25.06.2008 გერმანია-თურქეთი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by Int3lig3nt » 26 ივნ 2008, 00:15

P.S. ძალიან ბევრი მომივიდა წერა და თუ გეზარება, ნუ წაიკითხავ :D


დღეს დაახლოებით 17:51-ზე კარავზე შემოვიხედე და სამომავლო გეგმებში გერმანია - თურქეთი შევნიშნე :shock: .

ვინ გადარეულმა მოინდომა თურქეთში ლაშქრობა, თანაც გერმანიის გავლით-თქო.
შემოვედი და ფეხბურთზე არ ყოფილა თემა?
19:00-ზე ვაკის პარკშიო - ბატონმა ილიამ.

მართალია, ფეხბურთის აზრზე არ ვარ და არც მაინტერესებს, მარა კარაველების ნახვის და კუს ტბისკენ ასეირნების პერსპექტივით (თან იქვე ვმუშაობ, ვაკის პარკთან) მოვიხიბლე და მსურველთა სიაში ჩავეწერე.

სადღაც 19:24-ზე გამოვედი სამსახურიდან და ილიასაც დავურეკე.
როგორღაც მივაგენი ღია კინოთეატრს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე და ილია ვიყავით. გოგაც სადღაც იქ მოძრაობდა, ფოტოებს იღებდა.

”ამფითეატრი” სავსე იყო ნაღები საზოგადოებით.
ქვა რომ გადაგეგდო, აუცილებლად ვინმე ”Fეისს” მოარტყამდი.

მშვენიერი ანგელინა (რავიცი, მგონი ასე ერქვა, ილიას ემახსოვრება :D) უფასო ლუდით და პეპსით გაგვიმასპინძლდა.
დავსხედით ფილმის საყურებლად, რომელიც ქართულ ფეხბურთს შეეხებოდა და ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

მანამდე ჯგუფი სტრინგი აჟღრიალებდა ელექტროგიტარებს.
გოგაც აჩხაკუნებდა თავის ფოტოაპარატს.

ჩემთვის მართლა საინტერესო აღმოჩნდა ფილმი.
ბევრი ახალი გავიგე ქართული ფეხბურთის და ზოგადად ფეხბურთის შესახებ.

სანამ ფილმი დასრულდებოდა ნაია მოვიდა და დაგვაპურა :).

ფილმი რომ დასრულდა, გოგა და ნაია წავიდნენ, მე და ილია კი ლინდას და მირანდას დაველოდეთ, რომლებიც 10 წუთში უნდა მოსულიყვნენ.

მოვიდნენ სამნი - ლინდა, მირანდა და მირანდას მეგობარი.
გადაწყვეტილი ჰქონდათ, კინოთეატრ რუსთაველში ენახათ რეპორტაჟი, ჩვენ კი თვალი სახლებისკენ გვეჭირა.

ჯერ ღია კინოთეატრში შევთავაზეთ შესვლა, ბარემ აქ ხართო.
ამასობაში ილიას მზაკვრული გეგმა ჰქონია ჩაფიქრებული - სიბნელეში უნდოდა გოგონების შეტყუება და ჩემი ჩათრევაც უნდოდა ამ შავბნელ საქმეში.
მარა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ყოველ ბნელ კუნჭულში თითო წყვილი იჯდა.

10 ლარი მოითხოვეს ფეხბურთის ყურებაზე :shock:

რას ვიზამდით, წავედით რუსთაველისკენ.
გზად ლინდა დამპირდა, მირანდას ნამდვილი სახე უნდა გაჩვენოო და ველოდები, მაინტერესებს :D.

რუსთაველშიც არ ყოფილა ჩვენება და გადაწყვიტეს კაიზერში წასვლა.
მე სახლში წამოვედი.
ახლა ალბათ ზიან და თურქეთს ან გერმანიას გულშემატკივრობენ.

დანარჩენს ისინი მოყვებიან ალბათ.

ფოტოებს დავდებ.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by Int3lig3nt » 26 ივნ 2008, 00:39

ჯგუფი სტრინგი და მასზე ”მონადირე” გოგა

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by Int3lig3nt » 26 ივნ 2008, 00:45

უსაქმურები :D

Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by ilia » 26 ივნ 2008, 11:45

სწორედ ასე იყო ყველაფერი, დასტურ :!:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2008, 12:22

ჰაჰა, დასტურ. ეგრე იყო.
ანგელინა რა იყო, ანგელინა...
მაგას შემოვევლე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by ilia » 27 ივნ 2008, 15:06

სახიფატო მომენტი
Image

გერმანიამ გოლი გაიტანა
Image
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
25.06.2008 გერმანია-თურქეთი

Post by ilia » 27 ივნ 2008, 15:21

ფეხბურთი მაყურებელი საზოგადოება
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]