კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 13:00

გადაიხედავ... მდინარე ჩუხჩუხებს - წამოსვლა აღარ მოგინდება


Image

ეს მონასტერი, ასეთი ამჟამინდელი სახით მე-13 საუკუნიდან მოდის. მან მნიშვნელობა შეიძინა ალექსიოს III-ს მმართველობის დროს (1349-1390წწ)

Image

კი კარაველები არიან.. მაგრამ ვინ? :lol:

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by guruli » 16 მაი 2008, 13:03

ყველაფერი ძაან მაგარია. აღფრთოვანებული ვარ. მეტადრე - თხრობით. სუმელაში მაინც ჩავხეტებულიყავი აქამდე, კაპადოკიაში თუ ვერა. :D :D
მოკლედ, საღოლ!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Archil » 16 მაი 2008, 13:56

Mta Mkvarebia wrote:TuTa
რითი და გვერდიდან არ მოგვშორებია, მასთან ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით და მესამე ღამეა მესიზმრება (და არა მარტო მე), მისი მეგრულაქცენტიანი ბარიტონი ახლაც მუსიკასავით ჩამესმის. არ არის საკმარისი ღირშესანიშნაობისათვის? :wink: .
აბა ილიას ბარიტონს რაღას უწუნებთ? მაინცდამაინც სამი დღე და ღამე უნდა გეწვეთ ეგ კაცი გვერდით რომ თქვენთვის ღირშესანიშნავი გახდეს? ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 14:12

guruli
მართლა კარგი იყო... თუმცა მგზავრობა ისეთი ტანჯვა იყო, რომ ჩამოსულს შთაბეჭდილებები სადღაც მერსედესის ავტობუსში დამრჩა..

სანამ ფოტოები არ დავათვალიერე ვერ ვხვდებოდი რომ საოცარ ადგილას ვიყავი.


ესეც ასე, სუმელამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

Image

მე-18 საუკუნეში მონასტერში რესტავრაცია გაკეთდა და ამავე დროს მოიხატა ფრესკები.

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 14:50

Archil
აბა შენ აქ ფაქტებს ნუ ამახინჯებ! :twisted: "წოლა" სადმე გავაჟღერეთ? "მასთან ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით თქო" ეს სულ სხვაა :wink: შენ აქ სახელს ნუ გვიტეხ :twisted: :wink:

tiko_r

თიკო, რას იტვი, არ დადგა დრო გავამჟღავნოთ ჯოტიას ვინაობა, სანამ სულ მთლად გაგვტეხია სახელი? :roll: :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 14:56

tiko_r wrote:

მე-18 საუკუნეში მონასტერში რესტავრაცია გაკეთდა და ამავე დროს მოიხატა ფრესკები.
ფრესკების ზედა ფენა, მაგრამ ქვედა ფენები გაცილებით ადრე მოიხატა. ნათლად ემჩნევა განსხვავება ფენებს შორის, შეიძლება თქვენც შეამჩნიოთ სურათებზე.

.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by guruli » 16 მაი 2008, 15:06

tiko_r
სუმელამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა
ეჰ, არადა, ჯერ კიდევ როდის გავხსენი იდეებში თემა სუმელაში წასვლაზე... ვიცი, რომ მაგარია და მაგარ ბუნებაშია - კალანდიას ფილმიდან მახსოვს. მანდ სადღაც მაჩკებია თუ რაღაც ამგარად ჰქვია - თურქული არ მეკერკება, :lol: :lol: ადგილზე დაჭერილ და ზეითუნის ზეთში შემწვარ კალმახს მოგართმევენო, მე ასე მითხრეს. :D :D მაგარიაო, ამბობენ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 15:14

guruli wrote: ადგილზე დაჭერილ და ზეითუნის ზეთში შემწვარ კალმახს მოგართმევენო, მე ასე მითხრეს. :D :D მაგარიაო, ამბობენ.
იფ, იფ!

კალმახის რა გითხრათ, ასეთები არ გვინახავს :wink: იმდენად ვიყავით დროში შეზღუდულები ადგილობრივი სუვენირების შეძენაც ვერ მოვასწარით. არადა როგორი იქნებოდა იქაური ფრესკების საფოსტო ბარათები!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 15:23

ტრაპიზონში ერთი საათით გავისეირნეთ.

თურქეთში ყოველ პარკში გვხვდება მათი ეროვნული გმირის ათათურქის ძეგლი.

