ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by shatilis asuli » 29 თებ 2008, 09:39

უყურე შენ! რასაა რო ბედავ? :D კაი
1. გვიძინი (მტრედის ერთერთი სახეობა)
2. ან ზარნაშო ან ოლოლი
3. გამოცნობილია
4. რამე მიგვანიშნე, თუ შეიძლება
5. სულტანკა ( ჭაობის ქათმების იშვიათი სახეობაა)
6. ტურუხტანი
:roll:
Just Do It!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by guruli » 29 თებ 2008, 15:07

1). გვრიტი ხომ არაა?
2). ჭოტი ან ზარნაშო...

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 29 თებ 2008, 17:39

shatilis asuli wrote:უყურე შენ! რასაა რო ბედავ? :D კაი
1. გვიძინი (მტრედის ერთერთი სახეობა)
2. ან ზარნაშო ან ოლოლი
3. გამოცნობილია
4. რამე მიგვანიშნე, თუ შეიძლება
5. სულტანკა ( ჭაობის ქათმების იშვიათი სახეობაა)
6. ტურუხტანი
:roll:
1.სწორია
2.ზარნაშო.რავი ჩაგითვალო? ან რას ნიშნავს? :D
3.სწორია
4.ბეღურაზე ოდნავ დიდია და შეფერილობით არცერთ ჩიტს არ გავს :D
5.სწორია (ქართულად ხონთქრის ქათამი)
6.სწორია
ხუთი მინუსით და ოთხი პლუსით :D :D
Last edited by oto on 29 თებ 2008, 18:01, edited 1 time in total.

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 29 თებ 2008, 17:58

აბაააა კიდო რას გვაძლევს მამალიიიი? :D

Image

Image

Image

Image

url=http://www.123.ge/]Image[/url]

Image

ან ბან არ იყოს თორე არ ჩაგითვლი :D :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by guruli » 29 თებ 2008, 19:40

oto - shatilis asuli-ს გარდა, სხვებსაც თუ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება, :D რამდენიმეს გამოცნობას შევეცდები.
1). მგონი, ვარხვია...
2). წერო? :roll: :roll:
3). არა მაქვს ვერსია. :cry:
4). იყო ეგ ფრინველი წინა გვერდებზე, თუმცა ვაღიარებ - მაინც არ მახსოვს.
5). არ მაქვს ვერსია
6). მოლაღური? :roll: :roll:

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 29 თებ 2008, 20:20

guruli wrote:oto - shatilis asuli-ს გარდა, სხვებსაც თუ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება, :D რამდენიმეს გამოცნობას შევეცდები.
1). მგონი, ვარხვია...
2). წერო? :roll: :roll:
3). არა მაქვს ვერსია. :cry:
4). იყო ეგ ფრინველი წინა გვერდებზე, თუმცა ვაღიარებ - მაინც არ მახსოვს.
5). არ მაქვს ვერსია
6). მოლაღური? :roll: :roll:
oto - shatilis asuli-ს გარდა, სხვებსაც თუ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება,
მაგას მე ნუ მეკითხები. :D :D :D

1)სწორია
2)არ არის სწორი
3) :roll: :D
4) :)
5)ამ ფრინველით იჭერენ მიმინოებს. :D
6)სწორია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by guruli » 29 თებ 2008, 20:27

oto
5)ამ ფრინველით იჭერენ მიმინოებს.
ღაჟო... :D :D ბიოლოგიაშიც თუ ეგრე ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ გურიაში, განთქმული ბაზიერების მხარეში კი მასე ვეძახით. :D ძაან კი მეცნობოდა, მაგრამ... :wink:
2)არ არის სწორი
ყანჩა ხომ არაა? :roll: :roll: :roll:

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 29 თებ 2008, 20:32

ღაჟო... ბიოლოგიაშიც თუ ეგრე ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ გურიაში, განთქმული ბაზიერების მხარეში კი მასე ვეძახით. ძაან კი მეცნობოდა, მაგრამ...
კი ბიოლოგიაშიც ღაჟო ქვია :D
ყანჩა ხომ არაა?
არა ყანჩა არ არის :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 08 მარ 2008, 09:08

