
1. გვიძინი (მტრედის ერთერთი სახეობა)
2. ან ზარნაშო ან ოლოლი
3. გამოცნობილია
4. რამე მიგვანიშნე, თუ შეიძლება
5. სულტანკა ( ჭაობის ქათმების იშვიათი სახეობაა)
6. ტურუხტანი

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
1.სწორიაshatilis asuli wrote:უყურე შენ! რასაა რო ბედავ?კაი
1. გვიძინი (მტრედის ერთერთი სახეობა)
2. ან ზარნაშო ან ოლოლი
3. გამოცნობილია
4. რამე მიგვანიშნე, თუ შეიძლება
5. სულტანკა ( ჭაობის ქათმების იშვიათი სახეობაა)
6. ტურუხტანი
guruli wrote:oto - shatilis asuli-ს გარდა, სხვებსაც თუ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება,რამდენიმეს გამოცნობას შევეცდები.
1). მგონი, ვარხვია...
2). წერო?![]()
![]()
3). არა მაქვს ვერსია.![]()
4). იყო ეგ ფრინველი წინა გვერდებზე, თუმცა ვაღიარებ - მაინც არ მახსოვს.
5). არ მაქვს ვერსია
6). მოლაღური?![]()
მაგას მე ნუ მეკითხები.oto - shatilis asuli-ს გარდა, სხვებსაც თუ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება,
ღაჟო...5)ამ ფრინველით იჭერენ მიმინოებს.
ყანჩა ხომ არაა?2)არ არის სწორი
კი ბიოლოგიაშიც ღაჟო ქვიაღაჟო... ბიოლოგიაშიც თუ ეგრე ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ გურიაში, განთქმული ბაზიერების მხარეში კი მასე ვეძახით. ძაან კი მეცნობოდა, მაგრამ...
არა ყანჩა არ არისყანჩა ხომ არაა?
ხულიგანი ჭინჭრაქა ანუ ღობემძვრალაqvevri wrote:
პატარა იყო, ცქნაფა. შავი, მთლად შავი თვალები ჰქონდა, ერთი ციდა ნისკარტი და ლამაზად აპრეხილი ბოლო. ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ყველაფერი აინტერესებდა და რამე უცხოსა თუ ახალს რომ დაინახავდა არ მიოსვენებდა, სანამ მთლად ახლოს არ მივიდოდა, გარს არ შემოუვლიდა და არ დარწმუნდებოდა, რომ ესეც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მის გარშემო მისი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბედნიერებისთვის სულ ერთი მისხალი ჰყოფნიდა. საკმარისი იყო ამომავალ მზეს ერთი სხივი ეჩუქებინა მისთვის, რომ ყველანი უზომოდ უყვარდა ამ დროს. წამოფრინდებოდა თავისი ციცქნა ბუდიდან და მოჰყვებოდა ნაცნობი ადგილების შემოვლას. სულ დაივლიდა ღობის ძირებსა და ღელის პირებს, ორღობეებსა და ყორეებს. დარწმუნდებოდა რომ ყველაფერი ძველებურად, თავის ალაგას იყო და დაწყნარებული ჩამოჯდებოდა თავის საყვარელ ლოდზე და იქიდან ადევნებდა თვალს ბავშვების თამაშსა და ჟრიამულს. ეს ჟრიამული დიდ სიხარულსა ჰგვრიდა, მაგრამ ტკივილსა და მწუხარებასაც ახსენებდა და გულს უკლავდა. თვალებზე ცრემლმომდგარი შესჩიოდა დედა ბუნებას: ნუთუ ესოდენ საჭირო იყო ჩემი უმწეო ბარტყების სიცოცხლე ადამიანისთვისო? ნუთუ მოსაკლავი და ბოროტი დაილია ამ სატიალო ქვეყანაზე, რომ ჩემს საბრალო შვილებს მიადექი და დამიხოცეო? სიკეთის მეტი განა მიქნია ამ ქვეყანაზე რამეო? განა კაცთაA მოდგმის თვალისა და გულის გასახარად არ მომავლინე სააქაოზეო? მაშ რატომ მომისიე გულქვა ადამიანი და მომიკალი გულიო? ამბობდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა ღობემძვრალას. მაგრამ მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც უყვარდა ადამიანი, ეცოდებოდა კიდეც... დაიბადებიან, დაიზრდებიან, დაოჯახდებიან, იჯახირებენ ერთხანს და მერე წავლენ ერთიმეორის მიყოლებითო, ატყდება ერთი ვაიუშველებელი და ცრემლის ღვრა, მაგრამ გავა ცოტა ხანი და დაივიწყებენ იმათ სახელებსაცა და იმათ ნაჯახიარალსაც ყველანიო...