Image

მუშაობს ხალხი! ისე საინტერესოა, როგორი იქნებოდა მუშაობის პროცესი, მაგრამ სად გვქონდა ფეხსაცმელები, ბოტასებს ხომ არ გავაწმენდინებდით :roll: :wink:

Image

Image

უშგული... ნინელის მზითევით :wink:

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 16 მაი 2008, 19:14, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 15:35

ტრაპიზონში ერთ-ერთ სამგზავრო სააგენტოსთან შევჩერდით. ბილეთები იყიდებოდა ქუთაისის, თბილისის მიმართულებით. მეპატრონე ლაზი აღმოჩნდა, კი გავდა ლაზს ღია ფერებით და ცისფერი თვალებით. ქართულად გვესაუბრებოდა. გორის რაიონში მაქვს სოფელიო. რომ შევედით "რუსთავი2-"-ს უყურებდა. რაღაცნაირად გამიხარდა :D მიგვიღო, "დაისვენეთო". სწორედ მას ვაჩუქეთ ქვევრის მიერ გამოტნეული ერთი ბოთლი ღვინო. მანამდე კი ორი ბოთლი ჩვენს გიდა ვაჩუქეთ, რადგან პაკადოკიაში ლაზს ვერ მივაკვლიეთ.

ამ კაცის ერთადერთი ფოტო აღმომაჩნდა. სამწუხაროდ, არ ვარგა. მაგრამ მაინც დავდებ.

Image

აქვე გაჩნდა სუმელას მონასტრის მონახულების იდეა. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ პატარ-პატარა წინააღმდეგობები (რაც ამ თემის გაჟღერებას მოყვა)გადავლახეთ, ჩვენი გავიტანეთ და მოვინახლეთ ეს ულამაზესი ადგილი და მონასტერი.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 15:54

დავადექით სუმელას გზას, რომელიც ტრაპიზონიდან 60 კმ-ში მდებარეობს. რაც უფრო წინ მივიწევდით, ბუნება უფრო და უფრო გვაგონებდა საქართველოს. და რა გასაკვირია?! სუმელა ხომ კლარჯეთში მდებარეობს. იგივე სიმწვანე და ხშირი ტყეები, მაღლა მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზა, მჩქეფარე მდინარეები, გიჟმაჟი ჩანჩქერები, მხოლოდ გზა იყო უჩვეულოდ მოასფალტებული, სრიალ-სრიალით მიდიოდა მინიბუსი :wink: . ცოტა ხანში უზარმაზარ კლდეზე მერცხლის ბუდესავით მიკრული ნაგებობა დავინახეთ. მივხვდით, რომ ეს იყო სუმელა. სუმთქვა შეგვეკრა, იმდენად ლამაზი იყო. მინიბუსი გავაჩერეთ და სურათების გადასაღებად გადმოვედით. სწორედ აქ შედგა გოგას ექსკლუზიური ინტერვიუ ერთ-ერთ თურქულ ტელეარხთან :) .

Image

Image

Image
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Katy » 16 მაი 2008, 16:09

ese igi 2 dgea am temas vkitxulob,k samsaxuric damavickda da kvelaferi! :)

zalian lamazi adgilebi moginaxulebiat! :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 17:35

აი რა წერია მონასტრის კედელზე ფილაზე:

"სუმელას მონასტერი იმ კლდის შუაწვერზეა აგებული, რომელიც ალტენდერეს ველს გადაჰყურებს, ტრაპიზონის პროვინციის მასკას რეგიონში. იგი უფრო "მარიამ ანას" (ღვთისმშობელი მარიამი) სახელით არის ცნობილი. შენობების კომპლექსი 300 მეტრი სიმაღლისაა. მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა და მისი სახელწოდება მოდის სიტყვა "მელა"-სგან, რაც "ბნელს" ნიშნავს. როგორც ფიქრობენ, სახელწოდება კავშირშია კალადაღლარის (შავი) მთის სახელთან. მეორე ვერსიის მიხედვით, კი მონასტერს ასე ღვთისმშობლის შავი, ანუ მუქი ხატის გამო დაერქვა.

