გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 14:59

ვიწყებ მარშრუტის აღწერით, რის დამკვიდრებასაც ვცდილობთ

1. მარშრუტი: თბილისი - ნაქალაქარი გუდარეხი - თბილისი
2. როგორ მივიდეთ საწყის პუნქტამდე: ჩვენ ავირჩიეთ მარშრუტი თბილისი - კოდა - ფარცხისი - თეთრიწყარო - სოფ. გუდარეხი - ნაქალაქარი გუდარახი. სოფ. გუდარეხამდე ვერ მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნივებით ვიყავით წასულები. ჩვენს გასვლამდე ხუთი დღე გადაუღბლად წვიმდა და გზები დახევდა და საშინლად ტალახიან-მოლიპული იყო. ამიტომ ადგილობრივების დახმარებითა და რჩევით თეთრიწყაროდან პირაპირ გუდარეხის ნაქალაქარიაკენ წავედით. გუდარეხს თავზე მოვექეცით, ერთ ადგილას მანქანები დავტოვეთ და იქიდან ფეხით დავეშვით. ასე 2-სამი კილომეტრი თუ გავიარეთ.
3. როგორ წამოვიდეთ ბოლო პუნქტიდან: ჩვენ იგივე მარშრუტით დავბრუნდით, მაგრამ შესაძელბელია თუ სოფელ გუდარეხამდე მიხვალთ იქიდან წამოხვიდეთ დასახლება მადნის, რომელიც ზედ ალგეთის პირასაა, სოფ. აბრამეთის გავლით. აბრამეთიდან ორი ალტერნატივაა ფარცხისისკენ და შემდეგ კოდა თბილისი, ანდა გრუტის გზით ორბეთისაკენ და შემდეგ პანტის, წყნეთ თბილისისაკენ. ალტერნატიულად, ცხადია ამ მარშრუტით შეიძლება გუდარეხშიც მისვლა.
4. მარშრუტის სიგრძე და სირთულე: თბილისიდან თეთრიწყარომდე ნორმალური სამანქნო გზაა. თეთრიწყაროში არის ტრაფარეტი რომელიც გუდარეხის გადასახვევთან დგას. აქედან იწყება გრუნტის გზა, რომელიც, როგორც დავრწმუნდით, თუ სველია ძნელად გასასვლელია და აუცილებელია ნივები. მარშრუტკა სველ გზაზე თავად თეთრიწყაროსაც კი შორს ვერ გაცდება. პრობლემა არ შეგექმმნებათ თუ ნიადაგი მშარალია. ჩვენ ბოლო სამიოდე კილომეტრი ტყეში გაჭრილ სამანქანო გზაზე ვიარეთ. გუდარეხისკენ სულ დაღმართია (აბა გამოცანით უკან აღმართია თუ დაღმართი :D ), საკმაოდ ადვილი სასიარულო, უბრალოდ სველი გზის შემთხვევაში შესაბამისად უნდა გეცვათ ფეხზე.
5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა: ერთი დღე პიკნიკის ჩათვლით
6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი: ჩვენს თავდაპირველ გეგმაში ვნახავდით სოფ. გუდარეხში კოშკს, მაგრამ რახან იქამდე ვერ მივაღწიეთ და პირდაპირ ნაქალაქარს მივადექით, ცხადია ყურადღბის ცენტრში ნაქალაქარია. აქ ნახავთ მეცამეტე საუკუნის შედარებით დიდ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც რუსუდან დედოფლის ზეობის წლებშია აშენებული. ასევე რამდენიმე მცირე ზომის ეკლესიას, მეცამეტე საუკუნის, 1278 წელს აშენებულ სამრეკლოს, რომელიც ყველაზე ადრეულია საქართველოში დათარიღბულ სამრეკლოებს შორის და მრავალ სხვა ნაგებობას (რეპორტაჟში იხილავთ)
7. საცნობარო ლიტერატურა: ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ. 1974, გვ. 158
8. რჩევები საბანაკე ადგილებზე: ნაქალაქარის მიდამოებში მშვენიერი საბანაკე ადგილებია, განსაკუთრებით კაკლები ტევრი გალავანთან. ახლა არ შემიმოწმებია, მაგრამ ადრე რომ ვიყავი იქვე წყარო იყო. მოკლედ თუ გადაწყვიტეთ ღამის გათევა საბანაკე ადგილის შერჩევის პრობლემა არ უნდა გქონდეთ.
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია: ამ ჯერად ვერაფით დაგეხმარებით
10. მარშრუტის აღწერის თარიღი: 16 ოქტომბერი, 2005 წელი
11. რუკა, თუნდაც სქემატური - რუკას თუ ვიშოვი გამოვდებ. რეპორტაჟში იხილეთ საკვაძო გზაჯვარედინების ფოტოები.