მაინც უყვარდა...
მეტადრე კი ერთი ოქროსთმიანი ყმაწვილი ჩავარდნოდა პატარა გულში. წამში გამოარჩევდა ტოლ-სწორებში და უცქერდა და ტკბებოდა მისი სილამაზითა და სიცილ-კისკისით. ღმერთო რა ლამაზიაო, რა მშვენიერიო- იტყოდა ხოლმე. პირდაპირ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს თვალებიდანაო. ზოგჯერ, მისი ცქერით დაღლილი აფრინდებიდა, რათა ზემოდან დაეხედა უკვე კარგად წამოზრდილი ყმაწვილისათვის და მისი ოქროსფერი თმებისათვის.
დრო გასულიყო. ღობემძვრალას ახალი ბუდე დაედო ერთი ხის ფუღუროში სოფლის განაპირას. ფუღურო მდინარეს გადაჰყურებდა. ეხლა უკვე ახალი ბარტყები ჰყავდა, ისეთი ცელქები, ისეთი სასაცილოები იყვნენ რომ...
ბარტყებს ჯერ ბუმბულიც არ ამოსვლოდათ და დედის მეტი არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ღობემძვრალა თავს დაჰფოფინებდა შვილებს, წამით არ შორდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა...
ხმაური შემოესმა, ღობემძვრალა გაინაბა... აიმ ფუღუროში შეფრინდაო, გაიგონა ერთის ხმა. შიშმა აიტანა და შვილებს გადაეფარა. ბატყები უნდა ჰყავდესო, თქვა მეორემ და ხეზე აცოცება დაიწყო, თუმცა ვერას გახდა და გაბრაზებულბა იმ ტოტს, რომელშიც ბუდე ეგულებოდა წალდი დაუშინა. რა ქნას, სად წავიდეს, რა წყალს მისცეს თავი... ცრემლი მოადგა. ბარტყებს ვერაფერი გაეგოთ რა ხდებოდა და დედას მისჩერებოდნენ შეშინებულები. მზე ეშვებოდა. ვაიმე, აღმოხდა საბრალო ღობემძვრალას. ტოტი, რომელშიც მისი ბუდე იყო ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, მერე უცებ მოსწყდა ხეს და მდინარეში ჩავარდა. ღობემძვრალა თავის ბარტყებს მაშინაც არ შორდებოდა, როდესაც წყალში მთლიანად დაიფარა ბუდეცა და ტოტოც. ერთი კი მოახერხა და საბოლოოდ ამოხედა კამკამა წყლიდან ნაპირსა და იქ მდგარ ადამიანებს, სადაც, ტოლებში მდგარი ოქროსთმიანი ჭაბუკი გამოარჩია ხელში წალდით...
ჩაიხრჩვნენ წყალში ღობემძვრალაცა და მისი ბარტყებიც. ჩაესვენა მზეც. კიდევ ერთხელ ჩაესვენა დაღლილი, შეცბუნებული და ცრემლმორეული მზე.
შენიშვნა მიღებულიალეონტი wrote:oto
მივესალმები რა შენს აქტიურობას ამ თემაში, მინდა დავძინო, რომ რამდენიმე ფრინველის ერთად დადება გამოსაცნობად არ შედის ამ საიტის , ამ თამაშის წესებში.
თუმცა მსგავსი გვხვდება სხვა საიტზე , მონადირეებთან.
1 ფრინველი საკმარისია, რადგან ეს თამაში შემეცნებითია და უFრო სასწავლებელი, აქ პროფესიონალები არ არიან.
თუ 1-2 არ მიწყენს.
სახელს არ ვიტყვი.
თვითონ მიხვდება.
რა ვიცი აბაMta Mkvarebia wrote:qvevri
კინაღამ ამატირე![]()
რა გინდოდა შენ "ელკანა"-ში?არა, ღვინოც ნაკლებად კარგად არ გამოგდის, მაგრამ...