მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 01:48

ლაშქრობა მანგლისი-ნამტვრიანი-თრიალეთის წყალგამყოფი-რკონი-ერტაწმინდა-გარიყულას მარშრუტზე. 2009 წლის 8-9 ივლისი.
კოპი-პეისთ ფრომ
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=186

1. რეგიონი: ქვემო ქართლი-თრიალეთის ქედი-შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება: მანგლისი-რკონი-გარიყულა

3. ხანგრძლივობა: 2 დღე (ამ შემთხვევაში).

4. სირთულე: საკაიფო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი თბილისი-მანგლისი კაცზე 3 ლარი, გარიყულა თბილისი კაცზე 2.5 ლარი.

6. მონაწილეთა რაოდენობა: 2 კაცი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: მე, აისის ეგიდით.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: მანგლისიდან გარიყულამდე ვიარეთ რა, გზად შეგვხვდა ნამტვრიანი, სამაჭალო, რკონი, ჩაჩუბეთი, ჭყოპიანი, ერთაწმინდა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მანგლისში ჩასვლას საათნახევარი უნდა და დაახლოებით საათზე მეტი გარიყულიდან ჩამოსვლას

10. ფეხით გავლილი მანძილი: 60 კილომეტრამდე. დაახლოებით.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ძალიან ბევრია. მაგრამ ეგ არ გვაინტერესებდა

12. საბანაკე ადგილები: სადაც გინდა, მთავარია მთიდან მოგლეჯილი რამე არ დაგეცეს და ასევე მოვარდნილმა წყალმა არ წაგიღოს.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: არაა პრობლემა, წყაროები ბევრია და მდინარეც ისმევა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: ჩვეულებრივი რა.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები: ძირიტადად ფაუნა, მგლები, დათვები. ქვეწარმავლები არაა... ხო, კიდევ წვიამიან ამინდში ხევის მოვარდნაა მინიმალურად შესაძლებელი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: ბევრია. კლდეკარი, რკონი, იკვიო, ერთაწმინდა და ა.შ.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: ეს ვერ გავიგე რა პირობები.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ნამტვრიანიდან ვიდრე ცაჩუბეთამდე მობლურ არ იჭერს, არც მაგთი და არც ჯეოსელი. ასე რომ სრული იზოლაცია.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო -

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით- ??? ვისთვის როგორ.

23. სასარგებლო ბმულები: www.aisiforce.org
Last edited by gurzi on 27 ივლ 2009, 17:52, edited 2 times in total.

