საირმე-აბასთუმანი-ხანი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 12 მაი 2008, 22:12

ისე თავში კიდევ ერთი მარშუტი მიტრიალებს და როცა იქნება აუცილებლად განვახორციელებ (სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც).
კურორტი საირმე ალბათ ყველამ იცით სადაცაა. არ მოვყვები ახლა მის სილამაზეზე ლაპარაკს. :)
ხოდა საირმიდან გადადის სამანქანო (ორხიდიანი მანქანებისათვის) გზა აბასთუმნამდე. გზაზე არის გადასავლელი 2283 მ სიმაღლის უღელტეხილი.
საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ლაშქრობა იქნება, რადგან გზაზე ნახავთ ღრმა, კლდოვან ხეობებს და წიფლის და ნაძვის ტყეებს.
აგრეთვე: საირმიდან 14-15 კილომეტრში არის ეგრეთ წოდებული ''წითელი მინდორი''. როგორც ჩანს ამ მინდორზე ბალახებს აქვს წითელი შეფერილობა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ საირმის მხარე მდიდარია რკინით და სხვა და სხვა მეტალებით, რასაც საირმის წყაროები მოწმობს!
მემგონი ღირს წასვლად. რა ვიცი მე ასე მგონია! :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 12 მაი 2008, 22:35

ახლა კი უფრო დაწვრილებით:
ბაღდათის რაიონის მთიან ნაწილში 3 ძირითადი ხეობაა. ესენია: საკრაულას ხეობა, ხანისწყლის ხეობა და წაბლარასწყლის ხეობა.
მდ. საკრაულა ხანისწყალს უშუალოდ ბაღდათში უერთდება და ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის არც ისე საინტერესოა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ხეობას: ბაღდათიდან საირმისაკენ გზას რომ დაადგები, მალევე ხეობა ორად იყოფა: მარცხნივ არის ხანისწყლის ხეობა და მარჯვნივ - წაბლარასწყლის ხეობა. ხანისწყლის ხეობაში არის ბაღდათის რაიონის ყველაზე მივარდნილი სოფელი ხანი, ხოლო წაბლარასწყლის ხეობაში არის კურორტი საირმე.
აბასთუმანში გადასასვლელი არის ხანიდანაც, ოღონს სამანქანო გზა არის თუ არა შემორჩენილი ზუსტად არ ვიცი (თუ ვინმემ რაიმე იცით ამ გზის შესახებ, გთხოვთ გამაგებინეთ :)). სოფელ ხანამდე ასე 3 კმ-ით ადრე ხეობა კიდევ იყოფა: მარჯვნივ კვლავ ხანისწყლის ხეობაა, ხოლო მარცხნივ არის მდ. ქერშავეთის ხეობა. აბასთუმანში გადასასვლელი გზა სწორედ ამ ხეობას მიუყვება სათავეებამდე. ამავე ხეობაში არის ჩანჩქერი რომელიც საქართველოს ერთიან რუკაზეც კია მონიშნული (ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ დიდია!).

საინტერესო ისაა, რომ ხანიდან და საირმიდან წამოსული გზები ერთმანეთს უერთდება უკვე აბასთუმნის მხარეს. გზების შესართავიდან ხანში გადასასვლელ (ანუ ზეკარის) უღელტეხილამდე არის 600-700 მეტრი, ხოლო საირმეში გადასასვლელ უღელტეხილამდე - 3-4 კმ.

ყოველივე ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ასეთი მარშუტი შედგა (გონებაში :)): ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ხან-ბაღდათი.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by N67 » 13 მაი 2008, 10:48


ბესო : )

ვიცი მაგ აზრს რომ ასე ადვილად არ შეეშვები.. : D


რამდენი ხანია დასავლეთ საქართველოში არ მილაშქრია...

