ქარის ძახილს ავყევით და .....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 04 მარ 2008, 18:07

nusa

გაუმარჯოს!!!


ჩემთვის 1 დღე დამთავრდა....

ნაწინ-ნაწილ დავიძინეთ...ძილ-ბურანში ვიყავი ბიჭები რომ წვებოდნენ და ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ ძილში მეღიმებოდა,გაღვიძების თავი არ მქონდა....

მაგრები ხართ ყველანი...მაგრები :D :D :D

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by txapnia » 04 მარ 2008, 18:14

auu ra magari yopilaaa da isa tuchis garmoni mqonda tand a damaviwyda momecaaaa :? exx ara da rogori mindoda mecc wamosvlaaaa :( ese damagdet aq upatronob samsaxurs miabaret chemi tavii

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by txapnia » 04 მარ 2008, 18:14

arayii damitovett??

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Ninukala » 04 მარ 2008, 18:16

txapnia
:( არადა როგორ გვინდოდა წაგვეყვანე, მაგრამ სამსახურს როგორ მოგწყვეტდით... შემდეგში წამოდი და არაყი ჩემზე იყოს ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 04 მარ 2008, 18:16

txapnia


დაგიტოვეთ....
ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძართან...
ღმერთმა შეგარგოს :wink:



P.S. კარგი იქნებოდა რომ წამოსულიყავი,თუმცა განმეორება ვერა, მაგრამ უკეთესი წინ გველოდება :D :D :D

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by txapnia » 04 მარ 2008, 18:21

xoo eg arayi ertad mivirtvadd
momavalshi uketesebi vqnatt ...

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by Mrs. Robinson » 04 მარ 2008, 18:21

legenda wrote:
მაგრები ხართ ყველანი...მაგრები :D :D :D
უდაოდ!
მოგყვებოდით ფეხდაფეხ, ყველანი მაგრები ხართ!
მიყვარს ასეთი მშვიდი არაჩვეულებრივობები............... :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by guruli » 04 მარ 2008, 18:34

Ninukala wrote: რაღაც ყვავილი :D

Image
მგონი, ლენცოფაა. :) ეკლიანი და შხამიანი მცენარე.
რეპორტაჟის და ფოტოებისთვის კი - მადლობები ყველას. :D შემშურდა თქვენი, გაზაფხული ასე უშულოდ რომ შეიგრძენით. :wink:

User avatar
VooDoo
ბილიკზე მოარული
Posts: 38
Joined: 22 იან 2008, 21:25
Location: tiflis
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by VooDoo » 04 მარ 2008, 23:13

ტკბილუკებო,სალამი! :roll:
მომენატრეთ...მართლა!

აქამდე სად ვიყავი-მეთქი,ვფიქრობდი...რამდენი ბედნიერი დღის გატარება შემეძლო კარაველებთან ერთად..
რატომ არიან კარაველები ასეთი კარგები?
იმიტომ,რომ ეს ის ხალხია,ვისაც ბუნება გამორჩეულად,გულისძირობამდე უყვარს,ვინც ჩვენი ტკბილი და მოალერსე ჰაერითაა გაჟღენთილი...
ქადაგად არ დავვარდები...
მაგრამ ეს ყველაფერი მართლა...მართლა მართლა...
Goin down to the river
Gonna take my ol rockin chair
And if the blues dont leave me
Ill rock away from there..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by guruli » 05 მარ 2008, 01:38

VooDoo
იმიტომ,რომ ეს ის ხალხია,ვისაც ბუნება გამორჩეულად,გულისძირობამდე უყვარს,ვინც ჩვენი ტკბილი და მოალერსე ჰაერითაა გაჟღენთილი...
ქადაგად დავარდნა არ გინდა, მეც იგივეს ვფიქრობდი, როცა ეს ხალხი გავიცანი და, ვგონებ, იგივეს ფიქრობენ სხვებიც.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by N67 » 05 მარ 2008, 10:09

ესეც ბოდორნის ეკლესია..

მგონი კაი 4 წლის წინანდელი ფოტოა და ხარისხი ვაპატიოთ..

მივხედავ მალე ჩემ ფირსაც..

Image
Last edited by N67 on 05 მარ 2008, 10:41, edited 1 time in total.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by N67 » 05 მარ 2008, 10:15



II ნაწილი

როგორც იტყვიან, ბონუსი : )




ხოდა, როგორც უკვე ვთქვი, ვზივართ თეთრ მიკროავტობუსში და გულდასმით ვუსმენთ ძრავის ხმას. ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად ჩამოვარდნილ დუმილზე ასე გვეტყობა. მზერა გამტვერიანებული ფანჯრებიდან გარეთ გამირბის.. მზე დასავლეთისკენაა გადახრილი და ოქროსფრად ანათებს არემარეს.. საოცრად ლამაზი ამინდით დამშვენებული, ჯერ კიდევ როდიდან ნაცნობი და საყვარელი ადგილების ცქერით თვალი და გული ვერ მიძღებოდა.. და ახლა თბილისში? თურმე რა მეხამუშა აქ ამოსვლისას და მერსედესის სამარშრუტოებისთვის დამახასიათებელი, ერთმანეთზე მიჭუჭყნულ სკამებს შორის შეძრომისას.. რაღაც მისამართი შემშლიასავით.. - რა ვქნათ?! - საკმაოდ რიტორიკული ეჩვენათ ეს კითხვა როცა მიმიხვდნენ რას ვგულისხმობდი.. არადა არ მეთამაშებოდა.. ჯერ ეს გზა მერე ტრასა მერე დიდუბე თბილისი რიარია გადარბენა უდროობა მთლიანობაში კი ფუჭი გნიასი... ასე უცბად ასეთ კონტრასტს ნერვების უზომოდ დატანჯვის ხარჯზე თუ გაუძლებდა გული..
მაგრამ.. ტვინში იდეად ამოფრქვეული გამოსავალი ხო აყირავებს გონებას და მთლიანად ფერთხავს მუქ-ბნელ აზრებს.
- სადღაც უნდა ჩავიდეთ! - ჯერ ეტყობა გაოცებას უნდა გაევლო რომ უკეთ გაეგოთ..
ალბათ ჯობს კარსანში ავიდეთ უშანგისთან.. და ყველაფერი თითქოს თავისით დადგა თავ-თავის ადგილზე.
თეთრი მიკროავტობუსი უკვე აღარ იყო ციხე, შეუბრალებლად რომ გვყოფდა გარემოსგან..

