ARCHILI
დავიჯერო კახა გყავს მხედველობაში თუ თავად ლიდერი, რომელმაც შენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, ვერ გაიაზრა წაშლის ღილაკი ვის მისცეს...
მაგრამ ეჭვი მაქვს არც ერთი და არც მეორე, რადგან რუსთავი-2-ის ცენზორის ფრაზამ ჩემს დაბადების დღის მოსალოც თემაში გაიჟღერა, რასაც მართალი გითხრა, მაშინ ვერ მივხვდი (მაინც რა ლამაზი მოლოცვა გამოგივიდა). რა მართალი იყო ნაია, როცა წერდა, ეს თემა რომ წაშალოთ, არჩილი ზარს შემოკრავს, "არიქა, მჩაგრავენო", სწორედ მაგ მიზეზით დავწერე იმავე თემაში, "ეს თემა რომ წავშალოთ, არჩილი 10 მსგავსს გახსნისთქო" და ამ მიზეზით არ ვაპირებდი მის წაშლას, ხალხის ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად.
იქნებ ჯერ თავად ადმინთან გადაგემოწმებინა, მან ხომ არ წაგიშალა თემა?
თავს ვალდებულად არ ვთვლი, ანგარიში გაბარო, მაგრამ თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ერთადერთი თემა რაც კარავზე წავშალე, პაატას თემა იყო, და ეს ავტორის დაჟინებული თხოვნით მოხდა. რადგან სხვისი არ ვიცი, მაგრამ გვალვას გახსნილი ეს თემა ძალიან კარგად მახსოვს:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2511
და მომავლისთვის არ ვაპირებ თემის ავტორის გაფრთხილების გარეშე თემის წაშლას, თუ ეს აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.