კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 24 მაი 2008, 21:12

Mta Mkvarebia


ძალიან ლამაზი წერილი დადე :)



ზმანება კოშკებში

გუშინ, ბინდბუნდში კოშკებში აველ
და უცებ მოვხვდი ასწლების მიღმა,
უმალ მოვშორდი დარდსა და ნაღველს
შორს გამიტაცა წარსულმა ფიქრმა.

თითქოს ჩაიდგეს კოშკებმა სული
საკვამებიდან ავარდა ალი,
გამომეგებნენ ბერნი და წულნი,
დიდი, პატარა, კაცი და ქალი.

მოყვარეს თითქოს მოყვრულად დამხვდნენ,
მეც მივეახლე კრძალვით, რიდობით,
მათ ხევსურულად: _ `მშვიდობით მახვედ~,
და მეც _ პასუხად: _ `დამხვდით მშვიდობით~!

მასმევდნენ არაყს ხევსურულ წესით,
ვიღაც მაწვდიდა ლუდიან საწდეს
მესმა ხევსურთა კაფია, ლექსი,
მე ბედნიერი ვიყავი ცამდე.

როდესაც ძილის მოვიდა ხანი,
ლოგინს მივეგე სიკეთით მთვრალი
და მუცოს ღამეს ვუთევდით სამნი: _
მე, წაწალი და ნალევი მთვარე.


დილით, რიჟრაჟზე წამოვდექ მერე
ავისხი თოფი და იარაღი,
სანადიროსთვის ჯღანი დავკერე,
საგზლად – ხალი და მწარე არაყი.

ავყევი ქარაფს ფეხზე წრიაპით,
უმალ `ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა~
და ალავერდი ვუთხარ გზიანი
ნამგალა მთვარეს _ ღამის მეხრესა.

მერე ზმანებას ზმანება მოჰყვა, _
თითქოს გამეპო მიწა ვერაგი,
ვიყავ ქაჯებთან და როგორც თორღვას,
ქაჯმა მაჩუქა ჯაჭვის პერანგი.

ავ თვალს ისხლეტდა ჩემი ბეგთარი,
და უამრავ ტომს დავეპატრონე _
და მიზიდავდნენ თითქოს ბეგარად
არწივის ფრთებს და ნაცრიან ტომრებს.

ერთხელ, როს ტანის დაბანა მსურდა
დავაბი ჯაჭვი, წრე შეკრეს მოგვთა,
პერანგი, როგორც გველი, გაცურდა
ბეჭში ისარი მაძგერა ჩონთამ.

უკანასკნელად ვაკივლე ერთი,
კლდეთ ექო მისცეს ჩემს ხმას, ძახილსა,
დაფიქრებული გონს მოველ, შევკრთი,
საკუთარმა ხმამ გამომაფხიზლა.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 24 მაი 2008, 21:16

Mta Mkvarebia
meore monadire


დროული იყო, გაიხარეთ :)




ჭაღარა, მარტო მე?
ცას გამოერია...
ცა ცდილობს ღრუბლებით შეფაროს,
მიყვარხარ!.. შენ ამბობ ბევრია...
არც ისე ბევრია?!- მზექალო...
შეხედე, გაშლილ მხრებს ვარსკვლავი
მოცვარავს,
ქარები ნიადაგ სასთუმალს მინამვენ,
შეხედე!.. და ეს დღე თუ გარდაიცვალა,
ინანებ, ქალკვარო, ინანებ...
სამყაროს, შენს თავზე, მე წამოვაჩრდილე,
მე ვიყავ, ცხელ მზეებს ცაზე რომ ვფარავდი,
რა ვიცი, მზექალო... და კი არ გაშინებ,
არც ეგ სიტურფეა,
მყარი და მარადი...

გაბრიელ ჯაბუშანური
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 26 მაი 2008, 14:26

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო,
და მომინდა ხტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღამა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა,
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

ვახუტი კოტეტიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 მაი 2008, 00:43

ახლა მჭირდები, შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ. როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს,
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი... საით გაჰყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი, სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს-
ვხვდები ცახცახით და გულისცემით...


