1. მარშრუტი: თბილისი - ნაქალაქარი გუდარეხი - თბილისი
2. როგორ მივიდეთ საწყის პუნქტამდე: ჩვენ ავირჩიეთ მარშრუტი თბილისი - კოდა - ფარცხისი - თეთრიწყარო - სოფ. გუდარეხი - ნაქალაქარი გუდარახი. სოფ. გუდარეხამდე ვერ მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნივებით ვიყავით წასულები. ჩვენს გასვლამდე ხუთი დღე გადაუღბლად წვიმდა და გზები დახევდა და საშინლად ტალახიან-მოლიპული იყო. ამიტომ ადგილობრივების დახმარებითა და რჩევით თეთრიწყაროდან პირაპირ გუდარეხის ნაქალაქარიაკენ წავედით. გუდარეხს თავზე მოვექეცით, ერთ ადგილას მანქანები დავტოვეთ და იქიდან ფეხით დავეშვით. ასე 2-სამი კილომეტრი თუ გავიარეთ.
3. როგორ წამოვიდეთ ბოლო პუნქტიდან: ჩვენ იგივე მარშრუტით დავბრუნდით, მაგრამ შესაძელბელია თუ სოფელ გუდარეხამდე მიხვალთ იქიდან წამოხვიდეთ დასახლება მადნის, რომელიც ზედ ალგეთის პირასაა, სოფ. აბრამეთის გავლით. აბრამეთიდან ორი ალტერნატივაა ფარცხისისკენ და შემდეგ კოდა თბილისი, ანდა გრუტის გზით ორბეთისაკენ და შემდეგ პანტის, წყნეთ თბილისისაკენ. ალტერნატიულად, ცხადია ამ მარშრუტით შეიძლება გუდარეხშიც მისვლა.
4. მარშრუტის სიგრძე და სირთულე: თბილისიდან თეთრიწყარომდე ნორმალური სამანქნო გზაა. თეთრიწყაროში არის ტრაფარეტი რომელიც გუდარეხის გადასახვევთან დგას. აქედან იწყება გრუნტის გზა, რომელიც, როგორც დავრწმუნდით, თუ სველია ძნელად გასასვლელია და აუცილებელია ნივები. მარშრუტკა სველ გზაზე თავად თეთრიწყაროსაც კი შორს ვერ გაცდება. პრობლემა არ შეგექმმნებათ თუ ნიადაგი მშარალია. ჩვენ ბოლო სამიოდე კილომეტრი ტყეში გაჭრილ სამანქანო გზაზე ვიარეთ. გუდარეხისკენ სულ დაღმართია (აბა გამოცანით უკან აღმართია თუ დაღმართი

5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა: ერთი დღე პიკნიკის ჩათვლით
6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი: ჩვენს თავდაპირველ გეგმაში ვნახავდით სოფ. გუდარეხში კოშკს, მაგრამ რახან იქამდე ვერ მივაღწიეთ და პირდაპირ ნაქალაქარს მივადექით, ცხადია ყურადღბის ცენტრში ნაქალაქარია. აქ ნახავთ მეცამეტე საუკუნის შედარებით დიდ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც რუსუდან დედოფლის ზეობის წლებშია აშენებული. ასევე რამდენიმე მცირე ზომის ეკლესიას, მეცამეტე საუკუნის, 1278 წელს აშენებულ სამრეკლოს, რომელიც ყველაზე ადრეულია საქართველოში დათარიღბულ სამრეკლოებს შორის და მრავალ სხვა ნაგებობას (რეპორტაჟში იხილავთ)
7. საცნობარო ლიტერატურა: ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ. 1974, გვ. 158
8. რჩევები საბანაკე ადგილებზე: ნაქალაქარის მიდამოებში მშვენიერი საბანაკე ადგილებია, განსაკუთრებით კაკლები ტევრი გალავანთან. ახლა არ შემიმოწმებია, მაგრამ ადრე რომ ვიყავი იქვე წყარო იყო. მოკლედ თუ გადაწყვიტეთ ღამის გათევა საბანაკე ადგილის შერჩევის პრობლემა არ უნდა გქონდეთ.
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია: ამ ჯერად ვერაფით დაგეხმარებით
10. მარშრუტის აღწერის თარიღი: 16 ოქტომბერი, 2005 წელი
11. რუკა, თუნდაც სქემატური - რუკას თუ ვიშოვი გამოვდებ. რეპორტაჟში იხილეთ საკვაძო გზაჯვარედინების ფოტოები.
აბა წავედით