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 01:50

თავი I
გასვლა
დილით ნაპსტერის ზარმა გამაღვიძა. გავდივარ ვაგზალზე და რას შვებიო. საათს დავხედე, 7-ის ნახევარი იყო. ჩანთა და ტანსაცმელი გამზადებული მქონდა, გასამზადებლად 10 წუთი მჭირდებოდა, ვაგზალზე ცასასვლელად კიდევ 10 წუთი.
ნაპსტერს ვუთხარი, ვაგზლის მეტროსთან დამელოდე და 20 წუთში მანდ ვარ თქო.
3-ნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ 2 კაცი ვერ წამოვიდა.
7-ს 5 აკლდა როცა ვაგზლის მეტროსთან მივედი. მანგლისის ავტობუსი 8-ზე იყო დანიშნული, მაგრამ მანამდე საყიდლები გვქონდა. საგზალი და ცელოფნის ნაჭერი, რომელსაც კარვის მაგივრობა უნდა გაეწია.
ჯერ ავტოსადგურისკენ წავედით. გამოცდილებით კი ვიცოდი რომ 8-ზე დანიშნული ავტობუსი მაშინ გადიოდა როცა შეივსებოდა, მაგრამ წმინდა თეორიულად შესაძლებელი იყო 8-ზევე გავსებულიყო და გასვლა ჩაგვარდნოდა.
ავტოსადგურში მშვიდობა დაგვხვდა.
ჩანთები სადგურშ მყოფ ვიღაც თანამშრომელ ქალს დავუტოვეთ შესანახად, რაშიც მან 50-50 თეთრი გამოგვართვა და ბაზარში წავედით.
ვიყიდეთ
საკარვე ცელოფანი, ორმაგი, ზომით 1.5X3 მ.
5 მეტრიანი თოკები 2 ხვეულა.
დიდი ცელოფანის პარკები ყოველი შემთხვევისთვის 3 ცალი.
კონსერვები, "ტუშონკა", მოხარშული შესქელებული რძე, თევზი ზეთში, თევზი ტომატში, სნიკერსები, უკრანული შოკოლადის ბატონები.
ასევე ცელოფანში შეფუთული პური.
ჩემს სამხედრო ამერიკული ულუფებთან და ნაპსტერის მშრალ სუფებთან ერთად 3 დღიანი ლაშქრობისთვის სრულიად საკმარისი იყო.
ავტოსადგომში რომ მოვბრუნდით 8-ს 10 წუთი აკლდა.
9 საათამდე დაცდა მოგვიხდა, ბილეთების გამყიდველმა შემომცინა...
გენაცვალე, 8 საათზე სალარო იღება, ავტობუსი მაშინ გადის როცა საჭიროდ ჩათვლისო, არადა 1 მარშრუტკის ხალხი უკვე იყო მოგროვილი.
როგორც იქნა მოადგა ფორდის ტიპის მიკროავტობუსი, დავჯექით...
მძღოლმა დაკვირვებით გადათვალა ცარიელი ადგილი ხომ არაა სადმე დარჩენილიო და როცა დარწმუნდა კაარგა მჭიდროდ ვიყავით ჩალაგებულები მანქანა დაძრა.
ის იყო ავტოსადგურის ეზოდან გამოვედით რომ ავტობუსს მერსედესის მარკის მარშრუტკა გაუსწორდა, მძღოლმა დაასიგნალა და გაბრაზებულმა ჩვენს მძღოლს უთხრა, ეხლავე დაატრიალე უკანო. თურმე იმის გამო რომ ვისაც გასვლა ეკუთვნოდა და არ მოდიოდა, სხვა ავტობუსი გაუშვიათ.
ფორდის მძღოლმა ავტობუსი მოატრიალა, რომ გადმოვიდნენ ეს ეკითხება, რატომ არ მოხვედი დროზეო, მერსედესის მძღოლმა შეღრინა, მე რად უნდა მოვსულიყავი, თქვენ უნდა დაგეძახათო.
მგზავრებმა ერთამენთეს გადავხედეთ. სიტუაცია აშკარად კურიოზული იყო.
გადავჯექით მერსედესში.
ჩვენდა სუბედუროდ მესედესი ფორდზე 2 ადგილით უფრო ტევადი აღმოჩნდა და კიდევ მოგვიწია ცდა.
როგორც იქნა კარგი ჩასუქებული ქალბატონი გამოჩნდა მანგლისში მიმავალი, სიცხით გათანგულმა მგზავრებმა დიდი ხნის ნანატრ მესიად მივიღეთ, მაგრამ...
ქალბატონი ავტობუსში ამოვიდა, მიიხედ მოიხედა, უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები და...
აღარ ყოფილა აქ ადგილიო და ჩავიდა...
ვზივართ და ველოდებით, ცალკე მგზავრები ცალკე მძღოლი...
მძღოლს ვეკითხები, ბატონო პატივცემულო, რას ველოდებით თქო...
მანქანის შევსებასო...
ხო მაგრამ ამოდის ხალხი, უყურებს, ამბობს აღარაა ადგილი და გარბის და რაღა შევსებას ველოდებითო...
მაიცა, მოვლენო...
რომ არ მოვიდნენ მეთქი...
როცა მოვლენ მაშინ გავალთო...
ვიცდით...
ერთი ქალი წამოხტა, მე ამდენს ვერ მოვიცდი ტაქსით ავალ მანგლისში და ჩასვლა დააპირა, გამოვეტირეთ მგზავრები, სად მიდიხარ ქალბატონო გვღუპავო? არ შემიძლია ამდენიო ცდაო, მეჩქარებაო. წავიდა, წავიდა და ჩვენი იმედებიც თან წაიყოლა.
მძღოლმა ჩაიცინა...
მაიცააა...
ტაქსისტი მე რომ დამინახავს აბა ნახე თუ წაიყვანოსო და გაყვა იმ ქალს.
15 წუთის მერე უკან მობრუნდა. აშკარა იყო მისმა ავტორიტეტმა ტაქსისტებთან არ გაჭრა.
ვზივათ და სიცხეში ვიწურებით, სიტუაცია იმდენად კომიკურია გაბრაზებასაც ვეღარ ვახერხებთ, ნაპსტერს ცოტა უკლია და აიჭრება...
ამათ კიდევ ევროკავშირი და ნატო უნდათო.
კაი ხნი ცდის მერე გამოჩნდნენ დამატებით მგზავრები...
დედა შვილი იქნებოდნენ...
დედა ეგრევე დასკუპდა თავისუფალ ადგილზე, შვილმა მიიხედ მოიხედა, შეფიქრიანდა და ერთ ქალს მიადგა, აუ მანდ დამსვიო ეუბნევა...
ქალმა იმის შიშით რამე არ ეწყონოს და არ ჩავიდესო ეგრევე წამოხტა და დაბრძანდი გენაცვალეო.
დავლაგდით როგორც იქნა...
დაიძრა ავტობუსი როგორც იქნა.
საათნახევარში მანგლისში ვიქნებოდით.
ანუ დაახლოებით 12-ის ნახევარზე.
Image
Image