ოთარ ჭილაძე

:roll:
Last edited by namcecuna on 29 მაი 2008, 16:11, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by hellen » 28 მაი 2008, 01:35

namcecuna
ნამცეცო, შენი ლექსიც დადე : )
აი ის მიყვარს, საქანელაზე როა :oops:
ქალთევზები თმებს არ ვივარცხნით :roll:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 მაი 2008, 11:01

hellen

:oops:
რა ვიცი რა ვიცი...
ახლა პმ-ს მოგწერ, ვერ გიცანი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 28 მაი 2008, 11:12

თუმცა გული სისხლმოითხოვს
გონება ნეტარ სიმშვიდეს
ხორცი როკვაში მძვინვარედ
მაინც ვერაფერს ვერ ვაცნობიერებ :mrgreen:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 28 მაი 2008, 16:51

სახუმარო

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

შოთა ნიშნიანიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 მაი 2008, 16:54

ნინი_85

მიყვარს ეს ლექსი :) :* თან ჯინორიას წაკითხული მახსენდება სულ :)


ნ-----------------

"ამ ხმას ამოჰყვა სწორედ ის სითბო,
მე რომ არ მქონდა და მჭირდებოდა,
ამ ხმაში იყო სწორედ ის ძალა,
რომელიც ყველგან მხარს დამიჭერდა,
ამ ხმას შეეძლო რომ ყველაფერი
გადაეტანა და განეცადა,
ბოლოს და ბოლოს ამ ხმას შეეძლო
ჩემი სათქმელი თავადაც ეთქვა"...

ნ-----------------

"ხმა-სიყვარულით დარბილებული"
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 31 მაი 2008, 00:26

რამდენიმე საათიც და გავუდგები გზას ჯავახეთისკენ...


მოდიოდა ნინო მთებით

„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...


ანა კალანდაძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 31 მაი 2008, 00:33

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას უკვე ფოკაში აღვნიშნავ...

გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ნინოებს.
გვფარავდეს წმინდა ნინო, მისი მადლი და წყალობა არ მოგვკლებოდეს!
ამინ.



წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა – წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი.
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!

გრიგოლ რობაქიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 05 ივნ 2008, 00:14

ნინი_85
შენს დაბრუნებას ველოდები, რომ ერთი კარგი-ფარავნული ფოტო გადახვედრო ;)

და აქვე...


"... ასეთი გრძელი და სუსტი ჩრდილი
და ხმა-ასეთი უცხო და ტკბილი...
შენს შესახვედრად მოჰყვება იგი
ცისარტყელების გაცრეცილ ბილიკს...
საიდან! როგორ! რომელი! როდის!
ჰო, მოდის, მაგრამ, საიდან მოდის!
იშლება ველზე ყვავილი ეჭვის,
ან ვისთან იყო, ან ვისთან მოდის..."

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 06 ივნ 2008, 00:14

"ო, ყველაფერი თურმე ხდება
დღეს და ამ წუთას.
რაც გუშინ იყო, უკვე გაქრა,
ცაში აცურდა!
რაც ხვალ იქნება, საეჭვოა
ფრიად და ფრიად,
ის სურვილია!
უფრთო როგორ მისწვდება ფრთიანს..."

მზია ხეთაგური.

ასეა, კი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 06 ივნ 2008, 16:47

"თუ მომენატრე, უთუოდ მოვალ,
თუ მოგენატრო-უთუოდ მოდი.
ყური არ უგდო მავანს და მავანს,
მე მუდამ გელი, უთუოდ მოდი"


ასე მარტივად...
ხო...
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 06 ივნ 2008, 16:56

გძინავს
უფრო ღრმად გძვიდრო ჩვენ
უკვე ათვლა დაკარგული რაოდენობის კვირაა გძინავს
სიზმრებში ზრუბნის სუნელი იპარება და გაბრუბს
მაშინ როცა გამოფხიზლება გინდა
როცა გეღვიძა შენ ყველაზე მღვიძარი იყავი
სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვრებაზე საუკეთესონი დარბიან
ჩემი მეწვანე ოცნებით შენ სიცოცხლეში ფეხის დაცდენას იმსახურბ ვიდრე ჩემი მსგავი ანატომიური ფსიქოპატია
მაპატიე რომ გეუბნები - მაპატიეს
თავის დაღწევა თავის შეღწევა - სულიდან სულში გიხმობ და გეძებ
მიპასუხე!
Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]