NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by ARCHILI » 12 მარ 2009, 00:49

NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

კარვის ოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთ მოდერატორს რუსთავი 2-ის საინფორმაციოს პროდიუსერისა არ იყოს, ცენზორის ოფიციალური უფლებამოსილება შეეფარდა..

ალბათ, ადმინი საქმის ყურშია, თუმცა, კარაველების ნაწილი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ლიდერმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა წაშლის ღილაკი ვის მისცეს და ვის - არა...

შეგახსენებთ, რომ... კარავზე უკვე დამკვიდრდა ბრიგადირობა, ამჟამად ცენზურაც დაემატა, მალე კარაველები კოლმეურნეებად იქცევიან და კარავი საბჭოურ დღესასწაულებსაც იზეიმებს...



:lol:
Image


User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by paata_ » 12 მარ 2009, 01:10

მოდერს სახელი გადავარქვათ და პიონერთხელმძღვანელი დავარქვათ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Mta Mkvarebia » 12 მარ 2009, 01:48

ARCHILI

დავიჯერო კახა გყავს მხედველობაში თუ თავად ლიდერი, რომელმაც შენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, ვერ გაიაზრა წაშლის ღილაკი ვის მისცეს...

მაგრამ ეჭვი მაქვს არც ერთი და არც მეორე, რადგან რუსთავი-2-ის ცენზორის ფრაზამ ჩემს დაბადების დღის მოსალოც თემაში გაიჟღერა, რასაც მართალი გითხრა, მაშინ ვერ მივხვდი (მაინც რა ლამაზი მოლოცვა გამოგივიდა). რა მართალი იყო ნაია, როცა წერდა, ეს თემა რომ წაშალოთ, არჩილი ზარს შემოკრავს, "არიქა, მჩაგრავენო", სწორედ მაგ მიზეზით დავწერე იმავე თემაში, "ეს თემა რომ წავშალოთ, არჩილი 10 მსგავსს გახსნისთქო" და ამ მიზეზით არ ვაპირებდი მის წაშლას, ხალხის ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად.

იქნებ ჯერ თავად ადმინთან გადაგემოწმებინა, მან ხომ არ წაგიშალა თემა?

თავს ვალდებულად არ ვთვლი, ანგარიში გაბარო, მაგრამ თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ერთადერთი თემა რაც კარავზე წავშალე, პაატას თემა იყო, და ეს ავტორის დაჟინებული თხოვნით მოხდა. რადგან სხვისი არ ვიცი, მაგრამ გვალვას გახსნილი ეს თემა ძალიან კარგად მახსოვს:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2511
და მომავლისთვის არ ვაპირებ თემის ავტორის გაფრთხილების გარეშე თემის წაშლას, თუ ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by caucasica » 12 მარ 2009, 10:41

:D :lol: :D
ARCHILI-ი გადამალეტ ცენზორები მოდიან :roll:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Tamusia » 12 მარ 2009, 15:16

archili

ისე ძაან სიმპათიური და ფოტოგენური ხარ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by meore monadire » 12 მარ 2009, 15:54

Mta Mkvarebia wrote:ARCHILI

ხალხის ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად.

ხალხის ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? :)

ანუ გიპიემებდნენ რომ არჩილს არ კითხო და ეს თემა ისე წაშალეო? :)
Last edited by meore monadire on 12 მარ 2009, 16:20, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Mta Mkvarebia » 12 მარ 2009, 16:15

meore monadire
პმ ვინ ახსენა? თემაში ეწერა:D
რა ძმაკაცებიც აღარ კითხულობთ უკვე მის თემებს? :wink:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by ARCHILI » 12 მარ 2009, 17:10

ეჰ...

ბარემაც ზოგიერთებმა სულ ზეპირად და ციტატებით იცით ყოველი ჩემი პოსტი...

:wink:


:lol: :lol: :lol:


კი არ ვიმჩნევ...


:lol:


კიარადა

პიონერული სალამი საბჭოელებს...


:lol:


/ობიექტები 1256, 1257 და 1258 თანმიმდევრობითი პოზიციებით ხასიათდებიან, ალაგ-ალაგ შეინიშნება, ინდივიდუმის ხარისხის შემცირება და მასობრივი ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, კერძოდ, სიტუაციური გრძნობების წარმოქმნა - ხასიათების, ინტელექტის, პასუხისმგებლობის კარგვა, ჰიპერტროფული შთაგონება, ადვილად მართვადობა. გრადაციის რიტორიკული მეთოდის საჭიროება ჯერ არ ჩანს./
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Ninukala » 12 მარ 2009, 17:23

მე თუ მკითხავთ კარავს ძაალიან მაგარი ცენზორი სჭირდება

იხ. თემა http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 311#212311

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Tamusia » 12 მარ 2009, 20:16

archili

ადვილად მართვადიც ხარ და უარესიც, და საერთოდ სადაც საჭიროა იქ ვერ ბედავ ეტყობა და აქ არახუნებ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Druides » 12 მარ 2009, 20:28

Tamusia
მაგაში შეცდი :) არჩილს ისეთი ბეზპრიდელნიკებისთვის გაუჯაზებია და თავზე დაუმხია ყველაფერი და სიტყვა ვერ ამოუღიატ თან ერთი არჩილი და ისინი 10-15 ყოფილან :) ჩემთვისაც უთქვამს მწარეები მოკვლასაც კი ვფიქრობდი მაგრამ რაც მითხრა ცხოვრებაში გამომდგომია, ზოგიერთი რაღაცა ყურებს მიღმაც გამიშვია.... რაც მოპგწონთ მოისმინეთ რაც არა და კიდე გაუშვით და ბოლო ბოლო თუ არ მოგწონთ ამ კაცთან პოლემიკა შეეშვით კამათს ისიც დაწყნარდება და ჩვენც ყველანი :)))))
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by Tamusia » 12 მარ 2009, 20:39

druides

ბეზპრედელნიკებს რაც შეეხებათ, პირადად გაცნობის შემდეგ მირჩევნია ასეთი შეფასება მივცე ვინმეს.

პოლემიკას შეშვებაზე კი გეთანხმები
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
NEWS კარავს ოფიციალური ცენზორი დაუწესდა

Post by ARCHILI » 13 მარ 2009, 01:11

ობიექტი 1257- შეინიშნება თავდაცვის ინსტიქტის გაძლიერება... წინასწარგანყობა ისევ სუსტ დონეზეა განვითარებული. მცდელობა აქვს მასობრივი იდეის ფორმირების სათავისოობაზე იმუშაოს, რაშიც სხვა ორ ობიექტზე ამყარებს პირველად კომუნიკაციას...

“ჩვენ არ ვეძებთ მოკავშირებს, როდესაც გვიყვარს. . . სამაგიეროდ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მოკავშირეები, როდესაც გვძულს” (E.Hოფფერ თჰე ტრუე ბელტევერ,-ნიუ იორკი); ამ სიძულვილს, ერიკ ჰოფერი, თავისი თეორიის მიხედვით, მასობრივ მოძრაობაში ერთ-ერთ მთავარ გამაერთიანებელ გრძნობად თვლის.

ქმდებათა ადამიანები გაცილებით უფრო ჩქარა ერთიანდებიან, ვიდრე მოაზროვნე ადამიანები - ეს უკვე აისახა ობიექტების ალიანსში...

დაკვირვება გრძელდება...

თავად ფორუმში არის ასეთი თემა

თემა დახურა Gvalva-მ
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]