ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by lama » 15 თებ 2006, 13:14

Nika
ბოდორნის ტაძარი ხომ არ არიშ რომელიც დასავლეთ საქართველოშია მე მგონი ეგაა :roll: :?:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Nika » 15 თებ 2006, 14:09

lama
არა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Nika » 15 თებ 2006, 20:46

მოკლედ ვადა გავიდა და გიორგის გარდა პასუხი ისევ არ ჩანს. ამიტომ გიორგის ვთხოვ უპასუხოს და რამე დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს ამ ეკლესიაზე.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Giorgi Bagrationi » 15 თებ 2006, 23:19

ეს ტაძარია ფუძნარის ღვთისმშობელი, რომელიც ბოდავის ხევში მდებარეობს, გზა ორი მხრიდან უდგება: ერთი ჟინვალიდან თიანეთში რომ გადავდივართ 2-3 კმ-ში; მეორე კი თიანეთიდან ჟინვალში რომ გადავდივართ :? :lol:
ერთის მხრივ კახას პასუხი, რომ კახეთიაო თითქმის სწორია, იმიტომ რომ ეს ისტორიული, ე.წ. "კუხეთია" და თავისი არქიტექტურითაც კახურს მიეკუთვნება.
უცნაური დამთხვევა იყო ლამას პასუხში რადგან თქვა, რომ ბოდორნააო.
თვით ბოდორნის ეკლესია შეიძლება ითქვას "ყურის ძირშია" (და არა დასავლეთ საქართველოში, როგორც წერს), ტრასიდან დუშეთის ასახვევსა და ჟინვალს შორის არაგვის მარჯვენა ნაპირის ფერდზე. :o
ტაძარი XIII ს-ის დასაწყისშია აგებული და XV ს-ში კაპიტალურად შეკეთებული. ეს წარწერაც ამ პერიოდისაა (დამახასიათებელი მსხლის ფორმის "დ" ასოებით)
ისე მშვენიერი საკარვე ადგილია: მოსახლეობა არ გაწუხებს, გარშემო ტყე, წყარო და სიწყნარე. მისასვლელადაც ადვილი. დროითაც ნახევარ საათში ხარ თბილისიდან. თუმცა გზა ახლოს ჩაუდის, მაგრამ მოძრაობა არაა გადატვირთული და ზამთრობითაც კაი ხანი ჩაკეტილია. ალბათ ადრეულ გაზაფხულზე მშვენიერი იქნება (ენძელები რომ წამოყოფენ თავს და ზამთრის შემდეგაც სადღესასწაულო "ნასუფრალების" კვალიც მცირედი იქნება)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Gvalva » 16 თებ 2006, 00:16

თუ შეიძლება არაფერი დადოთ, გიორგი ბაგრატიონი დუელში მინდა გამოიწვიო :).

რადგან დიდი უპირატესობა აქვს ძალიან, ამიტომ იარაღს მე ავარჩევ.

დუელი გაიმართება ხვალ დილას, ასე 11 საათზე.

მსხვერპლი არ იქნება.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Giorgi Bagrationi » 16 თებ 2006, 00:35

საინტერესო იდეაა, ოღონდ ჩემ სეკუნდანტს ამ დროს არ ეცლება და გთხოვთ საღამოს 9 საათის შემდეგისთვის გადავდოთ. 8)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Nika » 16 თებ 2006, 01:00

Giorgi Bagrationi
ეს საკარვე ადგილები ბოდორნას ეხებოდა?
ფუძნარში გზა გახსნილია ზამთარშიც და კვირას ჩავიარე კიდევაც. ფოტოები მე არ გადამიღია მარა იქ სხვებმა გადაიღეს.

