ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
მიუხედავად დღევანდელი დღის საშინელი პროგნოზისა, კარაველთა ნაწილი არ შეუშინდა ქარსა და და წვიმას და გადაწყვიტა შეთანხმებული (იხ.აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4076) მარშრუტით ევლო. ს.ქიმიასთან შეკრებილები ოდნავ დაგვაფიქრა დილიდან დაწყებულმა წვიმამ, მაგრამ გეზი მაინც მცხეთა–არმაზისკენ ავიღეთ. გზაში განჩნდა სხვადასხვა ვერსია, რასაც ერთი კარგი შედეგი მოჰყვა: ჯერ წავედით ნიჩბისში და შემდეგ არმაზის ციხეზე.
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – ნიჩბისი (წმინდა ნიკოლოზის ტაძარი) – არმაზი(ღვთისმშობლის ეკლესია, ახლა უკვე მონასტერი და არმაზის ციხე) – თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე (დაახლ. 8 საათი)
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
3 ლარი თითოეულზე ერთის გამოკლებით (მისი 4 ლარი)
მინიბუსის ფასი სულ 40 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა:
13 კარაველი თუ ჯერ არა კარაველი
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
გამარჯობა საქართველო
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მცხეთა (არმაზთან), სოფ. ნიჩბისი
9. ფეხით გავლილი მანძილი:
5–6 კმ
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ნიჩბისი – ციციშვილიების სასახლე, გზად უამრავი პატარ–პატარა ეკლესიაა
არმაზის ხევი – ღვთისმსობლის ეკლესია, არმაზის ციხე, პირდაპირ კალოუბნის წმინდა გიორგი მოჩანს, ციხის უკან პატარა ჩანჩქერიცაა
11. საბანაკე ადგილები:
მონასტერს რომ აცდებით, იქვე, საკმაოდ დიდი გაშლილი ადგილია, რომელიც საბანაკედ გამოდგება.
12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ ერთგან გვხვდება, ისიც დღეს ამღვრეული იყო
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი
სასმელი წყალი
გასათვალისწინებელია, რომ პატარა ხევზე გადასვლა ხშირად მოგიწევთ. ჩვენს შემთხვევაში წყალი საკმაოდ ადიდებული იყო. თუმცა გადასვლადია...
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერი დრო: გაზაფხულზე ყოჩივარდების მინდორია, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე, შემოდგომით ულამაზესი ფერები და ზამთარში თუ დიდი თოვლი არაა, ასვლა სასიამოვნოა
15. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არაფერი
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
არმაზის ხევში თითქმის საერთოდ არ აქვს მიღება
17. სიმაღლე ზღვის დონიდან:
700 მეტრზეა არმაზის ციხე
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება ათ ბალიანი სისტემით:
9
19. სასარგებლო ბმულები:
კარავული გასვლები არმაზში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3595&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2189
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1795
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=75
კარავული გასვლები ნიჩბისში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=153403#153403
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3089&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1388
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3346&start=0
ქარის არ შემპუებელთა და არმაზში მოლაშქრეთა სია:
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2.ნაია
3. ქსოვრელი
4. პატრიკა
5–6. სარაჯისტკა +ით
7–8. შორენა და ნათია
9–13. ქლბატონი ლია და მისი +ები
მოკლედ თუ როგორი გასვლა იყო:
ჩემთის პირადად ძალიან სასიამოვნო. მიუხედავად დილით წვიმისა და შუადღისკენ ამოვარდნილი ქარისა, რომელმაც არმაზის ციხეზე წახემსების საშუალება არ მოგვცა, გასვლა მაინც სასიამოვნო და მარტიანი გამოვიდა. არმაზის ხეობა ყოჩივარდების, ელძელებისა და ფურსულების ხელიჩებითაა დაფარული. ზემოთ, ციხესთან მთის ზამბახებიც არის, რომლებიც, როგორც გამარჯობა საქართველომ გვითხრა, საკმაოდ ცოტაღაა შემორჩენილი, ამიტომ ვინანიებ რამოდენიმე ამ ზამბახის ვერაგულად მოწყვეტას.
ზამბახებმა რა თქმა უნდა გაალამაზეს ჩემი თაიგული, თუმცაღა უამაგათოდაც შეიძლებოდა.
არმაზეამდე ნანახი ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც ჩემთვის საკმოად საინტერესო იყო. მომეწონა ის რესტავრაციის მხრივ და არ მხოლოდ. იქაც უამრავი გაზაფხულის მაუწყებელი მინდვრის ყვავილია, და ასევე უამრავი სხვა რამ სანახავი, რის ნახვასაც ვისურვებდი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მთავარი გეგმა მაინც არმაზი იყო, დროის სიმცირის გამო ხსვა რამის ნახვა ვეღარ მოვასწარით.
და ბოლოს ორიოდ სიტყვას ვიტყვი შუადღის წახემსების შესახებ: ზემოთ აღნიშნულ საბანაკე ადგილას, არმაზის ტყეში, ქარისგან აბრიალებული მოტკაცუნე კოცონი, მის გვერდით ყვავილების უამრავი თაიგული, ცოტა კონიაკი.... და რაც მთავარია ამდენი ხნის მონატრებული კარაველები.
რაც შეეხება ისტორიულ თუ სხვა მიმოხილვებს, იმედნი თემაა ამასთან დაკავშირებით კარავზე, მგონი ზედმეტია თითქმის იგივეს ახლიდან წერა.
ახლა უკვე ველით ფოტოებს და სხვა მოლაშქრეთა შთაბეჭდილებებს.

მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
-
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
გმირები ხართ..............თვით დიდი არმაზის წარმართ მსახურებს არ ექნებოდათ ესოდენი გამბედაობა და შეუპოვორბა,რაც თქვენ გამოგიჩენიათ,.........გმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ!!!!!!!!!!!!!
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ფოტოაპარატები დაგიჟანგდათ?!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
გაზარმაცდა კარავი...

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ან იყავით კიდე და ან არა... 
მსგავსი ზღაპრების კაი ხანია აღარ გვჯერა.
ფაქტები დადეთ!

მსგავსი ზღაპრების კაი ხანია აღარ გვჯერა.

ფაქტები დადეთ!

ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
QEBURIUS
Tamari-ch.
GT.ge
არ ამოგვასუნთქოთ ახლა
მთაშენკა არ იყო ამ გასვლაში და სხვები ვერ ვართ ეგეთი ოპერატიულები 
როგორც სარაჯისტკამ დაწერა, ძალიან კარგი გასვლა იყო. ვიტყოდი, რომ ამინდში გაგვიმართლა. უარესს ველოდი და იმედები სასიამოვნოდ გამიცრუვდა
დილით, სახლიდან რომ გამოვედი, მოღრუბლული ცა იყო, მაგრამ არ წვიმდა. სანამ ს/ქიმიასთან მივედი წვიმა დაიწყო. წვიმის გამო ორმა კარაველმა გადაიფიქრა წამოსვლა და ს/ქიმიიდან უკან გაბრუნდა (ერთ-ერთი ხრუხუნა იყო, რომელიც დილით ჩვენს გასაცილებლად მოვიდა, მაგრამ მერე ძალიან მოუნდა წამოსვლა და აზრი შეიცვალა. თუმცა არც საწვიმარი ეცვა და არც სალაშქრო ფეხსაცმელი:)
გოგა და ქსოვრელი სარეისოს ამბის გასარკვევად წავიდნენ და მალე ჩვენც გვიხმეს. აღმოჩნდა, რომ კარვისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი მძღოლი ზვიადი გუდაურში უგზოობის გამო ვერ წავიდა და შემთხვევით შეხვდა ჩვენებს. დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა არმაზში 40 ლარად ჩაყვანა-ჩამოყვანაზე
მინიბუსში ჩავსხედით და თბილისიდან რომ გავდიოდით უკვე გაზაფხულის შხაპუნა წვიმა მოდიოდა. გოგამ შემოგვთავაზა მარშრუტი შეგვეცვალა და ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც ფეხით ნაკლები სიარული მოგვიწევდა. არჩევანი ნიჩბისზე შეჩერდა.
(გადახვევა: სხვათაშორის, ნიჩბისში ზუსტად 1 წლის წინ (2009 წლის 8 მარტს) ვიყავით კარაველები. ნიჩბისისა და იქაური ძეგლების შესახებ ინფორმაცია იხ. აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15 )
ნიჩბისში რომ ჩავედით წვიმამ იკლო. მანქანა ორღობეში გავაჩერეთ და ფეხით შევუყევით გზას. 100 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ გამოჩნდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

(ეს ფოტო ფოკუსში არ არის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით)

