ახლა კი უფრო დაწვრილებით:
ბაღდათის რაიონის მთიან ნაწილში 3 ძირითადი ხეობაა. ესენია: საკრაულას ხეობა, ხანისწყლის ხეობა და წაბლარასწყლის ხეობა.
მდ. საკრაულა ხანისწყალს უშუალოდ ბაღდათში უერთდება და ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის არც ისე საინტერესოა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ხეობას: ბაღდათიდან საირმისაკენ გზას რომ დაადგები, მალევე ხეობა ორად იყოფა: მარცხნივ არის ხანისწყლის ხეობა და მარჯვნივ - წაბლარასწყლის ხეობა. ხანისწყლის ხეობაში არის ბაღდათის რაიონის ყველაზე მივარდნილი სოფელი ხანი, ხოლო წაბლარასწყლის ხეობაში არის კურორტი საირმე.
აბასთუმანში გადასასვლელი არის ხანიდანაც, ოღონს სამანქანო გზა არის თუ არა შემორჩენილი ზუსტად არ ვიცი (თუ ვინმემ რაიმე იცით ამ გზის შესახებ, გთხოვთ გამაგებინეთ

). სოფელ ხანამდე ასე 3 კმ-ით ადრე ხეობა კიდევ იყოფა: მარჯვნივ კვლავ ხანისწყლის ხეობაა, ხოლო მარცხნივ არის მდ. ქერშავეთის ხეობა. აბასთუმანში გადასასვლელი გზა სწორედ ამ ხეობას მიუყვება სათავეებამდე. ამავე ხეობაში არის ჩანჩქერი რომელიც საქართველოს ერთიან რუკაზეც კია მონიშნული (ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ დიდია!).
საინტერესო ისაა, რომ ხანიდან და საირმიდან წამოსული გზები ერთმანეთს უერთდება უკვე აბასთუმნის მხარეს. გზების შესართავიდან ხანში გადასასვლელ (ანუ ზეკარის) უღელტეხილამდე არის 600-700 მეტრი, ხოლო საირმეში გადასასვლელ უღელტეხილამდე - 3-4 კმ.
ყოველივე ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ასეთი მარშუტი შედგა (გონებაში

): ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ხან-ბაღდათი.