აბა წავედით

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:03

თვიდან ისევ მარშრუტის შესახებ. თეთრიწყაროში გადასახვევს ვერაფით გაცდებით. - დიდი ტრაფარეტი დგას მთავარ გზაზე. აქ გადაუხვით. მალე თეთრიწყაროს უკან მოიტოვებთ. ერთ ადგილას ნახავთ ფერდობზე დაგდებულ ბეტონის ორ ცალ კონსტრუქციას:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:07

იქვე გზის საყარი დაგხვდებათ. ჩვენ მარჯვნივ, ქმემოთ წავედით იმ ანგარიშით რომ ჩავიდოდით სოფ. გუდარეხში. ჩვენს მანქანებს იქ დავტოვებიდით კოშკთან და თუ კარგი გზა იქნებოდა ნაქალაქარამდე შევეცდებოთ მისვლას.

მოკლედ კარგად დააკვირდით ამ სურათს. ნაწვიმარზე ნურც კი იფიქრებთ მარჯვნივ, ქვემოთ წასვლას, წადით მარცხნივ. წინა სურათის ბეტონის კონსტრუქციები ახლა თქვენს ზურგს უკანაა

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:11

გყევით ამ გზას. გზა მოხრეშილია და რაღაც მომენტში ასფალტის საფარის ნარჩენებც კია. დაახლოებით ხუთიოდ კილომეტრში (ჩემდა სამარცხვინოდ კილომეტრაში არ დამინიშნავს). მიადგებით ამ ადგილს. ნიშნად მაღალი წაბვის ანძები გამოდგება. თუ კარგად დააკვირდებით სურათს, მარჯვენა ნაწილში დაინახავთ, რომ სამანქანო გზა ქვემოთ მიდის. სწორედ ესაა გუდარეხის გზა. ჩვენ მანქანები აქ მდელოზე დავტოვეთ, თუმცა დაახლოებით ერთი კილომეტრი მაინც კლდიანი გრუნტია და შესაბამისად უსაფრთხოა მანქანებით ჩასვლა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:20

ახლა ჩვენი თავგადასავლების შესახებ. თბილისიდან წავედით ხუთი მანქანით. კარველებიდან ვიყავით Mrs Robinson, მე და ჩემი შვილები. სხვები კარველები არ არიან ჯერ-ჯერობით.

გყვავდა საპატიო სტუმარიც. სამსახურში მთხოვეს და წინა დღეს პატარა ექსკურსია მოვუწყვე საქართველოში ახლადდანიშნულ შვედეთის ელჩს იოჰან მოლენდერს. ვაჩვენე ჯვარი, სვეტიცხოველი, ანანური და შემდეგ ავენისი. ხო, ხო ავენისი, რომელიც მე თავად გეოკეშინგის გამო აღმოვაჩინე. ბატონი იოჰანი საქარველოში ამ ოცდაატიოდე წლის წინ იყო ნამყოფი. ახლა ჩამოვიდა როგორც ელჩი, რათა რწმუნებათა სიგელი გადაეცა ორშაბათს პრეზიდენტისთვის.

მოკლედ შაბათს რაც ნახა იმით დიდად ისიამოვნა, და როცა ვუთხარი მოერე დღეს კვირას მეგობრებთან ერთად მივდივარ შუა საუკუნეების მიტოვებულ ნაქალაქარის სანახავად-თქო მკითხა:
-მოხუჩი შვედი დიპლომატი რომ წამოვიდეს ძალიან ხომ არ შეგიშლით ხელსო. თუმცა ერთი პირობაც ჰქონდა თბილისში გარანტირებულად ხუთ საათზე უნდა დაბრუნებულიყო, რადგან საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა. პრირობა მივეცი, რომ დაბრუნდებოდა.