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 01:51

თავი II
ეკლესია.
12-ის 20 წუთი იყო მანგლისში რომ ჩავედით.
ჩვენმა სასიქადულო მძღოლმა ეკლესიასტან გასვლაზე უარი განაცხადა.
რას ვიზამდით დამატებით 2 კილომეტრამდე ფეხით უნდა გვევლო.
მოვიკიდეთ ზურგჩანთები და ჰაიდა ეკლესიისკენ.
Image
Image
12-ის ნახევარზე ეკლესიასთან ვიყავით.
ნაპსტერის ზურგჩანთაზე წყლის მარაგი შევნიშნე. გადავაღვრევინე. სიმძიმე ტყუილად რატომ უნდა ეთრია, როდესაც წინ წყარი შეგვხვდებოდა. ნაპსტერმა ნახევარი ბოთლი წყალი მაინც დაიტოვა.
Image
ეკლესიის ეზოში შევისვენეთ. ნაპსტერს ბათინკმა ფეხი გადაუქლიტა და ზომების მიღება იყო საჭირო, პლასტირები დაიკრა. მტკივანი ფეხი არ გვჭირდებოდა.
Image
მარშრუტი დავგეგმეთ.
რამდენიმე ვარიანტი იყო.
1. გასვლა ნამტვრიანისკენ და იქ წყალგამყოფის გზის მოძებნა.
2. გასვლა არხოტისკენ და შემდეგ ხევის სათავისკენ სიარული, ქედზე გადასვლა და იქიოდან ან რკონისკენ ან კლდეკარისკენ.
3. გასვლა ნაპილნარისკენ, იქიდან კლდეკარზე და შემდეგ რკონისკენ.
ნამტვრიანის გზა ვირჩიეთ.
ეს ყველაზე ნაკლებად გადიოდა დასახლებულ პუნქტებზე და ყველაზე ნაკლებად იყო დაზვერილი. სამაგიეროდ ყველაზე მოკლე ჩანდა.
Image
გავემზადეთ და გავუყევით გზას.

