
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
აჰა მე პირველმა მოვაღწიე კომპიუტერამდე
:):). მოკლედ იყო წვიმაც, ელჭექიც, "ინსპექტორებით" წამოსული ხალხიც, ავტობუსის ადუღება დაბევრი სხვა მეტად სასიამოვნო მემონტი. ახლა გადავხედე ფოტოებს და ბევრი კარგი არის გამოსული მგონი. პაპარაცულები ხომ საერთოდ მაგარია!

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ჩვენი ლაშქრობა წვიმის დიდი საფრთხით დაიწყო დილის ... საათზე, დათქმულ დროზე "ოდნავ" გვიან როგორც ეს მიღებულია საქართველოში და კერძოდ თბილისში. პირველი საინტერესო მომენტი ავტობუსის გამოჩენით დაიწყო. ეს იყო "გაზიკი" და არა პრესტიჟული "პაზიკი", როგორც ჩვენ ამას ველოდებოდით. სამწუხაროდ მე ავტობუსი არ გადამიღია, ის და მისი მძღოლი იყო ცალკე ნოველა. "გაზიკი" არის არქაული ავტობუსი, რომლის ერთადერთი კარი ბერკეტის კანონს ემორჩილება გახსნისას, ასევე წინ გაშვერილი ცხვირი გამოარჩევს მას ყველა მისი თანამოძმისგან. ხოდა აი ამ ავტობუსის სალონში დაგვხვდა... ტელევიზორი! მართალია შავთეთრი, მაგრამ ის უტყუარი ნიშანი იყო იმის რომ აქ იციან რა აის ტურიზმი და თანამედროვე სერვისი. მძოლს უთუოდ უყვარდა და ეამაყებოდა საკუთარი ტრანსპორტი რომელშიც დარწმუნებული ვარ არაერთი ათეული წელი ქონდა გატარებული.
მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერთან ავუხვიეთ და გზად ფანჯრიდან ერთმანეთს ვაჩვენებდით მტკვარს გაღმა მთის წვერზე ნინოწმინდის მონასტერს და კალოუბნის ეკლესიას რომელებიც წარსულ ლაშქრობებს გვახსენებდნენ. თავად შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ, ინსტრუქციის დარღვევით
, ჯგუფი გაიყო, ნაწილი აღმოსავლეთით, მთის წვერზე აღმართულ ჯვარზე წავიდა, ნაწილი ქვედა მონასტრის მოსანახულებლად. რადგან მობილური კავშირი მონასტრის ეზოში არ განხორციელდა, ორი ადამიანი წავედით ჯვარზე გეგმის გასაცნობად. საბოლოოდ, ჩვენ უკვე აღწერილი გვირაბით და ჯგუფის წევრები ჩვეულებრივი გზით შევიკრიბეთ ქვედა მონასტრის ეზოში, სადაც ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა თავგანწირული აძრომა განახორციელა. როცა ყველგან ავძვერით და ჩავძვერით, მზის აბაზანებიც საკმაოდ მივიღეთ(კიდევ კარგი, თორემ წინ თურმე იმდენი წვიმა გველოდა...) გადავედით ლაშქრობის ყველაზე საინტერესო ნაწილზე: ქარაფების თავზე ასვლა. ჯვარიდან ქვედა ეკლესიისკენ როცა მივდიოდით მარცხნივ წავიდა ბილიკი რომელიც ძალიან გავდა მარშრუტის შერჩევისას FIRUZA-ს მიერ აღწერილს. ჩვენ ქვედა ეკლესიიდან ცოტა ხანს ტყეში გავიბოდიალეთ, მარა მალევე კოზა-ნოსტრას ტურიზმის მენეჯერული ალღოს და GPS-ის ისრის წყალობით რაღაც აგურით ნაგები შენობასთან ვიპოვეთ ბილიკი რომელიც უეჭველი ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. კარგი ნავალი და მკვეთრი ბილიკი საკმაოდ უხიფათოდ ავიდა ჯვარის პირდაპირ აღმოსავლეთით გამოშვერილ ქიმზე, ასევე საკმაოდ უხიფათოდ გაიარა ფლატეების ძირას და ავიდა მოსწორებულ ტყეში საიდანაც ასე 40 მეტრში შეუერთდა სამანქანე გზას. ასე 500 მეტრის გავლის შემდეგ დავინახეთ ჩვენი მეგობრები რომლებიც ერთ ადგილას შეკრებილები იდგნენ და "აუუუუუ!!" "ვააააა!!"-ს გაიძახოდნენ. მივხვდით რომ მოვედით! ნანახის აღწერა სიტყვით (და პრინციპში არც სურათით) უბრალოდ არ ღირს. ეს ყველამ თვითონ უნდა ნახოს. სამწუხაროდ ამინდი ღრუბლიანი იყო და ალბათ ჩვენ კიდევ ვერ ვნახეთ მთელი სილამაზე.
აქედან წეროვანისკენ უკვე საავტომობილე გზა მიდიოდა ულამაზესი გაშლილი მინდვრის გავლით. ამხელა მინდორი მე ბევრგან არ მინახავს და როცა ვიხსენებდი სულ რაღაც 200 მეტრში დატოვილ ფლატეებს ეს კიდევ უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას. ასე მინდორ-მინდორ სიარულით მივადექით სხლტბის პაწია ეკლესიას, სადაც მორიგი წვიმა გადავატარეთ. აქედან ჩრდილოეთით მოჩანდა გაშლილი ხედი არაგვის ხეობიდან და ქსნის ხეობამდე, საწვიმარი ღრუბლებით, მართკუთხა სახნავებით და ნახევრად გაფურჩქნული აყვავებული ტყეებით.
შემდეგ წვიმაზე ფიქრით წავედით წეროვანისკენ. რომელმაც დიდხანს არ გვალოდინა და ამიტომ წასახემსებლად რომელიღაც დაუმთავრებელ (თუ მიტოვებულ) სახლს შევაფარეთ თავი. ცოტა დაღლილებმა, ცოტა დასველებულებმა და ცოტა დანაყრებულებმა ჩვენი ტურსერვისი გავიხსენეთ, რომელმაც რეპუტაცია არ შეილახა და წეროვანში პირველი დაძახებისთანავე გაჩნდა. ავტობუსამდე ასფალტიან გზაზე მიმავალები სიამოვნებისგან ვიღიმოდით და ვამბობდით რომ არ გვეყო და სიარული კიდევ გვინდოდა
ვფიქრობ რომ სეზონი წინაა და ხელს არაფერი შეგვიშლის.
მართალია ბევრი ვწერე, მარა მოსაყოლი მე თვითონაც კიდევ ბევრი მახსენდება. იმედია ჩემი აღწერა უფრო გასაგებს გახდის სხვა ისტორიებს, ფოტო მასალას და ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს რომელსაც ვიცი, მრავლად წარმოადგენენ დანარჩენი მონაწილეები
მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერთან ავუხვიეთ და გზად ფანჯრიდან ერთმანეთს ვაჩვენებდით მტკვარს გაღმა მთის წვერზე ნინოწმინდის მონასტერს და კალოუბნის ეკლესიას რომელებიც წარსულ ლაშქრობებს გვახსენებდნენ. თავად შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ, ინსტრუქციის დარღვევით

