დამყნობასა და გენის შეცვლას შორის რადიკალური სხვაობაა, რატომ ამაზე აღარ დავკონკრეტდები.
ადრეც დავწერე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ჭამის შედეგედ ალბათ კალიებად არ გადავიქცევით თუმცა რა გავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და მომავალ თაობაზე კარტოფილში ჩანერგილი ვეშაპის გენი ჯერ არვინ იცის, ამას ასე 20 წელი სჭირდებო რომ საბოლოო შედეგები გავიგოთ.
გენის ჩასმა ასე მარტივად არ ხდება, გენს რომ ჩასვავ ამის შემდეგ მისი ამოვარდნის ალბათობის რისკი საკმაოდ მაღალია, ამას კი მუტაცია შეიძლება მოჰყვეს, აი ეს არის დიდი საშიშროება, რა სახის მუტაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე არავინ იცის...გენის ჩასმის პროცესში მარკერებად ანტიბიოტიკები გამოიყენება რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროდუქტთან ერთად ანტიბიოტიკებსაც მივიღებთ, შესაბამისად ამ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ვხდებით ისე რომ ჩვენ ეს არ ვიცით.
ყველაზე დიდი საფრთხე კი მაინც გადამტვერვის პრობლემაა, ანუ მწერებს ვერავინ განუსაზღვრავს რომ გენმოდიფიცირებული მცენარეებიდან მტვერს ნუ აიღებთ და სხვა ნორმალურ მცენარეებს ნუ გადამტვერავთო.... ანუ რისკის ქვეშ ბიომრავალფეროვნების(აგრობიომრავალფეროვნების) შენარჩუნების საკითხია, ეს ყველაზე სუსტი წერტილია, რამდენიმე წელიწადში შეიძლება დავკარგოთ ის რასაც საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ადამიანი და ბუნება.
და კიდევ, გენური ინჯინერიის გამართლება ხდებოდა იმ ასპექტით რომ ტრანსგენურ მცენარეებს შეწამვლა აღარ დასჭირდებოდა, არ გაამართლა ამ საკითხმაც, მაგალითისთვის გეტყვით რომ საქართველოში შემოტანილი ტრანსგენური კარტოფილი რომელიც ასე 10 წლის წინ დათესეს, კოლორადოს ხოჭომ ვერ დააზიანა და ვაიქართველები თავს იწონებდნენ, მაგრამ მოულოდნელად სოკოვანი დაავადება ფიტოფტოროზი გამოჩნდა და პირწმინდად მოსპო ჰექტრობით ნათესი, ფიტოფტოროზის დანახვა ასე არსდროს გამხარებია

 გალერეა
გალერეა FAQ
FAQ ძიება
ძიება წევრთა სია
წევრთა სია ჯგუფები
ჯგუფები![Logout [ PTK ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/icon_mini_login.gif)
 
  ამ მცენარეების კონტროლი მუდმივარ მიმდინარეობს, მეორე მხრივ, მექანიზმებს ნუ მომაძებნინებთ დაწვრილებით, და უჯრედში, გაყოფისას, არის მექანიზმები, რომლებიც "არასწორ" დნმ-ს ანადგურებს, უჯრედს კლავს. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ამ მცენარეში მოხდეს, შხამის გამომუშავება დაიწყოს, მაგრამ ბაზარზე გამოსვლამდე ამას მემგონი გადაამოწმებენ, რავიცი... ყველაზე მინიმუმი, ნაკლები კვებითი ღირებულება ქონდეს. და სხვა ნებისმიერ ამ მცენარისთვის არაადეკვატურ ცილას და ნახშირწყალს ჩვეულებრივ გადაამუშავებს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა.

![ახალი წერილი [ ცხარე ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_new_hot.gif)
![ახალი წერილი არაა [ ცხარე ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_hot.gif)

![ახალი წერილი [ დაკეტილია ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_lock_new.gif)
![ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]](./styles/karavi-ptk/theme/images/old_icons/folder_lock.gif)