ეკლესიის ეზოში ეს ნივთი იყო. რა არის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაზე წინა გასვლის რეპორტაჟში მთაშენკას პოსტი ვნახე, რომელსაც აქ გადმოვიტან:
ლეგენდის მიხედვით, წმ. ნიკოლოზის სახელობის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაბს და ციციშვილების ციხეს ერთი და იქივე ადამიანი აშენებდა, ზაზა ციციშვილი-ფანასკერტელის დაკვეთით. მცხეთის ეპისკოპოსს ენა მიუტანეს, ერთი კაცი აკეთებსა ამ ყველაფერსო, მასაც დაუბარებია არქიტექტორი მცხეთაში. მაგრამ ამ უკანასკნელს უფიქრია, ბარემ ამ ტაძრის გუმბათის ყელს ამოვაშენებ და მერე ჩავალო. მაგრამ იძულებული გამხდარა ეპისკოპოსის ნებას დაყოლოდა. გაბრაზებულ ეპისკოპოსს კი ცხენებზე გამოუბია არქიტექტორი და სვეტიცხოვლის გალავნისთვის ორჯერ თუ სამჯერ შემოუტარებია. ოსტატი გარდაიცვალა და გუმბათის დასრულება ვერ შეძლო. ახლა ტანხებია გამოყოფილი და პროექტიც არსებობს, რომლის მიხედვითაც 7-მეტრიანი გუმბათი უნდა დაადგან ეკლესიასო.

ნიჩბისში ყოფნის დროს წვიმამ საერთოდ გადაიღო, არც დაპირებული ქარი ჩანდა არსად... ამიტომ გადავწყვიტეთ ისევ თავდაპირველ გეგმას დავბრუნებოდით და არმაზში წავსულიყავით.
ჩავედით მცხეთაში და შევუყევით არმაზის ბილიკს. ამინდი მშვენიერი იყო და ჩვენც ვტკბებოდით გაღვიძება-დაწყებული ბუნებით:)

ბილიკი ამ პატარა ღელეს მიუყვება.

ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაიკარგები (თუმცა, ეს ყველას არ ეხება:) ) ხშირად გვჭირდებოდა ღელეზე გადასვლა და გადმოსვლა. მაგრამ თითქმის ყველგან ქვებისგან ან ხის მორებისგან გადასასვლელები იყო გაკეთებული და ამიტომ იოლად ვმოძრაობდით.

Last edited by Naia on 08 მარ 2010, 17:54, edited 1 time in total.
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ძალიან მალე მივადექით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. აქ ეკლესიის ნანგრევი და სამრეკლო იდგა მარტო.

ახლოს რომ მივედით ძაღლის ყეფა მოგვესმა. 2 წლის წინ რომ ვიყავით, იქაურობა მიტოვებული იყო და ამიტომ ცოტა არ იყოს გაგვიკვირდა. სამრეკლოსთან მივედით და უკან ეს სახლი არ დავინახეთ...
თურმე ეს სახლი მამებს გადმოუტანიათ რაჭიდან ნაწილ-ნაწილ და ეკლესიაში ღვთისმსახურება აღუდგენიათ, რაც ძალიან გაგვეხარდა.

Last edited by Naia on 08 მარ 2010, 18:50, edited 1 time in total.
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
მალე არმაზის ციხეც გამოჩნდა

ციხე შიგნიდან

სანამ ხეობაში მივდიოდით ქარი საერთოდ არ იგრძნობოდა. ციხეზე რომ ავედით უცებ ისეთი გრიგალი ამოვარდა, რომ ქვებს და კედლებს ვეჭიდებოდით ქარს რომ არ წავეღეთ
თავიდან არმაზის ციხეში ვაპირებდით საგზლის ჭამას, მაგრამ ციხის შიგნით და გარეთ ერთნაირად უბერავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ისევ ხევში ჩავსულიყავით და უქარო ადგილას გაგვეშალა მაგიდა

არმაზის ციხიდან მოპირდაპირე მთაზე პატარა ეკლესია შევნიშნეთ. ჩვენი ვარაუდით ეს კალოუბნის ეკლესია უნდა ყოფილიყო. სარაჯისტკამ გვითხრა, რომ კალოუბნის ეკლესია ფრესკებით მდიდარია, ამიტომ ჭამის შემდეგ კალოუბნის მონახულების აზრი გაჩნდა, მაგრამ მოგვიანებით უდროობის გამო გადავიფიქრეთ. თუმცა, მომავლისთვის საინტერესო იქნება ამ ეკლესიის ნახვაც
ციხიდან ნელ-ნელა ჩამოვდიოდით, თან გზადაგზა ზოგიერთები ყოჩივარდებს, იებს, ფურისულებს და ენძელებს ვკრეფდით
ეს თურმე ზამბახი ყოფილა

