
ანაბრი...
რატომღაც სიტყვა დაღირდა...
სათქმელს ვერარა დააკლდა...
11 პოსტიღა დარჩა რომ იეტად მომიხსენიონ, კარვის სრულუფლებიან წერებთან გამაპირისპირონ...
სხვების მიკვირდა : რაად უფრთხილდებოდნენ ბოლოში პოსტებს...
იგივე გამომდის მეც ...
ასე ყოფილა, ნაოცნების ხელით შეხებას უფრთხი ადამიანი...
ნუ ადამიანი რა, მე ვუფრთხი...
ბილიკზე მოარული ვარ მაინც ...
ეულად მოარული ...
ბილიკზე ხანდისხან ადამიანები მხვდებიან, ზოგი ქვემოდან მიქცევს გზას, ზოგი ზემოდან...
ზოგიც უკან მომავალი მეწევა და მისწრებს ...
მე ვერავის დავეწიე რატომღაც...
ალბათ უნდა გეჩქარებოდეს ან რამე გიწვევდეს სხვას მისწრებად...
მე კი...
მე უკან გავლილი გზის მოგონებით მივდივარ...
და კიდევ , მივდივარ იმიტომ, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობა შემომხვდა ჩემზე გადაიაროს, და უკან მომავლებს გზა გაუადვილდეს...
ხანდისხან დამგზავრებულს ვესაუბრები ...
რომელიც დღეს ან ხვალ ჩემს წინ განაგრძობს გზას...
მე კი გამიხარდება...
გამიხარდება რომ ვიდოდი მასთან ერთად ...
და ეგება მოხდეს ისე, რომ კიდევ მომიწიოს მის გვერდით თავის დაგულებამ...