Image
პატარა იყო, ცქნაფა. შავი, მთლად შავი თვალები ჰქონდა, ერთი ციდა ნისკარტი და ლამაზად აპრეხილი ბოლო. ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ყველაფერი აინტერესებდა და რამე უცხოსა თუ ახალს რომ დაინახავდა არ მიოსვენებდა, სანამ მთლად ახლოს არ მივიდოდა, გარს არ შემოუვლიდა და არ დარწმუნდებოდა, რომ ესეც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მის გარშემო მისი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბედნიერებისთვის სულ ერთი მისხალი ჰყოფნიდა. საკმარისი იყო ამომავალ მზეს ერთი სხივი ეჩუქებინა მისთვის, რომ ყველანი უზომოდ უყვარდა ამ დროს. წამოფრინდებოდა თავისი ციცქნა ბუდიდან და მოჰყვებოდა ნაცნობი ადგილების შემოვლას. სულ დაივლიდა ღობის ძირებსა და ღელის პირებს, ორღობეებსა და ყორეებს. დარწმუნდებოდა რომ ყველაფერი ძველებურად, თავის ალაგას იყო და დაწყნარებული ჩამოჯდებოდა თავის საყვარელ ლოდზე და იქიდან ადევნებდა თვალს ბავშვების თამაშსა და ჟრიამულს. ეს ჟრიამული დიდ სიხარულსა ჰგვრიდა, მაგრამ ტკივილსა და მწუხარებასაც ახსენებდა და გულს უკლავდა. თვალებზე ცრემლმომდგარი შესჩიოდა დედა ბუნებას: ნუთუ ესოდენ საჭირო იყო ჩემი უმწეო ბარტყების სიცოცხლე ადამიანისთვისო? ნუთუ მოსაკლავი და ბოროტი დაილია ამ სატიალო ქვეყანაზე, რომ ჩემს საბრალო შვილებს მიადექი და დამიხოცეო? სიკეთის მეტი განა მიქნია ამ ქვეყანაზე რამეო? განა კაცთაA მოდგმის თვალისა და გულის გასახარად არ მომავლინე სააქაოზეო? მაშ რატომ მომისიე გულქვა ადამიანი და მომიკალი გულიო? ამბობდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა ღობემძვრალას. მაგრამ მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც უყვარდა ადამიანი, ეცოდებოდა კიდეც... დაიბადებიან, დაიზრდებიან, დაოჯახდებიან, იჯახირებენ ერთხანს და მერე წავლენ ერთიმეორის მიყოლებითო, ატყდება ერთი ვაიუშველებელი და ცრემლის ღვრა, მაგრამ გავა ცოტა ხანი და დაივიწყებენ იმათ სახელებსაცა და იმათ ნაჯახიარალსაც ყველანიო...
მაინც უყვარდა...
მეტადრე კი ერთი ოქროსთმიანი ყმაწვილი ჩავარდნოდა პატარა გულში. წამში გამოარჩევდა ტოლ-სწორებში და უცქერდა და ტკბებოდა მისი სილამაზითა და სიცილ-კისკისით. ღმერთო რა ლამაზიაო, რა მშვენიერიო- იტყოდა ხოლმე. პირდაპირ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს თვალებიდანაო. ზოგჯერ, მისი ცქერით დაღლილი აფრინდებოდა, რათა ზემოდან დაეხედა უკვე კარგად წამოზრდილი ყმაწვილისათვის და მისი ოქროსფერი თმებისათვის.
დრო გასულიყო. ღობემძვრალას ახალი ბუდე დაედო ერთი ხის ფუღუროში სოფლის განაპირას. ფუღურო მდინარეს გადაჰყურებდა. ეხლა უკვე ახალი ბარტყები ჰყავდა, ისეთი ცელქები, ისეთი სასაცილოები იყვნენ რომ...
ბარტყებს ჯერ ბუმბულიც არ ამოსვლოდათ და დედის მეტი არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ღობემძვრალა თავს დაჰფოფინებდა შვილებს, წამით არ შორდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა...
ხმაური შემოესმა, ღობემძვრალა გაინაბა... აიმ ფუღუროში შეფრინდაო, გაიგონა ერთის ხმა. შიშმა აიტანა და შვილებს გადაეფარა. ბატყები უნდა ჰყავდესო, თქვა მეორემ და ხეზე აცოცება დაიწყო, თუმცა ვერას გახდა და გაბრაზებულბა იმ ტოტს, რომელშიც ბუდე ეგულებოდა წალდი დაუშინა. რა ქნას, სად წავიდეს, რა წყალს მისცეს თავი... ცრემლი მოადგა. ბარტყებს ვერაფერი გაეგოთ რა ხდებოდა და დედას მისჩერებოდნენ შეშინებულები. მზე ეშვებოდა. ვაიმე, აღმოხდა საბრალო ღობემძვრალას. ტოტი, რომელშიც მისი ბუდე იყო ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, მერე უცებ მოსწყდა ხეს და მდინარეში ჩავარდა. ღობემძვრალა თავის ბარტყებს მაშინაც არ შორდებოდა, როდესაც წყალში მთლიანად დაიფარა ბუდეცა და ტოტოც. ერთი კი მოახერხა და საბოლოოდ ამოხედა კამკამა წყლიდან ნაპირსა და იქ მდგარ ადამიანებს, სადაც, ტოლებში მდგარი ოქროსთმიანი ჭაბუკი გამოარჩია ხელში წალდით...
ჩაიხრჩვნენ წყალში ღობემძვრალაცა და მისი ბარტყებიც. კიდევ ერთხელ ჩაესვენა დაღლილი, შეცბუნებული და ცრემლმორეული მზე.
Last edited by qvevri on 14 მარ 2008, 21:56, edited 4 times in total.


oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 08 მარ 2008, 12:01

qvevri wrote:Image

პატარა იყო, ცქნაფა. შავი, მთლად შავი თვალები ჰქონდა, ერთი ციდა ნისკარტი და ლამაზად აპრეხილი ბოლო. ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ყველაფერი აინტერესებდა და რამე უცხოსა თუ ახალს რომ დაინახავდა არ მიოსვენებდა, სანამ მთლად ახლოს არ მივიდოდა, გარს არ შემოუვლიდა და არ დარწმუნდებოდა, რომ ესეც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მის გარშემო მისი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბედნიერებისთვის სულ ერთი მისხალი ჰყოფნიდა. საკმარისი იყო ამომავალ მზეს ერთი სხივი ეჩუქებინა მისთვის, რომ ყველანი უზომოდ უყვარდა ამ დროს. წამოფრინდებოდა თავისი ციცქნა ბუდიდან და მოჰყვებოდა ნაცნობი ადგილების შემოვლას. სულ დაივლიდა ღობის ძირებსა და ღელის პირებს, ორღობეებსა და ყორეებს. დარწმუნდებოდა რომ ყველაფერი ძველებურად, თავის ალაგას იყო და დაწყნარებული ჩამოჯდებოდა თავის საყვარელ ლოდზე და იქიდან ადევნებდა თვალს ბავშვების თამაშსა და ჟრიამულს. ეს ჟრიამული დიდ სიხარულსა ჰგვრიდა, მაგრამ ტკივილსა და მწუხარებასაც ახსენებდა და გულს უკლავდა. თვალებზე ცრემლმომდგარი შესჩიოდა დედა ბუნებას: ნუთუ ესოდენ საჭირო იყო ჩემი უმწეო ბარტყების სიცოცხლე ადამიანისთვისო? ნუთუ მოსაკლავი და ბოროტი დაილია ამ სატიალო ქვეყანაზე, რომ ჩემს საბრალო შვილებს მიადექი და დამიხოცეო? სიკეთის მეტი განა მიქნია ამ ქვეყანაზე რამეო? განა კაცთაA მოდგმის თვალისა და გულის გასახარად არ მომავლინე სააქაოზეო? მაშ რატომ მომისიე გულქვა ადამიანი და მომიკალი გულიო? ამბობდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა ღობემძვრალას. მაგრამ მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც უყვარდა ადამიანი, ეცოდებოდა კიდეც... დაიბადებიან, დაიზრდებიან, დაოჯახდებიან, იჯახირებენ ერთხანს და მერე წავლენ ერთიმეორის მიყოლებითო, ატყდება ერთი ვაიუშველებელი და ცრემლის ღვრა, მაგრამ გავა ცოტა ხანი და დაივიწყებენ იმათ სახელებსაცა და იმათ ნაჯახიარალსაც ყველანიო...
მაინც უყვარდა...
მეტადრე კი ერთი ოქროსთმიანი ყმაწვილი ჩავარდნოდა პატარა გულში. წამში გამოარჩევდა ტოლ-სწორებში და უცქერდა და ტკბებოდა მისი სილამაზითა და სიცილ-კისკისით. ღმერთო რა ლამაზიაო, რა მშვენიერიო- იტყოდა ხოლმე. პირდაპირ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს თვალებიდანაო. ზოგჯერ, მისი ცქერით დაღლილი აფრინდებიდა, რათა ზემოდან დაეხედა უკვე კარგად წამოზრდილი ყმაწვილისათვის და მისი ოქროსფერი თმებისათვის.
დრო გასულიყო. ღობემძვრალას ახალი ბუდე დაედო ერთი ხის ფუღუროში სოფლის განაპირას. ფუღურო მდინარეს გადაჰყურებდა. ეხლა უკვე ახალი ბარტყები ჰყავდა, ისეთი ცელქები, ისეთი სასაცილოები იყვნენ რომ...
ბარტყებს ჯერ ბუმბულიც არ ამოსვლოდათ და დედის მეტი არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ღობემძვრალა თავს დაჰფოფინებდა შვილებს, წამით არ შორდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა...
ხმაური შემოესმა, ღობემძვრალა გაინაბა... აიმ ფუღუროში შეფრინდაო, გაიგონა ერთის ხმა. შიშმა აიტანა და შვილებს გადაეფარა. ბატყები უნდა ჰყავდესო, თქვა მეორემ და ხეზე აცოცება დაიწყო, თუმცა ვერას გახდა და გაბრაზებულბა იმ ტოტს, რომელშიც ბუდე ეგულებოდა წალდი დაუშინა. რა ქნას, სად წავიდეს, რა წყალს მისცეს თავი... ცრემლი მოადგა. ბარტყებს ვერაფერი გაეგოთ რა ხდებოდა და დედას მისჩერებოდნენ შეშინებულები. მზე ეშვებოდა. ვაიმე, აღმოხდა საბრალო ღობემძვრალას. ტოტი, რომელშიც მისი ბუდე იყო ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, მერე უცებ მოსწყდა ხეს და მდინარეში ჩავარდა. ღობემძვრალა თავის ბარტყებს მაშინაც არ შორდებოდა, როდესაც წყალში მთლიანად დაიფარა ბუდეცა და ტოტოც. ერთი კი მოახერხა და საბოლოოდ ამოხედა კამკამა წყლიდან ნაპირსა და იქ მდგარ ადამიანებს, სადაც, ტოლებში მდგარი ოქროსთმიანი ჭაბუკი გამოარჩია ხელში წალდით...
ჩაიხრჩვნენ წყალში ღობემძვრალაცა და მისი ბარტყებიც. ჩაესვენა მზეც. კიდევ ერთხელ ჩაესვენა დაღლილი, შეცბუნებული და ცრემლმორეული მზე.
ხულიგანი ჭინჭრაქა ანუ ღობემძვრალა :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 08 მარ 2008, 16:02