მსურველად მიგულე ; )
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by popins » 13 მაი 2008, 11:21

რამდენდღიანი?
და რა სირთულისაა?ანუ აღმართები დაღმართები..ნუ გუგლში ვნახავ ეხლა მაინც მარა..თუ იცით თქვით.. :)

მოკლედ მაგარი მარშრუტია :D ვნახე.ხანს ვერ მივაკლიე თორე:)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 14 მაი 2008, 23:00

ასე ერთი კვირიდან 10 დღემდე გამოდის რა. საირმიდან აბასთუმნამდე სამანქანო გზაა: უღელტეხილამდე აღმართებია და უღელტეხილიდან აბასთუმნამდე - დაღმართები. შემდეგ აბასთუმნიდან ზეკარის (ანუ ხანის) უღელტეხილამდე ისევ აღმართებია და მერე ზეკარის უღელტეხილიდან ხანამდე დაღმართებია.
აქ ერთი პრობლემაა: ზუსტად არ ვიცი ხანიდან აბასთუმნამდე არის თუ არა სამანქანო გზა შემორჩენილი. ცხენის ბილიკი ყველა შემთხვევაში იქნება, მაგრამ რამდენად ჭკვიანურია უღრან ტყეში საკმაოდ გრძელ მანძილზე მხოლოდ ბილიკზე მინდობა? :( რა ვიცი აბა :? არადა სულ ნაძვის და წიფლის ტყეებია! ულამაზესი ხეობა იქნება!

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Wanderer » 15 მაი 2008, 13:28

Bernar
რამდენად ჭკვიანურია უღრან ტყეში საკმაოდ გრძელ მანძილზე მხოლოდ ბილიკზე მინდობა?
აბა მაგას აქვს მუღამი თუ აქვს! :) ეგ "გრძელი მანძილი" დაახლოებით რამდენი კილომეტრია?

ისე მარშრუტი ძალიან საინტერესო ჩანს! დაახლოებით როდისთვის ფიქრობ წასვლას მანდ?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 15 მაი 2008, 14:12

ეგ "გრძელი მანძილი" დაახლოებით 10-დან 20-კმ-მდე იქნება (იმ შემთხვევაში თუ სამანქანო გზა არ არსებობს). კარგი ისაა, რომ მაგ მონაკვეთზე დაღმართზე მოგიწევს სიარული.
მოკლედ ცუდი ისაა, რომ არა მაქვს ინფორმაცია გზის შესახებ. ამ ზაფხულში ალბათ მოვახერხებ რაიმეს გაგებას. ბაღდათში მაქვს სოფელი და იქაური ნაცნობების იმედი მაქვს. :)
წასვლას ზუსტად არ ვიცი როდის დავაპირებ: ამ ზაფხულში მეეჭვება და მომავალ ზაფხულს იმედი მაქვს რომ მოვახერხებ.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Jnosy » 15 მაი 2008, 14:39

Bernar
5 დღემდეც რომ დაიყვანო, მე წამომსვლელი ვარ
ბეეევრი გამიგია მაგ მიდამოებზე და ყველა აქებს...

ძალიან მინდა
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by caucasica » 15 მაი 2008, 14:49

Bernar ბერნარ კარგი მარშუტია გეთანხმები მაგრამ მიკვირს აბასთუმანში ჩასვლა და მერე ისევ ზეკარძე ასვლა რად გინდა როცა....
ნუ თუ გართულება გინდა ხო
ტორე აბასტუმნიდან ზეკარზე (დაახლოებით ზეკარის წყალკგამყოფიდან იწყება ორივე მდინარე წაბლარისწყალი და ქერსავეთი)ასვლა და იქიდან რომელ ხეობასაც გინდა იმას ჩაყვები,
ან საირმისკენ (წაბლარისწყლის ხეობაში სამანქანე გზა ჩადის , რომელიც ზაფხულზე გამოიყენება კიდეც),
ან ქერშავეთისკენ კი ძველი სატყეო გზა ჩადის , ეხლა ცოტა გატყევებულია ბილოკზე უფრო დიდია სამარხილეს თუ დაარქმევ.
ორივე შემთხვევასი აბასთუმნიდან ზეკარამდეა აღმართი მერე ზირითადად დაღმართია.
ამ შემთხვევაში თითო მარშუტს მაქსიმუმ 3 დღე და 2 ღამე დასჭირდეს.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Jnosy » 15 მაი 2008, 14:59

caucasica
ოოოო, ეგ არის
3 დღე მომწონს...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 15 მაი 2008, 19:20

caucasica ახლა ნელ-ნელა უფრო დეტალურად დავწერ ყველაფერს:

