შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 18:52

აჰა მე პირველმა მოვაღწიე კომპიუტერამდე :):):). მოკლედ იყო წვიმაც, ელჭექიც, "ინსპექტორებით" წამოსული ხალხიც, ავტობუსის ადუღება დაბევრი სხვა მეტად სასიამოვნო მემონტი. ახლა გადავხედე ფოტოებს და ბევრი კარგი არის გამოსული მგონი. პაპარაცულები ხომ საერთოდ მაგარია!
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 16 აპრ 2005, 21:08

ჩვენი ლაშქრობა წვიმის დიდი საფრთხით დაიწყო დილის ... საათზე, დათქმულ დროზე "ოდნავ" გვიან როგორც ეს მიღებულია საქართველოში და კერძოდ თბილისში. პირველი საინტერესო მომენტი ავტობუსის გამოჩენით დაიწყო. ეს იყო "გაზიკი" და არა პრესტიჟული "პაზიკი", როგორც ჩვენ ამას ველოდებოდით. სამწუხაროდ მე ავტობუსი არ გადამიღია, ის და მისი მძღოლი იყო ცალკე ნოველა. "გაზიკი" არის არქაული ავტობუსი, რომლის ერთადერთი კარი ბერკეტის კანონს ემორჩილება გახსნისას, ასევე წინ გაშვერილი ცხვირი გამოარჩევს მას ყველა მისი თანამოძმისგან. ხოდა აი ამ ავტობუსის სალონში დაგვხვდა... ტელევიზორი! მართალია შავთეთრი, მაგრამ ის უტყუარი ნიშანი იყო იმის რომ აქ იციან რა აის ტურიზმი და თანამედროვე სერვისი. მძოლს უთუოდ უყვარდა და ეამაყებოდა საკუთარი ტრანსპორტი რომელშიც დარწმუნებული ვარ არაერთი ათეული წელი ქონდა გატარებული.

მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერთან ავუხვიეთ და გზად ფანჯრიდან ერთმანეთს ვაჩვენებდით მტკვარს გაღმა მთის წვერზე ნინოწმინდის მონასტერს და კალოუბნის ეკლესიას რომელებიც წარსულ ლაშქრობებს გვახსენებდნენ. თავად შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ, ინსტრუქციის დარღვევით :), ჯგუფი გაიყო, ნაწილი აღმოსავლეთით, მთის წვერზე აღმართულ ჯვარზე წავიდა, ნაწილი ქვედა მონასტრის მოსანახულებლად. რადგან მობილური კავშირი მონასტრის ეზოში არ განხორციელდა, ორი ადამიანი წავედით ჯვარზე გეგმის გასაცნობად. საბოლოოდ, ჩვენ უკვე აღწერილი გვირაბით და ჯგუფის წევრები ჩვეულებრივი გზით შევიკრიბეთ ქვედა მონასტრის ეზოში, სადაც ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა თავგანწირული აძრომა განახორციელა. როცა ყველგან ავძვერით და ჩავძვერით, მზის აბაზანებიც საკმაოდ მივიღეთ(კიდევ კარგი, თორემ წინ თურმე იმდენი წვიმა გველოდა...) გადავედით ლაშქრობის ყველაზე საინტერესო ნაწილზე: ქარაფების თავზე ასვლა. ჯვარიდან ქვედა ეკლესიისკენ როცა მივდიოდით მარცხნივ წავიდა ბილიკი რომელიც ძალიან გავდა მარშრუტის შერჩევისას FIRUZA-ს მიერ აღწერილს. ჩვენ ქვედა ეკლესიიდან ცოტა ხანს ტყეში გავიბოდიალეთ, მარა მალევე კოზა-ნოსტრას ტურიზმის მენეჯერული ალღოს და GPS-ის ისრის წყალობით რაღაც აგურით ნაგები შენობასთან ვიპოვეთ ბილიკი რომელიც უეჭველი ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. კარგი ნავალი და მკვეთრი ბილიკი საკმაოდ უხიფათოდ ავიდა ჯვარის პირდაპირ აღმოსავლეთით გამოშვერილ ქიმზე, ასევე საკმაოდ უხიფათოდ გაიარა ფლატეების ძირას და ავიდა მოსწორებულ ტყეში საიდანაც ასე 40 მეტრში შეუერთდა სამანქანე გზას. ასე 500 მეტრის გავლის შემდეგ დავინახეთ ჩვენი მეგობრები რომლებიც ერთ ადგილას შეკრებილები იდგნენ და "აუუუუუ!!" "ვააააა!!"-ს გაიძახოდნენ. მივხვდით რომ მოვედით! ნანახის აღწერა სიტყვით (და პრინციპში არც სურათით) უბრალოდ არ ღირს. ეს ყველამ თვითონ უნდა ნახოს. სამწუხაროდ ამინდი ღრუბლიანი იყო და ალბათ ჩვენ კიდევ ვერ ვნახეთ მთელი სილამაზე.
აქედან წეროვანისკენ უკვე საავტომობილე გზა მიდიოდა ულამაზესი გაშლილი მინდვრის გავლით. ამხელა მინდორი მე ბევრგან არ მინახავს და როცა ვიხსენებდი სულ რაღაც 200 მეტრში დატოვილ ფლატეებს ეს კიდევ უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას. ასე მინდორ-მინდორ სიარულით მივადექით სხლტბის პაწია ეკლესიას, სადაც მორიგი წვიმა გადავატარეთ. აქედან ჩრდილოეთით მოჩანდა გაშლილი ხედი არაგვის ხეობიდან და ქსნის ხეობამდე, საწვიმარი ღრუბლებით, მართკუთხა სახნავებით და ნახევრად გაფურჩქნული აყვავებული ტყეებით.
შემდეგ წვიმაზე ფიქრით წავედით წეროვანისკენ. რომელმაც დიდხანს არ გვალოდინა და ამიტომ წასახემსებლად რომელიღაც დაუმთავრებელ (თუ მიტოვებულ) სახლს შევაფარეთ თავი. ცოტა დაღლილებმა, ცოტა დასველებულებმა და ცოტა დანაყრებულებმა ჩვენი ტურსერვისი გავიხსენეთ, რომელმაც რეპუტაცია არ შეილახა და წეროვანში პირველი დაძახებისთანავე გაჩნდა. ავტობუსამდე ასფალტიან გზაზე მიმავალები სიამოვნებისგან ვიღიმოდით და ვამბობდით რომ არ გვეყო და სიარული კიდევ გვინდოდა :) ვფიქრობ რომ სეზონი წინაა და ხელს არაფერი შეგვიშლის.

