ნოე, ვენახი და კამეჩები...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 01 თებ 2008, 13:11

lama wrote:მთვრალი ნოე სემმა და ქამმა რომ დასცინეს და იაფეტმა რომ დააფარა ტილო შიშველ მამას
არასწორია: იაფეტმა დააფარა.
სწორია: სემმა და იაფეტმა დააფარეს.*

*იხილეთ ზემორე ფრესკა.
Last edited by ლეონტი on 10 მარ 2008, 15:22, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 01 თებ 2008, 13:49

ბარემ სიტყვამ მოიტანა და ეს ვიდეოებიც ნახეთ,
ნოეს კიდობნის აღმოჩენის შესახებ.
როგორც ჩანს სომხებს და არა მარტო მათ, ძველთაგანვე სცოდნიათ ამ კიდობნის ადგილმდებარეობა, ასევე დაცულია ნოეს კიდობნის ნაწილები ,როგორც სიწმინდე, ეკლესიებში.

ნაწ.1

http://www.youtube.com/watch?v=2Y5ORpMTebI

ნაწ.2

http://www.youtube.com/watch?v=SE7nN80dIw8

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by legenda » 08 მარ 2008, 09:57

ლეონტი

დიდი სიამოვნებით წავიდოდი არარატზე....
და რაც ვერ გავიდე, თურქეთის რომელი ადგილიდან შეიძლება ამ ადგილის დანახვა? (მიახლოებით)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 08 მარ 2008, 13:26

ლეჯნდ,
მიუხედავად იმისა რომ წმინდა ადგილია და ოდითგანვე იზიდავდა პილიგრიმებს, არ გირჩევ.
მგონი ყველგანაა ნოეს კიდობნის ნაწილები , როგორც სიწმინდე და სიმბოლო ჭეშმარიტი გადამრჩენელი კიდობნისა ანუ ეკლესიისა, გაბნეული, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლურ ეკლესიებში.
აბ რა სასიამოვნოა როცა უბირი რეგვენი სამხედრო ან პოლიციელი გაგაჩერებს და ბოლომდე გაგჩხრიკავს, და შეილება შარიც მოგდოს.
ეგ ზონა სტუმრებისთვის არაა გულგახსნილი, თუმცა მიხვდნენ თურქები რომ შემოსავლის წყაროდ შეილება იქცეს და ტურიზმის წამოწყების მცდელობა აქვთ.
ის ტამაში ხომ იცი ია ტებე პაკაჟუ გდე რაკი ზიმუიუტ.
ყურებით ასწევ მოტამაშეს და მანამ აწუხებ სანამ არ გეტყვის დავინახე ,დავინახეო!!
ეგ ადგილი სჰეგიძლია ნახო თუ ცახვალ თურქეთში დაუკავშირდები შესაბამის ტურისტულ სააგენტოს და შეიძენ საგზურს ტუდა-აბრატნა.
:lol:

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by legenda » 08 მარ 2008, 13:32

ლეონტი

საქართველოში არის სადმე კიდობნის ნაწილები?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 08 მარ 2008, 14:22

legenda
ეგ შეკითხვა კომპეტენტურ ადამიანს უნდა დაუსვა, თუ ხმას მიაწვდენ, ან თუ იპოვნი.
მე მაგდენი არ ვიცი, თუმცა ის ვიცი რომ საუკუნეების მანძილზე ყველაფერი იძარცვებოდა და დავიწყებას ეძლეოდა.
შეიძლება ოქროში ჩასმული ვინმეს ეპოვნა , ოქრო მოეცილებინა და ნაწილი გადაეგდო.
ეს პროცესი რუსეთის ეპოქაში გაძლიერდა. არ გადარჩა ეკლესია მონასტერი, საიდანაც სიწმინდე ან ძვირფასეულობა არ გაიტანეს , კომუნისტებმა კი ყველაფერს საბოლოოდ დაახურეს.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by legenda » 08 მარ 2008, 14:35

ლეონტი

მადლობთ....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by qvevri » 08 მარ 2008, 14:55

ეგ კი არა ერთხელ პატრიაირქმა თქვა რომ თავდაპირველად საქართველოში მაცხოვრის ორი სამსჭვალი ინახებოდაო და ერთი რუსებმა გაიტანესო... მოკლედ ისევ ერთმორწმუნე თუ "დაგიდგება" გვერდით...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 08 მარ 2008, 14:59

qvevri
უფრო სწორად ისევ ერთმორწმუნე თუ გაგიგდებს ქვევით , თორე სხვისგან რას უნდა ელოდე.
:lol:

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ნინი_85 » 08 მარ 2008, 22:54

legenda wrote:
qvevri wrote:... პირადად მე მაქვს ერთი საინტერესო პრეზენტაცია ვენახის წარმომავლობასა და საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ (ზოგადი კურსი)რომელიც თავისი დეგუსტაციით გრძელდება დაახლ. სამი საათი. თუ გაინტერესებთ სიამოვნებით შემოგთAვაზებთ.
ასე რომ...

