დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 24 აპრ 2008, 14:57

gobe
გადავირიე! ჩემი დიდუბის აივანზე ჰყვებოდი მეგონა :lol: ზუსტი აღწერილობაა მე მოვკვდე, თავისი მტრედებიანად "ბანკებიანად" და ხო ვიცი მეზობლების ამბავიანად :lol:

ერთი ცუდი ჩვევა უვითარდებათ ამ მტრედებს. ფრთებქვეშ თუ ბუდეში მოლეკულისოდენა მწერები უჩნდებათ და ეს მწერები ოთახში თუ შემოგეჩვივნენ, ვაგლახია! ერთხელ შემოესიენ ოთახს და იმდენი დიხლოფოსი ვაპკურე, მე ხომ 3 დღე სხვაგან ვცხოვრობდი, მტრედებიც განერიდნენ ბუდეს და აღარ დაბრუნებულან კაი ხანი :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
ეგ ფასილიტატორი რაღა ჯანდბაა?
ტრენინგის პროცესის მომწესრიგებელ-მარეგულირებელი მოხელე-ჩიქვანი (რო არ იყაყანონ რა...:D )
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 24 აპრ 2008, 15:29

გვალდა

ძალიან სასაცილო ამბავი მოყევი :) ეგეთ შემთხვევებს ხშირად შევსწრებივარ. ერთხელ ჩემი მეგობარი თარგმნიდა შეხვედრას და თარგმნის დროს ხშირად იყენებდა ინგლისურ სიტყვებს. საუბარი ეხებოდა საქართველოს გზებზე დიდი ზომის სატვირთო მანქანების (truck) გადაადგილებას. უცხოელმა დასვა კითხვა, რომელიც თარჯიმანმა დაახლოებით ასე თარგმნა: 'როგორ ფიქრობთ, ამ ზომის 'ტრაკი' (უკაცრავად, სატვირთოზეა საუბარი:) ) ამ ხიდის ქვეშ გაეტევაო?'

კინაღამ ჩაიშალა შეხვედრა :D

პს. ოფტოპიკი რომ არ გამომივიდეს:

შეცდომაა - ტრეინინგი
უნდა იყოს - სწავლება

:)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 24 აპრ 2008, 23:30

gobe
ამ პოსტის* მერე თემა უნდა დახურულიყო :lol:

----
*წერილის :D :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 აპრ 2008, 01:04

gobe
გულიანად ვიცინე.
მაგალითია იმისთვის, თუ როგორ არ უნდა იმეტყველო.
tiko_r wrote:gobe
ამ პოსტის* მერე თემა უნდა დახურულიყო :lol:

----
*წერილის :D :lol:
ვერაფრით დავუშვებ თემის დახურვას.
უამრავი ბარბარიზმი და შემოჭრილი სიტყვა მაქვს მონიშნული.

მაგ:
მენეჯერი - მმართველი
ოფისი - დაწესებულება, სამსახური
პილოტი - მფრინავი
ვერტმფრენი - შვეულმფრენი

მედიკამენტი - წამალი
ტაბლეტი - აბი
ლისტი (წამლის) - ფირფიტა
ბინტი - დოლბანდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by ninia-gogo » 25 აპრ 2008, 01:44

თემა ძალიან კარგია და ნამდვილად არ უნდა დაიხუროს!

gobe
გვალდა
naia

თქვენ მიერ მოთხრობილ ისტორიებზე კარგად ვიხალისე :D

User avatar
bombora
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 30 ნოე 2007, 21:36
დავიცვათ ქართული ენა

Post by bombora » 25 აპრ 2008, 01:58

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ტაბლეტი - აბი
ეს რო მესმის ვცოფდები, არადა ყველა რეკლამაში ტაბლეტია გამოყენებული

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 25 აპრ 2008, 10:28

GAMARJOBA SAKARTVELO
სულაც არ მიგულისხმია რომ უნდა დაიხუროს გოგა! რა სერიოზული პასუხები გაქვს ყველაფერზე :lol: აბიჟAეშ ნუ!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 25 აპრ 2008, 11:08

ვერტმფრენი - შვეულმფრენი
ამაზე ვიხალისე კიდო ;) ორივე ქართულ ენაზეა

ვერტალოტია სხვა ენაზე და ჰელოკოპტერი და... დანარჩენ ენაზე შემომაშველეთ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 25 აპრ 2008, 11:14

გვალდა wrote:შპარგალკა როგორ არის ქართულად? - შემომეშველეთ, ძალიან მჭირდება კარგი ქართული შესატყვისი :roll:
მაგი ისეთივე ქართულია, როგორც შატალო :)

ანუ უცხო ენის მიმსგავსებიდან დამკვიდრდა სიტყვა, რომლის გაგებაც მხოლოდ ჩვენს გარემოშია შესაძლებელი. რუსი ვერანაირად ვერ მიხვდება რომ ამ სიტყვების ძირი შპარიც და შატატსია არის.

