კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 19 ივნ 2009, 01:41

anano
სიუჟეტში ხალხიც ლაპარაკობს...
3 ადამიანი ლაპარაკობს სულ და არა "ხალხი".
შენი აზრით რატომ არ იყვნენ მართლები?
შესაძლებელია იმიტომ არ არიან მართლები, რომ უბრალოდ არ ფლობენ სრულ ინფორმაციას. ის რომ "იქ ხარ და რაღაცას ხედავ" ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულ სურათზე გაქვს წარმოდგენა. მხოლოდ ფრაგმენტის ცოდნა ბევრს არაფერს იძლევა.
რას ნიშნავს საჭირო იყო? უთხრან ხალხს მაშინ რატომ იყო საჭირო? ან ის თქვან სახელმწიფო საიდუმლოებაა და ვერ გეტყვითო...!
საფრთხე იყო მოსალოდნელიო ხომ თქვეს?! ისე მართალი ხართ რომ უნდა განმარტონ ხოლმე უფრო მეტად...
აღდგენილი ხიდი იმდენივე წლის ვერ იქნება რამდენისაც იყო, ეს ერთი და მერე მეორე თავიანთი ჯიბეებიდან არავინ აღადგენს!
და რა საჭიროა რომ ხიდს წლოვანება ჰქონდეს? ხიდს სჭირდება თავისი ფუნქციის შესრულება და არა ხნოვანება. როგორც სურათზე დავინახე ეგ სულაც არ იყო თამარის ხიდი ან რაიმე მსგავსი ისტორიული ღირებულების მქონე რომ ხნოვანების გამო დაგვენანოს. მტკიცე კი ყოფილა საკმაოდ. :(

რაც შეეხება აღდგენას: ჯიბიდან არც არავინ აღადგენს. თუ აღდგება - დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ყველაზე მთავარი კი აქ ის არის რომ რა მოხდებოდა ეგ ხიდი რომ არ აფეთქებულიყო არც მე ვიცი, არც თქვენ, არც ლეჟავამ და არც ბევრმა სხვამ კიდევ. :) მე არ ვამტკიცებ, რომ მაინცდამაინც ოსებმა ააფეთქეს და არა ჩვენებმა, მაგრამ თუ ჩვენებმა ააფეთქეს ამას სერიოზული საფუძველი ექნება, რის გახმაურებაც დღეს შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი...

სხვათა შორის, რომ არ აფეთქებულიყო კი არა რომ აფეთქდა ესეც ზუსტად რა შედეგებს გამოიწვევს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ არ ვარ მომხრე პანიკის თესვის, "რუსები მოდიან" ტიპის განცხადებების და ა.შ.

რაც შეეხება გამოთქმებს "20 კილომეტრი რუსებს მიჰყიდეს" და ა.შ. მაპატიეთ, მაგრამ სერიოზულ ლოგიკას მოკლებულია...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 ივნ 2009, 09:28

Wanderer wrote:anano
სიუჟეტში ხალხიც ლაპარაკობს...
3 ადამიანი ლაპარაკობს სულ და არა "ხალხი".
ზუსტად 17 ადამიანი საუბრობს:
მათ შორის კარველებისთვის ცნობილი მთის შვილი ილო და ტურბაზის ადმინისტრატორი ქალბატონი შურა.
Wanderer wrote: ...მე არ ვამტკიცებ, რომ მაინცდამაინც ოსებმა ააფეთქეს და არა ჩვენებმა, მაგრამ თუ ჩვენებმა ააფეთქეს ამას სერიოზული საფუძველი ექნება, რის გახმაურებაც დღეს შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი...
ჰოდა მაგას ამბობს ანანო რომ დემოკრატიულობის ნიღაბს ამოფარებული მთავრობა გვყავს და ხალხის აზრი და ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია.ფაქტიც ეგერაა.
თუ საიდუმლოა ,საიდუმლოდ უნდა მოხდეს და არა საქვეყნოდ სათიბების წართმევის ბატონ-ყმური მეთოდით.
სტალინის დრო რომ წავიდა ჯერ ვერ გაიგეს და მაგათი პრობლემა ეგაა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 13:29