აქედან წეროვანისკენ უკვე საავტომობილე გზა მიდიოდა ულამაზესი გაშლილი მინდვრის გავლით. ამხელა მინდორი მე ბევრგან არ მინახავს და როცა ვიხსენებდი სულ რაღაც 200 მეტრში დატოვილ ფლატეებს ეს კიდევ უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას. ასე მინდორ-მინდორ სიარულით მივადექით სხლტბის პაწია ეკლესიას, სადაც მორიგი წვიმა გადავატარეთ. აქედან ჩრდილოეთით მოჩანდა გაშლილი ხედი არაგვის ხეობიდან და ქსნის ხეობამდე, საწვიმარი ღრუბლებით, მართკუთხა სახნავებით და ნახევრად გაფურჩქნული აყვავებული ტყეებით.
შემდეგ წვიმაზე ფიქრით წავედით წეროვანისკენ. რომელმაც დიდხანს არ გვალოდინა და ამიტომ წასახემსებლად რომელიღაც დაუმთავრებელ (თუ მიტოვებულ) სახლს შევაფარეთ თავი. ცოტა დაღლილებმა, ცოტა დასველებულებმა და ცოტა დანაყრებულებმა ჩვენი ტურსერვისი გავიხსენეთ, რომელმაც რეპუტაცია არ შეილახა და წეროვანში პირველი დაძახებისთანავე გაჩნდა. ავტობუსამდე ასფალტიან გზაზე მიმავალები სიამოვნებისგან ვიღიმოდით და ვამბობდით რომ არ გვეყო და სიარული კიდევ გვინდოდა