აუცილებლად.... იმედია "პროტესტანტები" არ აღმოგვაჩნდებიან :wink:
დიდი სურვილი მაქვს დავეუფლო სომელიეს პროფესიას და :roll: სემინარს არ გამოვაკლდები არც ერთ შემთხვევაში :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by qvevri » 08 მარ 2008, 23:00

ნინი_85 wrote:
legenda wrote:
qvevri wrote:... პირადად მე მაქვს ერთი საინტერესო პრეზენტაცია ვენახის წარმომავლობასა და საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ (ზოგადი კურსი)რომელიც თავისი დეგუსტაციით გრძელდება დაახლ. სამი საათი. თუ გაინტერესებთ სიამოვნებით შემოგთAვაზებთ.
ასე რომ...

აუცილებლად.... იმედია "პროტესტანტები" არ აღმოგვაჩნდებიან :wink:
დიდი სურვილი მაქვს დავეუფლო სომელიეს პროფესიას და :roll: სემინარს არ გამოვაკლდები არც ერთ შემთხვევაში :wink:
თითქმის ყოველ თვე ვატარებ ხოლმე სემინარებს მევენახეობა-მეღვინეობაში და როცა ღვინის დეგუსტაციის სემინარი მექნება შეგატყობინებ წინასწარ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by ლეონტი » 10 მარ 2008, 11:19

დაიწყო დიდი მარხვა , რასაც ყველას გილოცავთ.
და ის დაკავშირებულია თავის ხანგრძლივობით მსოფლიო წარღვნასთან.
წარღვნის დროს მთელი კაცობრიობა დაიღუპა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც კიდობანში იჯდა.
რა არის კიდობანი?
კიდობანი არის ქრისტეს ეკლესია.
ვინ ზის მასში?
ყველა მორწმუნე ვინც ეკლესიურად ცხოვრობს.
ვინ გადარჩა?
ყველა ვინც კიდობანში იყო.
ვინ გადარჩება ?
ყველა ვინც ეკლესიის წევრია.
რას ნიშნავს ეკლესიის წევრობა?
არ ნიშნავს პოზიორობას.
დანარჩენი რა ცოდოები არ არიან?
არიან მაგრამ ვერ გადარჩებიან, ისინი ისევე ამოიხრჩვებიან ცოდვის ოკეანეში , როგორც მთელი ცოდვილი კაცობრიობა ამოიხრჩო წარღვნის წყლებში.
40 დღე ბობოქრობდა წყლები და სპობდა ყველაფერს.
40 დღე იმარხულა ქრისტემ.
რას ნიშნავს 40 დღე?
ეს ის პერიოდია როცა ცოდვის ოკეანე ბობოქრობს და ვერავინ გადარჩება, თუ არა მარხვით, ლოცვით და კეთილი საქმეებით( რაც ფართე მცნებაა და არანაირად არ ნიშნავს მათხოვრის კოლოფში ჩაგდებულ 20 თეთრიანს :lol: ).
რატომ ვკადნიერდები მოძღვრის ტონით?
იმიტომ რომ ეს ჩემი მოგონილი არაა, მაგრამ ვიცი და სხვამაც მინდა გაიგოს.
მერე ვინ გაიგებს?
არ ვიცი, ვისაც გაგება აქვს , ალბათ.
და ვინ შეასრულებს?
ვინც მოწოდებულია.
რისთვის?
გადარჩენისთვის.
ვინ არის მოწოდებული?
ყველა
აბა ვინ გადარჩება?
რჩეულნი.
[1] - „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედელად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“.

[2] - „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ“.

[3] - „ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს. ისე ირბინეთ, რმო მიიღოთ“.

[4] - „მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი“.

[5] - „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში; არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას. მრავალნი მეტყვიან ამ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ. გამშორდით, უშჯულოების მოქმედნო“.

[6] - „ჩვენ გვმართებს დიდი ტანჯვის ფასად შევიდეთ ღმრთის სასუფეველში“.

[7] - „ცათა სასუფეველი ძალით იღება, და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მთ. 11,12).

[8] - „რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება, და ყველანი ძალით შედიან მასში“.

