drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 16 იან 2008, 18:23

ძველ სტილში წერა მომენატრა :)



ანაბრი...

რატომღაც სიტყვა დაღირდა...

სათქმელს ვერარა დააკლდა...

11 პოსტიღა დარჩა რომ იეტად მომიხსენიონ, კარვის სრულუფლებიან წერებთან გამაპირისპირონ...

სხვების მიკვირდა : რაად უფრთხილდებოდნენ ბოლოში პოსტებს...

იგივე გამომდის მეც ...


ასე ყოფილა, ნაოცნების ხელით შეხებას უფრთხი ადამიანი...

ნუ ადამიანი რა, მე ვუფრთხი...


ბილიკზე მოარული ვარ მაინც ...

ეულად მოარული ...


ბილიკზე ხანდისხან ადამიანები მხვდებიან, ზოგი ქვემოდან მიქცევს გზას, ზოგი ზემოდან...


ზოგიც უკან მომავალი მეწევა და მისწრებს ...

მე ვერავის დავეწიე რატომღაც...

ალბათ უნდა გეჩქარებოდეს ან რამე გიწვევდეს სხვას მისწრებად...

მე კი...

მე უკან გავლილი გზის მოგონებით მივდივარ...

და კიდევ , მივდივარ იმიტომ, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობა შემომხვდა ჩემზე გადაიაროს, და უკან მომავლებს გზა გაუადვილდეს...

ხანდისხან დამგზავრებულს ვესაუბრები ...

რომელიც დღეს ან ხვალ ჩემს წინ განაგრძობს გზას...

მე კი გამიხარდება...

გამიხარდება რომ ვიდოდი მასთან ერთად ...

და ეგება მოხდეს ისე, რომ კიდევ მომიწიოს მის გვერდით თავის დაგულებამ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ZVIOSULI » 16 იან 2008, 18:41

6 miliardze meti.............
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 19 იან 2008, 14:25

გილოცავთ ამ თემის თვალის მდევნელნო ნათლისღებას


ღმერთის წყალობა გქონოდეთ მარადჟამს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Linda » 20 იან 2008, 19:05

ARCHIL_i აკლია ამ თემას აშკარად, დიდი ხანია არ გამოჩენილა

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Archil » 20 იან 2008, 20:37

Linda wrote:ARCHIL_i აკლია ამ თემას აშკარად, დიდი ხანია არ გამოჩენილა
Linda

მონასტერში უნდა ასულიყო გუშინ და... ჩამოვა იმედია :)

ნ-----------------------------------------------
ჰო, ჰო, ვეთანხმები, ვეთანხმები ყველას მოსაზრებას !!!*

* კინაღამ არ გამომრჩა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 21 იან 2008, 14:40

Linda wrote:ARCHIL_i აკლია ამ თემას აშკარად, დიდი ხანია არ გამოჩენილა
არჩილის თემაა ეს...

არჩილის ...

არჩილი ახლა ღმერთს ესაუბრება ...

არჩილი ლოცულობს ...

არჩილის ღმერთს შესთხოვს ...

არჩილი თავისად არაფერს ითხოვს...

არჩილი ერთისად ითხოვს ... შესთხოვს, ამბობს, ცოცხლობს ...

არჩილი ალბათ ახლა ქვემო წყაროზეა ჩავლილი სატრაპეზო ქვაბის ამოსატანად და ხელი რომ არ მიეყინოს გაყინულ ქვაბზე სახელოს იშველიებს ...

არჩილი ახლა გულს უდებს სატრაპეზოს ფილაქნად ...

არჩილი ჩამოსვლას ოცნებობს .... მის ნახვას ოცნებობს ...

არჩილი ნანობს, რომ საცაა დაღამდება და კიდევ ერთ დღეს დაუტოვებს უცნობ ღმერთკაცთა ცხოვრების ისტორიას....

არჩილი გვიხენებს, ლოცვებში გვიხსენებს...

არჩილმა იცის ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 24 იან 2008, 21:14



კაი კაცობისა და ადამიანობის ახალ ფიცს მივაგენი, უბრალოსა და განსაკუთრებულს...

სული ძმობის მიბაძვას რომ ცდილობდა, აი, მაშინ...
ჩემს სულიერ ძმას რომ ველაპარაკებოდი, მაშინ, აქაურ სულიერ და სიტყვადნაფიც ძმას რომ ვახსენებდი, მაშინ...

ჩემს სიტყვადნაფიცობასა და ფიცხელაურობას ვფიცავ მეთქი, ასე ვთქვი და კიდევ მორიგად მივხვდი ძმობისა და ძმის ფასს...

აქ კი ფიცხელაურს განსაკუთრებული ციფრი აყოლია, 999...

დამირეკა, ძმის გარეშე ხომ არ დავდებ მეათასე პოსტსო, ძმის გარეშე ხომ არ გავიეტდებიო...

ჰოდა... ჩემგან ცოტა არ იყოს და მიტოვებულ კარავში მისი ხათრით შემოვიპარე და მისი სათქმელის მეათასეობას უნდა მივესალმო ახლა...

მეათასე პოსტი დილას რომ სწორედ ნაფიც თემაში უნდა დაიდოს, ესეც მოვილაპარაკეთ ძმებმა...

ახლა მე გავჩერდები და სიტყვის ტრფიალსა და ძმობის სამაგალითო მაგალითს დავუთმობ სათქმელს...

