უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 04 მარ 2008, 18:07
nusa
გაუმარჯოს!!!
ჩემთვის 1 დღე დამთავრდა....
ნაწინ-ნაწილ დავიძინეთ...ძილ-ბურანში ვიყავი ბიჭები რომ წვებოდნენ და ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ ძილში მეღიმებოდა,გაღვიძების თავი არ მქონდა....
მაგრები ხართ ყველანი...მაგრები

-
txapnia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 85
- Joined: 27 ნოე 2007, 17:14
Post
by txapnia » 04 მარ 2008, 18:14
auu ra magari yopilaaa da isa tuchis garmoni mqonda tand a damaviwyda momecaaaa

exx ara da rogori mindoda mecc wamosvlaaaa

ese damagdet aq upatronob samsaxurs miabaret chemi tavii
-
txapnia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 85
- Joined: 27 ნოე 2007, 17:14
Post
by txapnia » 04 მარ 2008, 18:14
arayii damitovett??
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 04 მარ 2008, 18:16
txapnia

არადა როგორ გვინდოდა წაგვეყვანე, მაგრამ სამსახურს როგორ მოგწყვეტდით... შემდეგში წამოდი და არაყი ჩემზე იყოს

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 04 მარ 2008, 18:16
txapnia
დაგიტოვეთ....
ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძართან...
ღმერთმა შეგარგოს
P.S. კარგი იქნებოდა რომ წამოსულიყავი,თუმცა განმეორება ვერა, მაგრამ უკეთესი წინ გველოდება

-
txapnia
- ბილიკზე მოარული
- Posts: 85
- Joined: 27 ნოე 2007, 17:14
Post
by txapnia » 04 მარ 2008, 18:21
xoo eg arayi ertad mivirtvadd
momavalshi uketesebi vqnatt ...
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 04 მარ 2008, 18:21
უდაოდ!
მოგყვებოდით ფეხდაფეხ, ყველანი მაგრები ხართ!
მიყვარს ასეთი მშვიდი არაჩვეულებრივობები...............

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 04 მარ 2008, 18:34
Ninukala wrote:
რაღაც ყვავილი

მგონი, ლენცოფაა.

ეკლიანი და შხამიანი მცენარე.
რეპორტაჟის და ფოტოებისთვის კი - მადლობები ყველას.

შემშურდა თქვენი, გაზაფხული ასე უშულოდ რომ შეიგრძენით.

-
VooDoo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 38
- Joined: 22 იან 2008, 21:25
- Location: tiflis
Post
by VooDoo » 04 მარ 2008, 23:13
ტკბილუკებო,სალამი!
მომენატრეთ...მართლა!
აქამდე სად ვიყავი-მეთქი,ვფიქრობდი...რამდენი ბედნიერი დღის გატარება შემეძლო კარაველებთან ერთად..
რატომ არიან კარაველები ასეთი კარგები?
იმიტომ,რომ ეს ის ხალხია,ვისაც
ბუნება გამორჩეულად,გულისძირობამდე უყვარს,ვინც ჩვენი ტკბილი და მოალერსე ჰაერითაა გაჟღენთილი...
ქადაგად არ დავვარდები...
მაგრამ ეს ყველაფერი მართლა...მართლა მართლა...
Goin down to the river
Gonna take my ol rockin chair
And if the blues dont leave me
Ill rock away from there..
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 05 მარ 2008, 01:38
VooDoo
იმიტომ,რომ ეს ის ხალხია,ვისაც ბუნება გამორჩეულად,გულისძირობამდე უყვარს,ვინც ჩვენი ტკბილი და მოალერსე ჰაერითაა გაჟღენთილი...
ქადაგად დავარდნა არ გინდა, მეც იგივეს ვფიქრობდი, როცა ეს ხალხი გავიცანი და, ვგონებ, იგივეს ფიქრობენ სხვებიც.
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 05 მარ 2008, 10:09
ესეც ბოდორნის ეკლესია..
მგონი კაი 4 წლის წინანდელი ფოტოა და ხარისხი ვაპატიოთ..
მივხედავ მალე ჩემ ფირსაც..