მართალია ბევრი ვწერე, მარა მოსაყოლი მე თვითონაც კიდევ ბევრი მახსენდება. იმედია ჩემი აღწერა უფრო გასაგებს გახდის სხვა ისტორიებს, ფოტო მასალას და ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს რომელსაც ვიცი, მრავლად წარმოადგენენ დანარჩენი მონაწილეები

შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ვეცდები გვალვას მონათხრობის ფოტოებით ილუსტირება მოვხადინო.
ხოდა აი ამ ავტობუსის სალონში დაგვხვდა... ტელევიზორი!
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
საბოლოოდ, ჩვენ უკვე აღწერილი გვირაბით
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
კარგი ნავალი და მკვეთრი ბილიკი საკმაოდ უხიფათოდ ავიდა ჯვარის პირდაპირ აღმოსავლეთით გამოშვერილ ქიმზე, ასევე საკმაოდ უხიფათოდ გაიარა ფლატეების ძირას
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ასე 500 მეტრის გავლის შემდეგ დავინახეთ ჩვენი მეგობრები რომლებიც ერთ ადგილას შეკრებილები იდგნენ და "აუუუუუ!!" "ვააააა!!"-ს გაიძახოდნენ.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
აქედან წეროვანისკენ უკვე საავტომობილე გზა მიდიოდა ულამაზესი გაშლილი მინდვრის გავლით. ამხელა მინდორი მე ბევრგან არ მინახავს და როცა ვიხსენებდი სულ რაღაც 200 მეტრში დატოვილ ფლატეებს ეს კიდევ უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ასე მინდორ-მინდორ სიარულით მივადექით სხლტბის პაწია ეკლესიას, სადაც მორიგი წვიმა გადავატარეთ. აქედან ჩრდილოეთით მოჩანდა გაშლილი ხედი არაგვის ხეობიდან და ქსნის ხეობამდე, საწვიმარი ღრუბლებით, მართკუთხა სახნავებით და ნახევრად გაფურჩქნული აყვავებული ტყეებით.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
იმპროვიზებული "მაგიდა"რომელმაც დიდხანს არ გვალოდინა და ამიტომ წასახემსებლად რომელიღაც დაუმთავრებელ (თუ მიტოვებულ) სახლს შევაფარეთ თავი.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
კაი, დავჩაგროთ ფირიანი ფორუმელები
(აი ერთ-ერთი არგუმენტი სიპრა vs ფირი კამათისთვის
)


ნაწილი აღმოსავლეთით, მთის წვერზე აღმართულ ჯვარზე წავიდა
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
დანარჩენს მე დავამატებ. ბოლო წვიმამ არა მარტო დაასველა ხალხი, არამედ ორიგინალური ვარცხნილობის გაკეთების საშუალებაც მისცა.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
და ბოლოს უკვე ასფალტზე გავედით და ტუფლების გარეცხვაც შეიძლება.
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
Nika
აუ, ეგ პრიჩო როდის გადაიღე?
აუ, ეგ პრიჩო როდის გადაიღე?
ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა თავგანწირული აძრომა განახორციელა
შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ტუფლებს სანამ წყალთან მივიდოდით იქამდეც იწმენდნენ, რითაც მოხვდებოდათ, თვით თანამედროვე მამონტის ძვლებითაც 

შიომღვიმე - ფორუმის დაბადების დღე
ეს თემა ფოტოებით რომ არ გაიძეძგვოს აქ უბრალოდ ბმულებს დავდებ:
http://photo.hit.ge/forum/uploads/11135 ... 760385.jpg
http://photo.hit.ge/forum/uploads/11135 ... 760385.jpg
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com