სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Int3lig3nt » 08 ივლ 2008, 02:53

წარმოგიდგენთ რომანტიული ჟანრის ფილმს

კარვული მზერა

(სამწუხაროდ ძალზედ ძველი ფილმია და მხოლოდ სამი კადრი შემოგვრჩა)

მთავარ როლებში:

ლამა
ცნობილი ქართველი მოლაშქრე, მოლექსე და მომღერალი - ლამა.

მირანდუხტ
მშვენიერი ქართველი მოლაშქრე, მოცეკვავე და მოფარფატე - მირანდა.


განგაშის ზარი გაისმა სოფელ მუცოში...
თორღვა მერკვილაურის მხოლოდშობილი ასული, მშვენიერი მირანდუხტი, ლომისის ყმამ, ლამამ მოიტაცა!
სასწრაფოდ ჩაკეტეს ყველა გასასვლელი, თუმცა გულწასულ მირანდუხტს, ლამა უკვე არღუნის ხეობაში მიაქროლებდა.
სოფლის რჩეული ვაჟკაცები დაადევნა თორღვამ, მაგრამ ლამა რის ლამა იქნებოდა, მდევარისგან თავი არ დაეღწია და სამშვიდობოს არ გასულიყო.

დაღამდა...
ცხენი დაიღალა...
ლამამ ნაბადი გაშალა, მგზავრობით დაღლილ-დაქანცული მირანდუხტი ზედ მიაწვინა და თავადაც გვერდით მიუჯდა...
იჯდა ასე გაუნძრევლად და მთვარის შუქით განათებულ მირანდუხტს დაჰყურებდა...

ანაზდად მირანდუხტმა თვალები გაახილა...
ლამას დანახვაზე შეჰკივლა და გაქცევა სცადა, მაგრამ მის ძლიერ მკლავებს სად გაექცეოდა?!

Image

ლამამ მომნუსხველი მზერა სტყორცნა მირანდუხტს!

Image

აბა რომელი ქალი გაუძლებდა ამ გამოხედვას, ამ ემოციას?!
მირანდუხტის გული და გონებაც დამორჩილდა და ცოტა ხანში ხმატკბილი სიმღერაც შემოსძახეს:

ლამა:
ჩემი იყავ, ჩემი ხარ დააა... მუდამ ჩემი იქნებიიიი...
მირანდუხტ:
შენი ვიყავ, შენი ვარ დააა... მუდამ შენი ვიქნებიიი...

Image

დასასრული
Last edited by Int3lig3nt on 08 ივლ 2008, 03:11, edited 4 times in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by MIRANDA » 08 ივლ 2008, 02:56

Int3lig3nt
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ვაიმე, ცუდად ვარ........ "მოვკვდი სიცილში" .. ჩავბჟირდიიიიიი

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Int3lig3nt » 08 ივლ 2008, 02:58

ღმერთო შენ მიშველე, ტრაგი-კომედიური ჟანრი მეწერა თავში :shock:
აშკარად ძილის დრო მაქვს.

პირველი დღის ფოტოები მოვრჩი.
დანარჩენიც ხვალ.

წავედი დავიძინო.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Int3lig3nt » 08 ივლ 2008, 03:38

ბოლო სურათიც და გევედი :D.

მე და ციცინო:

Image

რატომ ციცინო?
ვინც არ იცით, აგიხსნით.

მე გადავწყვიტე, რომ მირანდას და ციცინოს არასწორად ქვიათ სახელები.
ანუ მირანდას უნდა ერქვას ციცინო, ციცინოს კი მირანდა.

სოციოლოგიურ გამოკითხვას ვატარებ ერთ-ერთ ფორუმზე (რა თქმა უნდა ამ ადამიანების ნებართვით) და თუ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჩემს პოზიციას აირჩევს, მაშინ მირანდას დავუძახებ ციცინოს და პირიქით - ციცინოს დავუძახებ მირანდას.

ვოტ!

მარშ ახლა ლოგინში!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ივლ 2008, 08:09

მეგობრებო, შეეცადეთ, თემის გარშემო იტრიალოთ.
შთაბეჭდილებებს არ გასცდეთ და სარგებლო მონაცემი
და რჩევები მიაწოდოთ თქვენი წერილების მკითხველს.
რამდენი რამ გაქვთ სათქმელი.

45 ადამიანიდან მხოლოდ 5ს ჰქონდა შატილი და მუცო ნანახი. არდოტი მხოლოდ 2ს.
ჰოდა, დანარჩენებმა გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

მთაშენკა, შენებურად ამ ძეგლების ცნობები დადე.
bela, დიდი მადლობა შენი სტატიისთვის. ძნ საინტერესო მოსაზრებაა.
Gს +ო, valerius და ubralod, ძნ კგდ გადმოსცემთ თქვენს 1ლ პირიქითხევსურულ შთაბეჭდილებებსა და განწყობას.

დანარჩენებო, სად ხართ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 08 ივლ 2008, 08:45

ისევ Gს + ვარ - ხათუნა...

ჩემი შემოთავაზებაა, შემდეგი პირიქითა ხევსურეთობისას, იქ დარჩენილი ხევსურებისათვის წავიღოთ რაიმე მოსაკითხი... მაგ: სიგარეტები, ტკბილეული... და ა.შ.

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by zika » 08 ივლ 2008, 08:49

ძალიან ლამაზი ფოტოებია ლამის ვინანო თქვენთან ერთად რომ არ ვიყავი :cry: :cry: :cry:

მშთაშენკა რა ფოტოა მოკლედ ულამაზესი ხარ, გაოცებული და ~~ახფთხოვანებული ~~ვარ :lol: :lol:
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Archil » 08 ივლ 2008, 09:16

G wrote:ისევ Gს + ვარ - ხათუნა...

