იდეები სამომავლოდ

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები სამომავლოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივნ 2008, 13:54

Tamari-ch. wrote:
ჩემი ოცნებაა, 13 ასურელი მამის ყველა ტაძარი და საფლავი ვნახო.
ეს სურვილი ამას წინათ ბრეთში ყოფნისას კიდევ უფრო განმიმტკიცდა და ჩვენებს ვუთხარი კიდეც (მგონი, მთაშენკას).

ახლა მიმართულებებს ვამუშავებ, რომ გადარბენებით კი არა, განცდებით ვიყო თითოეულ ამ სიწმინდესთან.
თითოეულ საფლავთან დაუჯდომელი რომ წაიკითხოთ
და მინიმუმ ერთი საათი დაჰყოთ ყოველ ადგილას -
2 დღე საკმარისია...
მე ნამყოფი ვარ - მოვლილი მაქვს 11 ასურელი მამის საფლავი
და ახლა კვირას ბრეთას და ულუმბოს რომ მოვილოცავ -
კიდეც შესრულდება ცამეტივე -
ესე იგი, 3 დღეში ეტევი.
ჩემი გეგმით 4 დღიანია და 5 დღით გაგრძელებაზე ვფიქრობ.

რა ვიცი, ძნ დიდ ხანს როგორ არ უნდა გავჩერდე მაგალითად გარეჯში ან ნეკრესში, ან ზედაზენზე?

ეს ჩემთვის ატრაქციონები არაა, მივიდე, ნახევარი სთ დაუჯდომელი ვიკითხო და მერე წილკანში გავვარდე ან სამთავიში გადავიდე?
მე სხვანაირად წარმომიდგენია წმინდანებისთვის ჩემი პატივის მიგება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 27 ივნ 2008, 15:28

ეს ჩემთვის ატრაქციონები არაა, მივიდე, ნახევარი სთ დაუჯდომელი ვიკითხო და მერე წილკანში გავვარდე ან სამთავიში გადავიდე?
მერე და ვისთვისაა ატრაქციონი?
:?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები სამომავლოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივნ 2008, 23:28

Tamari-ch. wrote:
ეს ჩემთვის ატრაქციონები არაა, მივიდე, ნახევარი სთ დაუჯდომელი ვიკითხო და მერე წილკანში გავვარდე ან სამთავიში გადავიდე?
მერე და ვისთვისაა ატრაქციონი?
:?
ეგეთი ხალხიც ვიცი, არ გაგიკვირდეს. თუმცა, ახლა ამაზე რომ ვიმსჯელო, ოფთოფიქი გამომივა. მოდი,
ამ თემაში მზე არ ვიკამათოთ.
მითხარი, შენს იდეებში მეტეხი-ერთაწმინდა-იკვის მიმართულება ვერ ვნახე.
ამ მიმართულებით სხვა
მრავალი ძეგლიცაა. არ ფიქრობ მანდ წასვლაზე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 27 ივნ 2008, 23:41

მანდ ერთი გასვლა გვქონდა მარტში -
ვნახეთ ერთაწმინდა- მაღალაანთ ეკლესია- რკონი - ქვათახევი - ჩაჩუბეთი -გარიყულა -ფავნისი

იკვი მაშინ ვერ ვნახეთ მდინარე იყო ადიდებული
-კიდევ ერთხელ წავიდეთ -
ალბათ როცა მდინარეზე წყალი დაიწევს

მეტეხიც არ გვინახავს...
მანდ კავთისხევია კიდევ საინტერესო -
ბევრი საინტერესო ადგილია
იდლეთშიც უძველესი ეკლესიაა

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები სამომავლოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივნ 2008, 23:52

Tamari-ch. wrote:მანდ ერთი გასვლა გვქონდა მარტში -
ვნახეთ ერთაწმინდა- მაღალაანთ ეკლესია- რკონი - ქვათახევი - ჩაჩუბეთი -გარიყულა -ფავნისი
მეტეხიც არ გვინახავს...
მანდ კავთისხევია კიდევ საინტერესო -
ბევრი საინტერესო ადგილია
იდლეთშიც უძველესი ეკლესიაა
დიახ, სწორედ მაგათზე მოგახსენებ და კიდევ ნოსტე და გარშემო მდებარე სალოცავებიცაა. +ს კასპის ახალქალაქი.
ვაზანოსთან 1ად აპრილში, საბედნიეროდ, ბევრი რამ ვნახე მაქეთ მხარეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იდეები სამომავლოდ

Post by Mta Mkvarebia » 28 ივნ 2008, 00:45

Tamari-ch.
მეც ძალიან მაინტერესებს აჭი, მაგრამ როცა მარშუტს სამომავლო გეგმებში გადმოვიტანთ და დავამუშავებთ, მერე ვნახავთ რომელი ტაძრების მონახულებას მოვასწრებთ იმ 2 დღის განმავლობაში.