1. საირმიდან წითელ მინდვრამდე არის 14 კმ. (ძირითადად აღმართებია)
2. წითელი მინდვრიდან უღელტეხილამდე არის 8 კმ. (ძირითადად აღმართებია)
3. უღელტეხილიდან აბასთუმნამდე არის 13 კმ. (ძირითადად დაღმართებია)
4. აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილამდე (ხანში გადასასვლელამდე) არის 11 კმ. (ძირითადად აღმართებია)
5. ზეკარის უღელტეხილიდან სოფელ ქერშავეთამდე არის 18 კმ. (ძირითადად დაღმართებია)
6. ქერშავეთიდან ხანამდე არის 13 კმ. (ძირითადად დაღმართებია)

ანუ ჯამში გამოდის 77 კმ. მემგონი არც ისე ცოტაა. ოღონს კარგი ისაა, რომ სასიარულოდ კარგი გზა იქნება. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 15 მაი 2008, 19:22

Jnosy 3 დღეში კარგად ჩაეტევი, თუ მხოლოდ საირმიდან აბასთუმანში გადახვალ. სხვათაშორის არც ეგაა ურიგო მარშუტი. :)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by caucasica » 15 მაი 2008, 19:31

Bernar მე, როგორც ვფიქრობ ვფიქრობ (იმ რუკით რომლითაც ვხელმძღვანელობ )მანდ ერთ უღელტეხილზე საუბარი

ორივე მდინარის ხეობაში შესაძლებელია ზეკარის უღელტეხილიდან მოხვდე ასე რომ საჭირო არაა აბასთუმანში ჩასვლა.

და თუ ერთ ერთი ხეობის ნახვასაც დასჯერდებით მაშინ მარშუტი უფრო მარტივი იქნება აბასთუმანი-ზეკარი-რომელიმე ხეობა (ან წაბლარის წყალი-საირმე, ან ქერსავეთი-ხანი) და 3 დღე და 2 ღამე სავსებიტ საკმარისი იქნება.

თორე აბასთუმნიდან ლაშურის ხეობასი კი შესაძლებელია მოხვდე ეს ისე

ზეკარიდან საირმის ნახევარი გზა მააქვს გავლილი,საკმაოდ ნორმალურია მერე უკან დავბრუნდი და აი ზეკარის პირდაპირი 1000მეტრიანი აღმართი კი საკმაოდ დამღლელი, წელს ალბათ ზეკარს ცალკე მოვივლი უახლოეს 2 კვირაში, მოგვიანებით აბასთუმნიდან ან სამეცხვარეოდან ხანში გადასვლას ვგეგმავ ლაშურის ხეობის გავლით.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 15 მაი 2008, 19:47

caucasica როგორც აღვნიშნე იმ წერტილიდან სადაც საირმიდან და ხანიდან წამოსული გზები ერთდება, საირმეში გადასასვლელი უღელტეხილი არის 3 კმ-ში ხოლო ზეკარის უღელტეხილი არის ასე 600-700 მეტრში. ასე რომ აბასთუმნისთვის გვერდის ავლით გეთანხმები მართლა შეიძლება წაბლარასწყლის და ქერშავეთის ხეობების დალაშქვრა. მაგრამ მე პირადად აბასთუმანში არა ვარ ნამყოფი და ამიტომ მინდა მისი მონახულება. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
საირმე-აბასთუმანი-ხანი

Post by Bernar » 15 მაი 2008, 19:51

caucasica რა მაინტერესებს, შენ ქერშავეთის ხეობა გავლილი გაქვს?
და თუ გავლილი გაქვს შეგიძლია მითხრა რამდენი ხნის წინ იყო ეს და რა მდგომარეობაშია სავალი გზა?
წინასწარ მადლობა! :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]