რაჭაში ხიდის აფეთქება რომ სწრაფად გავრცელდებოდა, ფაქტია.
აი, რა მოხდა:
ხიდის აფეთქებამდე 3-4 დღით ადრე, საქართველო-რუსეთის საზღვრის ქართულ მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა.
ცხადია, ჩვენი მესაზღვრები იქ ვეღარ გაჩერდებოდნენ.
გზის გასაწმენდად 2 დღეში ტრაქტორი წამოიყვანეს და დაინახეს, რომ იმ ადგილას,
სადაც ცოტა ხნის წინათ თვითონ იდგნენ, რუსეთის დროშა ფრიალებდა.
ჩემი აზრით სწორედ მთავარსარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსების შემოსვლის
თავიდან ასაცილებლად, 14 კმით უკან მდებარე ხიდი აეფეთქებინათ და ამით სისხლიანი
კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, მომზადება მოესწროთ.
გზა ძნ ვიწროა და რუსეთი მძიმე ტექნიკის შემოყვანს ადვილად ვერ შეძლებდა. თუმცა,
3ხიდიანებით ცოცხალ ძალას კი შემოიყვანს, ასევე, დროებით ხიდსაც გამართავს.
არ ვარ 3ხედრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხიდი უნდა დაენაღმათ, მაგრამ არ უნდა აეფეთქებინათ,
აგრეთვე, საზღვრის კონტროლირებადი მონაკვეთიც. თავად შემთხვევა კი არ უნდა მიეჩქმალათ, უნდა ეხმაურათ.
ეს მძიმე ფაქტი დაემთხვა თბილისში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს, რამაც ხელისუფლებას
სიმართლის დამალვა აიძულა იმ საბაბით, რომ ოპოზიციას კიდევ 1 საყვირელი თემა არ მისცემოდა.
3ხედრო თუ სასაზღვრო კრიზისების დროს, ოპოზიცია და ხელისუფლება სხვა ქვეყნებში, მართლაც 1ად დგანან,
ხოლმე, ჩვენთან კი 1მანეთის მიმართ ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ.
ხან და ხან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს უხარია კიდეც
სახელმწიფოს მსგავსი სისუსტე, რომ სალაპარაკო არ მოშორდეს და ხალხის ნდობაზე იმუშაოს.
კიდევ 1 პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ხელისუფლებას
რუსეთის თავნებობა არ უნდა მიეჩქმალა და დამაჯერებლად აეხსნა ხალხისთვის,
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დასჭირდა ხიდის აფეთქება.
ცხადია, იმას არ ვამობ, რომ 3ხედრო საიდუმლოება გაეცა.
ფაქტია, რომ ხიდის აფეთქებას თავისი მიზეზი აქვს, რომელიც ზევით იციან. თუმცა,
ხალხში არსებულმა საინფორმაციო სიცარიელემ უამრავ ჭორს დაუდო საფუძველი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 13:39

ინტერნეტში რაჭაში აფეთქებული ხიდის თაობაზე
ნანა ლეჟავას მომზადებული მასალა ვნახე.
მთავარი პრობლემები განხილული არ იყო.
არ ჰქონდა ინტერვიუები სახელმწიფოს მოხელეებთან.
მესაზღვრეებს დააბრალა დამალვა, როდესაც თვითონ მათთან არც მისულა.
სიუჟეტი აგებული იყო ძირითადათ იმაზე, თუ როგორი ისტორიული ხიდი ააფეთქეს,
აგრეთვე, გლეხები აღმოჩნდნენ საძოვრების დაკარგვის საფრთხის წინაშე და არაფერი იყო
ნათქვამი ხიდის აფეთქებისა და მესაზღვრეების უკან გადმოწევის მიზეზზე.
სიუჟეტში არ იყო, ასევე, ყველაზე მთავარი - არ ჩანდნენ რუსები და ის ადგილი, სადაც ისინი იდგნენ.
მისულიყო და ენახა ეს ყველაფერი ჟურნალისტს და ინფორმაციული სიცარიელე რამენაირად მაინც შეევსო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 19 ივნ 2009, 13:42

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხეთას რომაელების ლეგიონი მოადგა, რომელსაც მთავარსარდლობდა გამოჩენილი მეომარი სახელად პომპეუსი. მაშინ მცხეთელი მოსახლეობა მედგრად იბრძოდა და საქმე ისე გაჭირვებულა, რომ ქალებიც კი იბრძოდნენ მშვილდისრებით. პომპეუსი თავისი ლეგიონით მტკვრს გაღმა იდგა, ხოლო ქართველები კი მცხეთის მხარეს და ასე მიდიობა მშვილდ ისრებით ბრძოლა, მაგრამ როდესაც ქართველებმა შეატყვეს, რომ საქმე ცუდად იყო, ღამით, ჩუმად ჩახერხეს ხიდის ის ნაწილები, რითიც ხიდის ერთ-ერთი კამარა ხმელეთს უკავშირდებოდა და როდესაც რომაელთა ლეგიონი ხიდზე ავიდა ხიდი ჩაინგრა და მტრის ერთი ნაწილი ადიდებულ მტვარში ჩაცვივდა. ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა, თუკი ჩვენს წელთ აღრიცხვამდელმა ხალხმა მოიფიქრა ის, რომ ხიდი, მტრის გამოჩენისთანავე კი არ დაეწვათ, არამედ ჩუმად ჩაეხერხა ძელები, დღეს რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება? თუმცა ისინი, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არც კი არიან და თუ მტერი შემოვა ალბათ ჭაკი ცხენებივით გაცვივიან თურქეთში თუ სხვაგან, ამის ბრწყინვალე გამოცდილება ხომ აქვთ უკვე აგვისტოს მოვლენებიდან? და ამის მაგალითი ხომ ჩვენი სასიქადულო მთავრობისაგანაც მიიღეს და მიიღებენ კვლავაც?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 13:49

qvevri
დიახ, ბატონო, ჩემო, ხიდი არ უნდა აეფეთქებინათ. უნდა დაენაღმათ და მოქცეულიყვნენ
მხოლოდ უკიდურესი ვითარების შესაბამისად.
თან, რუსულ სამხედრო მანქანას ნებისმიერი ხიდის აღდგენაც შეუძლია.
არ ვიცი, რა.
ალბათ, ხელისუფლებამ ხალხს სიმართლე დროულად უნდა უთხრას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 19 ივნ 2009, 14:04

გზის გასაწმენდად 2 დღეში ტრაქტორი წამოიყვანეს და დაინახეს, რომ იმ ადგილას,
სადაც ცოტა ხნის წინათ თვითონ იდგნენ, რუსეთის დროშა ფრიალებდა.
\
ახლაც რუსული დროშა ფრიალებს?
ანუ შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 19 ივნ 2009, 14:06

GAMARJOBA SAKARTVELO
ხიდი არ უნდა აეფეთქებინათ. უნდა დაენაღმათ და მოქცეულიყვნენ
მხოლოდ უკიდურესი ვითარების შესაბამისად.
კი, და იქაური რომ გადავიდოდა ურმით და აიწეოდა ტაში დაეკრათ ხო? :mrgreen:
რუსულ სამხედრო მანქანას ნებისმიერი ხიდის აღდგენაც შეუძლია.
რომ აღარ არსებობს იმისაც? :) რაღაც პორტატიული ხიდები თუ მაგდაგვარი აქვთ მგონი, მაგრამ სანამ მაგ ხიდს მიიტანენ, გამართავენ და მერე ზედ გადმოვლენ ქართული ჯარი დროს მოიგებს...
ალბათ, ხელისუფლებამ ხალხს სიმართლე დროულად უნდა უთხრას
ამაზე შენ თვითონ პასუხობ:
ეს მძიმე ფაქტი დაემთხვა თბილისში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს, რამაც ხელისუფლებას
სიმართლის დამალვა აიძულა იმ საბაბით, რომ ოპოზიციას კიდევ 1 საყვირელი თემა არ მისცემოდა.
ბევრი ვიფიქრე ამაზე და სხვა მხრივ შენი ნაწერი მგონი ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 14:12

რუსული დროშა ფრიალებს იმ ადგილას, სადაც ქრთველი მესაზღვრეები იდგნენ. ეს მძიმე ფაქტია.
ხიდის დანაღმვა შეიძლებოდა დისტნციური მართვადი ნაღმით, რომელიც გადავლისას კი არ ფეთქდება, არამედ, ღილაკზე შორი მანძილიდან დაჭერით.
შესაბამისად, საფრთხე გლეხს არ დაემუქრებოდა.
სიმართლის თქმა მაინც ყოველთვის სჯობს მის დამალვას, რაოდენ მწარეც უნდა იყოს,
მით უფრო, როდესაც საქმე სახელმწიფოს ეხება. ბოლოს და ბოლოს, ამდენ ჭორს ავირიდებთ და თანაც,
პრობლემისთვის უკეთ მოვემზადებით.
ხიდის აფეთქება მაფიქრებინებს, რომ საქმე მართლაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 ივნ 2009, 14:52

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ხიდის აფეთქება მაფიქრებინებს, რომ საქმე მართლაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს
მართალია, მშიშრობასთან ზედა ეშელონებში, ჯერ რომ ეჭიმებიან დათვს და რომ გააბრაზებენ მერე კუდამოძუებული გარბიან.
რუსები თუ მართლა განლაგდნენ მეტეოზე, გამოდის რომ ჩვენი მესაზღვრეები მარტო მათ დანახვაზე თავქუდმოგლეჯილი გამოიქცნენ და ხიდიც ააფეთქეს.
ამის შემდეგ ფაქტიურად რუსები საქართველოს ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს დაეუფლნენ საზღვრებზე.
და ეხლა დაიფიცებენ რომ რამე რო იყოს მტერს ვაჟკაცურად დავხვდებითო?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 19 ივნ 2009, 14:54

კი მაგრამ ამერიკა რომ გვეფიცება ძმობას და საქმე ასქმეზე რომ მივა აღშფოთების მეტს არაფერს აკეთებს მაგის საქმე როგორ არის? ჩვენზე ადრე მაგათ არ იცოდნენ რუსების ეს ხრკები?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 ივნ 2009, 14:58

qvevri
ამერიკას თავის ინტერესი აქვს, სათიბები და 25 კილომეტრი არ ანაღვლებს.
ეს საქართველოს მთავრობას უნდა ანაღვლებდეს , მაგრამ ვერ ტვინავენ ეგენი რა ხდება, ან არ აინტერესებტ, როგორც თქვი.
ამერიკა დაგიდგება თუ მხდალი არ იქნები.
ჩეჩნები ეგერ რუსეთის ფაქტიურ ტერიტორიაზე ბოლომდე დადგნენ და ქარტველები კი დიდი მხედართმთავრებით თავის ქვეყნიდან თავისი სუვერენული მიწიდან გარბიაან და მტერს უთმობენ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 15:01

მეტეოზე რუსები არ დგანან.
ამერიკელებს რაც შეეხებათ, მათ კი არა, რუსებმაც არ იცოდნენ, რომ ზვავი ჩამოწვებოდა.

საქმე ის არის, რომ ეგებ, ჩვენებმა საზღვარზე მთა ააფეთქონ, მეწყერ-ნანგრევი ჩამოწვეს და
მათი გადაადგილება შეუძლებელი გახდეს.
ქართველებმა ჰომ იქაურობა ზეპირად იციან იქ, სადაც ზვავი ჩამოწვა, მთის აფეთქება ჯერ კიდევ შეიძლება.
ამასთან, იქ გზის ჩახერგვა ქართველებს ხელს არაფერში შეუშლის.
ვიდრე რუსეთი ჩვენი ავისმოსუნრე მეზობელია, მათთან რაჭიდან დამაკვშირებელი მთიანი გზა სულ არ გვჭირდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 ივნ 2009, 15:13

ეგ გზა და უღელტეხილი ანტიკურ წყაროებშია მოხსენიებული , მაგრამ ეხლა სატრანზიტო ფუნქცია დაკარგა და მაგ ტერიტორიებს ისტორიულად ოსები რომ არ მოედვნენ სწორედ გეოგრაფიული პირობების და რაჭველთა ვაჟკაცობის შედეგია. მანდ თითოეული გოჯი მიწა სისხლითაა დანარჩუნებული. დღესაც მოგიყვებიან ძველი ბრძოლის ამბებს რაჭველები.
ესეთი მხდალობები რომ ექნათ ადრე, რასაკვირველია მანდ უცხოტომელები იცხოვრებდნენ დღეს.
მოსახლეობა დღესაც იარას აიღებს და თავის მიწას შეაკვდება , ამაში მთავრობამ რომ ხელი არ შეუშალოს.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 19 ივნ 2009, 15:15

კი მაგრამ ამერიკა რომ გვეფიცება ძმობას და საქმე ასქმეზე რომ მივა აღშფოთების მეტს არაფერს აკეთებს მაგის საქმე როგორ არის? ჩვენზე ადრე მაგათ არ იცოდნენ რუსების ეს ხრკები?
სახელმწიფოები სახელმწიფოებს ძმობას არ ეფიცებიან. სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკაში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ იმიტომ რომ მათ ეს აწყობთ. მოკავშირეებიც მხოლოდ მაშინ ხდებიან თუ მათი აზრით ეს წაადგება მათ ინტერესებს და უსაფრთხოებას.

უნდა შევიგნოთ, რომ არავინ ჩვენი, როგორც ერის და სახელმწიფოს, "ძმა" არ არის. არ იყო. და არ იქნება. დაივიწყეთ ეს "ძმური" რიტორიკა. თურქეთი ხომ არის და არის აზერბაიჯანის "ძმა". მაგრამ 1920 წელს აიღო და გადაუგდო თავისი "ძმა" ბოლშევიკებს. ეს ეხება ყველას და ყოველთვის.

ამიტომ ჯობია იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ როგორც ერი რას ვაკეთებთ, და რას არ ვაკეთებთ (რაც შეუდარებლად მეტია) ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. და არა ამერიკელებს ვუთვალოთ, როდის მოიქცევიან "ძმურად" და როდის არა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]