Tamari-ch.
Mariam
რაჭამდე მინიბუსს სულ მცირე 5.5 საათი შესვენებებით 6 საათი დასჭირდება ერთი გზა. ანუ მარტო რაჭამდე გზაში 12 საათი დაგჭირდებათ (მანქანით უფრო მალე :wink: ) მერე თავად რაჭაში ღირშესანიშნავი ადგილები ერთად არ არის თავმოყრილი გზები ონისკენ და ამბროლაურის ზოგიერთი სოფლისაკენ საკმაოდ დაზიანებულია, ამიტომ მეეჭვება ერთ დღეში მოახერხოთ რამის ნახვა. თუმცა ბარაკონი-ნიკორწმინდა-ბუგეული და სხვა ეკლესიების გარდა, რაჭის მთიანი სოფლების ნახვაც ღირს, ულამაზესია. მამისონზე თავად არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს ქცეული. მაგრამ მრავალძლის ეკლესიის და ერთერთი მაღალი სოფლის მთისკალთის ნახვის გარეშე უკან დაბრუნება არა მგონია მოინდომოთ. მრავალძალი ერთერთი უძლიერესი სალოცავი ყოფილა რაჭაში. სამწუხაროდ მიწისძვრამ დაანგრია. ახლა აღადგენენ. ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. ეკლესიიდან 2 კილომეტრში ძალიან ლამაზი ტბაა, ის უფრო მაღლაა 2200 მეტრზე. გირჩევთ, ნახოთ. თუმცა მანდ მხოლოდ 2 ხიდიანი მანქანები ადიან, სულ კლდის ნაშალი ქანების გზაა.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 30 ივნ 2008, 18:06

რაჭაში როდის წავიდეთ?
ვის როდის გაწყობთ ?
და რამდენს უნდა წამოსვლა?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
იდეები სამომავლოდ

Post by ნინი_85 » 30 ივნ 2008, 19:51

Tamari-ch. wrote:რაჭაში როდის წავიდეთ?
ვის როდის გაწყობთ ?
და რამდენს უნდა წამოსვლა?
მე მინდა ძალიან, არ ვყოფილვარ და :oops:

20-ის მერე თუ მოაწყობთ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 30 ივნ 2008, 20:06

სავარაუდოდ 20 ან 27 - ში მგონი კარგი იქნება.
ანუ შაბათ კვირა - 2 დღე...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2008, 02:19

ერთი გასვლა ბორჯომის ხეობაში მინდა -
ალბათ 2 -დღიანი -
რა ისტორიული ძეგლებია მანდ?

მე ვიცი -
ქვაბისხევი -
ყვიბისში რამდენიმე ეკლესიაა -
ტიმოთესუბანი -
ფაფა -

კიდევ?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
იდეები სამომავლოდ

Post by Mrs. Robinson » 07 ივლ 2008, 20:21

Tamari-ch.

ქვაბისხევამდეა ჩითახევის მწვანე მონსტერი - IX ს.
ტიმოთესუბნამდე კი აუცილებლად ნახეთ - დაბის წმ. გიორგის ეკლესია - კლდეებში მოქცეული ერთნავიანი ბაზილიკა, გიორგის ბრწყინვალეს დროს აგებული. გასაღები სოფელში მოიკითხეთ.......
კიდევ - სადგერის წმ. გიორგი - XVს.
თუ დრო გექნებათ პარკიდან ფეხით აისეირნეთ პლატოზე, სერაფიმე საროველის ეკლესიას ნახავთ. (სამანქანე გზაც მიდის მარა... ტყეში ფეხით სიარულით ისიამოვნეთ...) ეკლესია ახალი აშენებულია, იქვე არის უზარმაზარი ლოდი, რომელთანაც წმ.სერაფიმე ლოცულობდაო. როდის და როგორ აღმოჩნდა ეს ლოდი აქ - სამწუხაროდ ვერ გეტყვით.
ეკლესია - უკაროა.
ფაფა - კი არის თქვენს გეგმაში მაგრამ თუ ვერ მოხვდით, გული არ დაგწყდეთ (ვიცი რატომაც გინდათ.)... მაგის ნაცვლად მე გირჩევდით ისევ ფეხით აისეირნოთ ლიკანიდან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში, მშვენიერი-მოვლილი ბილიკით მიადგებით წმ. ნინოს ეკლესიის ნანგრევს - IX-X სს. მის აღდგენას აპირებდნენ. ახლა არ ვიცი რა ხდება. შარშან ზაფხულს პატარა სამლოცველო იყო მოწყობილი. იმის მერე კი აღარ ავსულვარ....

ისე შიგ ბორჯომში წმ.ნიკოლოზის და წმ. მარიამის სახ. ეკლესიებია...
პეტრეს ციხე.....
თუ ტაბაწყურისკენ წახვალთ ან გუჯარულას აუყვებით....................
მაგრამ ორი დღისთვის მგონი საკმარისია არა?? :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები სამომავლოდ

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2008, 22:12

Mrs. Robinson
მადლობა რჩევებისათვის...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]