დაიწყო დიდი მარხვა , რასაც ყველას გილოცავთ.
და ის დაკავშირებულია თავის ხანგრძლივობით მსოფლიო წარღვნასთან.
წარღვნის დროს მთელი კაცობრიობა დაიღუპა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც კიდობანში იჯდა.
რა არის კიდობანი?
კიდობანი არის ქრისტეს ეკლესია.
ვინ ზის მასში?
ყველა მორწმუნე ვინც ეკლესიურად ცხოვრობს.
ვინ გადარჩა?
ყველა ვინც კიდობანში იყო.
ვინ გადარჩება ?
ყველა ვინც ეკლესიის წევრია.
რას ნიშნავს ეკლესიის წევრობა?
არ ნიშნავს პოზიორობას.
დანარჩენი რა ცოდოები არ არიან?
არიან მაგრამ ვერ გადარჩებიან, ისინი ისევე ამოიხრჩვებიან ცოდვის ოკეანეში , როგორც მთელი ცოდვილი კაცობრიობა ამოიხრჩო წარღვნის წყლებში.
40 დღე ბობოქრობდა წყლები და სპობდა ყველაფერს.
40 დღე იმარხულა ქრისტემ.
რას ნიშნავს 40 დღე?
ეს ის პერიოდია როცა ცოდვის ოკეანე ბობოქრობს და ვერავინ გადარჩება, თუ არა მარხვით, ლოცვით და კეთილი საქმეებით( რაც ფართე მცნებაა და არანაირად არ ნიშნავს მათხოვრის კოლოფში ჩაგდებულ 20 თეთრიანს

).
რატომ ვკადნიერდები მოძღვრის ტონით?
იმიტომ რომ ეს ჩემი მოგონილი არაა, მაგრამ ვიცი და სხვამაც მინდა გაიგოს.
მერე ვინ გაიგებს?
არ ვიცი, ვისაც გაგება აქვს , ალბათ.
და ვინ შეასრულებს?
ვინც მოწოდებულია.
რისთვის?
გადარჩენისთვის.
ვინ არის მოწოდებული?
ყველა
აბა ვინ გადარჩება?
რჩეულნი.
[1] - „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედელად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“.
[2] - „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ“.
[3] - „ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს. ისე ირბინეთ, რმო მიიღოთ“.
[4] - „მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი“.
[5] - „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში; არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას. მრავალნი მეტყვიან ამ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ. გამშორდით, უშჯულოების მოქმედნო“.
[6] - „ჩვენ გვმართებს დიდი ტანჯვის ფასად შევიდეთ ღმრთის სასუფეველში“.
[7] - „ცათა სასუფეველი ძალით იღება, და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მთ. 11,12).
[8] - „რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება, და ყველანი ძალით შედიან მასში“.
[9] - „ჯერ კიდევ სისხლამდე არ აღმდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
[10] - „რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.
[11] - ვინც ამ საუნჯის მოპოვებას მოისურვებს, ორი რამ მოეთხოვება: ყოველივე ამქვეყნიურისა და ბოროტ საქმეთა უარყოფა და საუნჯისა და მარგალიტის მხურვალედ ძიება“.
[12] - „მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და იყიდა ის ყანა. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია და იყიდის მას“.
[13] - მრავალი ადამიანის სურვილია სასუფევლის მოპოვება და საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება, მაგრამ საკუთარი ნების მოკვდინება არ სურთ. მათ ცხონების მოხვეჭა თავისი ნებისა და ეშმაკის ნების აღსრულებით უნდათ და არა მისი უარყოფით, ეს კი შეუძლებელია.
[14] - „ადამიანთა ბუნება ზარმაცია და მიდრეკილია წარწყმედისაკენ, ოღონდ თავიდანვე ასეთად კი არ არის ღმრთისგან შექმნილი, არამედ ჩვენივე ბოროტი ნების შედეგად“.
[15] - „ამა სოფელში დაუდევარი ადამიანები მეკითხებოდნენ: ჩვენ, ვინც დაოჯახებულნი ვართ და ქვეყნის სამსახურში ვდგავართ, როგორ შევძლოთ, რომ მონაზონებრივი ცხოვრებით ვიცხოვროთ? მე კი მივუგე მათ: ვისაც რამდენი შეგიძლიათ, კეთილი ჰქმენით: ნურავის დაასმენთ, ნურაფერს მოიპარავთ, ნუვის მოატყუებთ, ნურავის განურისხდებით, არც არავინ მოიძულოთ, ეკლესიას ნუ დააკლდებით, გლახაკნი შეიწყალეთ, ნურავის დააბრკოლებთ, სხვის კუთვნილს ნუ მიიტაცებთ და სხვის სხეულს ნუ შეეხებით, თქვენი მეუღლეებიც საკმარისი იყოს თქვენთვის. თუ ყოველივე ამას იქმთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფეველისაგან“.
[16] - ჯერ კიდევ სულისა და ხორცის გაყრამდე ბოროტი სულების მიერ ადამიანისთვის ცოდვების ამგვარი შეხსენების შემთხვევები აღწერილია სხვა პატერიკებშიც.
[17] - „ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან“.
[18] - ყოველი ადამიანი თავისი ნებით დაშორდება სასუფეველს, რადგან არ უარყოფს თავის თავს და არც წრფელი გულით შრომას ინებებს, არამედ ღვთისადმი სიყვარულს სხვა რამის სიყვარულსაც შეუერთებს.
[19] - სანამ ჯერ კიდევ მწირი ხარ ამქვეყნად, შეინანე ჩემო სულო, რადგან საფლავის მიწა ვერ ინანიებს და ცოდვებს ვერ განეშორება. შევღაღადებ ქრისტე ღმერთს, ვცოდე გულთამხილველო, სანამ დამსჯიდე, შემიწყალე მე.
[20] - „ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმაც ყრუს ყურთასმენა მიმადლე, მეც გევედრები, ჩემი დახშული სულიერი ყურთასმენა აღმიდგინე და სმენის უნარი მომმადლე, რათა ყურადვიღო სიბრძნით შენი სიტყვები“.
[21] - „მტრის მრავალი საცდურით დამარცხებული და მის მორევში ჩავარდნილი მომაქციე და შემიწყალე ქრისტე ღმერთო ჩემო“.
[22] - „ჰოი, სულო, გამოფხიზლდი და განიშორე ცოდვის ძილი, არამედ სინანულის ნათლით ბრწყინვალედ განათლდი. სული დავათროთ ცრემლით, რათა საღმრთო სინანულის ნაყოფი მოვიხვეჭოთ“.
[23] - „გაემზადე ჩემო სულო ამქვეყნად ცხოვრებისას, რათა უიმედო არ შეიქნა მომავალი ცხონებისათვის. ვინაიდან არავინ არის შემწე იქ, არც სიმდიდრე, არც ძალა, არც მეგობარნი, არც მთავარნი, არამედ მხოლოდ ჩვენი საქმეების ჩვენება და ღვთის კაცთმოყვარეობა“.