სულს რომ სწყურია, ისეთს...
გულს რომ აკლია, ისეთს...
ძმობას რომ იტყვის, ისეთს...

ფიცხელაურის მეათასე პოსტი რომ დაიდება, მისალოცი თემა უკვე გახსნილი იქნება...

"ნაღდი და კაიკაცი იეტი" --- ასე დავარქმევდი მორიგ იეტს 25 იანვარს რომ შეემატება კარავს...

აბა, იეტ-ფიცხელაურო.. ველით... დილისთვის ალბათ...



User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 25 იან 2008, 11:56

მეათასეა და იყოს მეათასე ...

მეათასედ ჩავაქსოვ ჩემს სიყვარულს სხვის მონაგონ სიტყვებში...

ბოლომდე ვერრაის დატევას რო ვერ ახერხებენ...

მაინც ვცდი, მეათასედ ვცდი

და წერილი ბოლოს ისევ გული დამწყდება, რომ ვერ ჩაიტია მცირედადაც კი ის რისი თქმა სულ მსურდა თქვენთვის

გაზაფხულზე დავრეგისტრირდი ...

გეპეისთან შევეყარე პირველად კარველებს ...

უკვე ვგრძნობდი რომ ჩემს სამყაროში ვიყავი...

მაგრამ გაცნობამ და ახლოს ნახვამ დამარწმუნა რომ ისინი მართლა არსებობენ ...


კეთილი ადამიანები...

ხოდა ახლა, როცა იეტი ვხდები, და კარავი სადღეგრძელოში დასალოცი ადგილი კი არა, ჩემი საცხოვრისია, გული მწყდება ....

გული მწყდება რომ უფრო კარგი არ ვარ ...

მათსავით კარგი...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 26 იან 2008, 18:51

ახლა უკვე ეს თემა მარტო ლოთების და შფოთისთავების კი არაა იეტებისაც...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Mta Mkvarebia » 26 იან 2008, 21:06

ARCHIL_i
meore monadire

გაიხარეთ! კარგო ადამიანებო, სიტყვის ღმერთებო, იეტებო, ოქროს გულებო! :D

ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიათ, ასეთი მეგობრობა რომ შეგიძლიათ და ასეთი თავმდაბლები რომ ხართ! გაიხარეთ! :D
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 თებ 2008, 17:03

...
Last edited by ARCHILI on 16 თებ 2008, 14:13, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 თებ 2008, 17:03

...
Last edited by ARCHILI on 16 თებ 2008, 14:15, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 თებ 2008, 17:03

ჯერ თებერვალია და საზაფხულოდ აწოწილ-ატორღიარებული კარაველობა მინდება...

ჩემს მეგობრებთან... ჩემს ადმინთან... ჩემს სპალნიკთან და ლოთებთან ერთად...

კარავი გასხვაფერდა, გასხვანაირდა, ვერ ვცნობ და ვერ მცნობს... ახლა, ეს თემა მგონი ერთადერთ ნათელ წერტილად შემორჩა...

მესიტყვლოთება და ამინდიც ხელს მიწყობს...

მაგრამ ახლა უფრო მცირედ სევდანაფერები მზის ჩასვლა მინდება, კარვის წინ დანთებული ცეცხლი და რამოდენიმე მეგობართან გაბაასება...

მერე კარავული ჩვენი ერთჯერადი ცელოფნების გახსნა სატრაპეზოდ, "ქინდერ-სიურპრიზივით" რომ გვევლინება ხოლმე და ყოველ ამოსულ პროდუქტს ტაშის გრიალით რომ ვხვდებით...

მანამდე კიდევ სახლში წინა ღამით დაწყებული მზადება, ვიღაც კარტოფილის ღვეზელს ამზადებს, ვიღაც მჭადს, ვიღაც რას და ვიღაც რას...

მერე რაოდენობას არ კმარობს და უმატებს... ერთი სიტყვით, კარაველების ვირტუალური ნახვა წინა საღამოდან იწყება და მორიგი დღის ლოდინში გრძელდება...

ასეთ ლაშქრობას ბევრად სხვაგვარი ელფერი და გემო აქვს, ტრაპეზიც რომ სხვაგვარია ხოლმე... აბა, რომელი რეტორანი შეედარება ჩვენი კარაველი გოგოების გამზადებულ საჭმელს, ჩვენს შემწვარ წვადს, ჩენ მიერ მოგროვილ ფიჩხ-ხეის ტოტ-შეშებს...

ვერაფერი...

ვერც ცეცხლის გარშემო, წვიმასა თუ მზიანობაში შეარყბულ-ენამზიანებულ წუთებს შეედარება ვერაფერი...

კარავო... შენი კარავობა მომინდა... შენი სული და შენი სუნთქვა... მერე სასმელში შესისხლებული და ცეცხლზე გამომცხვარი სიტყვა... ისეთი... კარავისებური... უცნაური და ახლო... დაშფოთილ-აჩქარებულ-აჩანჩქერებული...

იმედია, ისევ დავიბრუნებთ კარავს... ახლა რომ შევხედე, თითქოს ისევ მოფენია კარაული მზის სხივები კარვის სასიტყვეთს...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 თებ 2008, 17:03

...
Last edited by ARCHILI on 16 თებ 2008, 14:20, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 12 თებ 2008, 17:03

...
Last edited by ARCHILI on 16 თებ 2008, 14:16, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]