oto
მივესალმები რა შენს აქტიურობას ამ თემაში, მინდა დავძინო, რომ რამდენიმე ფრინველის ერთად დადება გამოსაცნობად არ შედის ამ საიტის , ამ თამაშის წესებში.
თუმცა მსგავსი გვხვდება სხვა საიტზე , მონადირეებთან.
1 ფრინველი საკმარისია, რადგან ეს თამაში შემეცნებითია და უFრო სასწავლებელი, აქ პროფესიონალები არ არიან.
თუ 1-2 არ მიწყენს.
სახელს არ ვიტყვი.
თვითონ მიხვდება.
:wink:

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by oto » 08 მარ 2008, 19:21

ლეონტი wrote:oto
მივესალმები რა შენს აქტიურობას ამ თემაში, მინდა დავძინო, რომ რამდენიმე ფრინველის ერთად დადება გამოსაცნობად არ შედის ამ საიტის , ამ თამაშის წესებში.
თუმცა მსგავსი გვხვდება სხვა საიტზე , მონადირეებთან.
1 ფრინველი საკმარისია, რადგან ეს თამაში შემეცნებითია და უFრო სასწავლებელი, აქ პროფესიონალები არ არიან.
თუ 1-2 არ მიწყენს.
სახელს არ ვიტყვი.
თვითონ მიხვდება.
:wink:
შენიშვნა მიღებულია :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Mta Mkvarebia » 10 მარ 2008, 22:34

qvevri
კინაღამ ამატირე :(

რა გინდოდა შენ "ელკანა"-ში? :wink: არა, ღვინოც ნაკლებად კარგად არ გამოგდის, მაგრამ... :)
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 მარ 2008, 08:54

Mta Mkvarebia wrote:qvevri
კინაღამ ამატირე :(

რა გინდოდა შენ "ელკანა"-ში? :wink: არა, ღვინოც ნაკლებად კარგად არ გამოგდის, მაგრამ... :)
რა ვიცი აბა :roll: ისე ჩვენისთანა დაქცეული ქვეყნის პატრონებისათვის მხოლოდ ერთი პროფესია საკმარისი არ არის. მართალია კაცი ყველაფერს არ უნდა მიედ მოედოს, მაგრამ რასაც გული გთხოვს უნდა გააკეთო.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]