ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Wanderer » 27 მარ 2008, 14:58

ადგილის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია
ალბათ ჯერ უნდა გადაწყდეს სად ვრგავთ
რა თქმა უნდა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძნელი მომენტია.
რამდენჯერ დარგეს ჩემს ბავშვობაში-სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფიჭვები
აქედან გამომდინარე დასკვნა ნომერი 1 არის ის, რომ ეს ხეები არ უნდა იყოს დარგული ისეთ ადგილას სადაც ადამიანები(და განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები) ხშირად ხვდებიან.

დასკვნა N2 ალბათ არის ის, რომ ეს ხეები არ უნდა იყოს დარგული ისეთ ადგილას სადაც საძოვრებია ან ნახირი/ფარა ძოვს იმიტომ, რომ ნორჩ ნერგებს გაძოვენ და გაახმობენ.

დასკვნა N3: ეს ადგილი კერძო საკუთრებაში არ უნდა იყოს. ეს ალბათ თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მაინც. სხვათაშორის შეიძლება კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე დარგვაც, ოღონდ ამისთვის მფლობელის კეთილი ნებაა საჭირო.

ისე ძაან მაგარი იქნებოდა სადმე ცოტა მოშორებით შეგვეძინა ერთობლივი ძალებით ნაკლებად საინტერესო მიწა, დაგვერგა ხეები და დაგვერქმია კარავის ტყე. მაგრამ ამას ვხვდები რომ განხორციელება არ უწერია. უბრალოდ ლამაზი იდეაა და ვთქვი მაინც. რა იცი რა ხდება. :):)

დასკვნა N4: ხეები უნდა დაირგოს ნაყოფიერ ადგილას და სასურველია ისეთ ადგილას სადაც არის წყალი ახლო-მახლო. ისე ნიადაგის ნაყოფიერების ამბავი როგორ უნდა გავარკვიოთ მე არ ვიცი. ყველა ნიადაგი არ გამოდგება.

დასკვნა N5: ხე უნდა შეესაბამებოდეს ნიადაგს. ეს უკვე ითქვა. ეს საკითხი ჩემთვის ჩინურზე უფრო გაუგებარია და ალბათ ვინმე სპეციალისტთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია.

კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწა?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by GOGONA » 27 მარ 2008, 15:33

როდის გავაკეთოთ?
საბარგულს ვიშოვი ნერგების დასაკრავად,
ჩამოვწეროთ რა რესურსები გვაქვს

მე მანქანით ვიქნები და ბარსაც წამოვაყოლებ, ალუბლის ნერგი ხომ არ ვიყიდო? ჩიტებზე რომ ვიზრუნოთ :wink:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Toma » 27 მარ 2008, 15:36

ZVIOSULI wrote:ესეიგი მე როგორ მინდა - მითხარით ადგილი სადაც დასარგავად ვარგისიანი ხეების ნაირსახეობები იყიდება და მერე მე ვიცი.... ნებართვა არა ენაბლუ კამეჩი!
ამს მე გეუბნებით პროფესიიტ იურისტი და თანმდეგობით გენ პრაკურატურის მრჩეველი -ვოტ!
გაიხარე პატარავ, ე.ი. სადაც მომინდება იქ შეიძლება?.... და ხეების დარგვა და არც არავინ არაფერს იტყვის? მაშინ შეგვიძლია შევარჩიოთ კარგი ადგილი. ოღონდ ის ადგილი, მერე არ უნდა გაიყიდოს მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად, რისთვისაც მოჭრიან ამ ჩვენს სიმწრით დარგულ ხეებს.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by ZVIOSULI » 27 მარ 2008, 16:19

Toma
არა შეიძლება მეთქი არ მითქვამს - მაგრამ შეგვიძლია, ნუ მე ცემს ტავს უფლებას ვაძლევ , ტან მე მინდა სადმე უ აპუშკი ლესა, მყუდრო და გემრიელ ადგილზე სადაც წალიწადში რამოდენიმეჯერ ავუსეირნებ ვიკენდებზე, მოვიკითხავ, გავესაუბრები, მოვეხუტები და ეგრე რა....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Varvara » 27 მარ 2008, 16:30

Wanderer wrote:
ადგილის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია
ალბათ ჯერ უნდა გადაწყდეს სად ვრგავთ
კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწა?
იმ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილას, სადაც რომელიმე მზრუნველი კარაველი ხშირად ხვდება.