ჩემი შემოთავაზებაა, შემდეგი პირიქითა ხევსურეთობისას, იქ დარჩენილი ხევსურებისათვის წავიღოთ რაიმე მოსაკითხი... მაგ: სიგარეტები, ტკბილეული... და ა.შ.
მომავალ კვირას ვფიქრობ რომ ორგანიზება გავუკეთო ხევსურეთში გასვლას და ხევსურებისათვის საჩუქრებს თუ გაგვატანთ, კარგი იქნება მგონია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Truli » 08 ივლ 2008, 09:19

Int3lig3nt
მე რომ მიღებდი სურათებს სადაა?
მი მალატ შვან

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 08 ივლ 2008, 09:24

Archil wrote:
G wrote:ისევ Gს + ვარ - ხათუნა...

ჩემი შემოთავაზებაა, შემდეგი პირიქითა ხევსურეთობისას, იქ დარჩენილი ხევსურებისათვის წავიღოთ რაიმე მოსაკითხი... მაგ: სიგარეტები, ტკბილეული... და ა.შ.
მომავალ კვირას ვფიქრობ რომ ორგანიზება გავუკეთო ხევსურეთში გასვლას და ხევსურებისათვის საჩუქრებს თუ გაგვატანთ, კარგი იქნება მგონია


ძალიან კარგი იქნება და რა თქმა უნდა სხვებიც სიამოვნებით შემოგვიერთდებიან.

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Monadire » 08 ივლ 2008, 09:43

იარაღისათვის აუცილებელი ატრიბუტები
Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ივლ 2008, 09:44

G wrote:ისევ Gს + ვარ - ხათუნა...

ჩემი შემოთავაზებაა, შემდეგი პირიქითა ხევსურეთობისას, იქ დარჩენილი ხევსურებისათვის წავიღოთ რაიმე მოსაკითხი... მაგ: სიგარეტები, ტკბილეული... და ა.შ.
უნდა აღვნიშნო, რომ თქვენმა მეუღლემ ბანაკში მწვადების შეწვისას ძნ იყოჩაღა.

დახმრებას რაც შეეხება, რაიმეს წაღება კგ აზრია. ვფიქრობ, რომ სიგარეტი და ალკოჰოლი უნდა გამოვრიცხოთ.
ეს ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება.
დასახმარებლად მათ საყოფაცხოვრებო, სასწავლო, სახელსაქმო ნივთები, მედიკამენტები
(დობანდი, ბამბა და სხვა სახვევი მასალა, ვალერიანი, სპირტი, იოდი სხვა ამდაგვარები) და სპორტული აღჭურვილობა უფრო სჭირდებათ.
კვების პრობლემა არ აქვთ.
და იმაზე დიდი დახმარება არაფერია, მათი ხელნაკეთები (თუ, რა თქმა უნდა, აქვთ. შატილში არ ვიცი,
მაგრამ კორშის მუზეუმში ბევრი ხელნაკეთის ყიდვა შეიძლება) და პროდუქტები იყიდო, ვთქვათ, ყველი, რძე, მაწონი, თაფლი და ა.შ
და სა1ოდაც, არამხოლოდ შატილში, ქართული ნაწარმის ყიდვას უნდა მივეჩვიოთ.
მაპატიეთ, რომ თემას გადავუხვიე.

არჩილ
შატილში წასვლის ამბავი გამაგებინე რა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Monadire » 08 ივლ 2008, 09:46

მირანდა და ნამცეცუნა დათვიჯვრის უღელტეხილზე
Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by Monadire » 08 ივლ 2008, 09:49

კაი ქართველი საუკეთესო პირველი ხმით
Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
სეზონის გახსნა პირიქითა ხევსურეთში!

Post by G » 08 ივლ 2008, 09:52

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
G wrote:ისევ Gს + ვარ - ხათუნა...

ჩემი შემოთავაზებაა, შემდეგი პირიქითა ხევსურეთობისას, იქ დარჩენილი ხევსურებისათვის წავიღოთ რაიმე მოსაკითხი... მაგ: სიგარეტები, ტკბილეული... და ა.შ.


დახმრებას რაც შეეხება, რაიმეს წაღება კგ აზრია. ვფიქრობ, რომ სიგარეტი და ალკოჰოლი უნდა გამოვრიცხოთ.
ეს ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება.
დასახმარებლად მათ საყოფაცხოვრებო, სასწავლო, სახელსაქმო ნივთები, მედიკამენტები
(დობანდი, ბამბა და სხვა სახვევი მასალა, ვალერიანი, სპირტი, იოდი სხვა ამდაგვარები) და სპორტული აღჭურვილობა უფრო სჭირდებათ.
კვების პრობლემა არ აქვთ.
და იმაზე დიდი დახმარება არაფერია, მათი ხელნაკეთები (თუ, რა თქმა უნდა, აქვთ. შატილში არ ვიცი,
მაგრამ კორშის მუზეუმში ბევრი ხელნაკეთის ყიდვა შეიძლება) და პროდუქტები იყიდო, ვთქვათ, ყველი, რძე, მაწონი, თაფლი და ა.შ
და სა1ოდაც, არამხოლოდ შატილში, ქართული ნაწარმის ყიდვას უნდა მივეჩვიოთ.
მაპატიეთ, რომ თემას გადავუხვიე.

არჩილ
შატილში წასვლის ამბავი გამაგებინე რა.

თამბაქოს დიდი მომხრენი არც ჩვენ ვართ, უბრალოდ იმ დღეს ადგილობრივმა ხევსურმა ვაჟკაცებმა ძაან ისურვეს. მოკლედ, როცა გადაწყდება, გავაგზავნოთ რაც მართლა სჭირდებათ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]