კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 11 ივნ 2009, 16:24

გვალდა
ნუკრი ბერეთელი ყოფილა ავტორი :) .
ფსევდონიმი ასეთია ყოველ შემთხვევაში. ლიტ.გე-ზე და ურაკპარაკ.გე-ზე წერს
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 11 ივნ 2009, 16:26

მაინც სოფელზე
ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

ნ-------------------------------------------------------------------------------

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

ავტორი იგივეა, მაგრამ არ ვიცი ვინ.
სვანეთოლოგი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 11 ივნ 2009, 16:30

Mta Mkvarebia
ურაკპარაკ.გე
. აქ ვიპოვე :) მომწონს ლექსები.

"ისევ მაისმა გამომისვა ყელში ბრჭყალები
და ყაყაჩოებს ბღუჯა-ბრუჯა ვისვრი მინდვრებზე"


"და დაგვამადლე ფრთებდახრილი ჯვარი, წმინდანო.
"ჯვარი ნინოსი"_ასე უწოდა მას თავად ერმა.
არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე.
სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_
თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა...
თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის?
იქნებ ამან დადრიკა ჯვარი..."
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 11 ივნ 2009, 16:37

ოცნება

ვერ ავისრულე წელსაც ოცნება
მთაში ასვლის და მთად დავანების.
თუ ავალ, ყველა დამეკოცნება
მთის კალთები და საყდრის კარები.

გავიკარებდი, აღარ, ლანჩასაც,
სულს ფეხშიშველა ამოვატანდი.
დავაჩოქებდი ძმების დამჩაგრავს,
ან არაგვს თავქვე გამოვატანდი!

ამოაკვანდი, ყრმაო, ძმისშვილო,
დადექ, დადრიკე მთები, ქედები!
ნეტავ მანდ ყველა დედამ მიშვილოს!
ამოდი, მზეო, ნუ შეჩერდები!

შევაჩერდები ბარად ალიონს,
ნაოცნებარი მზერა ასხლტება...
რა ვქნა, თუ ასე ვმედღეხვალეობ
და გულს ვიმაგრებ, სანამ გასკდება.

საქმით ფასდება ვაჟკაცი, ვიცი,
რად უნდათ ფიცი ღმერთთან მისულებს...
ლამაზ ქალებსაც არ უყვართ ფიცი,
ასულებს ლაღებს, მთად აისრულებს.

თუ ავისრულე ხვალ-ზეგ ოცნება,
(მაგ ოცნებებმა ძილი წამართვა.)
ავალ და ყველა დამეკოცნება
და ფიცვერცხლს შევჭამ მღვრიე არაგვთან!

ბერეთელი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 ივნ 2009, 11:30

მარადიულობა და გონთა სმეფო,
რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??.
ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს
უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს.

რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია??
თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია.
ჩრდილები თან სდევენ საგნებს ცის ქვეშეთში,
ყველაფერს, რასაც ღვთის ხელი ურევია.

ამიტომ - დიადი, მთლად შეუცნობია.
ვინ არის -იუდა?? ვინ არის - ბერია??
რა ფერის ბალახი ამოდის მდელოზე,
იქ, სადაც ათონის წმიდანი ბერია...

გინახავთ?? ოდესმე ხრიოკი უდაბნო,
ან ლომის ბოკვერი - პაწია, უმანკო,
ჯერ არ მოვლენილა ამ წუთის სოფელში
მთლად წყალ -წაღებული, ანდა მთლად უნაკლო.

დრო მიჰქრის... კულისებს კვლავ ფარავს ფარდები.
სად მრავლობს ეკალი?? სად ხარობს ვარდები??
ბრმის დარად თუ დახვალ, რას ერჩი სუფლიორს,
პასუხს არვინ აგებს ასეთი ბრალდებით.

კვლავ ათას ფერებით ირევა სამყარო,
ვიღაცა ამეფებს გონებით ავადმყოფს.
მთლად მძიმე თავთავი გართხმულა მიწაზე,
შტერი კი, ყველასთან უტიფრად ამაყობს.

ჩემს თავზე კვლავ ბრუნავს დრო-ჟამის უღელი,
სიხარულს დარდი სცვლის... საქმეა ულევი.
წლები წლებს მისდევს და ძველსა სცვლის ახალი,
სამყარო ბრუნავს და კვლავ რჩება უცვლელი.

დღე ერთი, ვითარცა - წელია ათასი.
ვის როგორ აბრუნებს -წესი და ადათი,
ვიღაც ამოსუნთქვას ვერ ასწრებს ამქვეყნად,
ვიღაცას შემოაქვს - სიცოცხლე ხალასი.

