ესე იგი, 3 დღეში ეტევი.Tamari-ch. wrote:თითოეულ საფლავთან დაუჯდომელი რომ წაიკითხოთჩემი ოცნებაა, 13 ასურელი მამის ყველა ტაძარი და საფლავი ვნახო.
ეს სურვილი ამას წინათ ბრეთში ყოფნისას კიდევ უფრო განმიმტკიცდა და ჩვენებს ვუთხარი კიდეც (მგონი, მთაშენკას).
ახლა მიმართულებებს ვამუშავებ, რომ გადარბენებით კი არა, განცდებით ვიყო თითოეულ ამ სიწმინდესთან.
და მინიმუმ ერთი საათი დაჰყოთ ყოველ ადგილას -
2 დღე საკმარისია...
მე ნამყოფი ვარ - მოვლილი მაქვს 11 ასურელი მამის საფლავი
და ახლა კვირას ბრეთას და ულუმბოს რომ მოვილოცავ -
კიდეც შესრულდება ცამეტივე -
ჩემი გეგმით 4 დღიანია და 5 დღით გაგრძელებაზე ვფიქრობ.
რა ვიცი, ძნ დიდ ხანს როგორ არ უნდა გავჩერდე მაგალითად გარეჯში ან ნეკრესში, ან ზედაზენზე?
ეს ჩემთვის ატრაქციონები არაა, მივიდე, ნახევარი სთ დაუჯდომელი ვიკითხო და მერე წილკანში გავვარდე ან სამთავიში გადავიდე?
მე სხვანაირად წარმომიდგენია წმინდანებისთვის ჩემი პატივის მიგება