მართალია ბევრი ვწერე, მარა მოსაყოლი მე თვითონაც კიდევ ბევრი მახსენდება. იმედია ჩემი აღწერა უფრო გასაგებს გახდის სხვა ისტორიებს, ფოტო მასალას და ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს რომელსაც ვიცი, მრავლად წარმოადგენენ დანარჩენი მონაწილეები :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:22

ვეცდები გვალვას მონათხრობის ფოტოებით ილუსტირება მოვხადინო.
ხოდა აი ამ ავტობუსის სალონში დაგვხვდა... ტელევიზორი!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:29

საბოლოოდ, ჩვენ უკვე აღწერილი გვირაბით

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:34

კარგი ნავალი და მკვეთრი ბილიკი საკმაოდ უხიფათოდ ავიდა ჯვარის პირდაპირ აღმოსავლეთით გამოშვერილ ქიმზე, ასევე საკმაოდ უხიფათოდ გაიარა ფლატეების ძირას

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:35

ასე 500 მეტრის გავლის შემდეგ დავინახეთ ჩვენი მეგობრები რომლებიც ერთ ადგილას შეკრებილები იდგნენ და "აუუუუუ!!" "ვააააა!!"-ს გაიძახოდნენ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:37

აქედან წეროვანისკენ უკვე საავტომობილე გზა მიდიოდა ულამაზესი გაშლილი მინდვრის გავლით. ამხელა მინდორი მე ბევრგან არ მინახავს და როცა ვიხსენებდი სულ რაღაც 200 მეტრში დატოვილ ფლატეებს ეს კიდევ უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:39

ასე მინდორ-მინდორ სიარულით მივადექით სხლტბის პაწია ეკლესიას, სადაც მორიგი წვიმა გადავატარეთ. აქედან ჩრდილოეთით მოჩანდა გაშლილი ხედი არაგვის ხეობიდან და ქსნის ხეობამდე, საწვიმარი ღრუბლებით, მართკუთხა სახნავებით და ნახევრად გაფურჩქნული აყვავებული ტყეებით.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:41

რომელმაც დიდხანს არ გვალოდინა და ამიტომ წასახემსებლად რომელიღაც დაუმთავრებელ (თუ მიტოვებულ) სახლს შევაფარეთ თავი.
იმპროვიზებული "მაგიდა"

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 16 აპრ 2005, 21:44

კაი, დავჩაგროთ ფირიანი ფორუმელები :) (აი ერთ-ერთი არგუმენტი სიპრა vs ფირი კამათისთვის :))
ნაწილი აღმოსავლეთით, მთის წვერზე აღმართულ ჯვარზე წავიდა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:44

დანარჩენს მე დავამატებ. ბოლო წვიმამ არა მარტო დაასველა ხალხი, არამედ ორიგინალური ვარცხნილობის გაკეთების საშუალებაც მისცა.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 16 აპრ 2005, 21:48

და ბოლოს უკვე ასფალტზე გავედით და ტუფლების გარეცხვაც შეიძლება.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 16 აპრ 2005, 22:02

Nika
აუ, ეგ პრიჩო როდის გადაიღე?
ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა თავგანწირული აძრომა განახორციელა

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Gvalva » 16 აპრ 2005, 22:06

ტუფლებს სანამ წყალთან მივიდოდით იქამდეც იწმენდნენ, რითაც მოხვდებოდათ, თვით თანამედროვე მამონტის ძვლებითაც :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე

Post by Nika » 17 აპრ 2005, 20:56

ეს თემა ფოტოებით რომ არ გაიძეძგვოს აქ უბრალოდ ბმულებს დავდებ:
http://photo.hit.ge/forum/uploads/11135 ... 760385.jpg
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]