გადმოცემის მიხედვით, მონასტერი დაუარსებია ორ მღვდელს ბარნაბას და სოფრონიუსს, რომლებიც იმპერატორ თეოდოსიუსის მმართველობის პერიოდში (375-395 წწ) ჩამოვიდნენ ათენიდან. მე-6 საუკუნეში მონასტერი იმპერატორ ჯუსტინიანის განკარგულებით აღუდგენია გენერალ ბელისარიუსს. მე-13 საუკუნეში მონასტერს ამჟამინდელი სახე მიეცა. ტრაპიზონის იმპერიის კომნენიანთა იმპერიის მმართველის ალექსიოს III-ის მმართველობის პერიოდში (1349-1390წწ) მონსატერმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
სხვა მონასტრების უმრავლესობის მსგავსად ამ ადგილის თურქების იმპერიის მიერ დაპყრობის შედეგად, ეს მონასტერიც თურქების ხელში გადავიდა. მე-18 საუკუნეში, მონასტრის დიდი ნაწილი აღდგა, და კედლები ფრესკებით მოიხატა. მე-19 საუკუნეში მონასტერს რამდენიმე მასშტაბური შენობა დაემატა და მან უფრო შთამბეჭდავი სახე შეიძინა. ეს იყო ამ მონასტრის განვითარების ზენიტი. მონასტერი მრავალ უცხოურ მოგზაურს იზიდავდა და ისინი ხშირად ახსენებდნენ მას თავიანთ ჩანაწერებში.1916-1918 წლებში რუსეთის მიერ ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ, მონასტერი რუსების ხელში გადავიდა და 1923 წლიდან სრულიად მიტოვებულ იქნა.

სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ელემენტებია: კლდის ეკლესია, რამდენიმე სამლოცველო, სატრაპეზოები, სტუდენტთა ოთახები, სასტუმრო ოთახები, და წმინდა წყარო, რომელსაც მართლმადიდებელი ბერძნები თაყვანს სცემდნენ.

კლდის ტაძრის შიდა და გაერთა კედლები და გვერდითა სამლოცველოს კედლები ფრესკებითაა შემკული. მათ შორის კლდის ეკლესიის შიდა მოხატულობა ალექსიოს III-ს პერიოდს (მე-14 საუკ) განეკუთვნება. სამლოცველოს ფრესკები სამ ფენადაა მოხატული სამ სხვადასხვა პერიოდში. მათ შორის გვიანდელი მე-18 საუკუნისაა. ქვედა ფენის (ანუ უფრო ძველი)ფრესკები, რომელიც კარგად იკვეთება კედლის ქვედა ნაწილში დიდი ოსტატობით და უმაღლესი ხარისხითაა შესრულებული.

ფრესკები სამწუხაროდ ძალზე დაზიანებულია, მათი ძირითადი თემატიკა ბიბლიიდანაა არებული და უმეტესად მოგვითხრობს ისტორიებს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შესახებ"

აი რას გვამცნობს მონასტრის კედლის ფილა. მაგრამ სხვადასხვა წყაროებიდან ასეთი რამ გავიგე. მართალია მონასტერი ქართული არ არის, როგორც მანამ გვეგონა, სანამ უშუალოდ დავათვალიერებდით. მაგრამ მე-13 საუკუნეში, როცა თამარ მეფემ ტრაპიზონი საქართველოს გავლენის ქვეშ მოაქცია, ქართველი სასულიერო პირები აქაც ამოსულან სამოღვაწეოდ. ასე რომ ეს მონასტერი მაინც ქართული სულის მატარებელია. როგორც "კოლხმა გოგო"-მ მითხრა "სუმელა" მეგრულად იგივე ლაზურად "სამება"-ს ნიშნავს. ანუ თუ ამ ვერსიას ვირწმუნებთ, მონასტერს ქართული სახელი ჰქვია :D . არ ვიცი სინამდვილეში როგორაა, მაგრამ მე მინდა რომ ასე იყოს :D . თან ტოპონიმიკის ტრადიციული ახსნა რაღც უღიმღამო მომეჩვენა. ვინ იცის...

ეს გზა ნამდვილად ტაძრამდე მიგვიყვანს

Image

Image

Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by tiko_r » 16 მაი 2008, 21:02

Mta Mkvarebia
შენს სიყოჩაღეს საზღვარი არა აქვს!!!!

:shock:



თითი მოვკაკვე რაააა

ესეც შენ! ჟამთაღმწერელო

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

Post by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 21:08

tiko_r

გენაცვალეეე! :D

რა ფოტო გადაგიღია! :wink:

რამდენიმე ფრესკას მეც დავდებ.

Image

Image

Image

Image

Image

ამ სურათზე ამ ფრესკას ნათლად ემჩნევა მოხატულობის ქვედა და ზედა ფენებს შორის გამავალი ზღვარი

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]