Gvalva
დუელი! კარგიაა !!!
Last edited by Nika on 16 თებ 2006, 12:50, edited 1 time in total.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Giorgi Bagrationi » 16 თებ 2006, 01:30

საკარვე ადგილები ფუძნარს ეხება.
ზამთარს ვგულისხმობდი დიდი თოვლის დროს თიანეთში ჩვეულებრივი მანქანებით აღარ გადადიან ხოლმე.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Gvalva » 16 თებ 2006, 11:35

კაი, რადგან დუელი გადაიდო... ისა, დუელი სწორედ ვერ ვთქვი, ეს უფრო მიზანში სროლაა :))

დანარჩენებს გთავაზობთ ადვილად გამოსაცნობ ადგილს. უფრო სწორედ სოფელს

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Kakha » 16 თებ 2006, 12:13

მანდ ნამყოფი არა ვარ, მაგრამ იმდენი გამიგია სოფლის გარშემო ”მიმოფანტულ” დიდ ლოდებზე, რომ მგონია როშკა უნდა იყოს. ასეა?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Gvalva » 16 თებ 2006, 13:06

Kakha

კი, ასეა, როშკაა.

როშკის ლოდებიც შეტანილია წითელ წიგნში და აი რა წერია დახასიათებაში:

ხევსურთა სოფელ როშკაში არსებული ორი უზარმაზარი ლოდი მიეკუთვნება მსოფლიოს უდიდეს ერატიული ("მოხეტიალე") ლოდების როცხვს. მათი განზომილება 19x5x7 და 22x13x10მ. ლოდები შედგება მაგმური ქანისგან - დიაბაზისგან. მათთან შედარებით ხევსურთა სახლები სათამაშო ხუხულებივით გამოიყურებიან. სოფლის ზემოთ უფრო დიდი ლოდებიცაა 22x20x8 და "გახლეჩილი ლოდი" 25x10x11

შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობით მიმოფანტულია აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში აგრეთვე როშკის ქვემოთაც -მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. მათი გავრცელების ქვემო ზღვარი თითქმის აღწევს მდ. ოხერხევის შესართავს. მსხვილი ლოდოვანი მასალა სოფლების - ღელისვაკისა და ღულის მოდამოებშიც არის, ხეობის ფსკერიდან 200-250 მეტრ სიმაღლეზე.

ყველა ეს ლოდია ჩამოტანილია ჭაუხის მასივიდან - ხევსურების, მთიულების და მოხევეების ზეპირსიტყვიერებაში ხშირად ნახსენები კლდოვანი მთიდან, რომელიც ერთ ერთ თავისი ბუნებრივი კოშკით ზღვის დონიდან 3940 მეტრზეა აღმართული. ლოდები ჩამოზიდა ჭაუხის უდიდესმა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმაღლეზე (ამჟამად ეს ადგილი აღზევებულია 1650მ სიმაღლემდე)

სამწუხაროდ რომელი იყო ის უზარმაზარი ლოდები არ არ დამიფიქსირებია, უფრო სწორედ იმ ლოდებში დიდ-პატარობას არ დავკვირვებივარ, მაგრამ ორ ფოტოს კიდევ დავდებ,
ერთი უშუალოდ ჭაუხის მასივთანაა გადაღებული, თუ დააკვირდებით ნახავთ სიცხეს როგორ ემალება ადამიანი, იქ ნამყოფები დამეთანხმებიან, რომ ეს დასვენების პოპულარული ფორმაა იმ ადგილას :)
მეორე გადაღებულია სოფლის ქვემოთ, სხვათაშორის ეს ადგილი შატილის გზაზეა ზუსტად, როშკის ხიდის ძირას.
ლოდების ზომებს ადვილად შეაფასებთ

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by pauna » 16 თებ 2006, 13:25

კაი ლოდებია ერთი მინდა სახლისთვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :D
ImageImage

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by kirk_hammett » 16 თებ 2006, 13:56

აი კიდევ....კარვებთან შედარებით :lol: :lol:
the more u live the less u die>..................

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Gvalva » 16 თებ 2006, 14:16

kirk_hammett

ესენი ხომ არაა ის ორი ლოდი ნეტავ??

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი?

Post by Kakha » 16 თებ 2006, 15:00

Gvalva
უკაცრავად გაოფტოპიკებისათვის, მაგრამ ”წითელი წიგნი” სადმე ბუკინისტებთან ხომ არ შეგხვედრია ანდა ხომ არ იცი ვინმე რომ ყიდდეს.

დიდი მადლობა

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]