ისე, ამაზე არსენას ლექსის ნაწყვეტ გამახსენდა, ათი თორმეტ ყაზახს რომ გადადევნის ცხვრებივიტ :

"ნას ტაკოეც, მიაძახა
თავად გახლავართ არსენა !!! "

:lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by gobe » 25 აპრ 2008, 14:45

ერთი ქართველი, მოსკოვში, საავადმყოფოში მოხვდა ტრავმის გამო. მეგობრები რომ მივიდნენ სანახავად და მიზეზი რომ ჰკითხეს, უპასუხა: მე და ჩემი მეგობარი ტაქსით მივდიოდით, რაღაცა ვუთხარი შოფერზე მეგობარს და რას წარმოვიდგენდი ქართული თუ ეცოდინებოდა იმ ტაქსის შოფერსო. მაინც რა უთხარი ამისთანაო, ჩაეძიენ მნახველები. რა და "ამ ტაქსის შოფერს რა პრაწივნი როჟა აქვსო"
:shock:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 25 აპრ 2008, 15:20

gobe
მაგარი ამბავია!!!! ანეკდოტად დადის!!!! :lol: :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აპრ 2008, 02:00

Archil wrote:
ვერტმფრენი - შვეულმფრენი
ამაზე ვიხალისე კიდო ;) ორივე ქართულ ენაზეა

ვერტალოტია სხვა ენაზე და ჰელოკოპტერი და... დანარჩენ ენაზე შემომაშველეთ :)
ვერტმფრენი ისეთივე "ქართულია", როგორც "ამწეკრანი".

სულ ტყუილად გიხალისია.
აბა, ყურადღებით იყავი:

"ვერტმფრენი" ქართულად "შვეულმფრენია".

სიტყვა ხელოვნურია. მისი შინაარსი ამ საფრენი მოწყობილობის დანიშნულებას - ზევიდან ქვევით ფრენაზე მიუთითებს.
"ვერტ" რთული სიტყვის ეს 1ლი ნაწილი წარმოდგება ლათინური სიტყვისგან "ვერტიკალ".
ამ სიტყვის განმარტება იხ. ბმულზე:
http://www.answers.com/topic/vertical

"ვერტიკალის" ქართული შესატყვისია "შვეული".

"შვეული" შეუ1და "მფრენს" (რომელიც გრამატიკულად ზედსართავია, მაგრამ აპარატის დანიშნულებაზე
იძლევა განმარტებას) და მივიღეთ რთული სიტყვა "შვეულმფრენი"

ასე რომ, "ვერტმფრენი" ლათინური სიტყვით შედგენილი რთული სიტყვაა, "შვეულმფრენი" - ქართულით

რაც შეეხება სიტყვა "ჰორიზონტალურს", მისი ქართული შესატყვისია "თარაზული"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by gobe » 26 აპრ 2008, 10:16

ეს ერთიც და დავამთავრებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფტოპიკია, მთაზე მაინც ხომ არის :)

ეს ამბავი საქართველოში მოხდა, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 10-15 წლის წინ. ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი და რუსეთიდან ჩამოსული მთამსვლელები რომელიღაც მწვერვალზე ასასვლელად ემზადებოდნენ. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კლდიდან ქვა მოწყდა და დაგორდა. ქართველებმა დაინახეს თუ არა, მაშინვე დაიწყეს გამაფრთხილებელი ძახილი: "ქვა, ქვა, ქვა..." აბა რუსები რას გაიგებდნენ?... ჰოდა მოხვდა ერთ-ერთ რუსს და თავი გაუტეხა. მოგვიანებით, რუსები ყვებოდნენ: "пока Грузины квакали наш человек чуть не умер"-ო.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
დავიცვათ ქართული ენა

Post by KINALOKO » 28 აპრ 2008, 00:26

gobe


:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 აპრ 2008, 17:01

თემა სპორტი:

ბოქსი (ბოქსიორი) - კრივი, მოკრივე
ტენისი - ჩოგბურთი
რაკეტკა - ჩოგანი
ბეისბოლი - კეტბურთი
ლიჟები - თხილამურები
აქვე - კანატკა - საბაგირო
ბალეშჩიკი, ფანი - ქომაგი, გულშემატკივარი
სუდია, არბიტრი - მსაჯი
ტრენერი - მწვრთვნელი
რეგბისტი - მორაგბე (მთლად ქართული სიტყვა არ არის. რაგბი ინგლისური ქალაქ
რაგბიდან მოდის. საკუთარ სახელებს კი, როგორც ცნობილია, არ ვთარგმნით)
ჟილკა - ჟინი
ნიჩია - ფრე
არენა - სარბიელი, ასპარეზე, საჯილდაო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]