დასაწყისში მორწყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ზაფხულშიც, პაპანაქება სიცხეები რომ იქნება. ერთი წლის მერე კი როცა უკვე კარგად მოიკიდებს ნერგი ფესვებს და გამძლავრდება, ასეთი მოვლა აღარ იქნება საჭირო.

ამიტომ ,,ნა აკრაინე ლესა'' და მსგავსი შორი ადგილები არაა მიზანშეწონილი - ამდენი ჯაფა წყალში ჩაიყრება (ანუ ნერგები მოურწველობის გამო უბრალოდ გახმება).

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Wanderer » 27 მარ 2008, 16:53

Varvara
იმ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილას, სადაც რომელიმე მზრუნველი კარაველი ხშირად ხვდება.
ამიტომ ,,ნა აკრაინე ლესა'' და მსგავსი შორი ადგილები არაა მიზანშეწონილი - ამდენი ჯაფა წყალში ჩაიყრება (ანუ ნერგები მოურწველობის გამო უბრალოდ გახმება).
ვერ დაგეთანხმები. ასე ხშირ მოხვედრაზე გათვლა გაგვიჭირდება. ასევე რატომ უნდა ავკიდოთ ეს ტვირთი ერთ კარაველს?

მე ვფიქრობ, რომ სპეციალურად უნდა გავიდეთ ხოლმე მოსარწყავად. დავაწესებთ მორიგეობას და 3-4 კაციანი ჯგუფი(ანუ რამდენიმე ასეთი ჯგუფი იქნება) პერიოდულად მივა და მორწყავს. ეს მე ნაკლებად პრობლემატური მეჩვენება...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Varvara » 27 მარ 2008, 17:30

Wanderer

არ გეკამათები .......... აზრი არ აქვს.

ზაფხულში როცა ყოველ დილით უნდა ნარგავებს მორწყვა მაშინ როგორ გააკეთებ 3-4 კაციანი ჯგუფის მობილიზებას? ოკ, მორჩა ამითი.



ისე მერია იხვეწება ნერგები მაქვს დასარიგებელიო:

,,დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, მაისამდე შესაძლებელია სხვადასხვა ხე-მცენარის დარგვა. ჩვენ ამ სეზონზე 20 ათასამდე ძირის დარგვა გვინდა მთელი ქალაქის მასშტაბით. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას, ამხანაგობებს გამოგვეხმაურონ, თვითონ გამოიჩინონ ინიციატივა, ჩვენ მოვიტანთ ნერგებს და ქალაქიც გალამაზდება.თუმცა ერთია მცენარეების დარგვა, და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხია მათი მოვლა”

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Wanderer » 27 მარ 2008, 17:57

Varvara
არ გეკამათები .......... აზრი არ აქვს.
ვერ გავიგე!
ზაფხულში როცა ყოველ დილით უნდა ნარგავებს მორწყვა
საქმეც მაგაშია, რომ უნდა დავრგოთ ისეთი ჯიში და ისეთ ადგილას, რომ ყოველდღე მორწყვა არ სჭირდებოდეს. თუ ყოველდღე მორწყვა დასჭირდება მაშინ ჩათვალე რომ ეს საქმე არ გამოდის: შანსი არაა ვინმემ ყოველდღე ირბინოს თუნდაც ახლო ადგილებში და მორწყას ის ნერგები ყოველდღე. მითუმტეს, რომ მანდ 1 და 2 ნერგი არ იქნება...

