვენა
(უფრო მეტიც, ავადმყოფი შატილიონკასა და გიორგის სახელზე ფსალმუნების წაკითხვას მანდ ვაპირებდი).
და თუ მანამდე ვინმეს მოშივდებოდა, მე ხომ არ ჩავუდებდი ლუკმას?

ამ თემის რომელიღაც წერილში აღვნიშნე, მიმართულების სიმძიმე რომ მცოდნოდა, გეგას წამოყვანას არ გირჩევდი-მეთქი.
არადა, წინა დღესაც დაგირეკე და აბუდელაურებზე წამოსვლის ამბავი კიდევ 1ხელ დავაზუსტე შენთან და
შენი წამოსვლა ძნც მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთ გადასარევ ადამიანთან 1ად ვნახავდი ჭაუხების სილამაზეს.

აი, სულ ეს იყო.
ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს და თქვას.
ამის შესახებ ხმის ამომღემიც აღარ ვიქნები და არც ვიკამათებ. დანარჩენებს რაც უნდათ, ის თქვან.
ჩემს გარდა იქ კიდევ 15 ადამიანი იყო (გეგას ჩათვლით).

ამასთანა, დავსძენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის მაინც ძვირფასი და შესანიშნავი პოპინსიკო ხარ.

ყველას ვუხდი ბოდიშს ამ მომაბეზრებელი ტირადისთვის
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 11 ივლ 2008, 03:15, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Archil » 11 ივლ 2008, 02:33

ვაკის პარკში მოსერნე დარდიმანდთა გუნდთან
ექსკურსიანტები, პანსიონატისტები და აგერ კიდევ ახალი ტერმინი გავიგე, მომიტევეთ, მარა მართლა გამახალისა ამ ახალმა შეფასებამ...

:lol: :lol: :lol:

ისე, ჩემდა თავად მიყვარს წინააღმდეგობები, იგი გამოაჩენს ვინ ვინაა... ვინ რას წარმოადგენს, ვინ ჭედავს და ვინ ქაჩავს... ამას ზოგადად ვამბობ და გთხოვთ საკუთარ თავზე არავინ არ მიიღოს
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 11 ივლ 2008, 09:44

მარჯვნივ კი არა და მარცხნივ უნდა გვევლო,მაგრამ რომ დაადეთ თავი(დედაჩემის გვარია ღლონტი) :roll:



Archil

შენ ვაბშე ვინ ხარ ჰა?
lenchiamal

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by navigator » 11 ივლ 2008, 09:59

მე იქ არ ვყოფილვარ მარა არ მჯერა რომ სუბიექტური მიზეზების გამო შეიქმნა სირთულეები.
და პრფესიონალი მოგზაური ჩვენ არავინ ვართ და ლაშქრობის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა არავის დაგივმთავრებია :)
ჩემი აზრით კარგია რომ ვკამათობთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძლიერი ემოციები დაგროვდა და გამოსავალს ითხოვს მაგრამ იმედია ერთმანეთს არ ვაწყენინებთ ამ კამათში.
კარავის ფორუმი და ლაშქრობები განსაკუთრებით აკავშირებს ადამიანებს, სხვაგან ასეთი რამ არაა და მოვუფრთხილდეთ ამ კავშირებს.
აცხა ღორებო Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Mta Mkvarebia » 11 ივლ 2008, 10:03

ძვირფასი მთა მყვარებია უბედნიერესია რომ აბუდელაურის ტბები მოინახულა და იმ შეუდარებელ სილამაზეს ეზიარა. დიდი მადლობა ამისთვის GAMARJOBA SAKARTVELO-ს, ნაიას და იმ ხალხს ვინც პატარა რამ მაინც გააკეთა რომ ოცნებადქცეული მარშრუტი თითოეული ჩვენგანისთვის განხორციელებულიყო. მერე რა, რომ ადგილ-ადგილ თოვლში ვეფლობოდი, და მერე რა რომ დამასეტყვა, ორჯერ! :( .ბილიკის გარჩევა იქ გამოცდილ მოლაშქრესაც გაუჭირდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მარშრუტი ვაკის პარკში გასეირნება არ იქნებოდა, ამისთვის თავიდანვე მომზადებული ვიყავი და არც არავის ვავალდებულებდი მეტრების სიზუსტით დაეგეგმათ ჩემვის სავალი გზა, არც იმაში ვავალდებულებდი ვინმეს ჩემი ზურგჩანთა ეტარებინა, რადგან მიუხედავათ "კარავზე" არსებული თბილი ურთიერთობებისა და ერთმანეთისადმი მზრუნველობისა, მაინც ვცდილობ ასეთ გასვლებში ვინმე ზედმეტად არ შევაწუხო, რადგან ყველა დაღლილია მაგ დროს... ვერაფერმა შეძლო იმ შთაბეჭდილების გახუნება, რაც ამ წუთამდე მომყვება. დიდი მადლობა ყველას, ხალხნო ამ ლამაზი ზღაპრისთვის :D

navigator
გაიხარე! :D სწორედ მაგის თქმა მინდა.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Archil » 11 ივლ 2008, 11:03

popins wrote:
Archil

შენ ვაბშე ვინ ხარ ჰა?
როგორც პაატა იძახის, პოპკორნისა და კოკა-კოლას მოყვარული :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

თუმცა მაგი ქართულად ბატი ბუტია და ლაღიძის წყალი...

და ნუ ხარ ბუტია.... პლზ....

მე შენ გეთანხმები, უნდა გაეთვალისწინებინათ ყველაფერი და უნდა გაეფრთხილებინე... იცოდნენ რომ ბავშვი მოგყავდა და ბოლო მომენტში არ უნდა დაეყენებინე ფაქტის წინაშე... მე ასე ვხედავ... ერთია, რომ ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას ღებულობს, და მეორე, რომ ორგანიზატორმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ანდა საერთოდ განაცხადოს, რომ ის არ იქნება პასუხისმგებელი, თუ ვინმე მაინც წამოვა მისი რჩევის საწინააღმედგოდ.... მართალი არ ვარ?

აბა ივნისში რომ თოვლი იქნებოდა აბუდელაურებზე, ამას დიდი მიხვედრა უნდოდა? ვერ მოიფიქრეს? ლობო და პინკი მაინც არ ყოფილიყვნენ ერთი კვირით ადრე.... არა რა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.... ეგრე შეიძლება? :roll:

სულ წავიდნენ ხელიდან :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by ლეონტი » 11 ივლ 2008, 11:43

Archil wrote:
ორგანიზატორმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ანდა საერთოდ განაცხადოს, რომ ის არ იქნება პასუხისმგებელი, თუ ვინმე მაინც წამოვა მისი რჩევის საწინააღმედგოდ.... მართალი არ ვარ?
ეგ რომ განაცხადოს რომ ის არ იქნება პასუხისმგებელი, თუ ვინმე მაინც წამოვა მისი რჩევის საწინააღმედგოდ-- მე მგონი არ გამოვა.
თუ ვინმე თავზე იღებს ორგანიზატორობას ანუ ხელმძღვანელობას და მის მოთხოვნას უსაფრთხოების საკითხში არ დაეთანხმება და არ შეასრულებს ჯგუფის რომელიმე წევრი, ის უნდა (წევრი :) ) მოიხსნას მარშრუტიდან და დარჩეს საწყის ბანაკში ან გაბრუნდეს სახლში.
მარშრუტის დროს და წინა ღამეს უნდა აიკრძალოს სპირტიანი სასმელი და უძილო ღამე.
რადგან მეორე დღეს რომ გართულდეს საქმე ყველა თავის თავის შველაზე არ იყოს და მარტო 1 ჩამკეტის , სათრევი არ გახდეს რომელიმე სხვა დაზარალებული წევრი.
ეხლა რად გვინდა ველოსიპეტის თავიდან გამოგონება , ეგ წესები კაცობრიობამ დაადგინა დიდი ხანია და უნდა შესრულდეს.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Naia » 11 ივლ 2008, 12:01

ლევან, არჩილ, ეგ წესები უფრო იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც დაქირავებული გიდი გყავს და ფულს უხდი ვინმეს ასეთი გასვლის მოწყობაში. ასეთ შემთხვევაში ჯგუფის დიდი ნაწილი გამოუცდელი მოლაშქრეები არიან. კარავული გასვლები კი ასეთი გასვლებისგან, დამეთანხმებით, რომ განსხვავდება. ჩვენ არ გვყავს გიდი ან ორგანიზატორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთზე პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ. ზუსტად ამიტომ მივამაგრეთ პოპინს ჯაბა, რომელსაც ჩამკეტობის გარდა გარკვეულწილად მათთვის ყურადღების მიქცევა ევალებოდა. თუმცა, ჯაბა მარტო არ იყო. გეგა ცოტა ხნით სერგის ბაბუამაც ატარა მხრებით.

კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვით: ამ ასაკის ბავშვი მთაში არ უნდა წაგვეყვანა. მაგრამ, მეორეცაა: შარშან აბუდელაური რამდენჯერმე დაილაშქრა კარაველების მიერ და წესით, ყველას უნდა ცოდნოდა სად მიდიოდა.

მე მოვრჩი ამ საკითხზე საუბარს. მომბეზრდა ერთიდაიგივეს გამეორება. არაეთიკურია სიტუაციის განხილვა და კრიტიკა მაშინ, როდესაც იქ არ ყოფილხარ და რეალურად არ იცი რა მოხდა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by გვალდა » 11 ივლ 2008, 13:18

სუნთქვაშეკრული ვათვალიერებდი ეს დღეები თქვენი გასვლის მშვენიერებას. შემოგევლეთ ყველას. ასეთი რამეები ხდება ალბათ იმიტომ, რომ ერთი რამე გავიხსენოთ, ქართველებს, და მით უმეტეს, ტყე-ღრეში მოწოწიალეებს, თავი დაბადებიდანვე ექსტრემალები გვგონია, ან უგუნურად გვწამს, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ ყველაფერი კარგად იქნება და რაც მეტ სიგიჟეს შევეფეთებით, გადავლახავთ, მით მაგარი იქნება (!), ჩემს თავს ვგულისხმობ პირველ რიგში :D ჰოდა, სადღაც წამიკითხავს და სხვებიც ამბობენ, მთაში არ არსებობს ადვილი და რთული მარშრუტი. არსებობს კარგად ან ცუდად დაგეგმილი მარშრუტი. და რომ ყოვლად გამოუცდელი ადამიანის (ბავშვისაც) წაყვანა მთაში შეიძლება, თუ ამ ყველაფერს კარგად დაგეგმავ.

მომიტევეთ აი ესე რომ შემოგეჭერით. მე მართლა ძალიან ვისიამოვნე ამ რეპორტაჟით, მინდოდა კიდეც თქვენთან ერთად ყოფნა და წარმომიდგენია რა სიამოვნებას თქვენ იქ მიიღებდით - სხვა არამიწიერ მიწაზე!
სვანეთოლოგი

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by tiko_r » 11 ივლ 2008, 13:51

გვალდა
ძაააალიან კარგი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო... 1 დღისთვის დასანანია ის სილამაზე :)

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 11 ივლ 2008, 14:02

Archil

შენი დანიშნულებააა სწორედ ეგეთი..სეირის მაყურებლობა შენი ცხოვრების წესია.

ნეტავ კიდევ რამდენჯერ გაბერავ პრეზერვატივს რომ კაცად იქცე და დაღვინდე?


Naiaშენ არავისთვის არავინ არ მიგიმაგრებია..არც არავის არავინ მიუმაგრებია..
მე ვთქვი ჯაბა იყოს მეთქი ჩამკეტი,თორე ეგ საკითხი დღის წესრიგშიც არ იდგაა..
ეტყობა გულმა მიგრძნო რა.

მეორეც დაანებე გეგას დადანაშაულებას თავი..ბილიკზე რომ გევლოთ ისე როგორც იქაურები ,ჩასულები თუ სხვები დადიან არც გეგასთვის არ იქნებოდა პრობლემა..თქვენ თავის გამოიჩენა მოინდომეთ ჯერ თეთრი და მერე სხვაო.არადა თურმე იმ თეთრამდე ლურჯის გავლით ხევი ადის..და სულაც არ იყო ქვებზე მაიმუნებივით ხტომა.საერთოდ უგზოობა არჩიეთ გზას და ჩვეც კიდევ ცხვრებივით მოგდევდით არიქა ნაია ნამყოფიაო.თუ მართლა ნანყოფი იყავი ვერ მიხვდი რომ მარცხენა მხარეს უნდა გვევლო და არა მარჯვენა მხარეს?
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 11 ივლ 2008, 19:16

http://www.karavi.caucasus.net./viewtop ... c&start=90
ჰოდა რამ გამახსენა ეს 2007 წლის აბუდელაურზე გასვლა ნეტავ..

Image


:roll:
lenchiamal

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by ლეონტი » 11 ივლ 2008, 21:46

popins
ეს უბრალოდ მეტეოროლოგიური დაკვირვებაა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]