აი რა წერია მონასტრის კედელზე ფილაზე:
"სუმელას მონასტერი იმ კლდის შუაწვერზეა აგებული, რომელიც ალტენდერეს ველს გადაჰყურებს, ტრაპიზონის პროვინციის მასკას რეგიონში. იგი უფრო "მარიამ ანას" (ღვთისმშობელი მარიამი) სახელით არის ცნობილი. შენობების კომპლექსი 300 მეტრი სიმაღლისაა. მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა და მისი სახელწოდება მოდის სიტყვა "მელა"-სგან, რაც "ბნელს" ნიშნავს. როგორც ფიქრობენ, სახელწოდება კავშირშია კალადაღლარის (შავი) მთის სახელთან. მეორე ვერსიის მიხედვით, კი მონასტერს ასე ღვთისმშობლის შავი, ანუ მუქი ხატის გამო დაერქვა.
გადმოცემის მიხედვით, მონასტერი დაუარსებია ორ მღვდელს ბარნაბას და სოფრონიუსს, რომლებიც იმპერატორ თეოდოსიუსის მმართველობის პერიოდში (375-395 წწ) ჩამოვიდნენ ათენიდან. მე-6 საუკუნეში მონასტერი იმპერატორ ჯუსტინიანის განკარგულებით აღუდგენია გენერალ ბელისარიუსს. მე-13 საუკუნეში მონასტერს ამჟამინდელი სახე მიეცა. ტრაპიზონის იმპერიის კომნენიანთა იმპერიის მმართველის ალექსიოს III-ის მმართველობის პერიოდში (1349-1390წწ) მონსატერმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
სხვა მონასტრების უმრავლესობის მსგავსად ამ ადგილის თურქების იმპერიის მიერ დაპყრობის შედეგად, ეს მონასტერიც თურქების ხელში გადავიდა. მე-18 საუკუნეში, მონასტრის დიდი ნაწილი აღდგა, და კედლები ფრესკებით მოიხატა. მე-19 საუკუნეში მონასტერს რამდენიმე მასშტაბური შენობა დაემატა და მან უფრო შთამბეჭდავი სახე შეიძინა. ეს იყო ამ მონასტრის განვითარების ზენიტი. მონასტერი მრავალ უცხოურ მოგზაურს იზიდავდა და ისინი ხშირად ახსენებდნენ მას თავიანთ ჩანაწერებში.1916-1918 წლებში რუსეთის მიერ ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ, მონასტერი რუსების ხელში გადავიდა და 1923 წლიდან სრულიად მიტოვებულ იქნა.
სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ელემენტებია: კლდის ეკლესია, რამდენიმე სამლოცველო, სატრაპეზოები, სტუდენტთა ოთახები, სასტუმრო ოთახები, და წმინდა წყარო, რომელსაც მართლმადიდებელი ბერძნები თაყვანს სცემდნენ.
კლდის ტაძრის შიდა და გაერთა კედლები და გვერდითა სამლოცველოს კედლები ფრესკებითაა შემკული. მათ შორის კლდის ეკლესიის შიდა მოხატულობა ალექსიოს III-ს პერიოდს (მე-14 საუკ) განეკუთვნება. სამლოცველოს ფრესკები სამ ფენადაა მოხატული სამ სხვადასხვა პერიოდში. მათ შორის გვიანდელი მე-18 საუკუნისაა. ქვედა ფენის (ანუ უფრო ძველი)ფრესკები, რომელიც კარგად იკვეთება კედლის ქვედა ნაწილში დიდი ოსტატობით და უმაღლესი ხარისხითაა შესრულებული.
ფრესკები სამწუხაროდ ძალზე დაზიანებულია, მათი ძირითადი თემატიკა ბიბლიიდანაა არებული და უმეტესად მოგვითხრობს ისტორიებს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შესახებ"
აი რას გვამცნობს მონასტრის კედლის ფილა. მაგრამ სხვადასხვა წყაროებიდან ასეთი რამ გავიგე. მართალია მონასტერი ქართული არ არის, როგორც მანამ გვეგონა, სანამ უშუალოდ დავათვალიერებდით. მაგრამ მე-13 საუკუნეში, როცა თამარ მეფემ ტრაპიზონი საქართველოს გავლენის ქვეშ მოაქცია, ქართველი სასულიერო პირები აქაც ამოსულან სამოღვაწეოდ. ასე რომ ეს მონასტერი მაინც ქართული სულის მატარებელია. როგორც "კოლხმა გოგო"-მ მითხრა "სუმელა" მეგრულად იგივე ლაზურად "სამება"-ს ნიშნავს. ანუ თუ ამ ვერსიას ვირწმუნებთ, მონასტერს ქართული სახელი ჰქვია

. არ ვიცი სინამდვილეში როგორაა, მაგრამ მე მინდა რომ ასე იყოს

. თან ტოპონიმიკის ტრადიციული ახსნა რაღც უღიმღამო მომეჩვენა. ვინ იცის...
ეს გზა ნამდვილად ტაძრამდე მიგვიყვანს