საღოლ მერიას! თუ გნებავთ შევუერთდეთ როგორც ამხანაგობა. :)
Last edited by Wanderer on 27 მარ 2008, 18:05, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by guruli » 27 მარ 2008, 18:00

მორწყვის პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია და ქალაქის სათანადო სამსახურს რომ ვთხოვოთ, უპერსპექტივო იქნება? ვგულისხმობ იმ ვარიანტს, რომ ეს ნერგები ქალაქიდან სადმე შორს არ დაირგვება. ეგენი ნერგებს ისედაც რწყავენ და თავიანთ გრაფიკში ესეც რომ ჩაესვათ?

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by vazano » 27 მარ 2008, 18:32

ZVIOSULI wrote:ესეიგი მე როგორ მინდა - მითხარით ადგილი სადაც დასარგავად ვარგისიანი ხეების ნაირსახეობები იყიდება და მერე მე ვიცი.... ნებართვა არა ენაბლუ კამეჩი!
ამს მე გეუბნებით პროფესიიტ იურისტი და თანმდეგობით გენ პრაკურატურის მრჩეველი -ვოტ!
ვაა პროფესიით იურისტი ხარ? მაშინ სადაც გაგვეხარდება იქ დავრგავთ და თუ რამეა მერე შენებს საპროცესო გარიგებაზე დავითანხმებთ ხო? :)))
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by vazano » 27 მარ 2008, 18:34

Varvara wrote:Wanderer

არ გეკამათები .......... აზრი არ აქვს.

ზაფხულში როცა ყოველ დილით უნდა ნარგავებს მორწყვა მაშინ როგორ გააკეთებ 3-4 კაციანი ჯგუფის მობილიზებას? ოკ, მორჩა ამითი.



ისე მერია იხვეწება ნერგები მაქვს დასარიგებელიო:

,,დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, მაისამდე შესაძლებელია სხვადასხვა ხე-მცენარის დარგვა. ჩვენ ამ სეზონზე 20 ათასამდე ძირის დარგვა გვინდა მთელი ქალაქის მასშტაბით. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას, ამხანაგობებს გამოგვეხმაურონ, თვითონ გამოიჩინონ ინიციატივა, ჩვენ მოვიტანთ ნერგებს და ქალაქიც გალამაზდება.თუმცა ერთია მცენარეების დარგვა, და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხია მათი მოვლა”
თუ მერიასაც აქვს ეს სურვილი, მაშინ რაღა პრობლემაა? :))
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მარ 2008, 17:31

ბევრს ვსმჯელობთ რა.
ჰოდა, ლაპარაკს საქმე სჯობს.
წავიდეთ რომელიმე უქმეზე (რაც შეიძლება, მალე) და დავრგოთ ნერგები.
ჩემი აზრით, ცაცხვი საუკეთესო იქნება. სასარგებლო და ჯანსაღი ხეა.
ადგილად გთავაზობთ მცხეთის ჯვრის მონასტრის ქვედა ტერიტორიებს, სადაც სამანქანო გზა გადის.
ნერგების მოსარწყავ ერთ წყლიან მანქანას მაშინვე ვუზრუნველყობ.
და სა1ოდ, ამდენი ფილოსოფია არ უნდა ამ საქმეს.
დარგული ხეების მოსარწყავად ნებისმიერ დღეს შეგვიძლია ავზიანი მანქანის გაგზავნა.
მკდ, აქციაში მონაწილეთა სია შევადგინოთ:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by guruli » 28 მარ 2008, 18:04

GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, აქციაში მონაწილეთა სია შევადგინოთ:
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.guruli

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by GOGONA » 28 მარ 2008, 22:33

guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, აქციაში მონაწილეთა სია შევადგინოთ:
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.guruli
3.GOGONA
4.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by shatilis asuli » 28 მარ 2008, 22:58

GOGONA wrote:
guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, აქციაში მონაწილეთა სია შევადგინოთ:
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2.guruli
3.GOGONA
4. შატილის ასული
Just Do It!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]