ახლა გაიცანით ელჩი ანანურის ფონზე

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:25

თბილისიდან დილის ცხა საათზე ხუთი მანქანით გავედით. ოთხი ჯიპის ყაიდისა იყო და ერთიც პატარა სიტროენი. მშვიდობით ჩავაყწიეთ თეთრიწყაროში. აქ გადასახვევთან მარშრუტკა დაგვხდა ექსკურსანტებით. რომლებიდ ჩვენზე ადრე იყვენე წამოსულები, სცადეს გუდარეხისკენ წასვლა არაფერი გამოუვიდათ და უკან ბრუნდებოდენენ. ჰოდა, მათი შემყურე სიტორენის ხალხი ჩვენს მანქანებში გადავინაწილეთ, თავად სიტროენი კი იქვე, გადასხვევთან მცხოვრებ თეთრწყაროელთან გავაჩერეთ ეზოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:30

გავუდექით გზას. კი გვეუბნეობდნენ ცუდი გზააო, ხუთი დღე წვიმდაო, მაგრამ იმასაც გვეუბნებოდნენ ამ მანქნაებით ალბათ გახვალთო.

პირველი მე მივდიოდი. ხომ გაგიგიათ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. ხოდა ერთ ადგილას მანქანა ოდნავ მომიცურდა, უფრო სწორედ შეცდომა დავუშვი მინდოდა წყლის ნავალი პატარა ხევი ბორბლეს შორის მომექცია და საბოლოოდ ამ ხევში აღმოვჩნდი

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:33

რის ვაი ვაგალხით ნივა ამოვათრიეთ. წინ მზვერავები გავუშვით რომ ენახათ რა ხდებოდა (მათ შორის ელჩის წავიდა).

ამასობაში ერთი ადგილობრივი გამოცნდა, რომელიც ვაშლებით გაგვიმასპინძლდა. როცა გაიგო გუდარეხში მივდიოდით გაიოცა აქეთ რა გინდოდათ ზემოდან დაგევლოთო. აქ ვერ გაივლითო, გზები დახევებულიაო და მიგითითა იმ სერისაკენ საიდანაც უნდა წავსულიყავით.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:39

მერე, ამ პატიოსანმა კაცმა, რომ გაიგო ასეთი საპატიო სტუმარი გყვავდა, თავისი საქმეები გვერდზე გადადო და ჩვენ გამოგყვა - გუდარეხის გადასახვევს შეიძლება გასცდეთო და კაცმა რომ თქვას მართალიც იყო. ალბათ ვერც მივაგნებდით ჩვენთან რომ არ ყოფილიყო.

ასე თუ ისე მივაღწიეთ გადასახვევამდე. მდელოზე მანქანები დავტოვეთ. გარშემო ბურუსი იყო. ეს სურათი ჩემმა შვილმა ლუკამ გადაიღო

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:47

დავშვით გუდარეხისკენ. გზა ასეთი იყო

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 15:54

ალაგ-ალაგ გზაზე წონაღობები გვხდებოდა

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Kakha » 18 ოქტ 2005, 16:02

გვალვა აი რა ავტო მესიჯი მივიღე -
Sorry, but the maximum filesize for all Attachments is reached. Please contact the Board Administrator if you have questions..

თუ გინდათ პრადალჟნია ბანკეტა ცოტა არე კიდევ დამითმე. კიდევ 6-8 სურათი დამრჩა (შეიძლება ათი, არ დამითვლია)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Gvalva » 18 ოქტ 2005, 18:29

ძალიან გვინდა!!! ბოდიში, გვიან ვნახე, ეხლავე გავზრდი, და საერთოდ იმდენზე დავაყენებ ვერასოდეს მივაღწიოთ იმ ზომას

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by ilia » 18 ოქტ 2005, 23:25

Kakha
ძალიან საინტერესოა, გააგრძელე.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Post by Mao » 19 ოქტ 2005, 00:44

Kakha
"ნახოდკა" ხარ მეგობარო. ფანტასტიურად გვაწვდი ინფორმაციას. :D :D :D
together on the top!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]