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 01:51

თავი III
ნამტვრიანი
ეკლესიიდან გზას გამოვუყევით.
ნამტვრიანის ასახვევამდე კარგი მანძილი გვედო, გრუნტის გზაზე უნდა გვევლო, მდინარე ალგეთი რამდენჯერმე გადაგვეკვეთა, წყაროსთან შეგვესვენა და ნამტვრიანის ასახვევს შევდგომოდით, სოფელი კოდა გაგვევლო და ნამტვრიანში გზა გაგვეკითხა.
Image
წყაროს ერთ საათში მივადექით. აქედან ნამტვრიანის ასახვევი ახლოს იყო.
დავისვენეთ, წყალი ავავსეთ, სნიკერსი გავტეხეთ.
ადგილობრივი ბიჭები შემოგვხვდნენ, ცხენებით.
რკონის გზა გამოვკითხეთ.
თუ ჯიგრულად ივლით ასე დაღამებამდე რკონამდე მაინც ვერ ჩახვალთო.
მადლობა გადავუხადეთ, ჩვენც ასე გვქონდა გათვლილი, ღამე ან ტყეში უნდა გაგვეთია, ან თუ გაგვიმართლებდა სამაჭალოში, რომელიც რკონამდე გზაზე იმყოფებოდა.
ავიყარეთ და გავაგრძელეთ გზა.
მარჯვნივ ასახვევი და დაუმთავრებელი ხიდი გამოჩნდა, ხიდზე გადავბობღდით და შევუყევით აღმართს.
კოდა პატარა დასახლებაა, ასე 10 სახლი თუ იდგებოდა, ნამტვრიანი უფრო დიდი სოფელია, შედარებით.
ნამტვრიანამდე შეუსვენებლად ვიარეთ, ციცაბო აღმართისგან სიარული ჭირდა. კოდადან ნამტვრიანამდე ცოტა გავიჭირვეთ და ნამტვრიანის შესასვლელთან უკვე მუხლები მოგვეკეცა.
Image
Image
Image
წუთშესვენების შემდეგ სოფელში შევედით.
ადგილობრივ ბირჟაზე რამდენიმე მოხუცი ქალი და ბავშვები დაგვხვდნენ, გზა ვიკითხეთ და ისევ აღმართს შევუყევით. მაგრამ რამდენიმე მეტრშივე მხარი გვეცვალა, მეორე მხარეს გავედით, მივხვდით რომ არასწორეად მივდიოდით და უკან მოვტრიალდით, გორა სიგრძეზე გადმოვკვეთეთ, კლდეზე ჩამოვსრიალდით და ისევ სოფელში შევედით, სოფელი გადავკვეთეთ და მეორე გორაზე ავედით, გზა გავასწორეთ, მაგრამ ისევ მხარი გვეცვალა.
ზევით რაღაც ბოსლის მაგვარს მივადექით. რუკა შევამოწმეთ და ისევ უკან მოვტრიალდით.
ამ დროს ძახილის ხმა შემოგვესმა, ასე 500 მეტრიდან ვიღაც ცხენოსანი გვეძახოდა.
ეს ჩვენი მფარველი ანგელოზი, ღვთის გამოგზავნილი მხედარი თრიალეთელი გაუჩო ვალიკო იყო :)