[9] - „ჯერ კიდევ სისხლამდე არ აღმდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

[10] - „რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.

[11] - ვინც ამ საუნჯის მოპოვებას მოისურვებს, ორი რამ მოეთხოვება: ყოველივე ამქვეყნიურისა და ბოროტ საქმეთა უარყოფა და საუნჯისა და მარგალიტის მხურვალედ ძიება“.

[12] - „მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და იყიდა ის ყანა. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია და იყიდის მას“.

[13] - მრავალი ადამიანის სურვილია სასუფევლის მოპოვება და საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება, მაგრამ საკუთარი ნების მოკვდინება არ სურთ. მათ ცხონების მოხვეჭა თავისი ნებისა და ეშმაკის ნების აღსრულებით უნდათ და არა მისი უარყოფით, ეს კი შეუძლებელია.

[14] - „ადამიანთა ბუნება ზარმაცია და მიდრეკილია წარწყმედისაკენ, ოღონდ თავიდანვე ასეთად კი არ არის ღმრთისგან შექმნილი, არამედ ჩვენივე ბოროტი ნების შედეგად“.

[15] - „ამა სოფელში დაუდევარი ადამიანები მეკითხებოდნენ: ჩვენ, ვინც დაოჯახებულნი ვართ და ქვეყნის სამსახურში ვდგავართ, როგორ შევძლოთ, რომ მონაზონებრივი ცხოვრებით ვიცხოვროთ? მე კი მივუგე მათ: ვისაც რამდენი შეგიძლიათ, კეთილი ჰქმენით: ნურავის დაასმენთ, ნურაფერს მოიპარავთ, ნუვის მოატყუებთ, ნურავის განურისხდებით, არც არავინ მოიძულოთ, ეკლესიას ნუ დააკლდებით, გლახაკნი შეიწყალეთ, ნურავის დააბრკოლებთ, სხვის კუთვნილს ნუ მიიტაცებთ და სხვის სხეულს ნუ შეეხებით, თქვენი მეუღლეებიც საკმარისი იყოს თქვენთვის. თუ ყოველივე ამას იქმთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფეველისაგან“.

[16] - ჯერ კიდევ სულისა და ხორცის გაყრამდე ბოროტი სულების მიერ ადამიანისთვის ცოდვების ამგვარი შეხსენების შემთხვევები აღწერილია სხვა პატერიკებშიც.

[17] - „ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან“.

[18] - ყოველი ადამიანი თავისი ნებით დაშორდება სასუფეველს, რადგან არ უარყოფს თავის თავს და არც წრფელი გულით შრომას ინებებს, არამედ ღვთისადმი სიყვარულს სხვა რამის სიყვარულსაც შეუერთებს.

[19] - სანამ ჯერ კიდევ მწირი ხარ ამქვეყნად, შეინანე ჩემო სულო, რადგან საფლავის მიწა ვერ ინანიებს და ცოდვებს ვერ განეშორება. შევღაღადებ ქრისტე ღმერთს, ვცოდე გულთამხილველო, სანამ დამსჯიდე, შემიწყალე მე.

[20] - „ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმაც ყრუს ყურთასმენა მიმადლე, მეც გევედრები, ჩემი დახშული სულიერი ყურთასმენა აღმიდგინე და სმენის უნარი მომმადლე, რათა ყურადვიღო სიბრძნით შენი სიტყვები“.

[21] - „მტრის მრავალი საცდურით დამარცხებული და მის მორევში ჩავარდნილი მომაქციე და შემიწყალე ქრისტე ღმერთო ჩემო“.

[22] - „ჰოი, სულო, გამოფხიზლდი და განიშორე ცოდვის ძილი, არამედ სინანულის ნათლით ბრწყინვალედ განათლდი. სული დავათროთ ცრემლით, რათა საღმრთო სინანულის ნაყოფი მოვიხვეჭოთ“.

[23] - „გაემზადე ჩემო სულო ამქვეყნად ცხოვრებისას, რათა უიმედო არ შეიქნა მომავალი ცხონებისათვის. ვინაიდან არავინ არის შემწე იქ, არც სიმდიდრე, არც ძალა, არც მეგობარნი, არც მთავარნი, არამედ მხოლოდ ჩვენი საქმეების ჩვენება და ღვთის კაცთმოყვარეობა“.

:!:
Last edited by ლეონტი on 10 მარ 2008, 15:32, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნოე, ვენახი და კამეჩები...

Post by lama » 10 მარ 2008, 11:26

პირველ ადგილას მაინც სიკეთის ქმნას დავაყენებდი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]