Kakha
კი, ასეა, როშკაა.
როშკის ლოდებიც შეტანილია წითელ წიგნში და აი რა წერია დახასიათებაში:
ხევსურთა სოფელ როშკაში არსებული ორი უზარმაზარი ლოდი მიეკუთვნება მსოფლიოს უდიდეს ერატიული ("მოხეტიალე") ლოდების როცხვს. მათი განზომილება 19x5x7 და 22x13x10მ. ლოდები შედგება მაგმური ქანისგან - დიაბაზისგან. მათთან შედარებით ხევსურთა სახლები სათამაშო ხუხულებივით გამოიყურებიან. სოფლის ზემოთ უფრო დიდი ლოდებიცაა 22x20x8 და "გახლეჩილი ლოდი" 25x10x11
შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობით მიმოფანტულია აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში აგრეთვე როშკის ქვემოთაც -მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. მათი გავრცელების ქვემო ზღვარი თითქმის აღწევს მდ. ოხერხევის შესართავს. მსხვილი ლოდოვანი მასალა სოფლების - ღელისვაკისა და ღულის მოდამოებშიც არის, ხეობის ფსკერიდან 200-250 მეტრ სიმაღლეზე.
ყველა ეს ლოდია ჩამოტანილია ჭაუხის მასივიდან - ხევსურების, მთიულების და მოხევეების ზეპირსიტყვიერებაში ხშირად ნახსენები კლდოვანი მთიდან, რომელიც ერთ ერთ თავისი ბუნებრივი კოშკით ზღვის დონიდან 3940 მეტრზეა აღმართული. ლოდები ჩამოზიდა ჭაუხის უდიდესმა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმაღლეზე (ამჟამად ეს ადგილი აღზევებულია 1650მ სიმაღლემდე)
სამწუხაროდ რომელი იყო ის უზარმაზარი ლოდები არ არ დამიფიქსირებია, უფრო სწორედ იმ ლოდებში დიდ-პატარობას არ დავკვირვებივარ, მაგრამ ორ ფოტოს კიდევ დავდებ,
ერთი უშუალოდ ჭაუხის მასივთანაა გადაღებული, თუ დააკვირდებით ნახავთ სიცხეს როგორ ემალება ადამიანი, იქ ნამყოფები დამეთანხმებიან, რომ ეს დასვენების პოპულარული ფორმაა იმ ადგილას

მეორე გადაღებულია სოფლის ქვემოთ, სხვათაშორის ეს ადგილი შატილის გზაზეა ზუსტად, როშკის ხიდის ძირას.
ლოდების ზომებს ადვილად შეაფასებთ