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 01:52

თავი IV
გზა წყალგამყოფისკენ
მხედარს მივუახლოვდით.
მოწითალო-ჟანგისფერ ჭაკ ცხენზე ამხედრებული ასე 60 წელს მიღწეული სუფთად ცაცმული და წვერგაპარსული კაცი წარმოგვიდგა, მონადირის ჟილეტი, პანამა ქუდი და მკერდზე სამხედრო ბინოკლი მკაცრ შესახედაობას აძევდა, ცხენის გარშემო 2-3 თვის დედისფერი კვიცი დახტუნავდა.
საით მიეშურებითო შეგვეკითხა მხედარი. შორიდან გაკვირდებით და გეტყობათ გზა აგებნათო.
რკონში მივდივართ, მაგრამ გზა არ ვიცითო ვეუბნევით. აქედან გზას უნდა გაყვეთ, მერე ტყე-ტყე ბილიკებზე იაროთ და მთის ძირში გასასვლელია, იმის იქით კი ნებისმიერ ხეობას შეგიძლიათ დაყვეთ, და რკონში ჩაგიყვანთ, ოღონდ დღეს დაღამებამდე ვერ ჩახვალთო.
გზას უფრო დაწვრილებით ჩავეძიეთ, საით და როგორო.
რაღა ბევრი გიხნათ, იქით მაქვს გზა და წამო მიგაცილებთო.
ვუყურებ ამ კაცს და კინოებში ნანახი სამხრეთამერიკელი გაუჩოები მიდგას თვალწინ.
სახელი შევეკითხე. ვალიკო მქვიაო. ეგერი ხართ ბატონო ვალიკო მეთქი? რაიო შვოლოო? მეტყევე ხართ-მეთქი?
არაა, ზევით ნახირს ვმწემსავთო.
გამეღიმა...
ნაპსტერს ვეუბნევი, გაუჩოს გავს ვიფიქრე და მართლა გაუჩო არ ყოფილაო.
თან ვალიკოს ვუხსნი, გაუჩო სამხრეთ ამერიკაში ცხენების მწყემსებს ქვია-თქო.
ეტყობა კარგად ვერ გაიგო...
იქ დიდი ადგილებია და აქ ცხენები სად უნდა გააჩეროოო.... :)
მოიტათ ჩანთები უნაგირზე ჩამოვკიდოთ თორემ გაგიჭირდებათო. არა იყოსო დავიმორცხვეთ...
რა არა შენ ჩემო თავო, გეუბნევა გააკეთე რა...
მოტათ მოიტათო კიდევ კარგი დაიჟინა.
მოვიხსენით ჩანთები, შიგნით შენახული ვაგზალზე ნაყიდი წითელი კაპრონის თოკი გამოვაძრე, ჩემი და ნაპსტერის ჩანთები ერთმანეთს გადავაბით და მხედარს უკან შემოვუწყვეთ და უნაგირზე მივუმაგრეთ. ვალიკომ ჩანთები შეამოწმა და დავიძარით.
Image
Image
ჯერ პირდაპირ ვიარეთ, მთის ფერდზე, მერე ხელმარჯვნივ შეუხვია მცირე მდელო გაიდიარა და ტყის ტევრში შევიდა, ტყიდან მალე გამოვიდა და ისევ მინდვრებზე აღმა წავიდა.
მივდევთ უკან, ცხენი სწრაფად მიდის, გარშემო ენითაუწერელი სილამაზეა მაგრამ...
დიდი აღმართებია, ჩანთები კი მოხსნილი გვაქვს და მსუბუქად მივდივართ მაგრამ ამ აღმართებზე ჩქარი ნაბიჯით შეუსვენებლივ მიმავალ ცხენს არ გინდა ტემპი აუწყო?
Image
Image
Image
Image
ვალიკო ცუდ ხასიათზე არაა, გვებაასება, ოღონდ ის რას გვეუბნევა სანახევროდ არ გვესმის და ჩვენი ნათქვამიდანაც ეტყობა მთლად სწორად ვერ გამოაქვს აზრი. ასეა თუ ისეა, ცხენს და მხედარს მივდევთ და ხან მე და ხან ნაპსტერი ვცდილობთ აქა იქ მაინც გადავიღოთ სურათი მომავალი თაობებისთვის, მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა სურათების უმრავლესობა გაფუჭებულიყო.
Image
Image
Image
Image
მდელოები ავათავეთ და ისევ ტყეში შევედით, დაბურულ ტყეებში წყაროებით დასერილი და დატალახებული ბილიკი აღმართ-არმართ კარგა ბლომად ვზილეთ, ისევ გამოვედით ტყიდან, ისევ აღმართები, აქ ტალახები არ არის და ხის ტოტებიც ხელს არ გვიშლის, მაგრამ ცხელა, დაძაბული კროსისგან სისხლი დუღს, თვალებში გვასხავს, ვალიკოს ვეუბნევით, კარგი დიდი მადლობა ეხლა ჩვენით წავალთო.
ჩანთები მძიმეებია შვილებო, ცოტაც დარჩა, თან ადრეა არ მეჩქარება, მიგატანინებთო, მერე რა რომ მძიმეებია, მაგის თრევის ანგარიშით ვართ წამოსული გავუძლებთო მოვიწონეთ თავი და თან ერთი სული გვაქვს როდის ჩავიმუხლებით. არა იყოს წაგაღებინებთო. ისე ხომ კაი ადგილებიაო გვეკითხება... კიიო დავეთანხმეთ, აიო 58 წლისა მოვიყარე და ჯერ .... ვეღარ გავიგე რა თქვა, შევილებსაც ესე ვზრდიო და ტან მოტეხილი ნაძვის ტოტით ცხენს ბუზებს უქშევს.
ჩვენც რაღაცას ვეუბნევით.
ნაპსტერი კიდევ ყოჩაღადაა...
მე უკვე ფინიშზე ვარ.
ესღა მოვიფიქრე, თვალებით ცხენის უკანალი მოვძებნე და ამ ცხენის ტრაკს მივყვები, ვცდილობ არ დამეკარგოს, სად მივდივარ, რას ვაბიჯებ, რა ხდება ირგვლივ არ მაინტერესებს, მთავარი ცხენის უკანალი არ დამეკარგოს, წინ ცხენი უკან მე...
ვალიკო ისევ ტყეს მიადგა, მოტრიალდა და ცხენი გააჩერა. რა თავს იკალავთ შვილებოო, შეისვენეთო, ამ ცხენს რას უყურებთ ამის საქმე ეს არისო....
ვაააა.....
ახლოს მივედი და ჩავიკეცე, ნაპსტერმა ერთი ჩაიმუხლა, მერე ადგა და ჩემს ჩანთას მისწვდა, ჯიბიდან წყლის ბოთლი ამოაძრო, ჯერ ვალიკოს შესთავაზა, არ მინდა თბილი იქნებაო, თავი გააქნია ჩვენმა გაუჩომ, არა, არ არის თბილიო მიუგო ნაპსტერმა, მაგრამ აღარ დაუძალებია, წყალი მოსვა და მე მომაწოდა. ცოტა დავლიე და თავზე დავსხი, მე მომეჩვენა თუ სიგრილე წყალმა მართლა შეინახა, მაგრამ ცივი კი იყო, სანამ თავზე ზევიდან კისრამდე ჩამოვიდა კი ადუღდა წყალი.
ცოტა მოვსულიერდი, ამოვიფშვინე, ვალიკოს გაეცინა.
ზევით მთის წვერი დაგვანახა, აი იმ მთის წვერს მარცხნიდან მიუდგებით და გასასვლელიც მანდააო.
როგორც მერე რუკაზე დავადგინეთ ეს ნამტვრიანის მთა იყო, ხოლო გასასვლელი, უღელტეხილი ნამტვრიანის და მეორე მთას შორის გადიოდა.
5,6 წუთი შევისვენეთ და ისევ გზას ავუყევით, ტყეში კიდევ რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ. შუა ტყეში ვალიკომ ცხენი შეაყენა. აქედან ბილიკს ზევით აუყვებით და გახვალთ, აღარ შეგეშლებათო...
ჩანთები გადმოვიღეთ, თოკი აბლანდულიყო, გავჭრი მეთქი, დანას წავტანე, არ გინდა ნუ გაჭრი ცხენის დასაბმელად გამოდგებაო. მაშინ დაგიტოვებთო, გაგვიხარდა, რომ რამით მაინც შეგვეძლო მადლობის გადახდა. კარგიო, თოკი გავხსენით, დავახვით და გავუწოდეთ, გამოგვართვა და დაგვემშვიდობა.
თავქვე დაეშვა.
უკვე უკვე შეგვეძლო ჩვენს ნებაზე გვევლო.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by Archil » 27 ივლ 2009, 01:57

gurzi

ოღონდ ცხენის სურათიც მასეთი გაღიმებული არ დადო და :lol: :lol: :lol:

შედი ლაშქრობის აღწერის წესებში და იმის მიხედვით დაგვიწერე. აქ წესია ასეთი, რომ მერე ადამიანი რომ ნახავს შენს ლაშქრობას, შეეძლოს იგივე გზით გავლა და იცოდეს რაა იქ გასათვალისწინებელი. ასე რომ პლიიზ....

ველქომები შენ შემოკარვებას.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 02:12

Archil
ოღონდ ცხენის სურათიც მასეთი გაღიმებული არ დადო და Laughing Laughing Laughing
ვერ გავიგე რა გაღიმებული ცხენი?
შედი ლაშქრობის აღწერის წესებში და იმის მიხედვით დაგვიწერე. აქ წესია ასეთი, რომ მერე ადამიანი რომ ნახავს შენს ლაშქრობას, შეეძლოს იგივე გზით გავლა და იცოდეს რაა იქ გასათვალისწინებელი. ასე რომ პლიიზ....
აქ ადმინისტრაციამ მთხოვა ანგარიში თუ რაღაც აღწერა დადეო.
ხოდა ვდებ, უფრო სწორად მეზობელ ფორუმზე ვდებ და აქაც გადმომაქვს.
მეორედ დაწერის ნერვი მაინც არ მაქვს.
წესები წაკითხული მაქვს და მე მგონი წესებში ჯდება. რასაც წესები ითხოვს ყველა ინფორმაციაა ტექსტში.
რაც სხვა ლაშქრობების აღწერები წავიკითხე, ზოგადი ფრაზებია ძირითადად, საიდანაც სასარგებლო აზრს იშვიათად თუ გამოიტან.
ამ თრიალეთის ქედზე 2 ლაშქრობაა აღწერილი და თავსა და ბოლოს ვერ გაიგებ როგორ უნდა იაროს კაცმა.
აგერ დაწვრილებით ვდებ. პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი და ყოველი მომენტი ჩამოთვლილია და მეტი რაღაა საჭირო?
ველქომები შენ შემოკარვებას.
მადლობა :)
Last edited by gurzi on 27 ივლ 2009, 03:53, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2009, 02:40

gurzi
ვა, რა ლამაზი მიმართულება შეგირჩევია.
მთაუხვიანიც არის.

ვფიქრობ, რომ ფოტოებზე სახეები არ უნდა დაგეფარა.
სინტერესო მოლაშქრეები ჩანხართ და მიიღეთ კარავულ გასვლებში მონაწილეობაც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 02:54

GAMARJOBA SAKARTVELO
ლამაზი მიმართულება შეგირჩევია.
მთაუხვიანიც არის.
მთაუხვიანი?
რაც დაწერილია მანდ ეგ არი გზის მეოთხედი, 3 მაგდენი კიდევ წინაა მაგრამ წერა მეზარება, მოგვიანებით დავწერ.
მანდედან უკვე იწყება რკონისკენ მიმავალი ბილიკები და უბილიკობა, სადაც მზე არ ჩანს :)
ვფიქრობ, რომ ფოტოებზე სახეები არ უნდა დაგეფარა.
სინტერესო მოლაშქრეები ჩანხართ და მიიღეთ კარავულ გასვლებში მონაწილეობაც
სახეები გარკვეული მოსაზრებითაა დაფარული.
თემა კოპირდება აისის ფორუმიდან.
აისის ფორუმზე კი მოქმედებს მკაცრი წესი, არც ერთი აისელის სახე ინტერნეტში.
კარვვულ გასვლებზე კი რა მოგახსენოთ, აისელების გასვლებსაც ძლივს უძლებს ჩვეულებრივი ადამიანი.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by Archil » 27 ივლ 2009, 10:10

gurzi wrote:Archil
ოღონდ ცხენის სურათიც მასეთი გაღიმებული არ დადო და Laughing Laughing Laughing
ვერ გავიგე რა გაღიმებული ცხენი?
ამ გაღიმებულ ცხენზე გეუბნებოიდი :)

ადამიანები კი დახატე გაღიმებულები და ცხენიც არ დაგვიდოთქო ..