სამყაროს შემოქმედი - მართლაც რომ გენია!
ყველა ინდივიდი თავისთვის - ერთია.
სხვა არის - მადლი და სხვა - ნიჭთა მარაგი,
გიჟი და ჭკვიანი უფლისთვის ერთია.

ვისთვის, ცოდვა-მადლის გარჩევაც ძნელია.
გლახაკის შველა და კაცთაკვლაც ერთია.
ვისთვის, შეუცნობი გამხდარა უფალი,
ბიბლია, თორა და ყორანიც ერთია.

გზა,კი, სავანისკენ ვიწრო და თეთრია.
სიცოცხლე - ნათელი დიდების სვეტია.
შორს, ჩემგან სიკვდილი! დე გარდავიცვალო!
უფალთა-უფალი იესოც ერთია!

უფალი - ერთია!..უფალი - ერთია!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 16 ივნ 2009, 16:49

* * *
საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
აინტერესებთ - რა ვარ და ვინ ვარ,
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ . . .

მე შენ გეტყვი და, მდუმარი ვარ,
ან არყის ხვრეპაზე უარი ვარ!
"მარე" - სვანურად კაცს ნიშნავს და
რამხელა ამბავია, თუ მარე ვარ!

ყველას არ ეთქმისო ჩვენს დროში მარე,
არც ზოგთა - მარეებში გვმართებსო გარევა!
მე თქვენ დაგიმტკიცებთ მალე,
რომ უშგულს სამახვშო მარე ვარ!

დილით ვიჭყიპები სგიმით,
მასპინძლის მაჩუბში დავძვრები:
ირხევა ჭუნირის სიმი, -
ხვრინავენ ოჯახის კაცები . . .

- ადექით, უშგულის დევებო!
ცხენდაცხენ სვიფში გამოვბრძანდეთ.
ნამთვრალევს სროლაში შევებათ,
ცხენსა და თოფში გამომცადეთ!

ლამარიასთან - ჭიხვინია,
ლამარიასთან - გრიალია:
კვერცხები ვითომც ჯიხვებია . . .
ჯიხვები ვითომც რქიანია . . .

პატარა ბიჭებს აცინებენ
სვანები უგერგილო სროლით -
ვაი თუ განგებ აწბილებენ!
ყასიდად აცილებენ მგონი!

ვესროლე, მოვარტყი უმალ,
ირგვლივ სიხარულის ყიჟინია,
"ვინ ეჯიბრებაო, სვანეთში სტუმარს!" -
მასპინძლის ბიჭები იცინიან.

ჩერქეზულ უნაგირში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
შხარასკენ მივქრი და ყველზე წინ ვარ.
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ!

ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .

რამხელა ამბავია, ერის
წარსული დღესავით იხილო.
თავისუფლებაზე მღერით
ძალმომრეობაზე იყვირო!

რამხელა ამბავია, მიგიღონ
თვისტომად, შვილად და გმირად!
რამხელა ამბავია, მიიმკო
ამათი სიყვარული ქირად!

ირგვლივ ლომკაცების ჯარია,
"ლილეო" მწვერვალებს სცილდება,
- დიდება უშგულის მარიამს!
- დიდება! დიდება! დიდება!

მე თუ გავაკეთე ის,
რასაც ვეპირები დღეს,
წინასწარ ცრემლები მდის,
აგინთებ სანთლების ტყეს!

გადავალ ჩეგემის მხარეს,
ჩავყვები ღრუბელთა ეტლებს,
გადმოგგვრი ჩერქეზულ ხარებს,
დაგიკლავ თოვლივით თეთრებს! . .

ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .
სვანეთოლოგი

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 16 ივნ 2009, 18:54

გვალდა
ეს ლექსი ძალიან,ძალიან მიყვარს.
იქურობას მახსენებს.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 22 ივნ 2009, 09:58

რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by okulone » 22 ივნ 2009, 20:20

ცაში ვარსკვლავმა გაიკრთოლა,
ვისი ბედია? კიაფობს, თრთოლავს.
ჩაქრა. ნუთუ დამთავრდა ბრძოლა,
ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა?!

დუმილით მოცულა ზეცა,
სასწაულია ვარსკვლავთა ცვენა,
წყნარია განკიცხვის სცენა...
აღსასრულია მშვიდად რომ ხვდება?

ვარსკვლავი ჩამოვარდა ციდან,
ნაპერწკალივით ღვივდა...
ცრემლი გაიყინა ციდა,
წვეთია, ეული, წმინდა.

მოგონებათა სტროფში ჩასმული
უკვე მითია აწ გარდასული,
ყოფაა, წარსულად თქმული.
ცხოვრება წერაა შეთქმული...

