ადგილის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია
რა თქმა უნდა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძნელი მომენტია.ალბათ ჯერ უნდა გადაწყდეს სად ვრგავთ
აქედან გამომდინარე დასკვნა ნომერი 1 არის ის, რომ ეს ხეები არ უნდა იყოს დარგული ისეთ ადგილას სადაც ადამიანები(და განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები) ხშირად ხვდებიან.რამდენჯერ დარგეს ჩემს ბავშვობაში-სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფიჭვები
დასკვნა N2 ალბათ არის ის, რომ ეს ხეები არ უნდა იყოს დარგული ისეთ ადგილას სადაც საძოვრებია ან ნახირი/ფარა ძოვს იმიტომ, რომ ნორჩ ნერგებს გაძოვენ და გაახმობენ.
დასკვნა N3: ეს ადგილი კერძო საკუთრებაში არ უნდა იყოს. ეს ალბათ თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მაინც. სხვათაშორის შეიძლება კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე დარგვაც, ოღონდ ამისთვის მფლობელის კეთილი ნებაა საჭირო.
ისე ძაან მაგარი იქნებოდა სადმე ცოტა მოშორებით შეგვეძინა ერთობლივი ძალებით ნაკლებად საინტერესო მიწა, დაგვერგა ხეები და დაგვერქმია კარავის ტყე. მაგრამ ამას ვხვდები რომ განხორციელება არ უწერია. უბრალოდ ლამაზი იდეაა და ვთქვი მაინც. რა იცი რა ხდება.

დასკვნა N4: ხეები უნდა დაირგოს ნაყოფიერ ადგილას და სასურველია ისეთ ადგილას სადაც არის წყალი ახლო-მახლო. ისე ნიადაგის ნაყოფიერების ამბავი როგორ უნდა გავარკვიოთ მე არ ვიცი. ყველა ნიადაგი არ გამოდგება.
დასკვნა N5: ხე უნდა შეესაბამებოდეს ნიადაგს. ეს უკვე ითქვა. ეს საკითხი ჩემთვის ჩინურზე უფრო გაუგებარია და ალბათ ვინმე სპეციალისტთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია.
კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწა?