3 ადამიანი ლაპარაკობს სულ და არა "ხალხი".სიუჟეტში ხალხიც ლაპარაკობს...
შესაძლებელია იმიტომ არ არიან მართლები, რომ უბრალოდ არ ფლობენ სრულ ინფორმაციას. ის რომ "იქ ხარ და რაღაცას ხედავ" ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულ სურათზე გაქვს წარმოდგენა. მხოლოდ ფრაგმენტის ცოდნა ბევრს არაფერს იძლევა.შენი აზრით რატომ არ იყვნენ მართლები?
საფრთხე იყო მოსალოდნელიო ხომ თქვეს?! ისე მართალი ხართ რომ უნდა განმარტონ ხოლმე უფრო მეტად...რას ნიშნავს საჭირო იყო? უთხრან ხალხს მაშინ რატომ იყო საჭირო? ან ის თქვან სახელმწიფო საიდუმლოებაა და ვერ გეტყვითო...!
და რა საჭიროა რომ ხიდს წლოვანება ჰქონდეს? ხიდს სჭირდება თავისი ფუნქციის შესრულება და არა ხნოვანება. როგორც სურათზე დავინახე ეგ სულაც არ იყო თამარის ხიდი ან რაიმე მსგავსი ისტორიული ღირებულების მქონე რომ ხნოვანების გამო დაგვენანოს. მტკიცე კი ყოფილა საკმაოდ.აღდგენილი ხიდი იმდენივე წლის ვერ იქნება რამდენისაც იყო, ეს ერთი და მერე მეორე თავიანთი ჯიბეებიდან არავინ აღადგენს!

რაც შეეხება აღდგენას: ჯიბიდან არც არავინ აღადგენს. თუ აღდგება - დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ყველაზე მთავარი კი აქ ის არის რომ რა მოხდებოდა ეგ ხიდი რომ არ აფეთქებულიყო არც მე ვიცი, არც თქვენ, არც ლეჟავამ და არც ბევრმა სხვამ კიდევ.

სხვათა შორის, რომ არ აფეთქებულიყო კი არა რომ აფეთქდა ესეც ზუსტად რა შედეგებს გამოიწვევს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ არ ვარ მომხრე პანიკის თესვის, "რუსები მოდიან" ტიპის განცხადებების და ა.შ.
რაც შეეხება გამოთქმებს "20 კილომეტრი რუსებს მიჰყიდეს" და ა.შ. მაპატიეთ, მაგრამ სერიოზულ ლოგიკას მოკლებულია...