
დღეს დაახლოებით 17:51-ზე კარავზე შემოვიხედე და სამომავლო გეგმებში გერმანია - თურქეთი შევნიშნე

ვინ გადარეულმა მოინდომა თურქეთში ლაშქრობა, თანაც გერმანიის გავლით-თქო.
შემოვედი და ფეხბურთზე არ ყოფილა თემა?
19:00-ზე ვაკის პარკშიო - ბატონმა ილიამ.
მართალია, ფეხბურთის აზრზე არ ვარ და არც მაინტერესებს, მარა კარაველების ნახვის და კუს ტბისკენ ასეირნების პერსპექტივით (თან იქვე ვმუშაობ, ვაკის პარკთან) მოვიხიბლე და მსურველთა სიაში ჩავეწერე.
სადღაც 19:24-ზე გამოვედი სამსახურიდან და ილიასაც დავურეკე.
როგორღაც მივაგენი ღია კინოთეატრს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე და ილია ვიყავით. გოგაც სადღაც იქ მოძრაობდა, ფოტოებს იღებდა.
”ამფითეატრი” სავსე იყო ნაღები საზოგადოებით.
ქვა რომ გადაგეგდო, აუცილებლად ვინმე ”Fეისს” მოარტყამდი.
მშვენიერი ანგელინა (რავიცი, მგონი ასე ერქვა, ილიას ემახსოვრება

დავსხედით ფილმის საყურებლად, რომელიც ქართულ ფეხბურთს შეეხებოდა და ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
მანამდე ჯგუფი სტრინგი აჟღრიალებდა ელექტროგიტარებს.
გოგაც აჩხაკუნებდა თავის ფოტოაპარატს.
ჩემთვის მართლა საინტერესო აღმოჩნდა ფილმი.
ბევრი ახალი გავიგე ქართული ფეხბურთის და ზოგადად ფეხბურთის შესახებ.
სანამ ფილმი დასრულდებოდა ნაია მოვიდა და დაგვაპურა

ფილმი რომ დასრულდა, გოგა და ნაია წავიდნენ, მე და ილია კი ლინდას და მირანდას დაველოდეთ, რომლებიც 10 წუთში უნდა მოსულიყვნენ.
მოვიდნენ სამნი - ლინდა, მირანდა და მირანდას მეგობარი.
გადაწყვეტილი ჰქონდათ, კინოთეატრ რუსთაველში ენახათ რეპორტაჟი, ჩვენ კი თვალი სახლებისკენ გვეჭირა.
ჯერ ღია კინოთეატრში შევთავაზეთ შესვლა, ბარემ აქ ხართო.
ამასობაში ილიას მზაკვრული გეგმა ჰქონია ჩაფიქრებული - სიბნელეში უნდოდა გოგონების შეტყუება და ჩემი ჩათრევაც უნდოდა ამ შავბნელ საქმეში.
მარა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ყოველ ბნელ კუნჭულში თითო წყვილი იჯდა.
10 ლარი მოითხოვეს ფეხბურთის ყურებაზე

რას ვიზამდით, წავედით რუსთაველისკენ.
გზად ლინდა დამპირდა, მირანდას ნამდვილი სახე უნდა გაჩვენოო და ველოდები, მაინტერესებს

რუსთაველშიც არ ყოფილა ჩვენება და გადაწყვიტეს კაიზერში წასვლა.
მე სახლში წამოვედი.
ახლა ალბათ ზიან და თურქეთს ან გერმანიას გულშემატკივრობენ.
დანარჩენს ისინი მოყვებიან ალბათ.
ფოტოებს დავდებ.