კარვული მზერა
(სამწუხაროდ ძალზედ ძველი ფილმია და მხოლოდ სამი კადრი შემოგვრჩა)
მთავარ როლებში:
ლამა
ცნობილი ქართველი მოლაშქრე, მოლექსე და მომღერალი - ლამა.
მირანდუხტ
მშვენიერი ქართველი მოლაშქრე, მოცეკვავე და მოფარფატე - მირანდა.
განგაშის ზარი გაისმა სოფელ მუცოში...
თორღვა მერკვილაურის მხოლოდშობილი ასული, მშვენიერი მირანდუხტი, ლომისის ყმამ, ლამამ მოიტაცა!
სასწრაფოდ ჩაკეტეს ყველა გასასვლელი, თუმცა გულწასულ მირანდუხტს, ლამა უკვე არღუნის ხეობაში მიაქროლებდა.
სოფლის რჩეული ვაჟკაცები დაადევნა თორღვამ, მაგრამ ლამა რის ლამა იქნებოდა, მდევარისგან თავი არ დაეღწია და სამშვიდობოს არ გასულიყო.
დაღამდა...
ცხენი დაიღალა...
ლამამ ნაბადი გაშალა, მგზავრობით დაღლილ-დაქანცული მირანდუხტი ზედ მიაწვინა და თავადაც გვერდით მიუჯდა...
იჯდა ასე გაუნძრევლად და მთვარის შუქით განათებულ მირანდუხტს დაჰყურებდა...
ანაზდად მირანდუხტმა თვალები გაახილა...
ლამას დანახვაზე შეჰკივლა და გაქცევა სცადა, მაგრამ მის ძლიერ მკლავებს სად გაექცეოდა?!

ლამამ მომნუსხველი მზერა სტყორცნა მირანდუხტს!

აბა რომელი ქალი გაუძლებდა ამ გამოხედვას, ამ ემოციას?!
მირანდუხტის გული და გონებაც დამორჩილდა და ცოტა ხანში ხმატკბილი სიმღერაც შემოსძახეს:
ლამა:
ჩემი იყავ, ჩემი ხარ დააა... მუდამ ჩემი იქნებიიიი...
მირანდუხტ:
შენი ვიყავ, შენი ვარ დააა... მუდამ შენი ვიქნებიიი...

დასასრული