ცაზე ვარსკვლავმა გაიბრწყინა,
ვისმა ცხოვრებამ გაირბინა?
რამდენი დარდი ჩაიძირა,
რამდენი ზმანება გაილია?

ვარსკვლავი ჩამოვარდა ციდან!...

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by okulone » 23 ივნ 2009, 22:45

ელვარებს ცაში თეთრი ფანტელი,
წკრიალებს სადღაც ცისკრის ზარები,
ზრიალებს თAვში რეკვის ხმაური,
ირაკლავს სხივებს კაშკაშა ფერი.
მე გადმოვდექი ცისკრის კიდეზე
და ვიდექ ზღურბლს, ათასწლეულის!
აქ დამეწერა შენი სახელი!
სულს აღმოხდება შენი სახელი!
უკანასკნელად შენი სახელი....
ამ საუკუნეს გაჰყვება ქარი,
ქარს გავატანო შენი სიყვარული?
რა ძნელი ყოფილა ჰე! სიყვარული...
დამრჩება უთქმელი ჩემი სათქმელი,
დამრჩება ფიქრები და მხოლოდ ფიქრი
გაარღვევს კართა მტკიცე ურდულებს...
და ბორგავს სული, ვაჰ! ცისკრის ვარსკვლავი...
ფეთქავს გული და რეკავს ზარები!
მომეცი ფიცი რომ გეყვარები...
რა ფიცი?!... --- ოცნება ცივი...
და მინდა ვიტირო ვით მეფე ლირი,
ვით ჭრელი ფასკუნჯი გადარეული
როს ვერ ჭვრეტს ზღურბლს ათასწლეულის!....

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 28 ივნ 2009, 00:14

ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს ...
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს ...
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ ...
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
katoo_
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 16 თებ 2009, 21:29
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by katoo_ » 28 ივნ 2009, 13:39

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.


მიყვარს ეს ლექსი ავტორი კი არ ვიცი :?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 ივნ 2009, 15:04

კატო გიო არაბულის ლექსა ეგა :)

აჰა ესეც სულ ახალი გიოს ლექსი

მთიბელნი თიბდიან

თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!"
"ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ...” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები...”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.


პ.ს.

გიომ თეატრის რეჟისურაზე ჩააბარა უმაღლესი ქულებით, და მივულოცოთ კარველებმაც :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
katoo_
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 16 თებ 2009, 21:29
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by katoo_ » 28 ივნ 2009, 16:24

:oops: უი ჩემი გიო
მადლობა ბექა

:D უი დღEს მივულოცავ, როგორ ნერვიულობა მახსოვს

არაგვს მოვპარე...
წამოსაღებად ვაგროვებ ლოდებს,
არაგვი მომდევს...
ლოდებს კი არა, ძვირფას სიტყვებს...
ამდენ სიტყვებს რა დაიხსომებს?
მიდი და ქექე: დიდი, პატარა,
მრგვალი, ოვალი, გლუვი...
სუფთა, წკრიალა, ბევრჯერ ნაბანი...
არაგვის პირას აღმოვაჩინე
სიტყვის მადანი...
როგორც იქნა მოვათავსე მანქანაში
ჩემი ნადავლი...
(მე ხომ ვიცი, რომ ქურდი ვარ და
ნეტა რა ჭკუა აქვს, თუ რას იტყვის,
უცხო, მავანი...?)
ორიოდ მათგანს, უფრო მომცროს,
გულზედ დავიბნევ...
-გზას თბილისისკენ, მგონი გავიგნებ...
-ნეტა დასძალავს მანქანა ამდენს?
მინდა , რომ სახლშიც, წამოწოლილს,
მიყვებოდნენ, ეს ლოდები,
არაგვის ამბებს...
მინდა, რომ მარტო,
(მართალია, სიტყვა მოვპარე...)
-სხვას არავის...
არაგვს ვუყვარდე!...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 07 ივლ 2009, 14:36

მერე რა მოხდა

დღეს გამეფოთლა სურვილები ახალ-ახალი

ჩურჩული მესმის მაგრამ მაინც არა არ მჯერა,

ატმის კვირტებმა სულში ჩამცეს ფეთქვის ლახვარი,

ძლივს დავიოკე საკუთარი სული ამჯერად.

მთაწმინდის კალთებს დაეფინა ჭრელი ყვავილი,

გულს მომიწყირდა მთების ნახვა და თვალი ზვერავს

მერე რა მოხდა, რუსთაველზე თუ ვერ ჩავივლი

და ფერ-დაგარგულ ქალიშვილებს ვერვესვრი მზერას.



ბესოთ გიორგი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]