Last edited by
N67 on 05 მარ 2008, 10:41, edited 1 time in total.
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 05 მარ 2008, 10:15
II ნაწილი
როგორც იტყვიან, ბონუსი : )
ხოდა, როგორც უკვე ვთქვი, ვზივართ თეთრ მიკროავტობუსში და გულდასმით ვუსმენთ ძრავის ხმას. ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად ჩამოვარდნილ დუმილზე ასე გვეტყობა. მზერა გამტვერიანებული ფანჯრებიდან გარეთ გამირბის.. მზე დასავლეთისკენაა გადახრილი და ოქროსფრად ანათებს არემარეს.. საოცრად ლამაზი ამინდით დამშვენებული, ჯერ კიდევ როდიდან ნაცნობი და საყვარელი ადგილების ცქერით თვალი და გული ვერ მიძღებოდა.. და ახლა თბილისში? თურმე რა მეხამუშა აქ ამოსვლისას და მერსედესის სამარშრუტოებისთვის დამახასიათებელი, ერთმანეთზე მიჭუჭყნულ სკამებს შორის შეძრომისას.. რაღაც მისამართი შემშლიასავით.. - რა ვქნათ?! - საკმაოდ რიტორიკული ეჩვენათ ეს კითხვა როცა მიმიხვდნენ რას ვგულისხმობდი.. არადა არ მეთამაშებოდა.. ჯერ ეს გზა მერე ტრასა მერე დიდუბე თბილისი რიარია გადარბენა უდროობა მთლიანობაში კი ფუჭი გნიასი... ასე უცბად ასეთ კონტრასტს ნერვების უზომოდ დატანჯვის ხარჯზე თუ გაუძლებდა გული..
მაგრამ.. ტვინში იდეად ამოფრქვეული გამოსავალი ხო აყირავებს გონებას და მთლიანად ფერთხავს მუქ-ბნელ აზრებს.
- სადღაც უნდა ჩავიდეთ! - ჯერ ეტყობა გაოცებას უნდა გაევლო რომ უკეთ გაეგოთ..
ალბათ ჯობს კარსანში ავიდეთ უშანგისთან.. და ყველაფერი თითქოს თავისით დადგა თავ-თავის ადგილზე.
თეთრი მიკროავტობუსი უკვე აღარ იყო ციხე, შეუბრალებლად რომ გვყოფდა გარემოსგან..
სამარშრუტო მცხეთას უახლოვდებოდა. ჩანთებში უკვე გავინაწილეთ რამე-რუმეები. ნინუკალა, ლეგენდა, ნუსა და ზურა თბილისში ჩავლენ. მე და ცირა, სანდრო, ვუდუ-თეო-ვუდუ და გია კი საცაა ჩავალთ.. კარსანში არწამომსვლელებზე დაჯარიმების ტიპის ფინასნსური სანქცია გატარდა, რაც მალე საჭირო საკვების შეძენას მოხმარდებოდა.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
კარსანისკენ მიმავლემბა, გზად წინა საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი მუხათგვერდის უძველესი სასაფლაო გავიარეთ, მერე კი ერთი აბრა გამოჩნდა -
______________
| კარსანი. . . . . .|
|. . . . . . . .2 . .|
| KARSANI. . . . |
_____________
მტყუანს?!
კიდევ ერთხელ მივაძახე დამდგმელს კი არადა დამწერს და ავუხვიეთ ტყიანი გზისკენ.
კარსანისკენ ფერდობზე გაკლაკნილი ქვაფენილი სამანქანო გზა ადის(4-5კმ), თუმცა არსებობს ბევრად უფრო მოკლე ბილიკიც(3კმ). უკვე ბნელოდა, თუმცა ბილიკს იოლად მივაგენი. მერე კი ცოტა გაძნელდა. ჯერ შუაგულ ტყეში ვიღაცეების მიერ საძრახისი უყურადღებობით მიტოვებულმა ნაკვერჩხალმა შეგვაყოვნა, მერე კი ბილიკს ავცდით.
უმთვარეობას ვერ შველოდა ვარსკვლავების გულდაგულ ციმციმი..
მაგრამ ბილიკი მალევე ვიპოვეთ. ვუმღეროდით მთვარეს და გვიახლოვდებოდა სოფელი..
კარსანში უშანგი ქიქოძეს გარდა ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ პლიუსად ნაგულისხმევი, უშანგის შვილი დაგვხვდა, ძმით და მეგობრებითურთ. როგორც გაირკვა, დაახლოებით ერთიდაიმავე მიზეზის გამო ვიყავით კარსანში.
ყლურწვა გამხელილი სჯობსო და რაღა თქვენ დაგიმალოთ..
აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ უიმედოდ სველი ფეხები და შარვლები აღარ გვახსოვდა მე და სანდროს, ძილს რომ ვბარდებოდით იარაღ-აყრილები..
მეორე დილას კარსანის წმინდა ნინოს სახელობის საყდრისკენ შევუდექით მთის ტყიან ფერდობს.. აქ ხომ მთლად იისფრად აენთო ნაზამთრალი მიწა უამრავ ყოჩივარდას, ენძელას და ფურისულას..
საყდრის თბილი მდუმარება მოგვქონდა გულებით კარსანში უკანა გზაზე. არც ავდარი გვაშინებდა, არც სისველე და არც უკვე უამრვი გარემოებით გამოწვეული თბილისში დაბრუნების გარდაუვალობა..
კიდევ ერთი გაზაფხული მოვიდა საქართველოში..
P.S.
დამრჩა კიდევ რაღაცეები სათქმელი..
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 05 მარ 2008, 10:46
ამ სამსახურს რა ვუთხარი ,თორემ კაცი თბილისში წამოვიდოდა....
სული და გული გამოგაყოლეთ მცხეთისკენ მიმავლებს...
მაგრებო....

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 05 მარ 2008, 10:53
გათენდა დილა...კვირა დილა...
2 მარტი...გაზაფხულის მეორე დღე...უკეთესი ....
გახალისდა სახლი...
ბიჭები გავუშვით საშოვარზე,წყალი ხომ უნდა მოეტანათ
და ჩვენ დავიწყეთ მზადება...რა მზადება?
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნიკას და ცირას ბებიას ქუდების საოცარი კოლექცია აღმოაჩნდა....ძველ დროში "გადავსახლდით" და ვიდრე ბიჭები დაბრუნდებოდნენ სურათებიც გადავიღეთ...საოცარი მეოჯახე ქალები ვართ
მერე ვისაუზმეთ,ვიგუნდავეთ, ვითამაშეთ "ბადმიტონი"(სწორად დავწერე N67?).... ეს გაზაფხულია

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 05 მარ 2008, 10:55
Legenda....