ციხიდან ნელ-ნელა ჩამოვდიოდით, თან გზადაგზა ზოგიერთები ყოჩივარდებს, იებს, ფურისულებს და ენძელებს ვკრეფდით
ეს თურმე ზამბახი ყოფილა

ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ოდნავ ჩამოვიაღმართეთ თუ არა მაშინვე ვიპოვეთ კარგი ადგილი, სადაც ნაცეცხლური და მის გარშემო შემოწყობილი ხეები იყო. სხვათაშორის, ასეთი სახელდახელოდ მომზადებული 'მაგიდა-სკამები' რამდენიმე შეგვხდა. ჩვენდა გასაოცრად, იქაურობას გაწკრიალებული იყო და ნაგვის ნასახსაც ვერ იპოვიდით
ჩავთვალეთ, რომ ეს ახლად ამოქმედებული მონასტრის დამსახურება იყო.
რახან დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ ცეცხლი დაგვენთო და გავმთბარიყავით. უცებ მოვაგროვეთ ხმელი შეშა, ცოტა ქარიც წამოგვეშველა ანთებაში და ცეცხლიც დაგუზგუზდა

ისეთი კოცონი დავანთეთ, რომ სამწვადეს, სარდელებს ან თუნდაც კარტოფილს ვნატრობდით
მერე იქვე მუშამბა (და არა 'კლიონკა'
გავშალეთ და საგზალი ამოვალაგეთ

რახან დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ ცეცხლი დაგვენთო და გავმთბარიყავით. უცებ მოვაგროვეთ ხმელი შეშა, ცოტა ქარიც წამოგვეშველა ანთებაში და ცეცხლიც დაგუზგუზდა

ისეთი კოცონი დავანთეთ, რომ სამწვადეს, სარდელებს ან თუნდაც კარტოფილს ვნატრობდით

მერე იქვე მუშამბა (და არა 'კლიონკა'

Last edited by Naia on 08 მარ 2010, 18:36, edited 1 time in total.
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ახლა მოლაშქრეების ფოტოებსაც დავდებ
ეს ქალბატონი ლიაა, რომელსაც თავისი მე-11 კლასელი მოსწავლეები ჰყავდა წამოყვანილი. ქალბატონი ლია აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს კარვის ცხოვრებას. ჩვენთან ერთად იხალისა აბასთუმნის საახალწლო თემაზე, ძალიან მოსწონს ზღარბის ტობავარჩხილის დღიურები და 1-ხელ უკვე მიიღო მონაწილეობა კარვის ხეების დარგვის აქციაში. მაშინაც თავისი მოსწავლეებით იყო წამოსული. ამ დღეებში კარავზე გააქტიურებულა და იმედია უფრო ხშირად ვიხილავთ ჩვენს ლაშქრობებში

ქალბატონი ლიას მოსწავლეები

ქსოვრელი

სარაჯისტკა

სარაჯისტკას +

მარმენიოს პლიუსები (ანუ დაურეგისტრირებელი კარაველები აწუნთის უღელტეხილის ლაშქრობიდან)

პატრიკა

(სამწუხაროდ, მეტი ფოტო არ გადამიღია)
უკანა გზაზე გოგა, პატრიკა, ქსოვრელი და მე ჩამოვრჩით და ნაგვის გროვა-გროვებით ჩავედით ცენტრალურ გზამდე, სადაც უკვე ზვიადი გველოდა თავისი მინიბუსით. ჩავსხედით და თბილისისკენ გამოვემგზავრეთ. 5 სთ-ზე უკვე სახლებში ვიყავით
დიდი მადლობა ლაშქრობის ორგანიზატორს, მონაწილეებს და ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
ალექსას რა აჭამეთ?
2 იანვარს ზღარბი დამებედა 

ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
12 ვაშლი, ცოტა კარალიოკის, ვაშლისა და ქლიავის ჩირი, 1 ჭიქა კონიაკი და
ცოტა შოკოლადი "ბარამბო" (ინტერესის გამო)
კარგი გასვლა იყო. დღეს შესანიშნავ ფიზიკურ მდგომარეობაში ვარ.

არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.