სამარშრუტო მცხეთას უახლოვდებოდა. ჩანთებში უკვე გავინაწილეთ რამე-რუმეები. ნინუკალა, ლეგენდა, ნუსა და ზურა თბილისში ჩავლენ. მე და ცირა, სანდრო, ვუდუ-თეო-ვუდუ და გია კი საცაა ჩავალთ.. კარსანში არწამომსვლელებზე დაჯარიმების ტიპის ფინასნსური სანქცია გატარდა, რაც მალე საჭირო საკვების შეძენას მოხმარდებოდა.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
კარსანისკენ მიმავლემბა, გზად წინა საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი მუხათგვერდის უძველესი სასაფლაო გავიარეთ, მერე კი ერთი აბრა გამოჩნდა -
______________
| კარსანი. . . . . .|
|. . . . . . . .2 . .|
| KARSANI. . . . |
_____________

მტყუანს?!
კიდევ ერთხელ მივაძახე დამდგმელს კი არადა დამწერს და ავუხვიეთ ტყიანი გზისკენ.


კარსანისკენ ფერდობზე გაკლაკნილი ქვაფენილი სამანქანო გზა ადის(4-5კმ), თუმცა არსებობს ბევრად უფრო მოკლე ბილიკიც(3კმ). უკვე ბნელოდა, თუმცა ბილიკს იოლად მივაგენი. მერე კი ცოტა გაძნელდა. ჯერ შუაგულ ტყეში ვიღაცეების მიერ საძრახისი უყურადღებობით მიტოვებულმა ნაკვერჩხალმა შეგვაყოვნა, მერე კი ბილიკს ავცდით.
უმთვარეობას ვერ შველოდა ვარსკვლავების გულდაგულ ციმციმი..
მაგრამ ბილიკი მალევე ვიპოვეთ. ვუმღეროდით მთვარეს და გვიახლოვდებოდა სოფელი..
კარსანში უშანგი ქიქოძეს გარდა ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ პლიუსად ნაგულისხმევი, უშანგის შვილი დაგვხვდა, ძმით და მეგობრებითურთ. როგორც გაირკვა, დაახლოებით ერთიდაიმავე მიზეზის გამო ვიყავით კარსანში.

ყლურწვა გამხელილი სჯობსო და რაღა თქვენ დაგიმალოთ..
აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ უიმედოდ სველი ფეხები და შარვლები აღარ გვახსოვდა მე და სანდროს, ძილს რომ ვბარდებოდით იარაღ-აყრილები..
მეორე დილას კარსანის წმინდა ნინოს სახელობის საყდრისკენ შევუდექით მთის ტყიან ფერდობს.. აქ ხომ მთლად იისფრად აენთო ნაზამთრალი მიწა უამრავ ყოჩივარდას, ენძელას და ფურისულას..

საყდრის თბილი მდუმარება მოგვქონდა გულებით კარსანში უკანა გზაზე. არც ავდარი გვაშინებდა, არც სისველე და არც უკვე უამრვი გარემოებით გამოწვეული თბილისში დაბრუნების გარდაუვალობა..

კიდევ ერთი გაზაფხული მოვიდა საქართველოში..



P.S.
დამრჩა კიდევ რაღაცეები სათქმელი..

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 05 მარ 2008, 10:46

ამ სამსახურს რა ვუთხარი ,თორემ კაცი თბილისში წამოვიდოდა....
სული და გული გამოგაყოლეთ მცხეთისკენ მიმავლებს...
მაგრებო.... :D :D :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 05 მარ 2008, 10:53

გათენდა დილა...კვირა დილა...
2 მარტი...გაზაფხულის მეორე დღე...უკეთესი ....
გახალისდა სახლი...
ბიჭები გავუშვით საშოვარზე,წყალი ხომ უნდა მოეტანათ :roll:
და ჩვენ დავიწყეთ მზადება...რა მზადება?
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნიკას და ცირას ბებიას ქუდების საოცარი კოლექცია აღმოაჩნდა....ძველ დროში "გადავსახლდით" და ვიდრე ბიჭები დაბრუნდებოდნენ სურათებიც გადავიღეთ...საოცარი მეოჯახე ქალები ვართ :D :D :D
მერე ვისაუზმეთ,ვიგუნდავეთ, ვითამაშეთ "ბადმიტონი"(სწორად დავწერე N67?).... ეს გაზაფხულია :P

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევით და .....

Post by legenda » 05 მარ 2008, 10:55

Legenda....


Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]