გეხუმრე არისტაფონ, გეხუმრე კაცო (კ/ფ "მიმინო")

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by qvevri » 27 ივლ 2009, 10:15

Archil
მაგ კაცმა რაღა დაგიშავა? გარემ ეგეც მიაინკოგნიტოვე...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by Nika » 27 ივლ 2009, 12:57

ნამტვრიანის გზა ვირჩიეთ.
ეს ყველაზე ნაკლებად გადიოდა დასახლებულ პუნქტებზე და ყველაზე ნაკლებად იყო დაზვერილი.
ამაში ვერ დაგეთანხმები. 3-ჯერ ვართ მაგ გზით მანქანებით გადასულები. სამწუხაროდ გოგოტიდან რკონამდე მანქანის გზა აღარაა და გოგოტიდან გოსტიბესკენ ჩავდივართ ხოლმე.

ისე კი საღოლ მაგ აღმართებზე ფეხით თან სიცხეში ასვლა არაა იოლი.

აი ერთ ერთი გასვლის ტრეკი.

http://up.jeje.ge//download.php?id=C985492936
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by lama » 27 ივლ 2009, 13:04

gurzi
რა ჩემნაირი ჩანთებით წასულხართ

:)

ერთი ადრე მქონდა და მეორე ახლა მაქვს

კროსნარის ფირმის
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by ლეონტი » 27 ივლ 2009, 15:08

Image
როგორც ამ სურათიდან ირკვევა საკმაოდ სიმპატიური ხართ,
ამიტომ სხვა სურათებში თქვენი სახე არ უნდა წაგეშალათ.

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 27 ივლ 2009, 16:20

Archil
ამ გაღიმებულ ცხენზე გეუბნებოიდი

ადამიანები კი დახატე გაღიმებულები და ცხენიც არ დაგვიდოთქო ..

გეხუმრე არისტაფონ, გეხუმრე კაცო (კ/ფ "მიმინო")
უხდება ხო იცი შენ :)
სმაილიკი უხდება ცხენს :)

qvevri
მაგ კაცმა რაღა დაგიშავა? გარემ ეგეც მიაინკოგნიტოვე...
კაცს არ ეკუთვნის.
ისე ძაან ჯიგარი კაცია ვალიკო :)
Nika
ნამტვრიანის გზა ვირჩიეთ.
ეს ყველაზე ნაკლებად გადიოდა დასახლებულ პუნქტებზე და ყველაზე ნაკლებად იყო დაზვერილი.

ამაში ვერ დაგეთანხმები. 3-ჯერ ვართ მაგ გზით მანქანებით გადასულები. სამწუხაროდ გოგოტიდან რკონამდე მანქანის გზა აღარაა და გოგოტიდან გოსტიბესკენ ჩავდივართ ხოლმე.
არამგონია ერთიდაიგივე გზაზე ვამბობდეთ, რადგან ნამტვრიანიდან 4-5 კილომეტრში ოფროუდერი კი არა მოტოციკლს გაუჭირდება გასვლა, წყალგამყოფზე ეგრე ავედით და წყალგამყოფის მერე სადაც ვიარეთ რკონისკენ არათუ ტექნიკას, ცხენი ვერ ივლიდა.
თქვენ ეტყობა გრუნტის გზით გახვედით და მერე ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით გოსტიბისკენ გაშლილი ადგილებით იარეთ.
სუულ სხვა მარშრუტია ეგ.
lama
gurzi
რა ჩემნაირი ჩანთებით წასულხართ



ერთი ადრე მქონდა და მეორე ახლა მაქვს

კროსნარის ფირმის
ალბათ ნაპსტერის ჩანთაზე ამბობ. შეიძლება.
ჩემი გერმანული ბუნდესვერის სამთო ქვეითების ზურგჩანთაა. ეგერრუკზაკ.

ლეონტი
როგორც ამ სურათიდან ირკვევა საკმაოდ სიმპატიური ხართ,
ამიტომ სხვა სურათებში თქვენი სახე არ უნდა წაგეშალათ.
:D
შუტნიკ.
Last edited by gurzi on 27 ივლ 2009, 17:55, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]