კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 12 მარ 2008, 18:52

(ყავილების ღამე...)

-ყავილების ღამე
საიდუმლოს მქონე,
ქალბატონო ანა,
აღარ გახსოვთ, მგონი...
მობრიალე სანთლებს
გზაი ჰქონდათ შორი...
ქალბატონო ანა,
დაგავიწყდით, თორემ...
მაშ... დუმილი რაა
ხანგრძლივი და მწველი?
- გულგატეხისაგან
დამცველია ჩემი!
- ძველ ციხეზე მაღლა,
თეთრ ღრუბელთა ბოლოთ,
არ ავიდეთ?
დიახ,
გაზაფხულზე მხოლოდ!

ანა კალანდაძე
1965
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 12 მარ 2008, 18:53

(შენ ისე ღრმა ხარ..).

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

ანა კალანდაძე
1945
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 13 მარ 2008, 14:08

*

დამისხი ღვინო - გულის ღონე და სულის ძალა,
გინდაც რომ თავი დამიმძიმოს - მსუბუქი არის.
თასით ამივსე ხელისგული! საწუთრო - ხედავ?
ულმობელია, ვით უდაბნოს სასტიკი ქარი.



ომარ ხაიამი

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 13 მარ 2008, 16:22

.... თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს,
გულს ნუ გაიტეხ, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი ჯაბანნი, შიშმორეულნი, პირუმტკიცოდ ზურგს შეგაქცევენ,
გახსენ გული და იდუმალი თავად სთქვი სიტყვა.
თუკი გულადიც უკან დაიხევს,
თუკი ძნელ გზაზე ხელს არავინ შემოგაშველებს,
შეუპოვარმა, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი წყვდიადი მოიცავს ყოველს,
თუკი ავდარში თავშესაფარს არავინ მოგცემს,
ელვით აინთე გულისგული,
შეუპოვარმა უვალ გზაზე მარტო გასწიე.


...........

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 14 მარ 2008, 07:01

მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ...
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს არ მოსწყდე,
დაჭკნები, სულელო....

მირზა გელოვანი
მეაც გავთუშდ მეაც!


User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chuna » 14 მარ 2008, 08:47

ხალხო! რა პოეზია გაგისკდათ!!!!!!!!!!!!!!!!! გათენდა, მართლა!
საკუთარ ლექსებს მაინც დებდეთ?!
ღამეს შეიძლება ლექსის წერაში ათენებდე :lol: და არა გადმოწერაში!


საყვარელი ლექსიც შეიძლება რამდენიმე გქონდეს..............


User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 14 მარ 2008, 12:41

მიყვარხარ

მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.

შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი.

შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი,

ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?_
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს.

მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.

მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ...ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.

მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.

ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის_
შენი ხმა არის ისიც.

შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.

შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.

მსხვერპლი ყველაზე დიდი,
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.

შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს,
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.

მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.

ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:

ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.

სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად,
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.

რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.

თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.

ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.


შანდორ პეტეფი

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by SHORENA » 14 მარ 2008, 13:11

legenda wrote:*

დამისხი ღვინო - გულის ღონე და სულის ძალა,
გინდაც რომ თავი დამიმძიმოს - მსუბუქი არის.
თასით ამივსე ხელისგული! საწუთრო - ხედავ?
ულმობელია, ვით უდაბნოს სასტიკი ქარი.



ომარ ხაიამი

" დოქი წყაროა, ღვინის ლალი დუღს და მეტია,
ღვინო სულია, ჯამის ტანში ვერ დაეტია,
ღვინით მღიმარი ბროლის თასი განა რა არის?
ნაწამებ გულის სისხლნარევი ცრემლის წვეთია.”

/ომარ ხაიმი/ :wink:


გურამ საღარაძის წაკითხული შანდორ პეტეფის ”მიყვარხარ” მეც ძალიან მიყვარს :D

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 14 მარ 2008, 16:41

legenda

ვგიჯდებიიიიიიი ისე მიყვარს


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 19 მარ 2008, 09:29

ეძღვნება ......-სა და ყველა კარ(ა)ველს :) :)



კაცი და ქალი

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:


-- ბჰა!

წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და მოიხავლებს საბრალობლად:

-- ბჰაა! ბჰაა!

კაცი და ქალი ერთმანეთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.

კაცმა თქვა:

-- შია.

ოჰ, რას ამბობ! - უკმაყოფილოა ქალი, - მარტოა და გუნება სტკივა.


რევაზ ინანიშვილი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 19 მარ 2008, 09:59

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 19 მარ 2008, 13:06

ქარაფებთან გავლა

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!

გაბრიელ ჯაბუშანური
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]